Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

პროექტ გაკვ.გეგმა

გეგმა

Related Books

Free with a 30 day trial from Scribd

See all
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

პროექტ გაკვ.გეგმა

  1. 1. პროექტ-გაკვეთილის გეგმაქართულ ლიტერატურაში 1. პედაგოგი მზია ეგიაშვილი 2. პროექტ-გაკვეთილის თემა შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟის- ტარიელის გასამართლება 3. სწავლების საფეხური და კლასი საბაზო- IX კლასი; საშუალო - X კლასი 4. მოსწავლეთა რაოდენობა X კლასი- 27; IX კლასი- 12. 5. მიზნები და განსავითარებელი უნარები მოსწავლეები იმსჯელებენ და აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ სხვადასხვა თვალსაზრისს სადავო ან პრობლემურ საკითხზე. მსჯელობას განამტკიცებენ არგუმენტებით; შექმნიან როლურ ტექსტს, შეამოწმებენ რეგლამენტს; შეძლებენ: დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენებას; ტექსტის გააზრება- გააანალიზებას, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვასა და ახსნას; სამეტყველო ქცევის შეცვლას სხვადასხვა განცდის გამომხატველი ინტონაციით; მოსწავლეები გაეცნობიან მართლმსაჯულების სისტემას, მისი მოქმედების წესს; განსავითარებელი უნარები:  არგუმენტირებული მსჯელობა;  ანალიტიკური აზროვნება;  ადეკვატური ლექსიკის, მიმიკების, ჟესტიკულაციის, ინტონაციის უნარების განვითარება;  პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა;  შემოქმედებითი უნარი;  როლური თამაშის უნარების განვითარება;  ორატორობის უნარ-ჩვევები; 6. ე ს გ-ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.  პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
  2. 2.  იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ- შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები);  მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს;  ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით. ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.  წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ- კულტურულ ფონს, ასაკს, ცოდნის დონეს, ინტერესებს და ა. შ.), შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.; ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.  ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (იყენებს რიტორიკულ შეკითხვებს, მიმართვას, ერთობლივი მოქმედების ამსახველ განმაზოგადებელ ფორმებს. მაგ., „ჩვენი მიზანია...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „როგორც ვიცით...“ და სხვ.);  უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას (სპეციალურად გამოყოფს ინფორმაციის ნაწილებს; იმეორებს; მოჰყავს მაგალითები; მკვეთრად აღნიშნავს ერთი თემიდან მეორეზე გადასვლას.  მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას (გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური ლექსიკის, ჩანართების, რიტორიკული შეკითხვების, შეძახილების საშუალებით;  გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.).
  3. 3. 7. წინასწარი ცოდნა მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ ,,ვეფხისტყაოსანი“; აქვთ იმიტაციური სასამართლო პროცესის ჩატარების გამოცდილება 8. შეფასება განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე. 9. საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა ტექნიკა- ინსტრუმენტები: ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა; ფორმატები; საწერი მასალები; სასამართლოს ატრიბუტიკის შესაბამისი თვალსაჩინო სქემა და პლაკატი. ინფორმაციული წყარო: შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნი“ 10. პროექტ-გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი და დრო პროექტ-გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ. გაკვეთილი ტარდება ლიტერატურული სასამართლოს ფორმატით ქალაქის სასამართლოს სხდომათა დარბაზში. მოსწავლეებმა მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატების, ნაფიცი მსაჯულების, ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმეების როლები. A ფაზა (გამოწვევა) (მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) მოსწავლე-მოსამართლე ხსნის სხდომას, ყველას ამცნობს, რომ ასამართლებენ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟს-ტარიელს. გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გამოიტანენ სამართლიან ვერდიქტს. B ფაზა (შინაარსის რეალიზება) შესავალი სიტყვით გამოდიან პროკურორი და დაცვის ადვოკატი; იკითხებიან დაზარალებული, ბრალდებული, მოწმეები; საბოლოო სიტყვით გამოდიან დაცვის ადვოკატი, პროკურორი და ბრალდებული. C ფაზა (გამთლიანება) ნაფიცი მსაჯულები მსჯელობენ, მართავენ დისკუსიას, გამოაქვთ ვერდიქტი და აძლევენ მოსამართლეს. ვერდიქტზე დაყრდნობით მოსამართლე კითხულობს განაჩენს. 11. პროექტ-გაკვ. ჩატარების თარიღი: 1 მაისი, 2015 წელი.

×