Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

სამოდელო გაკვეთილი,,მოგზაურობა აფრიკაში”

3,185 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

სამოდელო გაკვეთილი,,მოგზაურობა აფრიკაში”

  1. 1. სამოდელო გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 1. პედაგოგი მზია ეგიაშვილი 2. გაკვეთილის თემა 3. სწავლების საფეხური და კლასი მოსწავლეთა რაოდენობა გაკვეთილის მიზანი და განსავითარებელი უნარები ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში” ანუ როგორ გადაიქცა გაკვეთილი პროექტად საბაზო IX-ბ 27 მოსწავლეებმა შეძლონ ნუგზარ შატაიძის მოთხრობის ,,მოგზაურობა აფრიკაში” ინტერპრეტაცია და პროექტის მომზადება ისტ-ის დახმარებით. მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე წარმოადგინონ წინასწარ მომზადებული პრეზენტაციები, სლაიდ- შოუს გამოყენებით, მათ მიერ შერჩეული ქვეყნების შესახებ, სადაც ინტერნეტით ვირტუალურად იმოგზაურეს, გამოიკვლიეს ამ ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორია, ტრადიციები, მოიძიეს და შეადარეს ერთმანეთს ქართული ენისა და მათ მიერ შერჩეული ქვეყნების დამწერლობა, გრამატიკის თავისებურება, ღირებული ლიტერატურული ძეგლები. ჩამოაყალიბონ თავიანთი თვალსაზრისი ამ ,,მოგზაურობის” შესახებ. მსჯელობა განამტკიცონ არგუმენტებით; განსავითარებელი უნარები:  ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;  კვლევის ჩატარება;  შემოქმედებითი უნარი;  თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება;  სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება Power Point-ის გამოყენებით;  ჯგუფში მუშაობა- თანამშრომლობა;  პრეზენტაციისას- ორატორობის უნარ-ჩვევები;  თვითშეფასება, ურთიერთშეფასება. 4. 5. 6. ე ს გ-ით მისაღწევი მიმართულება: ზეპირმეტყველება შედეგები/ინდიკატორები ქართ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი კონკრეტულ საკითხებზე. *მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს. მიმართულება: წერა
  2. 2. ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.  საკუთარი შეხედულებების/ მოსაზრებების დასასაბუთებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები;  განიხილავს მხატვრულ ტექსტში გამოკვეთილ იდეებსა და პრობლემებს ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით; ქართ. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.  მკაფიოდ და თანამიმდევრულად აყალიბებს ინსტრუქციებს კონკრეტული ამოცანისთვის (მაგალითად, წარმოადგენს სლაიდ-შოუს საჭირო ინფორმაციით) მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას. • ინდიკატორი: აღწერს და აყალიბებს ციფრული მასალის სტრუქტურას; ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს. • ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს; 7. მეთოდები 8. კლასის ორგანიზების ფორმები წინასწარი ცოდნა  კითხვა-პასუხის მეთოდი ( მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, განწყობის შექმნა);  სწავლების დიდაქტიკური მეთოდივიზუალიზაცია, თვალსაჩინოების გამოყენება (მოსწავლეები აჩვენებენ სლაიდ-შოუს);  პრეზენტაციის მეთოდი;  3, 2, 1-ის მეთოდი. ინდივიდუალური, ჯგუფური. მოსწავლეები იცნობენ ნუგზარ შატაიძის მოთხრობას ,,მოგზაურობა აფრიკაში”. მოსწავლეებმა იციან , ინტერნატში როგორ მოიძიონ საჭირო მასალა, იციან
  3. 3. 9. საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა 10. შეფასება გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი და დრო კვლევის მეთოდები, იციან სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება Power Point-ის გამოყენებით. მომზადებული აქვთ პრეზენტაციები. დაფა, ცარცი, ფორმატი, მარკერები, სტიკერები, ტექნიკაინსტრუმენტები: კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი,ციფრული ვიდეოკამერა, DVD დისკი; ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა IX კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: ვახტანგ როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი. გამომცემლობა ,,სწავლანი” 2008წ. ინტერნეტი. განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე. მოსწავლეების მიერ გაკვეთილის შეფასება- 3, 2, 1-ის მეთოდით, რომელშიც, აგრეთვე, გამოკვეთილი იქნება თვითშეფასება და ურთიერთშეფასება. გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წთ. (გაკვეთილის თემა დაფიქსირებულია დაფაზე. სასწავლო მიზნები ნაჩვენებია მონიტორზე) კლასში მოსწავლეები გადანაწილებული არიან 5 ჯგუფად. თითო ჯგუფში არის 5-6 მოსწავლე. A ფაზა (გამოწვევა) (მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) 3წთ. აქტივობა1. კითხვა-პასუხის მეთოდი; 7 წთ. 1. რის შესახებ არის საუბარი ნუგზარ შატაიძის მოთხრობაში ,,მოგზაურობა აფრიკაში”? 2. როგორ გაიაზრებთ ნაწარმოების სათაურს? 3.როგორ გადაიქცა თქვენი გაკვეთილი პროექტად? 4.ისაუბრეთ პროექტის განხორციელების გზებზე. B ფაზა (შინაარსის რეალიზება) აქტივობა 2.ჯგუფების მიერ ნამუშევრების პრეზენტაცია. 25წთ. ანუ თითოეულ ჯგუფს დაეთმობა 5წთ. ჯგუფები პრეზენტაციას აკეთებენ სლაიდ-შოუს ჩვენებით Power Point-ის გამოყენებით. ისინი წარმოადგენენ ინტერნეტით ვირტუალურ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით. 1-ლი ჯგუფი: იტალიაში;
  4. 4. მე-2 ჯგუფი: მე-3 ჯგუფი: მე-4 ჯგუფი: მე-5 ჯგუფი: ჩინეთში; ავსტრალიაში; ეგვიპტეში; ისრაელში. C ფაზა (გამთლიანება) აქტივობა 3. მოსწავლეები აფასებენ გაკვეთილს -3, 2, 1-ის მეთოდით. მოსწავლეებს ევალებათ წერილობით ჩამოაყალიბონ 3 საკითხი, რომლებიც მოეწონათ საგაკვეთილო პროცესში, 2 საკითხი, რომლებიც არ მოეწონათ, 1 საკითხი, რომელსაც შეცვლიდნენ. (აქ უნდა მოხდეს თვითშეფასებაც და ურთიერთშეფასებაც), ნაწერები გამოიფინება თვალსაჩინო ადგილას- გალერეაში. 8 წთ. აქტივობა 4. ყველას მიეცემა საშუალება, გაკვეთილის დამთავრების შემდეგ იმოგზაუროს ,,გალერეაში”. საშინაო დავალება: როგორი უნდა იყოს საუკეთესო გაკვეთილი ( თვალსაზრისი) 2 წთ. გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 25.02.2014 წ.

×