Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა

12,689 views

Published on

Published in: Education
  • Login to see the comments

თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა

  1. 1. ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში 1. 2. 3. 4. 5. ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები გაკვეთილის თემა ქართული ლიტერატურა-მზია ეგიაშვილი, ისტორია - ნინო ნადირაძე ქართული ლიტერატურა- აკაკი წერეთლის პოემა ,,თორნიკე ერისთავი” I კარი ისტორია- მეათე საუკუნე. ბიზანტია-ტაო-კლარჯეთის სამეფოს ურთირეთობა სწავლების საფეხური და კლასი .მოსწავლეთა რაოდენობა გაკვეთილის მიზნები და განსავითარებელი უნარები საბაზო VII კლასი 32. მათ შორის 1- სსსმ მოსწავლე ქართული ლიტ.:მოსწავლეები გაეცნობიან ისტორიული პოემის არსს; იმსჯელებენ, როგორ ერწყმის ერთმანეთს ფაქტი და მწერლის გამონაგონი ისტორიულ თემაზე შეთხზულ ნაწარმოებში; აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს; მსჯელობას განამტკიცებენ არგუმენტებით; შეძლებენ: ტექსტის გააზრება- გააანალიზებას, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვასა და ახსნას; საკუთარი აზრის წერილობით გამოხატვას; სამეტყველო ქცევის შეცვლას სხვადასხვა განცდის გამომხატველი ინტონაციით; საკლასო დისკუსიის წარმართვას; ისტორია: მოსწავლეები შეძლებენ დააკავშირონ ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან; შეძლებენ განსაზღვრონ სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობა რუკაზე, შეძლებენ მსჯელობას პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში. განსავითარებელი უნარები: დროსა და სივრცეში ორიენტაცია; ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაცია; თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება; სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება Power Point-ის გამოყენებით; ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება; პრობლემის გააზრება დასხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა; შემოქმედებითი უნარი; ჯგუფში მუშაობა- თანამშრომლობა; პრეზენტაციისას- ორატორობის უნარ-ჩვევები; ა
  2. 2. თვითშეფასება, ურთიერთშეფასება. 6. ა ე ს გ-ით მისაღწევი ქართ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის შედეგები/ინდიკატორები შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. *ამა თუ იმ სიტუაციის გათამაშებისას წარმოთქვამს ერთსა და იმავე რეპლიკას სხვადასხვა (სიხარულის, გაბრაზების, სიამაყის, მოწყენილობის) განცდის გამომხატველი ინტონაციით. ქართ.VII.4.მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში *ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს; *საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას. ქართ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრებაგააანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. *გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე; *ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით; ქართ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. *წერს თხრობითი ხასიათის ტექსტებს, მაგალითად: რეალურ ან გამოგონილ ისტორიას მისთვის საინტერესო თემებზე, ლიტერატურული ნაწარმოების ან მის მიერ გამოგონილი პერსონაჟის თავგადასავალს. ისტორია. VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან *ასახელებს საუკუნესა და ათასწლეულს, რომელსაც კონკრეტუ-ლი თარიღი მიეკუთვნება; ისტორია. VII.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობა რუკაზე. *შესაბამისი ეპოქის ისტორიულ რუკაზე შემოხაზავს ცალკეული სახელმწიფოების საზღვრებს და აჩვენებს მათ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-პოლიტიკურ ცენტრებს. *რუკის დახმარებით მსჯელობს მსოფლიო ისტორიის ძირითად მოვლენებზე.
  3. 3. ისტორია. VII.3. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში. *მოიპოვებს ინფორმაციას (სახელმძღვანელოსა და დამატებითი ბეჭდური მასალის /ელექტრო მასალის საშუალებით) ერთ-ერთი პოლიტიკური მოღვაწის შესახებ და წერს თემას, რომელშიც საუბრობს მისი მოღვაწეობის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე. *მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად ებმება როლურ თამაშში და მსჯელობს საკლასო დადგმაში გადმოცემული ისტორიული ფაქტების შესახებ. 7. წინასწარი ცოდნა 8. შეფასება 9. საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა ა ქართული ლიტერატურა -მოსწავლეები იცნობენ ისტორიულ თემაზე შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებებს, უნახავთ ამ თემატიკაზე გადაღებული ფილმები. ისტორია: -მოსწავლეებმა იციან საქართველოს დაშლა სამეფო სამთავროებად, დავით მესამე კურაპალატის საგარეო პოლიტიკა. საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები X საუკუნეში და მათთან ურთიერთობა. ისტ-ი: მოსწავლეებმა იციან ინტერნატში როგორ მოიძიონ საჭირო მასალა. იციან სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება Power Point-ის გამოყენებით. განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე. ტექნიკა- ინსტრუმენტები: კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი,ციფრული ვიდეოკამერა, DVD დისკი; გამოყენებული მასალა: საქართველოს რუკა, მსოფლიო პოლიტიკური რუკა, ფორმატები, მარკერები, ჭიკარტები, ცარცი, დაფა; ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა VII კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: ვახტანგ როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი. გამომცემლობა ,,სწავლანი” 2008წ. ისტორიაVII კლასის სახელმძღვანელო. ავტორშემადგენელნი: ელენე მეძმარიაშვილი, მურმან პაპაშვილი, რუსუდან დაუშვილი, თეიმურაზ პაპასკირი, ლიანა გიორგობიანი. გამომცემლობა ,, კლიო“.
  4. 4. 10. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი და დრო გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ. (გაკვეთილის თემა და სასწავლო მიზნები დაფიქსირებულია ფორმატზე და გაკრულია თვალსაჩინო ადგილას) კლასში მოსწავლეები გადანაწილებული არიან 5 ჯგუფად. თითო ჯგუფში არის 6-7 მოსწავლე. A ფაზა (გამოწვევა) (მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) 3წთ. ქართ. პედაგოგი. შეკითხვები კლასს: თუ იციან, რა არის პოემა, თუ იცნობენ თორნიკე ერისთავს, როგორც ისტორიულ პიროვნებას, რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა, რომელი მეფის დროს და ა. შ. ეს დაფიქსირდება დაფაზე გონებრივი რუკის დახმარებით. კითხვა: სსსმ მოსწავლესთან - ვინ დაწერა პოემა ,, თორნიკე ერისთავი“ აქტივობა 1. ისტორია. ჯგუფური მუშაობა- მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები. მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ ბარათებს, რუკაზე მოძებნიან ბარათის ტექსტის შესაბამის ტერიტორიებს და მიაკრავენ შესაბამის ჭრილს.(5წთ) 1. კახეთი. 2.ჰერეთი.3. ეგრის-აფხაზეთი 4. ტაო-კლარჯეთი (სსსმ მოსწავლე აჩვენებს რუკაზე ტაოკლარჯეთის სამთავროს) 5. ბიზანტია დაასაბუთებენ არგუმენტირებულად(10 წთ) აქტივობა 2 ქართ. მოსწავლე ზეპირად კითხულობს პოემა ,,თორნიკე ერისთავიდან“ შესავალს– (2წთ) აქტივობა 3 ისტორია. მონიტორზე გამოდის საქართველოს დამოუკიდებლობის გერბი (1918-1921), მასწავლებელი აკეთებს პრეზენტაციას- ,, შვიდ სამთავროს მოგვაგონებს” - (2წთ) აქტივობა 4. ქართ. მონიტორზე ნაჩვენებია დავალება: თითოეულმა ჯგუფმა დახატოს ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ორივე ხელი. ერთი ხელის თითებს დააწერონ, რა გაიგეს პოემა,,თორნიკე ერისთავიდან” მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიული წარსულის შესახებ. მეორე ხელის თითებზე-რა თვისებებით წარმოჩნდა პოემის მთავარი გმირი. ქართულის მასწავლებელი ჯგუფებს ავალებს, იმუშაონ ფორმატებზე და წარმოადგინონ დავალება.(2წთ.) აქტივობა 5.ჯგუფები მუშაობენ. (10 წთ.) (სსსმ მოსწავლე ერთ-ერთ ჯგუფში ზის) ა
  5. 5. აქტივობა 6. ნამუშევრების პრეზენტაცია.(10წთ.) B ფაზა (შინაარსის რეალიზება) აქტივობა 6. მოსწავლეთა ჯგუფები აკეთებენ წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციებს. I ჯგ- ისტ, Power Point-თორნიკე ერისთავი როგორც ისტორიული პირი (2წთ) II ჯგ ისტ., Power Point - დავით დიდი- აღმოსავლეთის კურაპალატი(2წთ) III ჯგ. ისტ. Power Point - ბასილი -ბიზანტიის იმპერატორი(2წთ) IV-V ჯგ ქართ. გზამკვლევის პრეზენტაცია: ტაოკლარჯეთი -ათონის ივერთა მონასტერი.(4 წთ) გამამთლიანებელი კითხვა - პოემაში, საქართველოს რომელ კუთხესთან ჰქონდა ურთიერთობა ბიზანტიას? (2წთ) აქტივობა 7.ქართულის მასწავლებელი ჯგუფებს უსახელებს ეპიზოდებს 1-ლი კარის მიხედვით, სთხოვს მათ გაინაწილონ როლები და წარმოადგინონ (4 წთ.) აქტივობა 8. ჯგუფები ასრულებენ როლური თამაშის აქტივობას (10წთ.) (სსსმ მოსწავლეც ჩართულია ამ აქტივობაში) C ფაზა (გამთლიანება) დისკუსია- მსჯელობა: რატომ მიმართავს აკაკი წერეთელი ისტორიულ წარსულს? (10 წთ) აქტივობა 9.(3, 2, 1) მოსწავლეებს ევალებათ წერილობით ჩამოაყალიბონ: 3 საკითხი, რომლებიც მოეწონათ გაკვეთილზე; 2 საკითხი, რომელიც არ მოეწონათ გაკვეთილზე; 1 საკითხი, რომელსაც შეცვლიდნენ. (აქ ხდება თვითშეფასებაც და ურთიერთშეფასებაც) ნაწერები გამოიფინება თვალსაჩინო ადგილას- გალერეაში. (8წთ.) ყველას მიეცემა საშუალება, გაკვეთილის დამთავრების შემდეგ იმოგზაუროს ,,გალერეაში”. საშინაო დავალება: რა როლს ასრულებს ისტორიული ნაწარმოები ჩვენს ცხოვრებაში (თავისუფალი თემა) (2წთ.) 11. ა გაკვ. ჩატარების თარიღი: 22 თებერვალი, 2013 წელი.

×