Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
არგონავტები 
პედაგოგი 
მარინე ტარყაშვილი
ბრინჯაოს ხანა 
 საქართველოს ტერიტორიაზე 
ძვ. წ. IV ათასწლეულიდან 
სპილენძ-ბრინჯაოს 
მეტალურგიის განვითარებამ 
საზოგადოები...
კოლხური ცივილიზაცია 
გვიანბრინჯაოს - 
ადრერკინის ხანაში 
დასავლეთ საქართველოში 
ვითარდება კოლხური 
ცივილიზაცია. 
კოლხეთი მ...
ძველი კოლხეთი 
 კოლხეთი ის ძველი ქვეყანაა, 
რომლის დიდება და 
ბრწყინვალება თვალნათლივ 
აისახა თქმულებაში 
არგონავტების შე...
ვინ იყვნენ არგონავტები 
 არგონავტები — ბერძნულ 
მითოლოგიაში გმირთა 
ჯგუფი (50 ბერძენი გმირი 
), რომელთაც ტროას 
ომამდე ია...
ოქროს საწმისი 
თესალიის (იოლკოსის) 
მეფემ პელიამ თავის 
ძმისწულს იასონს 
სამემკვიდრეო ტახტის 
მისაღებად აია- 
კოლხეთს გამგ...
აიეტი 
 ძველი ბერძნული 
მითის მიხედვით, 
კოლხეთში მეფობდა 
მზის ღმერთის 
ჰელიოსის შვილი 
აიეტი, რომელთანაც 
ინახებოდა ოქრ...
სტრაბონი 
 ძველი ბერძენი 
გეოგრაფი სტრაბონი 
(ძვ.წ. I-ლი და ჩვ. წ. I- 
ლი სს-ის მიჯნა) 
წერდა: "არგონავტების 
მოგზაურობის...
არგონავტების ლაშქრობის მარშრუტი
ფათერაკებით აღსავსე 
ხანგრძლივი 
მოგზაურობის შემდეგ 
ფასისის (მდინარე 
რიონი) შესართავს 
მიაღწიეს. არგონავტები 
მდინარეს ა...
აიეტის სასახლე 
 კოლხთა მეფის აიეტის სატახტო 
ქალაქი აპოლონიოს 
როდოსელის (ძვ . წ . III ს .) 
მიხედვით : 
 “როცა არგონავ...
მიწათმოქმედება და მეტალურგია 
 ლეგენდის თანახმად, 
აიეტს , ცეცხლისა და 
მჭედლობის ღმერთმა 
გამოუჭედა 
სპილენძისფეხებიანი ...
მიწათმოქმედება და მეტალურგია 
 ბერძნებმა ამ თქმულებაში ასახეს 
კოლხეთის მაღალი მეტალურგიული 
(ფოლადის სახნისიანი გუთანი ,...
დავალება 
 კოლხეთის მეფემ იაზონს აღუთქვა, 
რომ მისცემდა ოქროს საწმისს, თუ ის 
შეძლებდა მისი 
სპილენძისჩლიქებიანი , 
ცეცხლ...
მედეა 
 ბერძნებმა მედეას 
დახმარებით, რომელმაც 
ოქროს საწმისის მცველი 
გველეშაპი თავისი 
გრძნეულებით დააძინა, 
მოიპარეს ს...
მედეა და მედიცინა 
 ანტიკური საზოგადოება და 
ბევრი თანამედროვე მეცნიერი 
მედეას სახელს უკავშირებს 
მედიცინის თანამედროვე ...
მედეას ტრაგედია 
მითის ერთ-ერთი ვერსიით 
შეყვარებულებმა 
საბერძნეთში ჩააღწიეს, 
მაგრამ მალე იასონმა 
უღალატა მედეას და ცოლ...
XX საუკუნის არგონავტები 
 1984 წელს ინგლისელი 
მეცნიერის ტიმ სევერინის 
ექსპედიციამ, ანუ “ახალმა 
არგონავტებმა”, გაიარა ი...
XXI საუკუნის არგონავტები 
 25 წლის შემდეგ, 
იგივე მარშრუტი 
გაიმეორეს ბერძენმა 
მეზღვაურებმა, 
კაპიტან აპოსტოლო 
კურტისის...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში

4,257 views

Published on

ისტორია

  • Be the first to comment

მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში

  1. 1. არგონავტები პედაგოგი მარინე ტარყაშვილი
  2. 2. ბრინჯაოს ხანა  საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის განვითარებამ საზოგადოების სოციალურ- ეკონომიკური აღმავლობა გამოიწვია. გაჩნდა სახვნელი იარაღი, მსხვილფეხა საქონელი გამწევ ძალად გამოიყენეს, განვითარდა სამთამადნო- მეტალურგიული წარმოება, რამაც გაზარდა მამაკაცის როლი მეურნეობრივ საქმიანობაში და მატრიარქატი პატრიარქატით შეცვალა.
  3. 3. კოლხური ცივილიზაცია გვიანბრინჯაოს - ადრერკინის ხანაში დასავლეთ საქართველოში ვითარდება კოლხური ცივილიზაცია. კოლხეთი მოიცავდა შავი ზღვის სამხრეთ- აღმოსავლეთ ნაპირსა და მიმდებარე ტერიტორიას ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში ხდება ქართველური ტომების – სვანების, ქართებისა და მეგრელ-ჭანების კონსოლიდაცია, ერთიანი კულტურის მქონე მძლავრი კოლხეთის სამეფოს ფარგლებში.
  4. 4. ძველი კოლხეთი  კოლხეთი ის ძველი ქვეყანაა, რომლის დიდება და ბრწყინვალება თვალნათლივ აისახა თქმულებაში არგონავტების შესახებ.  მითის ძველბერძნული და რომაული წყაროების მრავალფეროვან ვარიანტებში მეტად საინტერესო მასალაა მოყვანილი კოლხეთში ქართველურ ტომთა გაერთიანებაზე, მათი გავრცელების გეოგრაფიაზე, მეურნეობაზე, წეს-ჩვეულებებზე და კულტურაზე.
  5. 5. ვინ იყვნენ არგონავტები  არგონავტები — ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი (50 ბერძენი გმირი ), რომელთაც ტროას ომამდე იაზონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელი მოდის მათივე გემის, არგო , სახელწოდებიდან, რომელიც თავის მხრივ მისი ამშენებელი არგოსის სახელს ატარებდა.
  6. 6. ოქროს საწმისი თესალიის (იოლკოსის) მეფემ პელიამ თავის ძმისწულს იასონს სამემკვიდრეო ტახტის მისაღებად აია- კოლხეთს გამგზავრება და ოქროს საწმისის ჩამოტანა დააკისრა , რომელიც ქვეყნის ძლიერებისა და სიმდიდრის წყაროდ იყო მიჩნეული.
  7. 7. აიეტი  ძველი ბერძნული მითის მიხედვით, კოლხეთში მეფობდა მზის ღმერთის ჰელიოსის შვილი აიეტი, რომელთანაც ინახებოდა ოქროს საწმისი , ვერძის ოქროს ბეწვიანი ტყავი.
  8. 8. სტრაბონი  ძველი ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ. I-ლი და ჩვ. წ. I- ლი სს-ის მიჯნა) წერდა: "არგონავტების მოგზაურობის ნამდვილი მიზეზი გახლდათ კოლხეთის სიმდიდრე ოქროთი , ვერცხლითა და რკინით ".
  9. 9. არგონავტების ლაშქრობის მარშრუტი
  10. 10. ფათერაკებით აღსავსე ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ფასისის (მდინარე რიონი) შესართავს მიაღწიეს. არგონავტები მდინარეს აჰყვნენ და აიეტის ციხე-სიმაგრეს, კუტაიას (ქუთაისს) მიადგნენ . მეფე აიეტს ეახლნენ და თხოვეს, დაეთმო მათთვის ოქროს საწმისი. იასონი
  11. 11. აიეტის სასახლე  კოლხთა მეფის აიეტის სატახტო ქალაქი აპოლონიოს როდოსელის (ძვ . წ . III ს .) მიხედვით :  “როცა არგონავტები ქალაქში შევიდნენ,ისინი გააოცა მეფის სასახლის ბრწყინვალებამ: გალავანმა, ფართო ჭიშკრებმა, სპილენძის ქონგურებით დამშვენებულმა ქვის მაღალმა სვეტებმა. ეზოში გაშლილი ვაზების ქვეშ ოთხი დაუშრეტელი შადრევანი ჩქეფდა. ერთი რძისა იყო, მეორე - ღვინისა, მესამე - სურნელოვანი ზეთისა, ხოლო მეოთხე - წყლისა.
  12. 12. მიწათმოქმედება და მეტალურგია  ლეგენდის თანახმად, აიეტს , ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთმა გამოუჭედა სპილენძისფეხებიანი ცეცხლის მფრქვეველი ხარები.მანვე გაუკეთა მაგარი ფოლადის გუთანი.
  13. 13. მიწათმოქმედება და მეტალურგია  ბერძნებმა ამ თქმულებაში ასახეს კოლხეთის მაღალი მეტალურგიული (ფოლადის სახნისიანი გუთანი , საბრძოლო იარაღი ) და სამიწათმოქმედო კულტურა (მემინდვრეობა , მევენახეობა , მეცხოველეობა ), ქვეყნის პოლიტიკური სიძლიერე და სხვა.  აღსანიშნავია, რომ ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის ბოლოდან საქართველოში უკვე იცნობდნენ რკინას , რომლის დანერგვასა და ათვისებაში, შავი ზღვის სამხრეთ მთიანეთში მცხოვრებ ხალიბებს , გარკვეული დამსახურება მიუძღვით.
  14. 14. დავალება  კოლხეთის მეფემ იაზონს აღუთქვა, რომ მისცემდა ოქროს საწმისს, თუ ის შეძლებდა მისი სპილენძისჩლიქებიანი , ცეცხლისმფრქვეველი ხარების უღელში შებმას, შემდეგ ფოლადისსახნისიანი გუთნით მინდორს მოხნავდა და ხნულში ურჩხულის კბილებს დათესავდა. ბოლოს, ამ კბილებიდან აღმოცენებულ სპილენძისჯავშნიან მეომრებს დახოცავდა. ყოველივე ამას თვითონ აიეტი ადვილად აკეთებდა.  ამ მოთხოვნების შესრულებაში იაზონს დაეხმარა აიეტის გრძნეული ასული, უმშვენიერესი მედეა , რომელსაც ჭაბუკი შეხედვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა.
  15. 15. მედეა  ბერძნებმა მედეას დახმარებით, რომელმაც ოქროს საწმისის მცველი გველეშაპი თავისი გრძნეულებით დააძინა, მოიპარეს საგანძური და ძვირფასი ნადავლით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ თან წაიყვანეს მედეაც , რომელსაც სამშობლოში აღარ დაედგომებოდა.
  16. 16. მედეა და მედიცინა  ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მედეას სახელს უკავშირებს მედიცინის თანამედროვე სახით განვითარებას. თვით ტერმინი მედიცინაც მისი სახელიდან მომდინარეობს. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა, მას ბევრი უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო. რამდენიმე ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილსაც კი აცოცხლებდა, მოხუცებს კი სიჭაბუკეს უბრუნებდა.
  17. 17. მედეას ტრაგედია მითის ერთ-ერთი ვერსიით შეყვარებულებმა საბერძნეთში ჩააღწიეს, მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის ასულის მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იასონზე და მისი საცოლე სიკვდილს შეჰყარა. ამით განრისხებულმა კორინთელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, მითის მიხედვით, გაუბედურებული ქალი კოლხეთში დაბრუნდა.
  18. 18. XX საუკუნის არგონავტები  1984 წელს ინგლისელი მეცნიერის ტიმ სევერინის ექსპედიციამ, ანუ “ახალმა არგონავტებმა”, გაიარა ის გზა, რაც სამი ათასი წლის წინათ ლეგენდარულმა იასონმა თავისი “არგოთი”. ჩავიდა.  ტიმ სევერინის მგზავრობამ დაამტკიცა არქაული ზღვაოსნური საშუალებების გამოყენებით არგონავტების თქმულებაში აღწერილი მოგზაურობის შესაძლებლობა.
  19. 19. XXI საუკუნის არგონავტები  25 წლის შემდეგ, იგივე მარშრუტი გაიმეორეს ბერძენმა მეზღვაურებმა, კაპიტან აპოსტოლო კურტისის ხელმძღვანელობით.

×