რა არის პრეზენტაცია?

პრეზენტაცია არის რაიმე საკითხის საჯარო
წარდგენა აუდიტორიის წინაშე. მისი მიზანია, გავაცნოთ
საკუთარი ს...
რა უნდა გავითვალისწინოთ
პრეზენტაციის მომზადებისა და
წარმართვისას
პრეზენტაციის დაგეგმვა
სანამ პრეზენტაციისთვის მზადებას დავ...
აუდიტორია

პრეზენტაციის დაგეგმვისას მსმენელთა

მომზადების, ინტერესისა და რაოდენობის
ანალიზი იმის განსაზღვრაში გვეხმარება, ...
პრეზენტაციის სტრუქტურა
1. შესავალი
•მისალმება და საკუთარი თავის წარდგენა;
•საპრეზენტაციო თემისა და მიზნის გაცნობა;

•პრეზე...
მაშასადამე, როგორ უნდა მოვემზადოთ
გააზრებული პრეზენტაციისთვის?
• პრეზენტაციის შინაარსის განსაზღვრა - რის პრეზენტაციას

ვაკ...
პრეზენტაციის შეფასების ცხრილი
კრიტერიუმები

შეფასება

საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

Prezentacia

641 views

Published on

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
641
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2
Actions
Shares
0
Downloads
2
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Prezentacia

  1. 1. რა არის პრეზენტაცია? პრეზენტაცია არის რაიმე საკითხის საჯარო წარდგენა აუდიტორიის წინაშე. მისი მიზანია, გავაცნოთ საკუთარი საქმიანობა ადამიანების გარკვეულ წრეს. მასწავლებელს ხშირად უხდება პრეზენტაციის ჩატარება სხვადასხვა აუდიტორიის - მოსწავლეებისა თუ მათი მშობლების, კოლეგებისა თუ სკოლის ხელმძღვანელობის - წინაშე.
  2. 2. რა უნდა გავითვალისწინოთ პრეზენტაციის მომზადებისა და წარმართვისას პრეზენტაციის დაგეგმვა სანამ პრეზენტაციისთვის მზადებას დავიწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
  3. 3. აუდიტორია პრეზენტაციის დაგეგმვისას მსმენელთა მომზადების, ინტერესისა და რაოდენობის ანალიზი იმის განსაზღვრაში გვეხმარება, რა სახის ინფორმაციის მიწოდება იქნება კონკრეტულ შემთხვევაში უფრო ადეკვატური და როგორ. პრეზენტაციის თემა, მიზანი და შინაარსი პრეზენტაციის ხანგრძლივობა მიზნის ფორმულირების შემდეგ კი უნდა განვსაზღვროთ, რა გზით შეიძლება სასურველ შედეგამდე მისვლა, ე.ი. განვსაზღვროთ პრეზენტაციის შინაარსი. შინაარსზე მუშაობის პროცესი შეიძლება სამ საფეხურად დავყოთ: საპრეზენტაციო თემის შესახებ ინფორმაციის შეკრება; შეკრებილი მასალიდან იმ ინფორმაციის ამოკრება და გაანალიზება, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება; გადარჩეული და გაანალიზებული ინფორმაციის სათანადო თანამიმდევრობით დალაგება. სასურველია, პრეზენტატორმა ზეპირად მიმართოს აუდიტორიას. ეს მის სიტყვებს ბუნებრიობასა და დამაჯერებლობას შემატებს.
  4. 4. პრეზენტაციის სტრუქტურა 1. შესავალი •მისალმება და საკუთარი თავის წარდგენა; •საპრეზენტაციო თემისა და მიზნის გაცნობა; •პრეზენტაციის სტრუქტურის გაცნობა; •საპრეზენტაციო თემისადმი საკუთარი მიდგომის წარდგენა. 2. ძირითადი ნაწილი •ძირითადი საკითხების გაშლა, გაანალიზება და საკუთარი შეხედულების არგუმენტირებული დასაბუთება. 3. დასკვნა. •მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეჯამება; •პრეზენტაციის მომზადების პროცესში გამოყენებული ძირითადი ლიტერატურის წარდგენა; •აუდიტორიის გამოწვევა ქმედებისა და განსჯისკენ;
  5. 5. მაშასადამე, როგორ უნდა მოვემზადოთ გააზრებული პრეზენტაციისთვის? • პრეზენტაციის შინაარსის განსაზღვრა - რის პრეზენტაციას ვაკეთებ, რა არის ჩემი მიზანი? • პრეზენტაციის სტრუქტურის განსაზღვრა - როგორ წარმოვადგინო იგი ყველაზე უკეთ? • პრეზენტაციის პროცესში რესურსების გამოყენება - როგორ გავუადვილო აუდიტორიას პრეზენტაციის შინაარსის აღქმა? • აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება - როგორ მივიპყრო მსმენელთა ყურადღება და გავუღვიძო მათ ინტერესი?
  6. 6. პრეზენტაციის შეფასების ცხრილი კრიტერიუმები შეფასება საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; რეფერენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საპრეზენტაციო მასალას, რომელიც შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად შეფასებებს;ფლობს აუდიტორიას, ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე; ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს (სლაიდშოუ, ჰენდაუთი, პლაკატი, დაფა და ა.შ.) ძალიან კარგი საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული;ტერმინოლოგიურად გამართულია;შეცდომები უმნიშვნელოა; რეფერენტი დამაკმაყოფილებლად ფლობს საპრეზენტაციო მასალას;კრიტიკულად აფასებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს მასთან;ადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს. კარგი საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; რეფერენტი ფლობს საპრეზენტაციო მასალას, მაგრამ აქვს მცირე შეცდომები; იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების უნარს; ცდილობს აუდიტორიის ყუ რად ღების მიპყ რო ბას, მაგრამ ზოგჯერ უშედეგოდ; უმართებულოდ იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს. დამაკმაყოფილ ებელი საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია არასწორია; მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; არის რამდენიმე არსებითი შეცდომა,პასუხი მოიცავს წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ გამეორებას; რეფერენტი პერიოდულად ცდილობს აუ დი ტორიის ყუ რად ღების მიპყ რო ბას, მაგრამ არ იცის, როგორ მოახერხოს ეს;ძალზე იშვიათად ან არაადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს არადამაკმაყოფ ილებელი პრეზენტაცია არ შეესაბამება საკითხს, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია;პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია; მსმენლებს უჭირთ აზრის გამოტანა;რეფერენტი ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან,ლაპარაკობსგაურკვევლად; არ იყენებს ვიზუალიზაციის საშუალებებს. სრულიად არადამაკმაყოფ ილებელი

×