Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
www.agelgeorgia.com


           ტრენინგის ტექსტური ვერსია
გამარჯობა! თქვენთანაა რენდი გეიჯი! დღეს განსაკუთრებული ტრენინგი...
www.agelgeorgia.com

ამ ბიზნესში კი მე გავწევრიანდი მხოლოდ 1 500 დოლარად, როგორც ბევრი თქვენთაგანი.
მაგრამ მე და ბევრი სხვ...
www.agelgeorgia.com

ნება მიბოძეთ გითხრათ შოკისმომგვრელი სიმართლე: ამ ინდუსტრიაში ექსპოდენ-
ციალურ ზრდას განიცდის მხოლოდ ე...
www.agelgeorgia.com

რა თქმა უნდა, არ კმარა მხოლოდ შეუერთდე კომპანიას თავისი განვითარების ადრეულ
ეტაპზე, უფრო მნიშვნელოვან...
www.agelgeorgia.com

თუ კარგად დააკვირდებით ჩვენს ინდუსტრიას, შეატყობთ, რომ მხოლოდ რამდენიმე
კომპანიამ განიცადა ასეთი ზრდა...
www.agelgeorgia.com

ახლა კი მოდით განვიხილოთ მესამე კატეგორიის კომპანიები. მათ მე ვუწოდებ
„ფლეტლაინერებს“. ეს ის კომპანიე...
www.agelgeorgia.com

უმრავლესობა „ფლეტლაინერებისა“ - გახლავთ ბიოლოგიური დანამატების მწარმოებელი
და გამსაღებელი კომპანიები....
www.agelgeorgia.com

ვინმემ შეიძლება თქვას: „ შეხედე ჰერბალაიფს! ისინი აკეთებენ ყველაფერს, რასაც შენ
ამბობ, მაგრამ გავიდნე...
www.agelgeorgia.com

რა თქმა უნდა, ზოგირთი შეიძლება არ დამეთანხმოს: “კარგი რა, გეყოფა რენდი... ვიღაცამ
ხომ უნდა გაყიდოს პრ...
www.agelgeorgia.com

რა თქმა უნდა, მრავალ ასეთ კომპანიას აქვს შესანიშნავი საქონელბრუნვა გაყიდვების
ხარჯზე. შეხედეთ ეივონს ...
www.agelgeorgia.com

მან მიიწვია კომპანიაში მთელი ოჯახი და ნათესავები, მათ დააბანდეს ყველა თავიანთი
საშუალება და დანაზოგი,...
www.agelgeorgia.com

 მე მყავს მეგობარი, რომელიც თვეში აკეთებს 50 000 დოლარს. მაგრამ იცით რა? ის
„თხუნელაა“, შოულობს 50 00...
www.agelgeorgia.com

მე კი მსურს ვითანამშრო-მლო კომპანიასთან, სადაც           ჩეკების განაღდებას 50 წლის
შემდეგაც   შევძლე...
www.agelgeorgia.com

მაგალითად, ვიღაც შეუერთდება ასეთ კომპანიას, დაიწყებს მთელი გულით მუშაობას.
რამდენიმე წლის მანძილზე შე...
www.agelgeorgia.com

მეორე კრიტერიუმი ძალიან მარტივია, ამასთანავე ძალიან ცოტა კომპანიას ახასიათებს ის.
ეს გახლავთ ფული. თქ...
როკ სტარ ტექსტური ვერსია
როკ სტარ ტექსტური ვერსია
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

როკ სტარ ტექსტური ვერსია

1,889 views

Published on

Published in: Business
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

როკ სტარ ტექსტური ვერსია

  1. 1. www.agelgeorgia.com ტრენინგის ტექსტური ვერსია გამარჯობა! თქვენთანაა რენდი გეიჯი! დღეს განსაკუთრებული ტრენინგია. დღეს თქვენ გაიგებთ, თუ როგორ იქმნებიან მილიონერები ქსელურ მარკეტინგში და როგორი კომპანიები განიცდიან ექპოდენციალურ ზრდას. ეს ტრენინგი მოგცემთ საჭირო ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ უშველოთ ათასობით ადამიანს, რომლებიც ვერ ხვდებიან, რატომ იმყოფებიან გამუდმებით „ციყვების ბორბალში“. მოდით ვისაუბროთ მაშველ ოპერაციაზე. მე ვსაუბრობ ადამიანების შველაზე, რომლებიც გაიჭედნენ „თხუნელების ხაფანგში“. მაგრამ ჯერ უნდა გავეცნოთ ორ კონცეფციას. პირველი კონცეფცია - ეს გახლავთ, რაც ეხლახანს ვახსენეთ - „თხუნელები“. ეს ის ხალხია ვინც პირდაპირ რომ ვთქვათ ეჭიდებიან ამ ბიზნესს. არსებობს საუკეთესო ანალოგი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, რომ ავხსნათ ეს კონ-ცეფცია. წარმოიდგინეთ ჯამბაზი, რომელიც ჯოხებზე თეფშებს ატრიალებს: იწყებს ერთი თეფშით, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე, შემდეგ უბრუნდება პირველს... მე ვფიქრობ, რომ 95% ქსელურ მარკეტინგში არიან „თხუნელები“, და აი რას ვგუ-ლისხმობ ამაში: თუ თქვენ რაიმეს არ გააკეთებთ, ამას სხვა არავინ გააკეთებს. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ყველაფერი, რაც ორგანიზაციაში ხდება, თქვენი დამსახურებაა. თქვენ პირადად ატარებთ ყოველ პრეზენტაციას და შეხვედ-რას, თქვენ მუდმივად ხართ ჩამოკიდებული ტელეფონზე, თქვენ აკეთებთ ყველა-ფერს. შეამჩნევდით, ყოველთვის ვამბობთ, რომ ამ ბიზნესის მეშვეობით შეიძლება მივაღ-წიოთ თავისუფლებას. იწვე ჰამაკში ჰავაის კუნძულებზე და სვამდე ქოქოსის რძეს, მაგრამ სამწუხარო სიმართლე გამოიხატება იმაში, რომ ადამიანების 95%-ს ამ ბიზნესში არ აქვთ ნამდვილი პასიური შემოსავალი. მე მსურს რომ ჩემი ორგანიზაციის წევრებს ჰქონდეთ პასიური შემოსავალი. თქვენ კი გაეშურებოდით ჰავაის კუნძულებზე, გაატარებდით იქ ერთ თვეს, ორ ან სამ თვესაც კი, დალევდით ქოქოსის წვენს, იმედით, რომ თქვენი ორგანიზაცია აგრძელებს ზრდას და შესაბამისად თქვენი შემოსავალიც. ასე ცხოვრობს ხალხი მეორე კატეგორიიდან, რომელთაც ჩვენ ვეძახით ქსელური მარკეტინგის „როკ-ვარსკვლავებს“. ეს ტერმინი ჩვენ შემთხვევით არ გვაქვს შერჩეული, რადგან თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ იცხოვროთ როგორც როკ-ვარსკვლავმა. მაგალითისთვის მოვიყვან საკუთარ თავს. ნებისმიერ ადგილზე მე დავფრინავ პირველი კლასით ან საკუთარი თვითმფრინავით, ვჩერდები მხოლოდ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. მე ასე ვცხოვრობ, ეს ჩემი ცხოვრების სტილია. 1
  2. 2. www.agelgeorgia.com ამ ბიზნესში კი მე გავწევრიანდი მხოლოდ 1 500 დოლარად, როგორც ბევრი თქვენთაგანი. მაგრამ მე და ბევრი სხვაც, ამ ბიზნესში ვაკეთებთ უფრო მეტს, ვიდრე ზოგიერთი ბიზნესმენი, რომელიც აბანდებს ნახევარმილიონ ან მილიონ დოლარს თავის ბიზნესში. არიან ბიზნესმენები, რომლებმაც თავიანთ კომპანიაში დააბანდეს 10 ან 20 მილიონი დოლარი, მაგრამ ფაქტიურად მათი შემოსავალი არის გაცილებით უფრო ნაკლები ვიდრე ჩვენი. ასე რომ, ქსელური მარკეტინგი - ბრწყინვალე ბიზნესია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იცით სიმდიდრის შექმნის ფორმულა. რადგან, თუ თქვენ იცით და იყენებთ ფორმულას, აუცილებლად მიაღწევთ პასიურ შემოსავალსაც. რა არის პასიური შემოსავალი? ეს გახლავთ შემოსავალი, რომელიც მოედინება თქვენს ანგარიშზე ყოველთვიურად, რომელიც არ არის დამოკიდებული, მუშაობთ თუ არა თქვენ. Agel-ში სწორედ ახლა გახლავთ დრო ასეთი შემოსავლისთვის, რომ დაიკავოთ პრივილიგირებული პოზიციები. პრივილიგირებულ პოზიციებში მე ვგულისხმობ ადგილს სტრუქტურაში, სადაც თქვენს ქვემოთ ბევრი ლიდერი იყრის თავს, ეს ლიდერები კი კარგად არიან გაწვრთნილი შესაბამისი სისტემით და არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მათ მხარდასაჭერად: მარკეტინგული და ტრენინგული ინსტრუმენტები, ვებ-გვერდები და მსგავსი მასალები. შემდეგ, თუნდაც შეგემთხვათ რაიმე უბედურება და შეიძლება გარდაიცვალოთ კიდეც, ეს პასიური შემოსავალი გა- აგრძელებს მოდინებასს და დარჩება თქვენს შვილებს ან ნათესავებს, ვისაც ანდერძით დაუტოვებთ ბიზნესს. ასეთი შემოსავალი რომ მიიღოთ, თქვენ უნდა გადახვიდეთ იმ 5%- იან ჯგუფში რომელსაც ვეძახით „როკ-ვარსკვლავებს“, რადგან ეს არ ხდება „თხუნელების“ 95% -იან ჯგუფში. რა შემთხვევაში შეიძლება დაიკავოთ პრივილიგირებული პოზიაცია? ის შეიძლება დაიკავოთ კომპანიის ექსპოდენციალური ზრდის დროს, ან მანამ, სანამ ის დაიწყება. როდესაც კომპანია იზრდება ექსპოდენციალურად, მას ყოველთვიურად უერთდება 30, 40 ან 50 ათასი ადამიანი. ის მუდმივი განხილვის და ყურადღების ცენტრშია. კორპორაციული სამყაროს ხალხი შესვენებებზე უყვებიან ერთმანეთს: „ იცი გუშინ მე ვიყავი შესანიშნავ პრეზენტაციაზე. ვიყავი ასეთ სასტუმროში, იქ შეიკრიბა 1 500 ადამიანი! ისინი იყვნენ გადასარევად ჩაცმული, ყველა იყო პოზიტიურ განწყობაზე. ნათლად ჩანდა, რომ უმრავლესობა ამ ადამიანებისა უზარმაზარ ფულს შოულოbს. შენ უნდა გენახა ის მანქანები სასტუმროს შესასვლელთან: ბენტლი, ლამბორჯინი, როლს-როისი და ვაიპერი... მათ ზუსტად იციან, როგორ იშოვონ ფული!“ თუ წაგიკითხავთ ინდუსტრიული ჟურნალები, მაშინ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კომპანიები განიცდიან ექსპოდენციალურ ზრდას ყოველთვე. თუ გინახავთ გან- ცხადებები, რომელებიცც იქ ქვეყნდება, მაშინ ნამდვილად შეამჩნევდით, რომ ყოველ მათგანში წერია: „დაიჭირეთ ტალღა!“ „სუპერშეთავაზება!“, „დაურეკეთ თქვენს დისტრიბუტორებს, სანამ ისინი დაგირეკავენ თქვენ!“... 2
  3. 3. www.agelgeorgia.com ნება მიბოძეთ გითხრათ შოკისმომგვრელი სიმართლე: ამ ინდუსტრიაში ექსპოდენ- ციალურ ზრდას განიცდის მხოლოდ ერთი კომპანია, 10-15 წლის განმავლობაში ერთხელ! ერთ ასეთ კომპანიას მოჰყვება 500 ისეთი, რომლებიც არ განიცდიან ექსპოდენციალურ ზრდას. ამიტომ თუ რომელიმე თქვენთაგანი უკვე იყო ამ ბიზნესში, მაგრამ ვერ მიაღწია წარმატებას, რომელზეც ოცნებობდა და ვერ იშოვა შესაბამისი შემოსავალი, რომელსაც ელოდა, მაშინ ეს არ არის მხოლოდ თქვენი ბრალი. კომპანია, რომელთანაც თანამშრომლობთ, ახდენს უდიდეს გავლენას იმაზე, თუ რამდენს იშოვით და ვინ გახდებით: „თხუნელა“ თუ „როკ-ვარსკვლავი“. აგრეთვე, მნიშვნელოვანია დრო, როდის უერთდებით კომპანიას. შეიძლება თქვენ 2-3 წელი გულმოდგინეთ მუშაობდით რომელიმე კომპანიაში. დადიოდით შეხვედრებზე, სადაც ხალხი ღებულობდა ახალ მანქანებს, უფასო მოგზაურობის საგზურებს ჰავაის კუნძულებზე და დიდ ჩეკებს, თქვენ კი იჯექით უკანა რიგში და ფიქრობდით: „რას ვაკეთებ არასწორად? მე ამ ბიზნესში ვარ უკვე 2 წელი, და მორჩა, მე კარგად არ გამომდის, -ეს ფულის ხარჯვაა... ვიხდი ფულს, რომ დავესწრო შეხვედრებს, სემინარებს, ვყიდულობ საჭირო მასალებს... რაში გამოიხატება ყველა ამ ხალხის წარმატების საიდუმლო?“ საიდუმლო კი შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ შეუერთდით კარგ კომპანიას, მაგრამ არასწორ დროს. ამიტომ მე მინდა, რომ თქვენ მიხვდეთ ეს, ასევე, რომ აუხსნათ ხალხს, რატომ განიცდის ექსპოდენციალურ ზრდას Agel-ის კომპანია და სთავაზობს მათ რეალურ შანსს შექმნან სიმდიდრე. მე წარმოგიდგენთ დამამტკიცებელ ფაქტებს და ხედვას ჩემი 20 წლიანი გამოცდილებისა ამ ინდუსტრიაში. აგრეთვე სხვა, წარმატებული, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანების აზრს კომპანია Agel-თან დაკავშირებით. მოკლედ, მე ვყოფ ბიზნეს-შესაძლებლობას ხუთ განსხვავებულ კატეგორიად. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვეძებთ კომპანიას ექსპოდენციალური ზრდით. რატომ ვაკეთებთ ამას? როდესაც ხდება ექსპოდენციალური ზრდა, იქმნება სიმდიდრე. თქვენ გაქვთ შანსი შექმნათ ნამდვილი სიმდიდრე, როდესაც იწყებთ მუშაობას ამ ექსპოდენციალური ზრდის ადრეულ პერიოდში. ხო, მართლა, ამას წინათ რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც მე დავასპონსორე, მკითხეს: “რენდი, ნუთუ კიდევ არის დრო, რომ დავიკავოთ პრივილიგირებული პოზიციები? ნუთუ ექსპოდენციალური ზრდა კიდევ არ დამთავრებულა?“ მე მათ ვუპასუხე: “მართალი გითხრათ, ჩვენ ჯერ არც კი მივსულვართ ექსპოდენციალურ ზრდამდე. ჩრდილოეთ ამერიკაში ჩვენ შევადგენთ მხოლოდ 2%-ს იმისა, რაც ვიქნებით რამდენიმე წლის შემდეგ. შევადგენთ მხოლოდ 2%-ს იმისა, რაც ვიქნებით რამდენიმე წლის შემდეგ ავსტრალიაშიც. ჩვენ ვართ მხოლოდ ნახევარი პროცენტი იმის, რაც ვიქნებით ევროპაში რამდენიმე წლის შემდეგ, რუსეთში, უკრაინაში, აზიასა და სხვა მრავალ ბაზარზე“. 3
  4. 4. www.agelgeorgia.com რა თქმა უნდა, არ კმარა მხოლოდ შეუერთდე კომპანიას თავისი განვითარების ადრეულ ეტაპზე, უფრო მნიშვნელოვანია - გახდე მიზეზი ამ ზრდის. ასევე, თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ კომპანიას ადრეულ ეტაპზე, მაგრამ არ გააკეთოთ არაფერი და გახდეთ მილიონერი. ასეთი რამ არსად ხდება. მაგრამ თუ თქვენ უერთდებით სწორ კომპანიას, სწორ დროს და ხდებით მისი ზრდის მიზეზი, თქვენ შეგიძლიათ დაიკავოთ სწორედ ის ნანატრი პრივილიგირებული პოზიცია. ეს ის არის, რაც გაქვთ თქვენ დღეს და შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს კანდიდატებს. ასე, მოდით გავერკვიოთ ამ ხუთ კატეგორიაში. კატეგორია პირველი - მე მათ ვუწოდებ „კომპანია-რაკეტებს“, რადგან თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ, რომ ისინი განიცდიან ექსპოდენციალურ ზრდას - მათი სტარტი შეიძლება შევადაროთ მხოლოდ რაკეტის სტარტის სიჩქარეს. ისინი იხსნებიან და დროის მოკლე მონაკვეთში იზრდებიან კოლოსალური მოცულობით. მათი გრაფა უფრო ისარს ჰგავს, ვიდრე მშვილდს. ასეთ კომპანიებში ადამიანებს შეუძლიათ იშოვონ 10 000$ პირველივე თვეს, 30 ათასი მეორე თვეში, 50 ათასი დოლარი რამდენიმე თვის შემდეგ. და თუ თქვენ მუშაობთ მსგავს კომპანიაში, საჭიროა მოასწროთ ფულის დროულად აღება, რადგან მათი ვექტორი სწრაფად ეცემა, როდესაც მათ ხურავენ საშემსრულებლო ორგანოები. რატომ ხდება ეს? ამ კატეგორიის „კომპანიები“ - თაღლითები და არალეგალური ფინანსური პირამიდები გახლავთ. ეს შეიძლება იყოს: ჯადოსნური კაფსულა, რომელსაც აგდებთ ბენზინის ავზში და ის ამცირებს ბენზინის წვას; სარკინიგზო და ავიაბილეთებით ვაჭრობა; ყველა შესაძლებელი პირამიდები ინტერნეტში და ა.შ. ყველა ასეთი კომპანია გამოიყურება საკმაოდ სოლიდურად, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. პირადად მე ორი წელი მოვანდომე კომპანიის ძებნას, რომელშიც შევძლებდი მუშაობას, რა თქმა უნდა, მე არ მინდოდა შევერთებოდი კომპანიას პირველი კატეგორიიდან, ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ პირველი კატეგორიის კომპანიები არ გახლავთ ქსელური მარკეტინგის კომპანიები! ისინი მხოლოდ იმალებიან ამ ინდუსტრიის სახელის უკან. სინამდვილეში კი, გახლავთ თაღლითები და ფინანსური პირამიდები - თაღლითური სქემებით. ასეთი სქემები არსებობდნენ 1000-ი წლით ადრე, სანამ დაიბადებოდა ქსელური ინდუსტრია და იარსებებენ კიდევ 1000-ს წელს. ყოველთვის არის ძუნწი ხალხი, რომელსაც სურს მიიღოს ბევრი არაფრიდან! მოდით, შევეშვათ პირველ კატეგორიას და გავარკვიოთ მეორე. ამ კატეგორიის კომპანიებს ეწოდება „ძველი გვარდია“. ეს ის კომპანიები გახლავთ, რომლებმაც უკვე შექმნეს მილიარდი დოლარის საქონელბრუნვა. გახსოვთ, ჩვენ ვეძებთ ექსპოდენციალური ზრდის შესაძლებლობას. ვეძებთ კომპანიას, რომელიც გავა ექსპოდენციალურ ზრდაზე და გადაიქცევა მილიარდიანი საქონელბრუნვის კომპანიად. 4
  5. 5. www.agelgeorgia.com თუ კარგად დააკვირდებით ჩვენს ინდუსტრიას, შეატყობთ, რომ მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ განიცადა ასეთი ზრდა და გადააჭარბა მილიარდი დოლარის საქონელბრუნვას. ეს გახლავთ ძველი და სანდო კომპანიები, როგორებიცაა Amway, Nu Skin, Herbalife. ეს გახლავთ სწორედ მეორე კატეგორიის კომპანიები. მაგრამ, როდესაც მე გადავწყვიტე ამ ბიზნესში დაბრუნება, მე არ მქონდა სურვილი მემუშავა მეორე კატეგორიის კომპანიასთან. აგიხსნით რატომ. მე არ მსურს, რომ ვინმემ ჩემი ორგანიზაციიდან რამე ცუდი თქვას მეორე კატეგორიის კომპანიებზე, რადგან, ისინი გახლავთ კარგი, სამართლიანი, დაფასებული კომპანიები, რომლებიც პიონერები იყვნენ ჩვენს ინდუსტრიაში. ამის მიუხედავად მე არ ჩავერთვები ამ კატეგორიის კომპანიებს. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც მე გადავწყვიტე ბიზნესში დაბრუნება, მსურდა სიმდიდრის შექმნა. არ მქონდა სურვილი შემექმნა ჩვეულებრივი შემოსავალი. როდესაც კომპანია იზრდება და გადადის გაყიდვების სტაბილურ დონეზე, დიდი სიმდიდრის შექმნის შანსი უკვე აღარ არსებობს. მატარებელი უკვე გასულია სადგურიდან. თუ თქვენ მე მეტყვით: „მომისმინე რენდი! მე მსურს ქსელურ მარკეტინგში მუშაობა და თან შემოსავალი 5-10 ათასი დოლარი თვეში. მსურს შევუერთდე სტაბილურ და სანდო კომპანიას, რომელიც იმუშავებს 30 წლის შემდეგაც“, მე გიპასუხებთ: „იცი, მე გირჩევ შეუერთდე კომპანიას მეორე კატეგორიიდან. მათ არანაირი პრობლემა აღარ აქვთ, ისინი მუშაობენ უკვე 40-50 წელი და შეიძლება,იმუშავებენ კიდევ ამდენს“. მაგრამ თუ მკითხავთ: „რენდი ! მე მინდა შევქმნა სიმდიდრე! მინდა მივიღო 50, 80 და თუნდაც 120 ათასი დოლარი თვეში. მივიღო უფასო მანქანის ბონუსი, ვიმოგზაურო ჰავაიზე, ვიწვე ჰამაკში და დავტკბე ცხოვრებით!“, მაშინ ასეთი რამის შექმნას ნუ დაელოდებით მეორე კატეგორიის კომპანიაში, რადგან მისი მატარებელი უკვე გასულია სადგურიდან. შესაძლოა, რომელიმე თქვენთაგანი უკვე იყო ამ კატეგორიის კომპანიაში. დადიოდით ტრენინგებზე და შეხვედრებზე, უსმენდით ლიდერთა გამოსვლებს, რომლებიც აფრიალებდნენ თავიანთ უზარმაზარ ჩეკებს და ღებულობდნენ ახალ მანქანებს, თქვენ კი იჯექით უკანა რიგებში და ფიქრობდით: „რატომ არ მუშაობს ეს ჩემთან? რატომ შოულობს ეს ხალხი ამდენ ფულს და მე ვერა? მათ იგივე პროდუქტი და მარკეტინგული გეგმა აქვთ, იგივე მასალები, როგორც მე, მაგრამ მათი თვიური შემო-სავალი 60 ათას დოლარზე მეტია და მე 600 დოლარსაც ვერ მივაღწიე“. საქმე იმაშია, რომ ისინი თქვენზე 10 წლით უფრო ადრე შევიდნენ კომპანიაში. სწორედ ეს იწვევს თქვენი შემოსავლის ასეთ სხვაობას. 5
  6. 6. www.agelgeorgia.com ახლა კი მოდით განვიხილოთ მესამე კატეგორიის კომპანიები. მათ მე ვუწოდებ „ფლეტლაინერებს“. ეს ის კომპანიებია, რომლებიც იქმნება ხან აქ და ხან იქ; ისინი აკეთებენ რაღაც პატარა საქონელბრუნვებს. შეიძლება მათ ჰქონდეთ კარგი პროდუქტი და მენეჯმენტიც, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო, ისინი ვერასდროს გადიან ექსპოდენციალურ ზრდაზე. რატომ ხდება ასე? არსებობს მილიონი მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება მოხდეს. შეიძლება მათ არ ჰქონდეთ შესაბამისი კაპიტალი, პროდუქტი არის ძალიან ძვირი, ან კიდევ, უბრალოდ, პროდუქტი არ იწვევს მყიდველის ინტერესს და მარკეტინგული გეგმა არ აძლევს მათ გასამრჯელოს მართალი მოქმედებისთვის. ასეა თუ ისე, არსებობს რაღაც მიზეზი, თუ რატომ არ ხდება ეს ექსპოდენციალური ზრდა. ასეთი კომპანიის დისტრიბუტორები ხშირად იძახიან: „ჩვენ უკვე ვმუშაობთ 10 ან 20 წელი და სულ მალე დაიწყება ექსპოდენციალური ზრდა!“ უკაცრავად, მეგობრებო, მაგრამ ეს ასე არ იქნება. თუ თქვენ კომპანიას უწერია ექსპოდენციალური ზრდა, ეს უნდა ყოფილიყო პირველ ხუთწლედში. თუ თქვენს პროდუქტს უწერია დაიმსახუროს მომხმარებელთა სიმპატია, ესეც უნდა მოხდეს პირველ ხუთწლედში. სკეპტიკოსებმა შეიძლება შენიშნონ: „რას იტყვით Amway-ზე? ექსპოდენციალური ზრდა მან განიცადა 20 წლის შემდეგ!“ ეს გახლდათ სხვა სიატუაცია, სხვა დრო და ადგილი. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ Amway და შელკი გახლდათ ქსელური მარკეტინგის პირველი კომპანიები. მათ შექმნეს ეს ინდუსტრია. მაგრამ პირველი 20 წელი, სახელმწიფო და შემსრულებელი ორგანოები მათ მიმართ ძალიან სკეპტკურად იყვნენ განწყობილნი. მაშინ ცოტას თუ ესმოდა სხვაობა არაკანონიერ პირამიდებსა და ლეგალურ ქსელურ მარკეტინგს შორის. ამასთან, იმ პერიოდში Amway-ის დისტრიბუტორები მხოლოდ გაყიდვებით იყვნენ დაკავებული. სიტუაცია იცვლება 70-იან წლებში, როდესაც კომპანიას შეუერთდნენ ლიდერები, რომლებიც ხედავდნენ დიდ სურათს. ისინი მიხვდნენ, თუ რას ნიშნავს სისტემა და დუბლიცირება, მხოლოდ მაშინ შეიტანეს ცვლილებები კომპანიაში და მართლაც დაიწყო ექსპოდენციალური ზრდა. მათ უმრავლესობისთვის შექმნეს პრივილიგირებული პოზიციები. ჩემი აზრით და ხედვით, მესამე კატეგორიის კომპანიებში ეს არ მოხდება. თქვენ არ შეიძლება შექმნათ კომპანია 1990 წელს და 2010 წელს განიცადოთ ექსპოდენციალური ზრდა. თუ ეს არ მოხდება პირველი ხუთი წლის განმავლობაში, ნუღარ დაელოდებით მას ნურასდროს. ამიტომ მე არ შევუერთდები „ფლეტლაინერულ“ კომპანიას, რადგან, როგორც გესმით, მე მინდა შევქმნა ნამდვილი სიმდიდრე. არ შეიძლება შექმნათ სიმდიდრე „ფლეტლაინერებთან“, თუნდაც იყოთ ყველაზე ჩქარად მზარდი დისტრიბუტორი კომპანიაში, საბოლოო შედეგი ის იქნება რომ, თვენი ორგანოზაციის ზრდის სიჩქარე დამოკიდებული იქნება კომპანიის განვითარების სიჩქარეზე. ვერ შექმნით სიმდიდრეს, რადგან თქვენი ჯგუფი ვერ შეძლებს გავიდეს ექსპოდენციალურ ზრდაზე, ვინაიდან ეს არ ხდება „ფლეტლაინერებში“. 6
  7. 7. www.agelgeorgia.com უმრავლესობა „ფლეტლაინერებისა“ - გახლავთ ბიოლოგიური დანამატების მწარმოებელი და გამსაღებელი კომპანიები. და მაინც რატომ არიან ისინი „ფლეტლაინერები“? იმიტომ, რომ მათ არ ესმით სიმდიდრის ფორმულა, რომელიც გამოიხატება ისეთი ადამიანების ჯგუფის შექმნაში, რომლებიც აკეთებენ მარტივ ქმედებებს გრძელი ვადით. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილხართ ისეთ პრეზენტაციაზე, რომელიც გადადის მრავალსაათიან სამედიცინო სემინარში? და მათ კიდევ უკვირთ, თუ რატომ მხოლოდ ექიმები და მედდები ერთვებიან მათ ბიზნესში. ეს იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვერ ხვდება თუ როგორ უნდა აკეთოს ეს ბიზნესი და ეს არ ეთანხმება ჩვენს ფორმულას. ასეთი კომპანიის ერთადერთი ხერხი გახლავთ ის, რომ გახსნას ახალი ბაზარი. ახლა კი მოდით, გადავხედოთ მეოთხე კატეგორიას. მე ასეთ კომპანიებს ვუწოდებ „კარაბინიერებს“, რადგან ეს გახლავთ პირდაპირი გაყიდვის კომპანიები. ეს შეიძლება იყოს მცირე ან საშუალო გაყიდვების კომპანიები. ფაქტიურად, მეოთხე კატეგორიაში არის კომპანიები მილიარდი დოლარის საქონელბრუნვითაც. ამის მიუხედავად ისინი არ განიცდიან ექსპოდენციალურ ზრდას და მათთან არ არსებობს პრივილიგირებული პოზიციების შექმნის წესიც. რატომ? იმიტომ, რომ მათ საქმე მხოლოდ პირდაპირ გაყიდვებთან აქვთ. გაიხსენეთ ჩვენი სიმდიდრის ფორმულა: შეაგროვეთ ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელებიც აკეთებენ მარტივ ქმედებას დიდი ხნის ვადით. მსოფლიოs მოსახლეობის 90%-ი არ გახლავთ გამყიდველი. მეოთხე კატეგორიის ჯგუფში დასაქმებულ ადამიანებს კი უყვარს გაყიდვა. მათ შეუძლიათ საათობით იმოძრაონ ქალაქში საკუთარი ავტომობილით, უსმინონ მოტივაციის აწევის აუდიო ტრენინგებს. ისინი შთააგონებენ საკუთარ თავს: „მე მიყვარს როდესაც უარს მეუბნებიან, რადგან როდესაც მივიღებ 9 „უარს“, მაშინ მეათე იქნება „კი“!“ ადამიანების 90%-ი ისეთივეა, როგორიც ჩვენ. მათ წარმოდგენა არ აქვთ როგორ გაყიდონ და არც უნდათ, რომ იცოდნენ როგორ გაყიდონ, მათ სიკვდილივით ეშინიათ უარის მიღების და თუ ისინი იღებენ უარს, ურჩევნიათ მიწა გაუსკდეთ. თუ ჩვენ გვსურს მივყვეთ სიმდიდრის შექმნის ფორმულას, მაშინ ასეთ ჯგუფთან თანამშრომლობა როგორიცაა-10%-ი, არ გვაწყობს. რას აკეთებს გაუთვითცნობიერებელი ადამიანების უმრავლესობა? ისინი მიმართავენ ჯგუფს 10%-დან, ისინი ვერ ხვდებიან სხვაობას „მცირე ბიზნესსა“ და „დიდ ბიზნესს“ შორის. „მცირე ბიზნესი“-ეს საცალო ვაჭრობის მოდელია. ეს გახლავთ ხალხი გულსაბნევებით და სტიკერებით პიჯაკებზე, მაგიური ბანერებით მანქანებზე. მათ უყვართ თავიანთი სახლის მაღაზიად გადაქცევა, სადაც შემდეგ იწვევენ ახლობლებს და უყვებიან მათ: „ეს გახლავთ ცილების (პროტეინის) კოქტეილი, ეს ქილაა ვიტამინებით, აი, იქ კი დგას კოსმეტიკა“... მეგობრებო, ეს გახლავთ „მცირე ბიზნესის“ მოდელი. 7
  8. 8. www.agelgeorgia.com ვინმემ შეიძლება თქვას: „ შეხედე ჰერბალაიფს! ისინი აკეთებენ ყველაფერს, რასაც შენ ამბობ, მაგრამ გავიდნენ ექსპოდენციალურ ზრდაზე. ისინი ატარებენ გულსაბნევებს „გინდა დასუსტდე, მკითხე როგორ“, „დაიკელით 30კგ. 30დღეში“ და ა.შ.“. ნება მომეცით, რომ გაგანდოთ საიდუმლო. ადამიანები ვინც ყველაზე დიდ ჩეკებს ღებუ-ლობენ, ასეთ რამეს არ აკეთებენ. ვინ აკეთებს ასეთ რაღაცას? „თხუნელები“! მაგრამ უმრავლესობას არ ესმის ეს სხვაობა. არიან ადამიანები, რომლებიც 10-20 წე-ლი მუშაობენ ინდუსტრიაში, მაგრამ არ იციან ის, რასაც მე ეხლა გიყვებით. ისინი არასდროს არ შეჩერებულან, რომ კრიტიკული თვალით შეეხედათ თავიანთი ბიზ-ნესისთვის და ეფიქრათ: „საინტერესოა, ზოგიერთ კომპანიაში ხდება ექსპოდენ-ციალური ზრდა, ზოგიერთში კი - არა? რატომ არის, რომ ზოგი შოულობს უზარ-მაზარ ფულს და ზოგი - ვერაფერს ვერ აკეთებს?“ ეს ხალხი გაურკვეველი მიზეზების გამო, არასდროს აკეთებს პროცესის ანალიზს. ასე რომ, ყოველთვის, როდესაც ხედავთ პირდაპირი გაყიდვების კომპანიებს, ან რო-გორც ჩვენ მათ ვეძახით, „კარაბინიერებს“, შეგიძლიათ 100%-ით დარწმუნებული იყოთ, რომ ასეთი კომპანია ვერასდროს მიაღწევს ექსპოდენციალურ ზრდას, რადგან ის არ ეთანხმება სიმდიდრის შექმნის ფორმულას. ჩვენს ინდუსტრიაში ასევე ხშირად შეხვდებით კომპანიებს, რომლებიც აწყობენ სა- ღამოებს (ფართი). მე მომყავს საერთო მაგალითი. დავუშვათ, მე ვმუშაობ კომპანიაში, რომელიც ყიდის საკვების შესანახ პლასტმასის კონტეინერებს და მე მინდა დავას- პონსორო ახალი წევრი. მე მას ვეუბნები: „ შეგიძლია წარმოიდგინო, ეს პლასტმასის კონტეინერი მუშაობს, როგორც მაცივარში, ასევე მიკროტალღურ ღუმელში, შეიძ-ლება გააცხელო ოჯახური ან შეინახო რომელიმე პროდუქტი. თუ შენთან მოიწვევ მეგობრებს და მოუყვები მათ ამის შესახებ, მე და შენ შევძლებთ მივიღოთ შემოსა-ვალი და შენ მიიღებ უფასოდ სამ კონტეინერს!“ ეხლა კი ის ისეთი აღფრთოვანებული დარჩა, რომ ერთი სული აქვს როდის დავიწყებთ ბიზნესს. რა მოხდება შემდეგ? ჩვენ ვაწყობთ საღამოს მასთან სახლში. მოდის 15 ადამიანი, ყველა აღფრთოვანებულია და სიხარულით ყიდულობენ ამ პლასტმასის კოლოფებს. ის იღებს 190 დოლარს და აგრეთვე 12 უფასო კონტეინერს. ცხოვრება არასდროს ყოფილა ასეთი კარგი, როგორც ახლა, ხომ მართალია? რას ვაკეთებთ შემდეგ? ჩვენ ვაწყობთ მეორე საღამოს. ამჯერად ყველაფერი ცოტა უფრო რთულია. მოდის არა 15 ადამიანი, როგორც წინა საღამოს, არამედ მხოლოდ 5 ან 6. ამ შემთხვევაში ის მიიღებს მხლოდ 40 დოლარს და მას უფასო პლასტმასის კონტეინერებიც აღარ სჭირდება. რა მოხდება მესამე შეხვედრაზე? მე თქვენ გეტყვით. მესამე საღამო არასდროს იქნება. შეეკითხეთ, დაელაპარაკეთ ნებისმიერ დისტრიბუტორს პირდაპირი გაყიდვების კომპანიიდან, ისინი თვითონ გიპასუხებენ, რომ 90%-ი აღარ ატარებს მესამე შეხვედრას. რატომ? იმიტომ, რომ 90%-ი ადამიანებისა არ გახლავთ გამყიდველი, და არაკომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც ცდილობენ რაიმეს გაყიდვას. 8
  9. 9. www.agelgeorgia.com რა თქმა უნდა, ზოგირთი შეიძლება არ დამეთანხმოს: “კარგი რა, გეყოფა რენდი... ვიღაცამ ხომ უნდა გაყიდოს პროდუქტი!“ მეგობრებო, აი რა უნდა გაიგოთ ქსელური მარკეტინგის ბიზნესის შესახებ: საქონელბრუნვის 80-90% შედგება ქსელის პირადი შიდა მომხმარებლებისგან. მაგალითად, მე პირადად ყოველთვე ვიყენებ 5, 6 ან 7 კოლოფ Agel-ის პროდუქციას. ნებისმიერი დისტრიბუტორი ჩვენი ორგანიზაციიდან იყენებს 2-4 კოლოფს თვეში. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვნერგავთ პროდუქციის მოხმარების კულტურას ორგანიზაციაში, ჩვენ ვიცით, რომ პროდუქს მოაქვს რეალური სარგებელი, ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით ჩვენი სპონსორების რჩევებს და არ ვყიდულობთ კონკურეტებისგან. მაგალითად, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი არ აავსებს თავისი მანქანის ავზს სხვა გასამართ სადგურზე. მაღაზიის მფლობელი ყოველთვის ცდილობს, რომ საკუთარ მაღაზიაში იყიდოს მისთვის საჭირო ნივთი. ასეა ჩვენთანაც: ყველა ყიდულობს Agel-ის პროდუქციას პირობითად თავის მაღაზიაში, იყენებს მას, იღებს შესანიშნავ შედეგებს, რეკომენდაციას უწევს სხვებს და ყველაფერი ეს ქმნის დიდ საქონელბრუნვას. ასევე, ჩვენ ვიზიდავთ უამრავ ხალხს, რომელთაც არ სურთ დაკავდეს ბიზნესით, მაგრამ სიამოვნებით იყენებენ პროდუქციას. ამასთანავე შენიშნავთ, რომ თქვენ არ გჭირდებათ პროდუქციის კლიენტთან სახლში მიტანით იყოთ დაკავებული. კიდევ ერთი მიზეზი, რატომ ჩავერთე Agel-ში, გამომდინარეობს იქედან, რომ მე არ ვარ ვალდებული დავკიდო მაგიური ბანერები ჩემი ვაიპერის ან ბენტლის კარებზე. ჩვენ გვაქვს პრივილიგირებული მომხმარებლის პროგრამა, რადგან ჩვენ ვართ თანამედროვე კომპანია, გვაქვს სპეციალური განყოფილება, რომელიც მომხმარებელთა მომსახურეობით არის დაკავებული და ჩვენ არ გვჭირდება ვიყოთ მაღაზია ან დავარიგოთ შეკვეთილი პროდუქცია მთელს ქალაქში. მაღაზიად ყოფნა - ეს „მცირე ბიზნესის“ მოდელია. ამასთან, ბევრი აქმადე ფიქრობს, რომ ქსელური მარკეტინგი არის მაღაზიობანას თამაში, რადგან ისინი გამუდმებით ხედავენ დისტრიბუტორებს გულსაბნევებით, ნაირნაირი ბროშურებით და ქილებით. როდესაც მათ უყურებენ, ფიქრობენ, რომ ეს არის მხოლოდ გაყიდვების ბიზნესი, და თუნდაც ისინი შევიდნენ ბიზნესში, იწყებენ ანალოგიურ ქმედებას, ხვდებათ უამრავი წინააღმდეგობა, უარი და სწრაფად ტოვებენ ბიზნესს, რაც ქმნის უარყოფით აზრს ქსელურ მარკეტინგზე და თვით კომპანიაზე. მოკლედ, კომპანიები, რომელებიც აწყობენ საღამოებს, გახლავთ კოსმეტიკის, სადაზღვევო, ტელეკომუნიკაციის კომპანიები - ყველა ეს კომპანია აკეთებს ზეწოლას მხოლოდ პირდაპირ გაყიდვებზე. ისინი შესანიშნავად მოერგებიან ხალხის 10%-ს, მაგრამ 90%-ი არ იმუშავებს მათთან. ასეთი კატეგორიის კომპანიაში თქვენ ვერ შეძლებთ შექმნათ ნამდვილი დუბლიცირების სისტემა, რადგან ის არაა თანმხვედრი სიმდიდრის შექმნის ფორმულასთან. 9
  10. 10. www.agelgeorgia.com რა თქმა უნდა, მრავალ ასეთ კომპანიას აქვს შესანიშნავი საქონელბრუნვა გაყიდვების ხარჯზე. შეხედეთ ეივონს და მერიკეის - ისინი გახლავთ მილიარდიანი საქონელბრუნვის კომპანიები. სადაზღვევო ბიზნესიც შესანიშნავად ერწყმის პირდაპირი გაყიდვების კომპანიებს, მაგრამ არ უხდება ქსელურ მარკეტინგს. შეესაბამება მხოლოდ ის, რომ შექმნა ხალხის დიდი ჯგუფი, რომელიც აკეთებს მარტივ ქმედებას. დიდი ხნის ვადით? რა თქმა უნდა არა. ეს უხდება მხოლოდ ხალხის 10%-ს. ასე რომ, როდესაც გადავწყვიტე ბიზნესში დაბრუნება, მე არ გამაჩნდა არანაირი სურვილი ჩავრთულიყავი მეოთხე კატეგორიის კომპანიაში. მე ვეძებდი კომპანიას მეხუთე კატეგორიიდან, რომელსაც მე ვუწოდებ ჩვენი ინდუსტრიის „წმინდა გრაალს“. ეს გახლავთ ახალი კომპანია, რომელიც ექვემდებარება ყველა საჭირო მოთხოვნილებას, რომ გახდეს შემდეგი მილიარდიანი საქონელბრუნვის კომპანია. ეს გახლავთ კომპანია Agel-ი. აი რატომ შევუერთდი კომპანია Agel Enterprises. აი, რა უნდა იცოდეთ თქვენ: ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი კომპანია შეეცდება დაგაკავოთ ყოველგვარი მეთოდებით. ნებისმიერ ფინანსურ პირამიდაში მიწვევისას, ადამიანი გეტყვით: „ ხო, მართლა, მე შევამოწმე ეს კომპანია და ის არის სრულიად ლეგალური“ ან „ხო მართლა, ჩემი ადვოკატიც ამ ბიზნესშია“. მაგრამ რაც არ უნდა ილაპარაკონ, ეს არალეგალური მაქინაცია გახლავთ. მათ არ აქვთ ცუდი განზრახვა, უბრალოდ, მათ ამის გულუბრყვილოთ სჯერავთ. ფსიქოლოგები ამას „დამამტკიცებელი ფაქტორის მოპოვებას“ ეძახიან. ჩვენ ვხედავთ ნივთს ისეთს, როგორიც გვსურს, რომ დავინახოთ. ძალიან ბევრი ადამიანი არის გაჭირვებული, ბევრი ეძებს ფულის შოვნის საშუალებას და როდესაც მათ სთავაზობენ გამდიდრების შესაძლებლობას, ისინი კარგავენ რეალურობის გრძნობას და ეხვევიან მორიგ მაქინაციაში. როდესაც არ გაქვთ ხედვა და გამოცდილება ისეთი, როგორც ამ ინდუსტრიის ლიდერებს და თქვენ არ იცით რა არის უკეთესი, რას ეუბნებით საკუთარ თავს: „მართლაც საოცარი „ჯადოსნური კაფსულაა“, ის მართლაც ამცირებს საწვავის ხარჯს“. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ იღებთ მოგების 10%-ს, რომელსაც კომპანია ნამდვილად იგებს თქვენი ფასიანი ქაღალდების მართვის ხარჯზე, ფონდების ბაზარზე. თქვენ, არ იცით, რომ კომპანიას უბრალოდ გადააქვს ფული თქვენს მიერ მოწვეული ხალხის ჯიბიდან თქვენს ჯიბეში. თქვენ ამას ვერც გაიგებთ, სანამ პირამიდა არ დაინ-გრევა. მე მოვიყვან ერთ მაგალითს. დიდი ხნის წინ მყავდა მეგობარი, რომელმაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ფინასურ პირამიდაში, რომელიც ყიდდა ტურისტულ საგზურებს. მან მითხრა: „რენდი, მე ვიცი, რომ ეს არის ფინანსური მაქინაცია, მაგრამ მე მჭირდება ფული. ყველას გვესმის რასაც ვაკეთებთ“. შევხვდი მას რამდენიმე თვის შემდეგ, იმ მომენტში ის ღებულობდა 40 000 დოლარს ნაღდ ფულს. მან მითხრა: „მეგობარო, ხომ გეუბნებოდი, რომ უნდა ჩართულიყავი ამ საქმეში ჩემთან ერთად“. მაგრამ ხუთი თვის შემდეგ ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს და მან მითხრა: „რენდი, ეს იყო ყველაზე საშინელი შეცდომა, რომელიც ოდესმე შემმთხვევია ცხოვრებაში“. 10
  11. 11. www.agelgeorgia.com მან მიიწვია კომპანიაში მთელი ოჯახი და ნათესავები, მათ დააბანდეს ყველა თავიანთი საშუალება და დანაზოგი, თანხა, რომელსაც ინახავდნენ თავიანთი შვილების სწავლა- განათლებისთვის და პენსიისთვის, ზოგმა სესხიც კი აიღო, მაგრამ, არავის არაფერი არ მიუღია. მე მინდა გითხრათ, რომ ადამიანთა უმრავლესობა მონაწილეობს სწორედ ასეთ ფინანსურ მაქინაციაში, რაც არის ძალიან „ცუდი“. მაგრამ, ადამიანი, რომელიც ქმნის ასეთ მაქინაციას - აბსოლუტურად ცუდი ადამიანია, ბოროტი განზრახვებით. ის ნა-ხულობს რამდენიმე პიროვნებას, ვისაც სჭირდებათ ფული და აქვთ სურვილი, რომ მიიღონ რაც შეიძლება ბევრი არაფრისგან, და ყველაფერი იწყებს ტრიალს. მე გირ-ჩევთ არასდროს მიიღოთ მონაწილეობა მსგავს მაქინაციებში. შემდეგ - მეორე კატეგორიის კომპანიები. რა მოხდება თუ ჩვენ დავესწრებით მათ შეხვედრას. ისინი იტყვიან: „დიახ, ჩვენ უკვე განვიცადეთ ექსპოდენციალური ზრდა 70-80 ან 90-იან წლებში და ახლა ჩვენ ვემზადებით მეორე ექსპოდენციალური ზრდისთვის!“ არ გეგონოთ, რომ მათ სურთ თქვენი მოტყუება, მათ ამის, უბრალოდ, სჯერათ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ინდუსტრიის 60 წლის ისტორიას, ასეთი რამ არ ახსოვს. იგივე იქნება, თუ დაესწრებით მესამე კატეგორიის კომპანიის პრეზენტაციას. ისინი იტყვიან: „ჩვენ უკვე 18 წლის ვართ, ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია ექსპოდენციალური ზრდა, რომელიც ნებიმიერ მომენტში უნდა დაიწყოს!“ - რომ გემუშავათ ამ ინდუსტრიაში 20 წელი, დაინახავდით, რომ ასეთი რამ არასდროს ყოფილა. ეს ხალხი ხედავს იმას, რაც სურთ რომ დაინახონ, მაგრამ სამუდამოდ დარჩებიან „თხუნელები“, რადგან ყოველთვის იქნებიან ექსპოდენციალური ზრდის მოლოდინში, რომელიც არასდროს მოხდება. და ბოლოს, არის პირდაპირი გაყიდვების კომპნიები. თუ დავესწრებით მათ პრეზენტაციას, დაიწყებენ საუბარს თავიანთ რეპუტაციზე, ნდობის ფაქტორებზე, გამოცდილებაზე, ხალხზე, რომელიც მათთან იღებს უზარმაზარ ანაზღაურებას. მათ ტოპლიდერებს შეუძლიათ მიიღონ 10,30 ან 50 ათასი დოლარი თვეში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისინიც „თხუნელები“ გახლავთ. თუ თქვენ მუშაობთ სადაზღვევო კომპანიაში, თქვენ იცით, რაზეც მაქვს საუბარი. თქვენ გჭირდებათ ყოველთვიურად 40 ადამიანის რეკრუტირება, რომ შეცვალოთ ყოფილი 40, რომლებმაც დატოვეს ბიზნესი. თუ თქვენ მუშაობთ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში, სიტუაცია იგივეა. მაგრამ 10%-ი, რომელიც ამ ინდუსტრიაში მუშაობს, ამაზე არ ფიქრობს. ისინი დადიან ქალაქში, უსმენენ მოტივაციის ტრენინგებს, ელაპარაკებიან ყოველ გამვლელს, რომელიც მათგან 30 ნაბიჯში იმყოფება, ესაუბრებიან ხალხს სუპერმარკეტებსა თუ სადგურებში. ისინი რეკრუტინგისთვის ნამდვილი მანქანები გახლავთ. მათ შეუძლიათ მიიღონ მეტი ფული, მაგრამ სამუდამოდ რჩებიან „თხუნელებად“. 11
  12. 12. www.agelgeorgia.com მე მყავს მეგობარი, რომელიც თვეში აკეთებს 50 000 დოლარს. მაგრამ იცით რა? ის „თხუნელაა“, შოულობს 50 000 ათას დოლარს თვეში. ის დღეში პასუხობს 3000 სატელეფონო ზარს და 500-ს ელექტრონულ გზავნილს. ადრე ის საავტომობილო ბიზნესში შოულობდა 4-5 ათას დოლარს თვეში, ამიტომ, რა თქმა უნდა ის ფიქრობს, რომ 50 ათასი დოლარი თვეში - მისი ოცნების ასრულებაა. მაგრამ მას არ ესმის, რომ არსებობს უფრო მაღალი დონეც. მან არ იცის, რომ არ არის საჭირო იყოს „თხუნელა“, რომელიც შოულობს მხოლოდ 50 ათას დოლარს თვეში, არამედ იყოს „როკ-ვარსკვლავი მლმ-ში“, რომლის შემოსავალი გახლავთ 50 ათასი დოლარი თვეში. რომ განახორციელოთ მსგავსი, საჭიროა იპოვოთ მეხუთე კატეგორიის კომპანია. რა თქმა უნდა, ყოველი კომპანია ამტკიცებს, რომ წუთი წუთზე უნდა განიცადონ ექსპოდენციალური ზრდა. ჩვენ ვამტკიცებთ, ისინი ამტკიცებენ, როგორ გავარკვიოთ თუ ვინ ამბობს სიმართლეს? ნება მომეცით გიპასუხოთ. როდესაც გესმით მსგავსი ჩემგან, ერიკ უორისგან და სხვა მრავალი ჩვენი ლიდერისგან, თქვენ გესმით ეს ისეთი ხალხისგან, რომელმაც დაინახა, გააკეთა და ცხოვრობა ამ ყველაფრით. ჩვენ გვაქვს უპირატესობა და გამოცდილება, რომ ეს ყველაფერი დავინახოთ. ჩვენ ვიცით ინდუ-სტრიის ისტორია. ჩვენ ვნახეთ მილიარდიანი კომპანიების ისტორიები ცხადში და შეგვიძლია გამოვთვალოთ ყველა საჭირო კრიტერიუმი, რომელიც იყო მათი წარმა-ტების მიზეზი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ Agel-ი და ნების-მიერი სხვა ბიზნეს- შესაძლებლობა. ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით შეგ-ვიძლია შევაფასოთ, ნამდვილად გახდება ის და აქვს შანსი იყოს მეხუთე კატეგორიის კომპანია თუ არა. მე მსურს, რომ თქვენ კარგად გაერკვეთ ამ ყველაფერში, რაზეც ვლაპარაკობ, მანამ, სანამ შემოხვალთ უზარმაზარ მსოფლიოში და სანამ პირისპირ შეეჩეხებით უამრავ „თხუნელას“, რომლებიც ვერ ხვდებიან, რატომ ვერ აღწევენ წარმატებას და თქვენ შეგეძლოთ მათთვის აგეხსნათ. რა არის პირველი კრიტერიუმი? რა თქმა უნდა, ეს არის პროდუქციის ხაზი. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პროდუქციას ეხება. პირველ რიგში, რა სახის პროდუქტია? ბიჭებმა, რომლებმაც შექმნეს Amway, კარიერა დიწყეს გენერატორების გაყიდვებით. და იცით რა მოხდა? ისინი გაკოტრდნენ. რატომ? იმიტომ, რომ გე-ნერატორი არ გახლავთ შესაბამისი პროდუქტი ქსელური მარკეტინგისთვის. მიკროფონი, რომლითაც გესაუბრებით - შესანიშნავი პროდუქტია, მაგრამ არ შეესაბამება ქსელურ მარკეტინგს. მაშინ ალბათ იკითხავთ, თუ როგორი უნდა იყოს პროდუქტი ქსელურ მარკეტინგში? ის უნდა იყოს უნიკალური, ექსკლუზიური და მოხმარებადი. რატომ უნდა იყოს უნიკალური? იმიტომ, რომ თქვენ არ გექნებოდათ სურვილი, რომ ის იყიდებოდეს ყველა ნაბიჯზე, სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში. აგრეთვე, ის უნდა იყოს მომხმარებადი. აი, რატომ არ უხდება ქსელურ მარკეტინგს კონდენციონერი და ფილტრი. არამომხმარებადი პროდუქცია ცუდად მუშაობს ქსელურ მარკეტინგში, და ეს გახლავთ მრავალი კომპანიის დამარცხების მიზეზი. 12
  13. 13. www.agelgeorgia.com მე კი მსურს ვითანამშრო-მლო კომპანიასთან, სადაც ჩეკების განაღდებას 50 წლის შემდეგაც შევძლებ და ვფიქრობ, რომ თქვენც იგივე სურვილი გაქვთ. მსურს თანამშრომლობა ისეთ კომპანი-ასთან, რომელიც განიცდის ექსპოდენციალურ ზრდას და შეძლებს არა მხოლოდ შეინარჩუნოს საქონელბრუნვა, არამედ გაზარდოს. ეს ყველაფერი რომ მოხდეს, საჭიროა პროდუქცია იყოს მოხმარებადი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი მომსახურების სააგენტოც არ უხდება ქსელურ ინდუსტრიას. ზოგი შეიძლება შემეკამათოს კიდეც, მაგრამ როგორც ერიკ უორი ამბობს, კომპანიები, რომლებიც მხოლოდ მომსახურეობას გვთავაზობენ, აქვთ ორი პრობლემა. პირველი: თუ ხალხი არ იყენებს მათ მომსახურებას, მიდიან. მეორე პრობლემა: ხალხი ვინც იყენებს მათ მომსახურებას, მაინც მიდიან. ამიტომ ვამჩნევთ, რომ ასეთ კომპანიებში ძალიან ხშირია კადრების ცვლა. შეხედეთ, მაგალითად, ტელეკომუნიკაციის კომპანიებს. მათ ერთი სერიოზული პრობლემა აქვთ - კონკურენცია. ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ ასეთმა კომპანიებმა სხვა კომპანიიდან ხალხის გადასაბირებლად, გახლავთ ფასდაკლება. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ სატელეფონო საუბრის ფასი წუთში იყო 35 ცენტი. როდესაც ვრეკავდი ბებიაჩემთან, ის ყოველთვის განიცდიდა, რომ არ გადამეჭარბებია საუბრის დრო. შემდეგ დაიკლო ფასმა- 29 ცენტი წუთში, შემდეგ- 25. შემდეგ ჩაერთვნენ ქსელური კომპანიებიც და ფასი დაეცა 20 ცენტამდე, შემდეგ 15-მდე, შემდეგ 9 და ბოლოს გახდა 6 ცენტი... ეხლა კი ერთადერთი ხერხია დააინტერესო კლიენტი - გაუფორმო მას წუთი 5 ცენტად. რატომ ხდება ეს? ეს ხდება იმიტომ, რომ ტელეკომუნიკაციის მომსახურება არ არის უნიკალური და ექსკლუზიური, ამასთან ამ სფეროში მოქმედებს შეუბრალებელი კონკურენცია. შემდეგ, რაც შეეხება პროდუქციას - გახლავთ პროდუქციის ხაზის გაფართოვების პერსპექტივა. მომისმინეთ ყურადღებით: თქვენ ვერ შეძლებთ დაიწყოთ და შეინარჩუნოთ ექსპოდენციალური ზრდა ერთი პროდუქტით. მე ამას იმიტომ გიყვებით, რომ ბევრი წელი ვმუშაობდი ანაზღაურების გეგმების შექმნაზე მრავალი კომპანიისთვის. სანამ შევქმნით მარკეტინგულ გეგმას, ჩვენ მოდელირებას ვუკეთებთ კომპანიის განვითარების სხვადასხვა სცენარს. ჩვენ ვითვლიდით, რა იქნება, როდესაც კომპანია გაიზრდება 3, 10 ან 100 ათასი დისტრიბუტორით. ამასთანავე, ყოველთვის ვეყრდნობოდით საშუალო მაჩვენებლს, თუ რას ყიდულობს საშუალო ოჯახი რეგულარულად. აქედან გამომდინარე, ვადგენდით კვალიფიკაციის დონეს, და იცით, რა შევამჩნიე? მივხვდი, რომ მხოლოდ ერთი პროდუქტით კომპანია ვერაფრით შეძლებს შექმნას საკმარისი საქონელბრუნვა და ამასთანავე მოახერხოს დიდი ანაზღაურების გაცემა ტოპლიდერებისთვის, რაც ლიდერთა კომპანიიდან წასვლის წინაპირობას ქმნის. 13
  14. 14. www.agelgeorgia.com მაგალითად, ვიღაც შეუერთდება ასეთ კომპანიას, დაიწყებს მთელი გულით მუშაობას. რამდენიმე წლის მანძილზე შექმნის ორგანიზაციას 30 ათასი ადამიანისგან. ახლა ის თავს გრძნობს ბედნიერად, მას ჰყავს 30 ათასი ადამიანი ორგანიზაციში და სოლიდური ჩეკიც აქვს. შემდეგ ის მიდის სხვა კომპანიის შეხვედრაზე და ხვდება სხვა ლიდერებს, რომლებსაც ჰყავთ 30 ათასი დისტრიბუტორი ორგანიზაციაში, მაგრამ მათი ჩეკი 2 – 3 ჯერ მეტია. რატომ? იმიტომ, რომ მათ ააქვთ 5, 10 ან 20 დასახელების პრო-დუქტი. მოკლედ, თქვენთვის საჭიროა იპოვოთ კომპანია, რომელსაც პროდუქციის ხაზის გაფართოვების პერსპექტივა ექნება. ახლა გადავხედოთ კომპანიებს, რომლებიც გვთავაზობენ „წვენებს ჯუნგლებიდან“. თქვენ გესმით რა მაქვს მხედველობაში, როდესაც ვამბობ „წვენები ჯუნგლებიდან“? ჩვენ ვიცნობთ კომაპანიას, რომელმაც მიაღწია უდიდეს წარმატებას ამ სფეროში, შემდეგ კი წარმატებას „წვენების“ სხვა პატარა კომ-პანიებმაც მიაღწიეს. რაც მთავარია, ისინი ყვებიან ერთსა და იმავე ისტორიას. ყოველ მათგანს აქვს შესანიშნავი ხილი, რომელიც ფლობს უძლიერეს განმკურნავ ძალას. ეს ხილი იზრდება მხოლოდ რომელიღაც მთის მარჯვენა ფერდზე და ეს მთა ეკუთვნის კომპანიას. ყველა ადგილობრივი მცხოვრები ჭამს ამ ხილს მრავალი ასწლეულის მანძილზე, ყოველი მათგანი ცხოვრობს 150 წელს და ავად არავინ არასდროს ხდება. რაც მთავარია, ეს მთა მდებარეობს სადღაც ძალიან შორეულ კუნძულზე, როგორiც ფიჯი ან ტაიტია. მაგრამ იცით რა? მე ვიყავი ფიჯიზე, ვიყავი ტაიტიზეც და მართალი გითხრათ, არ მინახავს არცერთი ადგილობრივი, რომელიც ამ ხილის წვენს სვამს. ერთი ბოთლი ასეთი წვენი ღირს 50 დოლარი, კუნძულის მოსახლეობა კი ასეთ თანხას წლის განმავლობაში ვერ შოულობს! ასე, რომ ისტორია კარგია, მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ რეალურ მსოფლიოს. როდესაც კომპანია Agel-ს შევხედე, მე ვთქვი: „ეს ყველაზე სექსუალური პროდუქტია, რომელიც როდესმე მინახავს ჩემი კარიერის მანძილზე ქსელურ მარკეტინგში“. მეთანხმებით? კიდევ ერთი მთავარი მომენტი, რაც პროდუქციას შეეხება: თქვენ უნდა გქონდეთ პროდუქტი, რომლის ახსნას არ სჭირდება 10 ლაბორატორული შემოწმება და გამოკვლევების შედეგები. თქვენ უნდა გქონდეთ პროდუქტი, რომლის გასარკვევად არ უნდა იყოს საჭირო 10 ვიდეო დისკი ან ექიმების გამოსვლა. როდესაც თქვენ საუბრობთ სუსპენზირებული გელების ტექნოლოგიაზე, ხალხი მომენტალურად ხვდება ამას. უბრალოდ თქვით: „საკვები ნივთიერება სრულიად შეიწოვება, რადგან ის გახლავთ გელის ფორმაში. შეადარეთ ეს აბებს, რისი დამზადებისთვისაც საჭიროა განსაზღვრული წნევა. რა თქმა უნდა თქვენი ორგანიზმი გელს გა-ცილებით ჩქარა შეიწოვს“. ყოველ თქვენთაგანს წაუკითხავს ჟურნალი ან გინახავთ სა-ტელევიზიო გადაცემა აბების დაბალხარისხიან ხსნადობაზე ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ ადამიანები უცებ გებულობენ Agel-ის პროდუქტის აზრს. შეგვიძლია თუ არა გავაფართოვოთ ჩვენი პროდუქციის სუსპენზირებული გელის ტექნოლოგიური ხაზი? რა თქმა უნადა - კი. ამიტომ ჩვენ თამამად ვღნიშნავთ „პროდუქციას“ მილიარდიანი კომპანიის სიაში. 14
  15. 15. www.agelgeorgia.com მეორე კრიტერიუმი ძალიან მარტივია, ამასთანავე ძალიან ცოტა კომპანიას ახასიათებს ის. ეს გახლავთ ფული. თქვენი კომპანია უნდა იყოს კარგად დაფინანსებული. რა თქმა უნდა გეცოდინებათ, რომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ბიზნესს ტოვებს მისი ნელი განვითარების გამო. მაგრამ იცით თუ არა თქვენ, რომ არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც გამოდიან ბიზნესიდან მათი ჩქარი განვითარების გამოც? ისინი ვერ უმკლავდებიან პროდუქციის დამზადების სიჩქარეს. მათ არ აქვთ შემუშავებული დისტრიბუტორთა მახარდაჭერის ინფრასტრუქტურა, რადგან მათ არ ჰყოფნით ფი-ნანსები. ახლა კი შეხედეთ Agel-ს. ჩვენ გვაქვს უძლიერესი დამფინანსებელი ფონდის მხარდაჭერა, რომელიც შექმნა პროგრამული უზრუნველყოფის Word Perfect-ის გამომგონებელმა ალენ აშტონმა. ეს უკანასკნელი მან კომპანია Novell-ს მილიარდნახევარ დო-ლარად მიჰყიდა და ჩამოაყალიბა ფონდი Ash Capital-ი. ეს ფონდი არასდროს აკე-თებდა ინვესტირებას ქსელური მარკეტინგის კომპანიებში. როდესაც მათ გაიგეს Agel-ის ინოვატორული პროდუქციის შესახებ, თქვეს: „ჩვენ მოგვწონს ეს ტექნოლოგია, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს“. ამას გარდა, ისინი არასდროს აფინანსებდნენ ახალბედა კომპანიებს. გლენ ჯენსენთან გასაუბრების შემდეგ კი თქვეს: „ჩვენ მოგვწონს ეს კომპანია და ვაკეთებთ გამონაკლისს“. ზოგიერთი თქვენთაგანი იყო ჩემთან ერთად ავსტრალიაში, სადაც ვესაუბრე Ash Capital-ის ფონდის წარმომადგენლებს. იცით რა მითხრეს? მათ თქვეს, რომ Agel-ი ეს არის ჩვენი ყველაზე წარმატებული ი-ნვესტიცია, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია. შეიძლება გვქონოდა არაწარმატებული პირველი წელი, მაგრამ ამას არ ექნებოდა დიდი მნიშვნელობა, რადგან ჩვენ გვქონდა ფინანსური მხარდაჭერა და მას თავისუფლად გადავლახავდით. შეიძლება მეორე წელიც არ გამომდგარიყო მომგებიანი, მაგრამ ყოფილიყო წარმატებული. აუცილებელია კომპანია იყოს კარგად დაფინან-სებული. ახლა კი მინდა გითხრათ შოკისმომგვრელი რამ: კომპანია Agel-ს გაცილებით მეტი სასტარტო კაპიტალი ჰქონდა, ვიდრე Herbalfe-ს, Amway-ს ან NuSkin-ს. ფაქტიურად, ჩვენ უკვე გაგვაჩნდა მილიონობით დოლარი მანამ, სანამ გელის პირველი პაკეტის წარმოებას შევუდგებოდით. ასე რომ, როდესაც ვუყურებთ პუნქტს „ინვესტირება“, შეგვიძლია აქაც თამამად გავუსვათ ხაზი. მესამე პუნქტი - ანაზღაურების გეგმა. კომპანიას უნდა ჰქონდეს ანაზღაურების გეგმა, რომელიც სწორი მოქმედებების შესაბამის ანაზღაურებას აძლევს ყოველ დისტრიბუტორს. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა იშვიათად გვხდება ასეთი რამ ჩვენს ინდუსტრიაში. უამრავი კომპანია უნაზღაურებს დისტრიბუტორებს თავიანთ არასწორ მოქმედებას. მაგალითად, საფეხურებრივი მოწყვეტილი გეგმა. ასეთი გეგმის მიხედვით, უნდა გქონდეთ ძალიან ფართო პირველი თაობის დირექტორთა ხაზი, რომ „მოწყდეთ“. საბოლოო ჯამში კი ლიდერები იძულებულნი არიან გამუდმებით იყონ დაკავებულნი საკუთარი სპონსირებით, მათ აღარ რჩებათ დრო ორგანიზაციის სიღრმეში სამუშაოდ. ასევე, ჩვენ არ გვაქვს ბინარული გეგმის ბევრი გიჟური ნაწილიც, ყოველთვიური ან ყოველკვირეული საქონელბრუნვიდან დაგროვილი ქულების 15

×