Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

თამბაქოს ისტორია

2,783 views

Published on

  • Be the first to like this

თამბაქოს ისტორია

  1. 1. ჯანდაცვის სამინისტროგაფრთხილებთ,მოწევა მავნებელია თქვენიჯანმრთელობისათვის!
  2. 2. მაიას ტომის აღმოჩენა,რომელიც XXI საუკუნის სენად იქცა
  3. 3. თამბაქოს ისტორია თამბაქო თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა. ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს ამავე მცენარის ფოთლებში ახვევდნენ და რელიგიურ დღესასწაულებზე ეწეოდნენ. ამერიკის აღმოჩენამდე, თამბაქოს შესახებ არავითარი ცნობები არ არსებობდა. პირველად აბორიგენებმა თამბაქო ქრისტეფორე კოლუმბს შესთავაზეს
  4. 4. თამბაქოს ისტორია  თამბაქოს დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს. მისი სამოცამდე სახეობა არსებობს და მათგან მხოლოდ ორია ძირითადი – ნიკოტინიანი ტობაკუ და ნიკოტინიანი რუსტიკა. პირველის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, თუმცა დღეს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაშია კულტივირებული.
  5. 5. თამბაქოს ისტორია თამბაქო ევროპას კოლუმბმა გააცნო. იგი ამერიკიდან ევროპაში XV-XVI საუკუნის მიჯნაზე შემოიტანეს. პირველად კოლუმბმა თამბაქო საფრანგეთში შეიტანა. რუსეთში თამბაქო XVII საუკუნის დასაწყისში გავრცელდა. საქართველოში კი XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს.
  6. 6. თამბაქოს ისტორია  თამბაქოს ისტორია კიდევ ორ სახელთანაა დაკავშირებული. პირველი, კოლუმბის პირველი მოგზაურობის თანმხლები როდრიგო დე ხერესი, ღარიბი ახალგაზრდა იყო. თამბაქოს წევა ევროპაში პირველმა მან დაიწყო. როდესაც პორტუგალიის სამღვდელოებამ დაინახა, როგორ უშვებდა კვამლს როდრიგო ცხვირ- პირიდან, ეშმაკეულად ჩათვალა. ის დააპატიმრეს და მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს. ამ ხნისროდრიგო დე ხერესი განმავლობაში მას ბევრმა მიბაძა, თუმცა ოფიციალურად თამბაქოს წევა კიდევ დიდხანს იყო აკრძალული. მხოლოდ 1691 წლიდან დაიწყო მისი ოფიციალურად გატანა მთელ ევროპაში.
  7. 7. თამბაქოს ისტორია მეორე ადამიანი, რომლის სახელთანაც თამბაქო ასოცირდება, ფრანგი ჟან ნიკო გახლავთ. იგი საფრანგეთის სამეფო კარმა ქორწილის ორგანიზებისათვის ლისაბონში გაგზავნა. სწორედ იქ შეიტყო მან თამბაქოს სამკურნალო თვისებების შესახებ და მცენარე დედოფალ ეკატერინე მედიჩის გაუგზავნა, რომელსაც შაკიკი სტანჯავდა. თამბაქომ დედოფალს შვება მოჰგვარა. ამის შემდეგ ეს მოსაწევი საფრანგეთშიც პოპულარული გახდა. სწორედ მისი სახელის პატივსაცემად, ფრანგმა ქიმიკოსებმა თამბაქოს ფოთოლში აღმოჩენილ უფერულ, ცხიმისმაგვარ სითხეს “ნიკოტინი” ჟან ნიკო უწოდეს.
  8. 8. ამერიკელი მწერალიმარკ ტვენი “მოწევისთვის თავის დანებება ძალიან ადვილი საქმეა. პირადად მე 74-ჯერ დავანებე თავი.”

×