Zura Kavtaria

454 views

Published on

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
454
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
4
Actions
Shares
0
Downloads
2
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Zura Kavtaria

  1. 1. „დიდება შენსა მოთმინებასა, ადრე მოსულო ჯავახიშვილო!“მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი დაიბადა 1880 წლის 8 ნოემბერს ძველი სტილით.სოფელ წერაქვში ბორჩალოსრაიონში, შეძლებული გლეხისოჯახში. მიხეილი მიხეილობადღეს დაიბადა და ამიტომაცშეარქვეს ეს სახელი. ერთიკვირის შემდეგ ნათლობაგადაუხადეს და წმინდაგიორგის ეკლესიაში მონათლეს.მხარე, სადაც მწერალი დაიბადა,ლამაზი და ფერწარმტაციაადგილმდებარეობით დაბუნებით. სოფელი წერაქვიმდინარე ხრამის გაღმა იმყოფებალელვარის მთის მიდამოებში.უწინ სოფელი ორად ყოფილაგაყოფილი, შემდეგ კიგაერთიანებულა. სოფელს სამი მდი- ნარე ჩამოუდის: ალგეთი, ხრამი და დებედა.მეორე ქართული სოფე- ლი მიხეილის მამამ გააშენა იქვე მახლობლად და სიონიდაარქვა. მიხეილმა წერაქვის მადლიან მიწაზე აიდგა ფეხი. იქ გაიარა მისმაუდარდელმა ბავშვობამ, ამ მხარემ უხვად მისცა სულიერი საზრდო, რომელიცმთელი სიცოცხლის მანძილზე კვებავდა მის შინაგან სამყა- როს. მისი ბავშვობამდიდარი იყო შთაბეჭდილებებით და ნანახ-განც-დილით, რამაც განასახიერებაშემდგომ მის შემოქმედებაში ჰპოვა. მწერალმა ბავშვობა ისეთ გარემოცვაში გაატარა, სადაც გამეფებული იყოვაჟკაცობის, გმირობის, სამართლიანობის და პატიოსნების კულტი, რამაც ხელიშეუწყო მისი ხასიათისა და სოფ- მხედველობის, მისი პიროვნების ჩამოყალიბებას.მიხეილი ბავშვობი- დანვე ისმენდა თქმულებებს თავისი წინაპრების საგმიროსაქმეების შესახებ. ამ ამბებზე აღიზარდა და ამიტომ ეს თემა ყოველთვისიზიდავდა. „ვაჟკაცობის კულტი და ერთგვარი სულიერი კეთილშო-ბილება _აი, რამმომცა ოძელაშვილის ხასიათის გასაღები“. _იგონებდა მწერალი. თვით მიხეილისბუნებაშიც ვაჟკაცობას და სულიერ კეთილშობილებას ღრმად ჰქონდა ფესვებიგადგმული. მიხეილის დედა წარმოშობით ქართველი ქალი იყო, ბურნაძის გვარისშთამომავალი. ძალიან ჰყვარებია მიხეილს თავისი პაპა. მისით ამაყობდა კიდეც.საღამოობით, პაპა კალთაში ჩაისვამდა ხოლმე პატარა მიხას და თავის ცხოვრებას
  2. 2. ზღაპრად უამბობდა. მამა-საბა წარმოშობით ქიზიყელი იყო. გვართანდაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მწერლის წინაპრებს სხვა გვარი, კერძოდ,ტოკლიკიშვილი ჰქონდათ და შემდგომ რამდენჯერმე შეუცვლიათ. ხანმოკლე გამოდგა მიხეილის ოჯახისთვის სიონში ცხოვრება. წერაქვიდანგადმოსვლის შემდეგ , რაც ხუთი წლის მანძილზე იცხოვ- რა ოჯახმა ბედნიერიდა მშვიდი ცხოვრებით, შემდეგ საშინელი ტრაგედია დაადგა თავს. მიხეილისუმცროსი დის სოფოს მოტაცების მცდელობის მიზნით დედა-შვილი სიცოცხლესგამოასალმეს. მიხეილის მამამ ვერ აიტანა ეს უბედურება და წლისთავზე ისიცამ წუთისოფელს გამოესალმა. მიხეილი ჯერ კიდევ ცხოვრებაში გამოუცდელიმარტოდ-მარტო დარჩა ამ ქვეყნად. ამ დროიდან იწყება ტანჯვა-წამებით სავსეცხოვრება. მიხეილი პატარაობიდანვე ავლენდა ბუნებით მომადლებულ ნიჭსა და უნარს. რითაც განსხვავდებოდა თავისი ტოლი მეგობრები- საგან. ცელქი და დაუდეგარი იყო, ამასთანავე დაჯილდოებული იყო სხარტი და მახვილი გონებით, იშვიათი მეხსიერებითა და ჭკუით. შრომისმოყვარეობა და წესიერება მისი ტანდაყოლილი თვისებები იყო. ხიფათიანი ცხოვრება დაჰყვა და ბედად მრავალჯერ იდგა სიკვდილის პირისპირ, რომელსაც სასწაულად გადაურჩა. მიხეილი განებივრებული და თავის ნათქვამი გაიზარდა. ბავშვი ბუნებით მგრძნო ბიარე და გულჩვილი იყო. მცირედ გაანჩხლდებოდა ხოლმე. მისი სურ ვილი უმალ სრულდებოდა. პატარაობიდანვე განსაკუთრებუ- ლი ადგილი დაიკავა ოჯახში. უყვარდა მინდორი და ტყე, განმარტო-ებით ყოფნა. მიხეილი დაბადებიდანვე სუსტი აღნაგობის იყო, გამხ-დარი,ხშირად ხდებოდა ავად. ჰქონდა სწრაფი განსჯის უნარი. სიტყვა-პასუხითზოგჯერ უფროსებსაც აკვირვებდა. ცელქობისა და ეშმაკობის გამო ბევრჯერგაამწარა მშობლები. ტყეს ხშირად სიზმ- რადაც ხედავდა. სახე მოგრძო დაფერმკრთალი ჰქონდა, თხელი და ნატიფი ნაკვთებით. მაღალი შუბლი სახესუმშვენებდა. თხელი წაბლისფერი თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი. თვალებიჰქონდა თაფლისფერი, აზრიანი. ღრმა და სულში ჩამწდომი მზერა იცოდა
  3. 3. ბავშვობიდან გულადი იყო და მარტო სიარულის არ ეშინოდა. პატარა მიხაადამიანური და კეთილი იყო.სიყალბეს ვერ იტანდა. მას ძალიან უყვარდა თავიანთი მოჯამაგირე აბდულა,რომელმაც რომელმაც ბევრი თათრული სიმღერა ასწავლა. ირგვლივყველაფერსგულდასმით ათვალიერებდა. ახალ წიგნს არ მოეშვებოდა, სანამ ბოლომდე არწაიკითხავდა. საბას თბილისიდან და სადახლოდან ახალ-ახალი წიგნებიმოჰქონდა მისთვის. ბავშვის- თვის ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო. პატარასაწერი მაგიდა ყოველთვის წესრიგში ჰქონდა. უყვარდა გლეხებთან ყოფნა.რამდენი სიბრძნე იყო მათ ნაამბობში ჩაქსოვილი. მიხეილი პატარაობიდანვეგატაცებული ყოფილა ჭიდაობით და კარგად ჭიდაობდა. ზოგჯერ ფალავნობაცმოუპოვებია. თავის თავზე ბევრჯერ უთქვამს: „მე რომ გავჯიუტდეობოდი, ცხრაუღელი კამეჩი ვერ გამწევდაო, მაგრამ ბევრჯერ ძვირადაც დაჯდომია თავისისიჯიუტე. მისი ცხოვრება ერთგვარ სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იყო.ბავშვობაში ჰყვარებია ხატვა და კარგად ხატავდა. ოცნებობდა მხატვარიგამოსულიყო. სხვადასხვა საგნების გამოთლაც ეხერხებოდა. თავის ცხოვრებაშიმუსიკასაც დიდი ადგილი ეჭირა. მართავდა ცეკვა-თამაშის საღა- მოებს,მღეროდა სკოლის საეკლესიო გუნდშიც. ყანაში ყოფნის დროს უფროსებსაც
  4. 4. ეხმარებოდა მუშაობაში. მიხეილს ძალიან უყვარდა ისტორიული ადგილებისდათვალიერება და ხშირად დადიოდა ეკლესიებისა თუ ციხე კოშკებისსანახავად. ხან გოლგოთას მთაზე ადიოდა და ხან ელიას ეკლესიაზე.გატაცებული იყო ცხენზე ჯდომითა და ჯირითითაც. ერთხელ ცხენიდანგადმოვარდა და ძლიერ დაშავებულა კიდეც. მიხეილს უყვარდა პირუტყვებიც,განსა- კუთრებით ძაღლები. კატა კი ბავშვობიდანვე ეჯავრებოდა და მისიდაუძინებელი მტერი ყოფილა. ძაღლი მის მეგობრად მიაჩნდა. ბავშვის ბუნებაძალადობას და სიმკაცრეს ვერ იტანდა. განსაკუთ- რებით პირუტყვის მიმართ.ერთხელ მეზობელი გლეხი ძაღლს ცემდა ჯოხით. მიხამ ვერ მოითმინა დაგლეხს მივარდა. ძაღლს გადეფარა და გადაარჩინა. გლეხს სთხოვა ცემაშეეჩერებინა, შებდეგ კი ეს ამბავი თავის მოთხრობას „ლამბალო და ყაშას“დაურთო. პირველი დაწყებითი განათლება მიხეილმა ოჯახში მიიღო. მამასქალი ჰყავდა მოწვეული საწავლებლად. ოჯახმა ჩაუნერგა ხალხთმოყვარეობისგრძნობა. გარემომ კი, სადაც სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა,ადამიანებისადმი სიბრალულის და სიკეთის სული შთაბერა. მათი ოჯახიყველას დახმარების ხელს უწვდიდა. პატარა მიხა ბიძამისს სანადიროდდაჰყვებოდა. ბავშვობიდანვე ჩარჩენოდა ხსოვნაში ლეგენდად ქცეული არსენაოძელაშვილის გმირული ცხოვრება და მისი პიროვნებისადმი ინტერესი.ებადებოდა სურვილი, მეტი გაეგო მისი ცხოვრების შესახებ. მიხეილი შვიდი წლისა რომ შეიქმნა, საჭირო გახდა მისი სასწავლებელში მიბარება. ამის გამო ოჯახში დიდი სჯა- ბაასი გაიმარ- თა. იმ დროს წერაქვში სკოლა არ იყო. სწავლა ყველგან რუსულ ენაზე ტარდებოდა. ბავშვი პრივილნოეს სასწავლებელში მიაბარეს, სადც ერთი წელი დაჰყო. 1888 წელს მიხეილი ჯელალ-ოღლის სასწავლებელში გადავიდა. აქ იგი სამი წელი სწავლობდა. სასწავლე- ბელი სახლიდან დიდი მანძილით, 40-45 ვერსიით იყო დაშორებული და ყოველდღიურად ბავშვის
  5. 5. სიარული საკმაოდ ძნელი იყო მით უფრო ზამთრის პირობებში. ამიტომ საბამგადაწყვიტა, მიხეილი საცხოვრებლად იქვე დაეტოვებინა. ამ ხნისგანმავლობაში ბრწყინ-ვალედ შეისწავლა რუსული ენა. პირნათლადასრულებდა მასწავლებ- ლის ყველა დავალებას და გაკვეთილებსაცზედმიწევნით კარგად ამზადებდა. საწავლებელში სპეკტაკლებიც იმართებოდადა მიხეილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მათში. ბავშვობიდანვე იზიდავდათეატრი. როცა წამოიზარდა და ნამდვილი თეატრი იხილა, ისე შეიყვარა იგი,როგორც თავისი სულის განუყოფელი ნაწილი. ქართუ-ლი თეატრის შესახებიგი წერდა: „მე მიყვარდა ქართული თეატრი, ისე მიყვარდა, როგორცსამშობლო“. საბას მიწა უყვარდა და სურდა შვილი აგრონომი გამოსულიყო, რათამისი საქმე გაეგრძელებინა. მიხეილმა ჯალალოღლის სასწავლე-ბელი 1892წელს დაამთავრა. 1893 წელს საბამ მიხეილი წინამძღვრი- ანთ კარშიჩაიყვანა. მიხეილს აგრონომობა არ აინტერესებდა, მაგრამ მამის სურვილს წინვერ აღუდგა და სასწავლებლის კარი მორჩი- ლებით შეაღო. ამ სასწავლებელში მიხეილი საერთო სასწავლებელში ცხოვრობდა. მიხას ქართული აღარ ახსოვდა და ბავშვებმა რუსაპეტა შეარქვეს. ბავშვები დასცინოდნენ, რადგანაც მახვილს გამოთქმაში რუსული წესით ხმარობდა. ეს ხარვეზი კი ღიმილს იწვევდა. ორმა ილიამ, ილია ჭავჭავაძემ და ილია წინამძღვრიშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მიხეილის ცხოვრებაში. წინმძრვრიანთ-კარში და საგურამოში ეზიარა მომავალი მწერალი ქართულ კულტურას. ილიამ მიხეილს შეურჩია ქართული ენის მასწავლებელი. მიხეილიც არიშურებდა ძალას. ბევრს კითხულობდა. დიდმა ილიამ თავისდაუნებურად მწერლობისაკენ გზა დაულოცამიხეილს. ზურა ქავთარია XI კლასი

×