Konfsaboloo

499 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Konfsaboloo

  1. 1. “ერთ თევზს თუ მომცემ, ერთ დღეს მეყოფა, თევზაობას თუ მასწავლი, არასოდეს მომშივდება". -ამბობს ჩინური ანდაზა. როდესაც მოსწავლეს კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს გადავცემთ, ჩვენ მათ ,,თევზაობას (ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას) ვასწავლით. სასკოლო რეფორმის ძირითადი მოთხოვნაც ხომ ესაა: სკოლამ უნდა შეძლოს აქტიური სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნების ჩამოყალიბება. ამისათვის კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა მუშაობა პროექტებზე. პროექტზე მუშაობის დაწყების წინ ჩემი მიზანი იყო დავკვირვებოდი რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისთვის საპროექტო საქმიანობას და ვახერხებთ თუ არა ბლუმის სააზროვნო ტაქსონომიის ყველა დონეზე გასვლას, როგორ ხდება სააზროვნო უნარების განვითარება.
  2. 2. ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ბლუმის (Bloom, et al, 1956) მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების აღნიშნული დონეები საფეხურებს ქმნიან,სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს.
  3. 3. •ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია შეიქმნა სპეციალურად განათლების მიზნებისათვის. •კლასიფიკაციის თანახმად უფრო მაღალისასწავლო დონის მიღწევა შეუძლებელია შედარებით დაბალი რანგის უნარ ჩვევის ათვისების გარეშე. •ბლუმის ტაქსონომია გახლდათ აზროვნების დონეების პირველი იერარქიული მოდელი. კრიტიკა • სწავლა არ არის სწორხაზოვანი; ბლუმის ტაქსონომია გვთავაზობს მკაცრ იერარქიას, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება არ იყოს დაცული. •ტაქსონომიის “ინდივიდუალისტური” ხასიათი გამორიცხავს სოციალური აქტორებისს ზეგავლენას, მაგ. ე.წ. ჯგუფურ აზროვნებას.
  4. 4. ცოდნა" - აღნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას.იგი განიხილება როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ ჩვევა და მასში იგულისხმება ; ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება და ა.შ. პროექტის დაწყების წინ, ცოდნის დონის დასადგენად, მოსწავლეებს დავურიგეთ ტესტი. ტესტში მოცემული კითხვები შეეხებოდა იმ საკითხებს, რაზეც უნდა გვემუშავა პროექტის მსვლელობის დროს. პროექტის დასრულების შემდეგ ბავშვებს იგივე ტესტი ჩავუტარეთ და დადგინდა რა ცოდნას ფლობდნენ პროექტის დაწყებამდე და რა ცოდნას დაეუფლენ პროექტზე მუშაობის დროს.
  5. 5. ცოდნის დონე (ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტი) სახელი --------------- გვარი -----------------------კითხვები; 1.რომელმა ხალხმა შექმნა პირველი წიგნები? ა) ეგვიპტელებმა, ბ) ქართველებმა, გ) შუმერებმა, დ)ბერძნებმა 2.რისგან იყო გაკეთებული პირველი წიგნები? ა) ქაღალდისგან, ბ) ტყავისგან, გ)თიხისგან, დ) პაპირუსისგან 3.რამდენი დამწერლობაა მსოფლიოში? ა)12, ბ) 13, გ) 14, დ) 15 4. რომელ ქვეყანაში გამოიგონეს ქაღალდი? ა) იაპონიაში, ბ) საბერძნეთში, გ) ჩინეთში, დ) საქართველოში 5.რომელმა მეფემ შექმნა ქართული ანბანი? ______________________________________________________________ 6.რომელმა ქართველმა მეფემ დააარსა თბილისში პირველი სტამბა? ა) დავით აღმაშენებელმა, ბ) ერეკლე მეორემ, გ) ვახტანგ მეექვსემ 7. როგორ ფიქრობთ, სწავლობდნენ თუ არა გოგონები უძველეს სკოლებში? ა) კი ბ)არა
  6. 6. ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის შედეგები. 12 10 9 10 11 10 12 11 9 8 5 6 4 2 2 5 3 0 1 0 0 კვლევის დაწყებამდე კვლევის დასასრულს
  7. 7. გაგება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარჩვევა და, ზოგადად, იგი გულისხმობს ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომას. კერძოდ, ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, პროცე სების, ობიექტების, სტილის, მოვლენების საკუთარი სიტყვებით აღწერა; ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახსნა მშობლიურ ენაზე და ა. შ. იმის დასაგდენად, თუ რამდენად გაიგეს ის საკითხები, რომლებზეც პროექტის დროს მუშაობდნენ, შევადგინეთ ტესტი.
  8. 8. სახელი --------------- გვარი -----------------------1.რატომ უწოდეს შუმერულ დამწერლობას „ლურსმნული?“ 2.დაასრულე წინადადება: ძველად ადამიანები წერდნენ სხვადასხვა მასალაზე: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------3. რატომ უწოდეს შუმერულ დამწერლობას „ლურსმნული“?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------4. შენი სიტყვებით გადმოეცი რა არის პაპირუსი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------5.რითი გვანდნენ ერთმანეთს ძველეგვიპტური და შუმერული სკოლები? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------6. შეავსე გამოტოვებული სიტყვები: ქაღალდი გამოიგონეს --------------------. ამ ქვეყანაში ქაღალდის გამოგონებამდე წერდნენ -----------------------. ალბათ გაინტერესებთ რითი წერდნენ?! კალმად იყენებდნენ ----------------7. ძველ ქართულ ანბანში 38 ასო-ნისანი იყო, ახლანდელ ქართულში 33-ია, როგორ ფიქრობთ, რატომ შემცირდა ასოების რაოდენობა ქართულ ანბანში? -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------8. როგორ ფიქრობთ, რატომ შექმნა ილია ჭავწავაძემ „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება?“ -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  9. 9. გაგების დონის დასადგენი ტესტის შედეგი 8 7 6 5 4 3 2 1 0 შეკითხვები I II III IV V VI VII VIII IX X XI XII
  10. 10. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა ათვისებული ცოდნა პრაქტიკულად ბევრჯერ გამოიყენეს. კერძოდ: ხელნაწერთა ინსტიტუტში სტუმრობის დროს თანამშრომლებს დაუსვეს მათთვის საინტერესო ბევრი შეკითხვა, ცოდნა გამოიყენეს სხვადასხვა მასალის შექმნის, ნამუშევრების პრეზენტაციის დროს.
  11. 11. ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ანალიზის, როგორც აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევის განსაზღვრისათვის გამოვიყენეთ ვენის დიაგრამა. ვენის დიაგრამის კითხვა იყო შემდეგი: რა მსგავსება- განსხვავებაა ძველ და ახალ საწერ საშუალებებს შორის? ვენის დიაგრამას თერთმეტმა ბავშვმა გაართვა თავი. მოსწავლეთა ურავლესობამ(7 მოსწ.) 5 და მეტი ნიშნით დაინახეს მსგავსებაგანსხვავება ძველ და ახალ საწერ საშუალებებს შორის.
  12. 12. ანალიზის დონის დასადგენი ვენის დიაგრამის შედეგები 10 9 8 7 6 მსგავსება 5 საერთო 4 განსხვავება 3 2 1 0 I II III IV V VI VII VIII IX X XI XII
  13. 13. სინთეზი ანალიზის საწინააღმდეგო პროცესს წარმოადგენს. იგი გულისხმობს აბსტრაქტული კავშირების წარმოდგენას, კატეგორიზაციას, კომბინირებას, შედგენა ს, მოდელების შექმნას, ახალი სტრუქტურული მთლიანობების შექმნას. მაგ. მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის დროს წაიკითხეს, რომ ეგვიპტეში მელანს ამზადებდნენ ჭვარტლისგან, გადაწყვიტეს თვითონაც შეექმნათ მსგავსი ნივთიერება; ქაღალდი დაწვეს, მოაგროვეს ნამწვავი, შეურიეს მცირე რაოდენობით წყალი და მიიღეს მელნის მსგავსი შავი სითხე.
  14. 14. შეფასება აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად, იგი გულისხმობს იდეების ან კონკრეტული მასალის შეფასებას, შედარებას, დასკვნების გაკეთებას, ახსნას, კრიტიკას. ბავშვებმა ისაუბრეს საკუთარი ნამუშევრების შესახებ, იმსჯელეს მასში გამოყენებულ მასალებზე, გამოთქვეს საკუთარი დამოკიდებულება.

×