,,ტკბილ ხარ შენ უფალო''

2,583 views

Published on

უფალო შეგვიწყალენ

Published in: Education
0 Comments
3 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
2,583
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
62
Actions
Shares
0
Downloads
0
Comments
0
Likes
3
Embeds 0
No embeds

No notes for slide

,,ტკბილ ხარ შენ უფალო''

  1. 1. ,,ტკბილ ხარ შენ ,უფალო...’’
  2. 2. ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.
  3. 3. „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ვინც კარიდან არ შედის ცხვრის სადგომში და სხვა მხრიდან გადადის, ქურდია და ავაზაკი. ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსიც ის არის. ცხვარს ესმის მისი ხმა, მწყემსი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გაიყვანს. თავის ცხვრებს რომ გაიყვანს, წინ მიუძღვის და ცხვრებიც მიჰყვებიან, რადგან იცნობენ მის ხმას. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გაწირავს ცხვრებისთვის. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით, მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე სულს ვწირავ ცხვრებისთვის. დაქირავებული მოჯამაგირე არ არის მწყემსი, ფარა მისი არ არის და არც ზრუნავს მასზე. დაინახავს თუ არა მგელს, ცხვრებს მიატოვებს და გარბის, მგელი კი იტაცებს ცხვარს და ფარას ფანტავს. მე სხვა ცხვრებიც მყავს, ოღონდ არა ამ ფარიდან. ისინიც უნდა მოვიდნენ ჩემთან, მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი“. იოანე 10, 1-5; 11-36
  4. 4. უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო ლოცვითა ყოვლადწმინდისა დედისა შენისათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
  5. 5. პანტოკრატორი
  6. 6. ნუ მტირ მე დედაო
  7. 7. ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა
  8. 8. ტროპარი ზღუდეჲ უბრძოლველი ხატი შენი და წყაროჲ სასწაულთა, ვითარცა ძუელად, აღმოუცენებს აწცა მეოხებასა შენსა ერსა ჩუენსა. ყოველსაცა ჟამსა მიხსნენ ჭირთა და მწუხარებათაგან ყოველთა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი ვითარცა სახიერმან დედამან. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი „მიჰხედე სიმდაბლესა“
  9. 9. ვლადიმირის ღმრთისმშობელი
  10. 10. ტროპარი: დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რ ამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებ თ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.
  11. 11. ტროპარი:ბრწყინვალედ იხარებს დღეს ღვთივდაცული ერი ჩუენი, დედუფალო, მიმრქმელი, ვითარცა ნათლისა მზისასა, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა ქვეშე შევრდომილნი მოვილტვით შენდამი და გიგალობთ ესრეთ: ჰოჲ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღვთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა იჴსნას ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და მხარენი ქრისტეანეთანი და უვნებლად დაიცვნეს იგინი ყოველთა მბრძოლთა მათთაგან და იჴსნენ სულნი ჩუენნი,
  12. 12. ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო. - ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
  13. 13. ტროპარი: ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ცოდუითა მოწყლულნი ესე, სასწაულთმოქმედსა მოალერსესა ხატს მისსა ამბორს-უყოფდეთ და ცრემლით უგალობდეთ: დედუფალო, შეიწირენ უღირსთა მონათა შენთა ლოცუანი და მოგუანიჭე ჩუენ, მვედრებელთა შენთა, დიდი წყალობაჲ.
  14. 14. კონდაკი: „მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.“
  15. 15. წმიდა გიორგი
  16. 16. ტროპარი : ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
  17. 17. ტროპარი: „კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.“
  18. 18. ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
  19. 19. დ ე დ ო ფ ა ლ ი წ მ ი დ ა ე ლ ე ნ ე
  20. 20. "გმადლობ შენ, უფალო....’’

×