სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ
გეგუთის N1 საჯარო სკოლა

თემა:“თამაშით სწავლება 5 წლიან
მოსწავლეებში“
მომხსენებელი: ე...
2011-2012 სასწავლო წელი
თამაშით სწავლება 5 წლიან მოსწავლეებში

საქართველოში ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დ...
ეუფლება ელემენტარულ სასწავლო მოქმედებას.მას უყალიბდება სწავლის უნარი და
სურვილი.
5 წლის აკის ბავშვებისათვის ტიპიურია მოტორ...
მეხსიერების განვითარება
სკოლასთან ადაპტაცია „ჩემი სკოლა“
მიზანი: სკოლის ტერიტორიაზე ორიენტირების უნარი
მიმდინარეობა: მასწა...
კავშირი სტანდარტთან: ბუნ 1.3

ყურადღების განვითარება
„4 სტიქია“
მიზანი: ყურადღების, აზროვნების განვითარება
მიმდინარეობა: მ...
კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.5.

აზროვნების განვითარება
„დაიჭირე ბურთი“
მიზანი: ლექსიკური მარაგის გამდიდრება
მიმდინარეობა: ...
ფანტაზია
„ერთობლივი ზღაპარი“
მიზანი: ფანტაზიის, ერთმანეთის მოსმენის, სწრაფად კოორდინაციის
უნარის, აზროვნების განვითარება.
...
მეტყველება
თამაში დიდ გავლენას ახდენს გრეთვე მეტყველების განვითარებაზე. თამაშის
სიტუაცია

მასში

ჩართული

ყველა

ბავშვისაგ...
ნატიფი მოტორიკა
„ასო ა-ს კოლაჟი“
მიზანი: ნატიფი მოტორიკის, ყურადღების და მეხსიერების განვითარება
მიმდინარეობა: გამოვჭრათ დ...
თამაშით სწავლება
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

თამაშით სწავლება

1,480 views

Published on

  • Be the first to comment

  • Be the first to like this

თამაშით სწავლება

  1. 1. სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა თემა:“თამაშით სწავლება 5 წლიან მოსწავლეებში“ მომხსენებელი: ეკა გიგიაძე /დაწყებითი კლასების მასწავლებელი/ დაწყებითი კლასების კათედრა
  2. 2. 2011-2012 სასწავლო წელი თამაშით სწავლება 5 წლიან მოსწავლეებში საქართველოში ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების მინიმალურ ასაკად 5 წელი გამოცხადდა. მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა ბავშვის განვითარების მახასიათებლებისა და საკუთარი სურვილის გათვალისწინებით შეიყვანონ 5 წლის ბავშვი სკოლაში. 5წლის ბავშვის სწავლების წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვნია ბავშვის ფსიქიკური განვითარების კანონზომიერების გათვალისწინება.ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნა საშუალებას გვაძლევს პედაგოგებს ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ მისი ყველა საუკეთესო თვისება. ეს არის ასაკი, როცა ჩამოყალიბებას იწყებს ბავშვის პიროვნებ. 5წლის საკის ბავშვი საზოგადოების პატარა წევრია, თუმცა მისი ცხოვრება დამოკიდებულია მოზრდილზე. უფროსი ახდენს მის ორგანიზებას და მიმართულებას აძლევს მას. ამიტომ ბავშვის სწავლება უნდა ხდებოდეს მიზნმიმართულდ და გონივრულად. ამისათვის კი აუცილებელია ვიცოდეთ, რა მიმართებაშია ერთმანეთთან სწავლება და განვითარება და განვსაზღვროთ, რა და როგორ ვასწავლოთ მათ სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე. 2011-2012 სასწავლო წელს გეგუთის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასი დაკომპლექტდა 18 მოსწავლით და მათ შორის 11 ბავშვი 5 წლის ასაკისაა. პირველი 2 თვის მანძილზე განსხვავება 5 და 6 წლიან მოსწავლეებს შორის აშკარად შეიმჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოსწავლეს გავლილი ჰქონდა სკოლამდელი დაწესებულების საფეხური, მათ ერთმანეთისაგან მაშინვე გამოარჩევდით ქცევით. 5 წლიან მოსწავლეებს უჭირდათ ყურადღების კონცენტრაცია, იღლებოდნენ სწრაფად, ნაკლებად ჰქონდათ განვითარებული ნატიფი მოტორიკა და კომუნიკაციის უნარი. მოგეხსენებათ, 5 წლის ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევის ფორმა თამაშია. თამაშში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები და პიროვნული თავისებურებები.თამაშის ქცევაში ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედებაც, რომელიც მოგვიანებით ქცევის წამყვანი ფორმა ხდება. 5 წლის ბავშვი სწავლას თამაშში იწყებს. იგი მას ისე ეკიდება, როგორც როლურ თამაშს და შეუმჩნევლას
  3. 3. ეუფლება ელემენტარულ სასწავლო მოქმედებას.მას უყალიბდება სწავლის უნარი და სურვილი. 5 წლის აკის ბავშვებისათვის ტიპიურია მოტორული, როლური და წესებიანი თამაშები. მოტორული თამაშები: სირბილი, ხტუნვა, სავადასხვა მოტორული აქტივობა , რომლებიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს ბავშვს, ხელს უწყობს მოძრაობათა კოორდინაციის განვითარებას როლური თამაში: ბავშვები ათამაშებენ სიუჟეტებს და ასრულებენ სხვადასხვა როლს. ასეთი თამაშით ბავშვები ბაძავენ უფროსების ქცევას, უვითარდებათ ფანტაზიის უნარი და უყალიბდებათ ურთიერთობის ახალი ფორმები. ეცნობიან სოციალურ ურთიერთობებს და ნორმებს, კულტურულ ტრადიციებს.სიუჟეტურ-როლური თამაში საფუძვლად ედება აზროვნების განსაკუთრებული თვისებების ფორმირებას, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს დადგეს სხვა ადამიანების პოზიციაზე, გაიტვალისწინოს მომავალი ქცევა და ამის საფუძველზე ააგო ს საკუთარი ქცევა. როლური თამაში ხელს უწყობს წარმოსახვის განვითარებასაც . წესებიანი თამაში: ბავშვები ადგენენ თამაშის წესებს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ამ თამაშს ჰყავს გამარჯვებული და დამარცხებული . მოითხოვს გარკვეულ შემეცნებით უნარს, თამაშისას უნდა გათვალო ამა თუ იმ აქტივობის შედეგი, ისწავლო წაგება და მოგება. თამაშში განვითარებას იწყებს ნებისმიერი ყურადღება და მეხსიერება. თამაში გავლენას ახდენს ბავშვის აზროვნების, ფანტაზიის, ნატიფი მოტორული ჩვევების, მეტყველების განვითარებაზე. მოსწავლეთა ყურადღების , მეხსიერების, აზროვნების განვითარებისათვის აქტიურად გამოვიყენე თამაშის ტიპის სავარჯიშოები.
  4. 4. მეხსიერების განვითარება სკოლასთან ადაპტაცია „ჩემი სკოლა“ მიზანი: სკოლის ტერიტორიაზე ორიენტირების უნარი მიმდინარეობა: მასწავლებელი კლასს ათვალიერებინებს სკოლის შენობას, აკეთებს მინიშნებებს შეფერილობაზე, კარებზე, ფანჯრებზე და სხვ. კლასში დაბრუნების შემდეგ სთავაზობს ბავშვებს ინდივიდუალურ დავალებას- დახატონ სკოლის შენობა.და წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევარი. ანალიზი: ამ ტიპის აქტივობა ბავშვს გარემოზე დაკვირვების ჩვევებსა და მეხსიერებას უვითარებს. სკოლის შენობის ხატვის დროს იგი სპონტანურდ კი არ ქმნის ნახატს, არამედ ცდილობს, შეძლებისდაგვარად მიამსგავსოს ნანახს და ზუსტად აღწეროს იგი. კავშირი სტანდარტთან: ბუნ 1.4 „სკოლის ეზო“ მიზანი: სკოლის ტერიტორიაზე ორიენტირების უნარის განვითარება მიმდინარეობა: მასწავლებელი ესაუბრება ბავშვებს ეზოში ჩასვლამდე და აძლევს მათ მიმართულებას. ბავშვებმა ყურადღებით უნდა დაათვალიერონ სკოლის ეზო და დაიმახსოვრონ იქ ნანახი, შეარჩიონ ეზოში ის ადგილი , რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ. სკოლის დათვალიერების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს , დახატონ სკოლის ეზო და შემოხაზონ ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ. თითოეული ბავშვი წარმოადგენს ნახატს და საუბრობს მის შესახებ; ასაბუთებს რატომ მოეწონა ეზოში ეს ადგილი.კავშირი სტანდარტთან: ბუნ 1.4 „კალათში ჩავდე“ მიზანი: ყურადღების, მოცულობის, მეხსიერების განვითარება მიმდინარეობა: თამაშს იწყებს მასწავლებელი , რომელიც ამბობს: „კალათში ჩავდე ვაშლი . მის მარჯვნივ მჯდომი ბავშვი აგრძელებს: „კალათში ჩავდე ვაშლი, მსხალი“. ბოლო მოთამაშეს უწევს ყველა ჩამოთვლილი საგნის გამეორება.
  5. 5. კავშირი სტანდარტთან: ბუნ 1.3 ყურადღების განვითარება „4 სტიქია“ მიზანი: ყურადღების, აზროვნების განვითარება მიმდინარეობა: მოსწავლეებმა სტიქიის სახელწოდებების დასახელებისას(ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი) შესაბამისი მოძრაობები უნდა შეასრულონ: “ცეცხლი”-ხელები დაიკავონ მკერდის სიმაღლეზე და გააქნიონ“, „მიწა“-ხელები დაბლა დასწიონ, „წყალი“ - ხელები მკერდის სიმაღლეზე დაიკავონ, „ჰაერი“- ხელები ასწიონ მაღლა. მოსწავლე, რომელიც შეცდომას დაუსვებს, ტოვებს თამაშს. გამარჯვებულ 4 მოსწავლეს ტაშით დააჯილდოებენ. კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.1., უცხ.დ 01.1 „ყვავილი, ხე“ მიზანი: ყურადღების კონცენტრაცია,მეხსიერების, აზროვნების განვითარება მიმდინარეობა: ბავსვები დგანან წრეში. მასწავლებელი მიუთითებს თითოეულ მათგანზე და ამბობს: „ყვავილი, ხე, ხილი, ყვავილი, ხე, ხილი...“. იმ მოსწავლემ, რომელზეც შეჩერდება სვლა, უნდა დაასახელოს ხილი. თუ პასუხი სწორია, თამაში გრძელდება, თუ არა, მოთამაშე ტოვებს თამაშს. რჩება მხოლოდ 2 გამარჯვებული. კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.1., უცხ.დ 01.1 „ბარათები ასოებით“ მიზანი: ყურადღების კონცენტრაციის უნარის განვითარება, ბგერის დაკავშირება ასოსთან მიმდინარეობა: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს სხვადასხვა ასოების გამოსახულებით, აძლევს ინსტრუქციას: მასწავლებელი ჩამოთვლის სხვადასხვა ბგერას, მოსწავლემ უნდა ასწიოს ბარათი იმ სემთხვევაში, როცა მასწავლებელი მის ბგერას იტყვის.თანდათან შესაძლებელია აქტივობის გართულება. მასწავლებელი კითხულობს სიტყვებს და მოსწავლე ფეხზე დგება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი „მის ასოზე“ დაწყებულ სიტყვას იტყვის.
  6. 6. კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.5. აზროვნების განვითარება „დაიჭირე ბურთი“ მიზანი: ლექსიკური მარაგის გამდიდრება მიმდინარეობა: მონაწილეები წრიულად დგებიან. ერთ-ერთს უჭირავს ბურთი. ის წარმოთქვამს სიტყვას თამაშის შესაბამისად(ცხოველები, ფრინველები, სასკოლო საგნები, ციფრები) და ესვრის ბურთსსხვა მოთამაშეს. მოთამაშე, რომელიც დაიჭერს ბურთს ასახელებს სიტყვას ამავე თემატიკიდან და ასე გრზელდება, სანამ მასწავლებელი არშეცვლის თემატიკას. კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.7. „დაასახელე ფრინველი, ცხოველი“ მიზანი: აზროვნების, მეხსიერების განვითარება.მიმდინარეობა: მიმდინარეობა: მოსწავლეები დგანან წრეში.მასწავლებელი ესვრის ბურთს რომელიმე მათგანს და თან ასახელებს ცხოველს ან ფრინველს. მოსწავლე იჭერს ბურთს და ახლა ის ამბობს სხვა ცხოველის ან ფრინველის სახელს. შეიძლება ფრინველის ან ცხოველის ნაცვლად დასახელდეს ხილი, ბოსტნეული. კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.7.
  7. 7. ფანტაზია „ერთობლივი ზღაპარი“ მიზანი: ფანტაზიის, ერთმანეთის მოსმენის, სწრაფად კოორდინაციის უნარის, აზროვნების განვითარება. მიმდინარეობა: მონაწილეები სხდებიან წრეში. მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს თითო ან 2-2 ბარათს ურიგებს. ერთი მოსწავლე თავის ბარათს დებს მაგიდის შუაში და იწყებს თხრობას „ იყო და არა იყო რა, იყო ერთი(ასახელებს, რაც ბარათზეა გამოსახული , მაგ. „კატა“). მის მარჯვნივ მჯდომი დებს თავის ბარათს და აგრძელებს თხრობას, აკავშირებს პირველ ბარათთან შინაარსობრივად. კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.2. „დაუმთავრებელი ნახატები“ მიზანი: ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის, ექსპრესიული მეტყველების განვითარება მიმდინარეობა: მასწავლებელი მოსწავლეებს სათითაოდ ურიგებს დაუსრულებელ ნახატებს და სთხოვს, რომ დაასრულონ. მუსაობის დასრულების შემდეგ ტითოეული ბავშვი გამოდის და ყვება თავისი ნახატის შესახებ. კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.4
  8. 8. მეტყველება თამაში დიდ გავლენას ახდენს გრეთვე მეტყველების განვითარებაზე. თამაშის სიტუაცია მასში ჩართული ყველა ბავშვისაგან მოითხოვს სამეტყველო ურთიერთობების განვითარების გარკვეულ დონეს. როცა ბავშვს არ შეუძლია გამოთქვას თავისი აზრები და სურვილები, არ შესწევს უნარი გაიგოს ამხანაგის სიტყვიერი ინსტრუქციები , ის ვერ შეძლებს თამაშს თანატოლებთან. თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი სტიმულს აძლევს გამართული მეტყველების განვითარებას. მეტყველების განმავითარებელი სავარჯიშოები „სურათების აღწერა” მიზანი: ექსპრესიული მეტყველების განვითარება მიმდინარეობა: მასწავლებელიათვალიერებს სურათებს გაზეთებში , კატალოგებში, წიგნებში. ეკითხება მოსწავლეებს რას ფიქრობენ ან რას აკეთებენ ამ სურათებზე გამოსახული ადამიანები და ჩაიწერს მოსწავლეთა ნაამბობს. კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.3. „რას ვუყურებ ტელევიზორში“ მიზანი: ექსპრესიული მეტყველების განვითარება მიმდინარეობა: ბავშვებთ უყვართ ლაპარაკი იმაზე, რაც იციან და მოსწონთ. საუბრის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა, დავსვათ შეკითხვა -- რა ხდებოდა მის საყვარელ ტელე-გადაცემაში. კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.3.
  9. 9. ნატიფი მოტორიკა „ასო ა-ს კოლაჟი“ მიზანი: ნატიფი მოტორიკის, ყურადღების და მეხსიერების განვითარება მიმდინარეობა: გამოვჭრათ დიდი ზომის „ა“ მაგარი ქაღალდისაგან. ბავშვებმა ჟურნალებში მოძებნონ იმ საგნების სურათები, რომელთა სახელი იწყება „ა“-ზე, ამოჭრან და დააწებონ. შეიძლება ამოჭრან სტატიების სათაურები, რომელიც იწყება „ა“-ზე. ამ აქტივობის გაკეთება შეიძლება ნებისმიერი ასო-ბგერის შესწავლისას კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.12. „პლასტილინის ასოები“ მიზანი: ნატიფი მოტორიკის განვითარება მიმდინარეობა: ვაკეთებთ დიდი ბარათებს ასოებით ან მარტივი სიტყვებით. შემდეგ ვაკეთბთ წვრილ ზოლებს პლასტილინისაგან. ბავშვებმა უნდა შემოაყოლონ ეს ზოლები ბარათზე დაწერილ სიტყვას ან ასოს. ის არა მარტო ისწავლის ამ ასოს და სიტყვის ცნობას, არამედ გაავარჯისებს მოტორიკას, რაც წერის დაუფლებისათვის არის საჭირო. კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.12 ჩამოთვლილი აქტივობები ძალიან დამეხმარა სასწავლო პროცესის საინტერესოდ და ხალისიანად წარმართვაში და დავრწმუნდი, რომ თამაში ავითარებს: 1. სწავლის უნარს; 2. შემოქმედებითობასა და ფანტაზიას; 3. სხვა ბავშვებისა და ადამიანებისადმი სიყვარულსა და კეთილგანწყობას; 4. იწვევს სიხარულის ემოციას; გამოყენებული ლიტერატურა: „5წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურებანი“ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

×