Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Information

963 views

Published on

Published in: Education, Business
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Information

  1. 1. ინფორმატიკის მოკლე კურსი
  2. 2. ინფორმაცია 19 სექტემბერი 2009
  3. 3. ინფორმატიკა არის მეცნიერება გამომთვლელი მანქანების (კომპიუტერი) საშუალებით ინფორმაციის დამუშავების შესახებ. სიტყვა ინფორმატიკა ნაწარმოებია ფრანგული სიტყვიდან Informatique, რომელიც თავად წარმოიქმნა ორი ტერმინის Information (ინფორმაცია) და Automatique (ავტომატიკა) შეერთების საფუძველზე. ტერმინი ”ინფორმატიკა” პირველად შემოიღო კარლ შტეინბუხმა გერმანიაში 1957 წელს.
  4. 4. ინფორმაციის ცნება და ინფორმაციის თვისებები ინფორმაციის პირველადი მნიშვნელობა არის რაიმე ცნობა, შეტყობინება (informatio ლათინურად ნიშნავს "განმარტებას, გადმოცემას"), რომელიც ადამიანის მიერ გადაიცემა სიტყვიერი, წერილობითი ან სხვა საშუალებით (პირობითი სიგნალები, ტექნიკური საშუალებები და სხვა). ინფორმაციის ცნება არის პირველადი ცნება ინფორმატიკაში; მისი ახსნა შეუძლებელია სხვა ”უფრო მარტივი” ცნებების საშუალებით.
  5. 5. ინფორმაციის ცნება და ინფორმაციის თვისებები ინფორმაცია უნდა იყოს: გასაგები (მაგ: ადამიანებ ერთ ენაზე უნდა საუბრობდნენ); სასარგებლო (ინფორმაციული ხმაური); საიმედო და აქტუალური (მასმედია; ძველი გაზეთები); სრული და ზუსტი (ეს ამოცანა დგას მეცნიერების წინაშე); ეს ‐ ინფორმაციის სოციალურად მნიშვნელოვანი თვისებებია
  6. 6. ინფორმაციის ოდენობა ინფორმაცია და ცოდნა: ადამიანი გარემოს შესახებ ინფორმაციას იღებს აღქმის ორგანოების საშუალებით; აანალიზებს მას და ავლენს მნიშვნელოვან კანონზომიერებებს აზროვნების საშუალებით; მეხსიერებაში ინახავს მიღებულ ინფორმაციას. თუ ამ პროცესს მუდმივი სახე აქვს, ადამიანს თანდათან უგროვდება ინფორმაცია ცოდნის სახით. ამრიგად, შემეცნების პროცესის კუთხით, ინფორმაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცოდნა.
  7. 7. ინფორმაციის ოდენობა შემეცნების პროცესი შეიძლება განვიხილოთ შემდეგი სახით: არცოდნა ცოდნა ცოდნა საზღვარი ცოდნასა და არცოდნას შორის პარადოქსი: რაც უფრო მეტ ცოდნას იღებს ადამიანი (ანუ რაც უფრო დიდია ცოდნის წრე), მით მეტად განიცდის ცოდნის უკმარისობას (მით დიდია ”არცოსნის” საზღვარი).
  8. 8. ინფორმაციის ოდენობა მაგ:  შევადაროთ ერთმანეთს II და XII  კლასელი მოსწავლეების ცოდნა ფიზიკაში.
  9. 9. ინფორმაციის გაზომვა მაგ:  ავაგდოთ მონეტა ჰაერში... აგდების წინ ჩვენ არ ვიცით ”რეშკაზე” დავარდება თუ ”არიოლზე” ‐ ანუ გაურკვეველი სიტუაციაა. ორი შესაძლებლობა მომხდარი მოვლენა ვთქვათ, მონეტა დავარდა რეშკაზე.
  10. 10. ინფორმაციის გაზომვა შეტყობინებით, რომ მონეტა დავარდა ”რეშკაზე” ‐ ჩვენი გაურკვევლობა (თავიდან ორი შესაძლებლობა ”ხდომილება” გვქონდა) 2‐ჯერ შემცირდა (ანუ ახლა ვიცით ერთი ფაქტი ‐ ”რეშკა”).
  11. 11. ინფორმაციის გაზომვა დავუშვათ ცდა მდგომარეობს კამათლის გაგორებაში. ეს ცდა შეიძლება დასრულდეს ექვსი განსხვავებული შედეგით ‐ გაგორდეს "ერთიანი", "ორიანი", "სამიანი", "ოთხიანი",  "ხუთიანი" ან "ექვსიანი", თითოეული მათგანი ამ ცდის ხდომილებაა და თუ კამათელი იდეალურია, თითოეულს მათგანის ალბათობა არის 1/6.
  12. 12. რამდენი იქნება ხდომილებათა რიცხვი 2  კამათლის შემთხვევაში?
  13. 13. რაც მეტია ხდომილებების რიცხვი, მით მეტია საწყისი გაურკვევლობა და შესაბამისად, მით მეტი ინფორმაციის შემცველი იქნება შეტყობინება ცდის შედეგის შესახებ.
  14. 14. ინფორმაციის საზომი ერთეული ინფორმაციის საზომ ერთეულად მიღებულია ინფორმაციის ისეთი რაოდენობა,  რომელიც შეიცავს შეტყობინებას , რაც გაურკვევლობას ამცირებს 2‐ჯერ. ამ ერთეულს ეწოდება ”ბიტი”.
  15. 15. ინფორმაციის საზომი ერთეული 1 ბაიტი =  23 ბიტი =  8 ბიტი 1 კილო ბაიტი =  1კბ =  210 ბაიტი =  1024 ბაიტი 1 მეგა ბაიტი =  1 მბ = 210 კბ =  1024 კბ 1 გიგა ბაიტი =  1 გბ = 210 მბ =  1024 მბ 1 ტერა ბაიტი =  1 ტბ = 210 გბ =  1024 გბ
  16. 16. არსებობს ფორმულა, რომელიც ერთმანეთს უკავშირებს ხდომილებების N რიცხვს და ინფორმაციის I რაოდენობას: N = 2I
  17. 17. ცდის ჩატარების შედეგად მივიღეთ 3 ბიტ ინფორმაცია; რამდენი ხდომილება იყო მოსალოდნელი ცდის ჩაარებამდე?
  18. 18. ინფორმაციის წარმოდგენა და კოდირება ენა, როგორც ნიშანთა სისტემა ინფორმაციის გასაცვლელად ადამიანები იყენებენ ბუნებრივ (სალაპარაკო) ენას. ენას საფუძვლად უდევს ანბანი, ანუ ნიშანთა (სიმბოლოთა)  სიმრავლე, რომელსაც ადამიანი არჩევს მოხაზულობით. მაგ: ქართულში ასეთი 33 სიმბოლოა. ეს სიმბოლოები გრამატიკული წესების დაცვით ქმნიან სიტყვებს. წესების ერთობლიობას, რომელთა შესრულებით სიტყვების გან ვღებულობთ წინადადებას, ეწოდება სინტაქსი.
  19. 19. ინფორმაციის წარმოდგენა და კოდირება ენა, როგორც ნიშანთა სისტემა ბუნებრივ სალაპარაკო ენასთან ერთად ადამიანებმა შექმნეს ფორმალური ენები. ფორმალურ ენებში მკაცრად არის დაცული გრამატიკა და სინტაქსი. დაასახელეთ ფორმალური ენის მაგალითები.
  20. 20. აღქმის ორგანოები მხედველობა 90% სმენა 9% ყნოსვა გემო 1% შეხება
  21. 21. ინფორმაციის კოდირება 1 ‐ ქვეყნის კოდი 2 ‐ პროდუქციის შემქმნელის კოდი 3 ‐ საქონლის კოდი 4 ‐ საკონტროლო ციფრი 5 ‐ ლიცენზიით დამზადებული საქონლის ნიშანი
  22. 22. მოიფიქრეთ ინფორმაციის კოდირების და დე‐კოდირების მაგალითები.
  23. 23. მეცადინეობა დამთავრდა ნახვამდის!

×