Google ანგარიშის შექმნა და შესვლა                                    1. ბრაუზერში აკრიფეთ რომელიმე საფოსტო                ...
First Name (სახელი) - შეგყავთ სახელიLast Name (გვარი) - თქვენი გვარიDesired Login Name (სასურველი სარეგისტრაციო სახელი) - ...
Secondary e-mail (დამატებითი ელფოსტა) - თუ უკვე გაქვთ ალტერნატიული ელფოსტა,აქ ჩაწერეთ (ან მიუთითეთ მეგობრის).Location (ადგ...
ელ.ფოსტას გააჩნია მისამართების სივრცე, რომლის დანიშნულებაა გაგზავნილი წერილისადრესატამდე მისვლის უზრუნველყოფა. ელ.წერილის ...
3. Subject ტექსტურ ველში დააფიქსირეთ წერილის სათაური. აღსანიშნავია, რომ სათაურიწერილის გახსნამდე ჩანს ადრესატის ეკრანზე და...
ელექტრონული ფოსტა წერილების დახარისხების მიზნით საქაღალდეების სტრუქტურას                         იყენებს. მაგალითად, ერთ-ე...
შესაძლებლობას. თქვენი gmail-ანგარიშის მარჯვენა კუთხეში მოცემულ ჩეთის საძიებოველში მიუთითეთ იმ პირის gmail-ანგარიშის მისამა...
•   Document-ტექსტური დოკუმენტი                                  •   Presentation-საპრეზენტაციო დოკუმენტი                 ...
•   თუ საბოლოოდ დაასრულეთ მუშაობა დოკუმენტზე და გინდათ შეწყვითოთ მუშაობა,       მაშინ გამოიყენეთ ღილაკი -Save & Close (დამ...
ბრძანების    დასრულებისათვის       დააჭირეთ      ღილაკს     -    Invite    Collaborators,დამთვალიერებლების მოწვევის შემთხვ...
Subject-ველში მიუთითეთ სახელწოდება. Message-ველში კი წერილის ტექსტი. CC me-ნიშნავს -გაუგზავნეთ საკუთარ თავს წერილის ასლი. ...
Browse your computer to select a file to upload - მოიძიეთ ასატვირთი ფაილი თქვენსკომპიუტერშიenter the URL of a file on the ...
Google კალენდარი საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ და დაათვალიეროთ ჩანაწერები კვირის/თვეების მიხედვით. ასევე გაუზიაროთ თქვენს მე...
Description: მწკრივში შეგიძლიათ მიუთითოთ კალენდრის აღწერაLocation-მწკრივი   შეგიძლიათ     მიუთითოთ       ქალაქი,   ქვეყანა...
What-გრაფაში, მიუთიეთ შეხვედრის/გეგმის სახელწოდება ან აღწერა.Calendar-მენიუდან, ამოირჩიეთ ის კალენდარი, სადაც გსურთ რომ გა...
GOOGLE Bloggerბლოგი არის პერსონალური ელ.დღიური. ყოველდღიური ჩანაწერები. კოლექტიურიკოლაბორაციის სივრცე. ახალი ამბებისა და ბ...
2) NAME BLOG – ბლოგის მისამართის  მისაღებად,        Blog          Title-მწკრივში  მიუთითეთ              თქვენი           ბ...
როგორ განათავსოთ ჩანაწერები ბლოგზე?  •   TITLE- მწკრივში მიუთითეთ თემის/ჩანაწერის სახელწოდება;  •   თავისუფალ ველში ჩაწერე...
•   Labels   for   this   post:   ამ   მწკრივში   მიუთითეთ    საკვანძო   სიტყვა,    რომელიც    შინაარსობრივად უკავშირდება ...
Google თარჯიმანი      http://translate.google.com      თუ თქვენს მიერ მოძებნილ ვებ რესურსზე ინფორმაცია არ არის მოცემული თქ...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

Google

2,344 views

Published on

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოდან 2 დონის ტრენინგ კურსის ფარგლებში

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Google

  1. 1. Google ანგარიშის შექმნა და შესვლა 1. ბრაუზერში აკრიფეთ რომელიმე საფოსტო სერვერის მისამართი, რომელზეც გაივლით ან უკვე გაიარეთ რეგისტრაცია (მაგალითისთვის www.gmail.com) 2. უკვე რეგისტრირების შემთხვევაში, გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში (იხილეთ სურათზე) მიუთითეთ რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული მომხმარებლის სახელი და შესაბამისად პაროლი User და Password ველებში და დააჭირეთ ღილაკს - Sign in. 3. ფოსტაში დასარეგისტრირებლად დააჭირეთ ღილაკს Create an account და მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.რეგისტრაციისათვის უნდა გაიაროთ შემდეგი საფეხურები1) ჩამოსაშლელი მენიუდან ამოირჩიეთ სასურველ ენა2) შემდეგ შეავსეთ სარეგისტრაციო კითხვები: 1
  2. 2. First Name (სახელი) - შეგყავთ სახელიLast Name (გვარი) - თქვენი გვარიDesired Login Name (სასურველი სარეგისტრაციო სახელი) - სასურველი სახელიელფოსტისათვის აქვე შეგიძლიათ შეამოწმოთ,რამდენად ხელმისაწვდომია თქვენს მიერარჩეული სარეგისტრაციო სახელი Check Aviability - ღილაკზე დაჭერითChoose a password (პაროლი) - აირჩიეთ პაროლი, რომელიც იქნება 8 ან 8 სიმბოლოზე მეტიRe-enter password (პაროლის ხელახლა შეყვანა) - დაადასტურეთ პაროლი, აქ აუცილებლადუშეცდომოდ უნდა აკრიფოთ იგივე პაროლიSecurity Question (საიდუმლო შეკითხვა) - შეკითხვა, რომელიც პაროლის დაკარგვისშემთხვევაში გამოგადგებათ.Answer (პასუხი) - პასუხი საიდუმლო შეკითხვაზე 2
  3. 3. Secondary e-mail (დამატებითი ელფოსტა) - თუ უკვე გაქვთ ალტერნატიული ელფოსტა,აქ ჩაწერეთ (ან მიუთითეთ მეგობრის).Location (ადგილმდებარეობა) - აირჩიეთ ქვეყანაWord Verification (სიტყვის დადასტურება) - შეიყვანეთ მითითებული სიმბოლოები ამველშიTerms of Service (მომსახურების პირობები) მოცემულ პირობებზე დასადასტურებლად დაშესაბამისად დასარეგისტრირებლად, საბოლოოდ დააჭირეთ ღილაკზე I accept, Create myaccountამით თქვენ დაასრულეთ რეგისტრაცია. ელექტრონული ფოსტაელექტრონული ფოსტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს გაუგზავნოთწერილი თუკი მასაც გააჩნია ელ. მისამართი. ელ. ფოსტას წერილების გაგზავნა-მიღებისგარდა უამრავი შესაძლებლობები გააჩნია. ფაილების გაგზავნა, ფორუმებსა დატელეკონფერენციებში მონაწილეობა, სამისამართო წიგნთან ურთიერთობა, წერილებისფილტრაცია, დახარისხება, ხელმოწერის ფაილების დამატება წერილის ბოლოს და სხვა. 3
  4. 4. ელ.ფოსტას გააჩნია მისამართების სივრცე, რომლის დანიშნულებაა გაგზავნილი წერილისადრესატამდე მისვლის უზრუნველყოფა. ელ.წერილის გაგზავნას მინიმუმ ორი მისამართიჭირდება: გამგზავნის და მიმღების.ელ.ფოსტის მისამართი ერთმანეთისაგან @ (კლავიატურაზე Shift+2 კომბინაცია) სიმბოლოთიგამოყოფილი ორი ნაწილისაგან შედგება:pedagogebi@gmail.com  pedagogebi– მომხმარებლის სახელია;  gmail.com – დომენი, ანუ სერვერის სახელწოდება;დ ო მ ე ნ ი – ეს ის სერვერია, რომლიდანაც მომხმარებელი სარგებლობს ელ.ფოსტით.ელ.ფოსტის მისამართი სიმბოლოთა რეგისტრის მიმართ მგრძნობიარეა. მასში როგორც წესი,ლათინური ანბანის დიდი ასოები არ იხმარება, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს.იმისათვის, რომ ისარგებლოთ ელ.ფოსტით, თავდაპირველად უნდა გაიაროთ რეგისტრაციარომელიმე საფოსტო სერვერზე. არსებობს ფასიანი და უფასო, ქართულენოვანი,რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და ა.შ. საფოსტო სერვერები.როგორ გავაგზავნოთ წერილიწერილის გასაგზავნად თქვენს Gmail ანგარიშში შესვლის შემდეგ შეასრულეთ მოქმედებებიშემდეგი თანმიმდევრობით: 1. დააწკაპუნეთ ჰიპერბმულზე Compose Mail, და გაიხსნება შემდეგნაირი ფანჯარა2. To ტექსტურ ველში მიუთითეთ ადრესატის ელ.ფოსტის მისამართი; 4
  5. 5. 3. Subject ტექსტურ ველში დააფიქსირეთ წერილის სათაური. აღსანიშნავია, რომ სათაურიწერილის გახსნამდე ჩანს ადრესატის ეკრანზე და წარმოდგენას იძლევა წერილის შინაარსზე; 4. ფანჯრის ძირითად არეში დაწერეთ წერილი, 5. წერილის ადრესატამდე გასაგზავნად დააწკაპუნეთ Send ღილაკზე; შესაძლებელია Cc (Curbon Copy) და Bcc (Blind Curbon Copy) ტექსტური ველებითსარგებლობაც, იმ შემთხვევაში თუკი ერთი და იგივე შინაარსის წერილის დაგზავნარამოდენიმე პირთან გსურთ. ამ შემთხვევაში ერთ მისამართს წერთ To ველში, ხოლო დანარჩენს Cc ან შესაბამისადBcc ველებში. (ელ.ფოსტის მისამართები ერთმანეთისაგან გამოიყოფა ხდება წერტილ-მძიმით).შენიშვნა:  Cc (Curbon Copy) ველში ჩაწერილ მისამართზე ადრესატთან მისული წერილი შეიცავს ამ წერილის სხვა ადრესატების სიასაც.  თუ ადრესატისათვის სხვა ადრესატების ცოდნა არ არის საჭირო, ელ.მისამართების ჩამონათვალი იმავე წესით უნდა ჩაიწეროს Bcc (Blind Curbon Copy) ველში. ასეთ შემთხვევაში ადრესატთან არ მივა ინფორმაცია სხვა ადრესატების არსებობის შესახებ.ფაილის გაგზავნა ელექტრონული ფოსტით წერილთან ერთად ფაილის გაგზავნის შემთხვევაში შეასრულეთ მოქმედებებიშემდეგი თანმიმდევრობით: 1. აირჩიეთ ბრძანება 2. ეკრანზე გამოსულ Choose File დიალოგურ ფანჯარაში შეარჩიეთ გასაგზავნი ფაილი და დააწკაპუნეთ Open ღილაკზე;შედეგად ადრესატი წერილთან ერთად მიმაგრებულ ფაილსაც მიიღებს.შენიშვნა:გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნეტ პროვაიდერების დიდი ნაწილი ზღუდავს გასაგზავნიფაილების ზომას, არ არის მიზანშეწონილი 1 მეგაბაიტზე დიდი ფაილების გაგზავნა.თქვენი ელექტრონული საფოსტო ყუთი 5
  6. 6. ელექტრონული ფოსტა წერილების დახარისხების მიზნით საქაღალდეების სტრუქტურას იყენებს. მაგალითად, ერთ-ერთ საქაღალდეში ავტომატურად ინახება შემოსული წერილები და მას Inbox ქვია. როგორ წავიკითხოთ მიღებული წერილი  მიღებული წერილის წაკითხვის მიზნით დაწკაპუნებით გახსენით Inbox საქაღალდე, ხოლო გამოსული ჩამონათვალიდან ასევე «მაუსით» დააჭირეთ იმ წერილის სათაურის ბმული (ლინკი), რომლის წაკითხვაც გსურთ.  აღსანიშნავია, რომ Inbox საქაღალდე საშუალებას გაძლევთ მიიღოთ წერილის შესახებ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა გამოგზავნის თარიღი, წერილის ზომა, კორესპონდენტის (გამომგზავნის) ვინაობა და მისი ელ.ფოსტის მისამართი და ა.შ. გარდა მიღებული წერილებისა, შესაძლებელია თქვენივე გაგზავნილი წერილებისნახვაც. ამის საშუალებას იძლევა საქაღალდე Sent Mail. არანაკლებ მნიშვნელოვანია საქაღალდე Trash, რომელიც სანაგვე ყუთის ფუნქციასასრულებს - აქ წაშლილი წერილები ინახება, რომელთა აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ხოლო რაც შეეხება საქაღალდეს Draft, იგი საშუალებას გაძლევთ შეინახოთგასაგზავნი წერილების დაუსრულებელი ვერსიები.Google-ჩეთი Gmail Chat-თქვენს საფოსტო ყუთის ანგარიშში გეძლევათ თქვენს კოლეგებთან, მეგობრებთან ონლაინ რეჟიმში საუბრის საშუალება, თუ კი მათაც ასევე აქვთ Gmail ანგარიში გახსნილი. Gmail Chat-ი გაძლევთ ვიდეო-აუდიო და ტექსტური ფორმატის ინფორმაციის გაცვლის, ასევე რამდენიმე ადამიანთანკოლექტიურად (მხოლოდ ტექსტურ რეჟიმში) საუბრის სინქრონულად განხორციელების 6
  7. 7. შესაძლებლობას. თქვენი gmail-ანგარიშის მარჯვენა კუთხეში მოცემულ ჩეთის საძიებოველში მიუთითეთ იმ პირის gmail-ანგარიშის მისამართი, რომელთანაც გსურთ საუბარიონლაინ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ იმ მომენტში ისიც ზის კომპიუტერთან და გახსნილიაქვს თავისი gmail-ანგარიში, მისი სახელის გასწვრივ გამოჩნდება მწვანე ბურთულა,რომელიც გატყობინებთ, რომ მასთან საუბარი შესაძებელია. დააჭირეთ Chat-ღილაკს დათქვენი მონიტორის მარცხენა ქვემო კუთხეში გამოჩნდება მასთან სასაუბრო დიალოგისფანჯარა.Google დოკუმენტებიGoogle დოკუმენტები საშუალებას იძლევა შეინახოთ, გაუზიაროთ და მოახდინოთდოკუმენტების ონლაინ რედაქტირება. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობააპედაგოგედბისათვის მოახდინონ სტუდენტთა ჯგუფებთან სხვადასხვა ნაშრომებზეკოლაბორაცია, უსაფრთხოდ შეინახონ საჭირო დოკუმენტები ონლაინ და ჰქონდეთუნივერსალური წვდომა საკუთარ ელექტრონულ მასალასთან.თქვენს პერსონალურ Google ანგარიშის მენიუდან, დააჭირეთ Documents- (დოკუმენტები)ბმულს, და დაიწყეთ ფაილებთან მუშაობა შემდეგნაირად:დოკუმენტის შექმნა:ჰორიზონტალურ მენიუდან ამოირჩიეთ ბრძანება New (ახალი), და ამოირჩიეთ დოკუმენტისის ტიპი, რომელიც უნდა შექმნათ: 7
  8. 8. • Document-ტექსტური დოკუმენტი • Presentation-საპრეზენტაციო დოკუმენტი • Spreadsheet-ცხრილები • Form-კითხვარის ფორმა, • Folder-საქაღალდენებისმიერი მათგანის ამორჩევის შემთხვევაში, ახალ ფანჯარაში გაიხსნება შესაბამისიპროგრამისათვის საჭირო ინსტრუმენტების პანელი, მაგალითად, ტექსტის რედაქტირება,სურათისა და ობიექტის ჩასმა, ცხირილების ფორმის შეცვლა, და ა.შ. ამ ფანჯარაში თქვენშეგიძლიათ ონლაინ შექმნათ ახალი დოკუმენტი და დაიმახსოვროთ თქვენს ონლაინ Googleსაქაღალდეებში.მაგალითისათვის, განვიხილოთ ტექსტური დოკუმენტის შექმნა:დააჭირეთ ჩამონათვალიდან Documents, ახალ ფანჯარაში გაიხსნება ტექსტურიდოკუმენტისათვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი ინსტრუმენტების პანელი დასაწერი ველი (ისევე როგორც ეს Microsoft Word-შია). • ტექსტზე მუშაობის პროცესში თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ შესრულებული სამუშაო და გააგრძელოთ მუშაობა ღილაკ Save (დამახსოვრება)-ზე დაჭერით. 8
  9. 9. • თუ საბოლოოდ დაასრულეთ მუშაობა დოკუმენტზე და გინდათ შეწყვითოთ მუშაობა, მაშინ გამოიყენეთ ღილაკი -Save & Close (დამახსოვრება და დახურვა). არსებული ნამუშევარი, შეგიძლიათ გაუზიაროთ ( Share ) სხვებსაც, (Share with others); გაუგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, როგორც მიბმული ფაილი (Email as Attachment); გამოაქვეყნოთ და გაუზიაროთ როგორც ვებ გვერდი (Publish as web page); ან წინასწარ ნახოთ, როგორ გამოიყურება თქვენი ნამუშევარი როგორც ვებ გვერდი (View as Web page (Preview).გაზიარების ამ სახეებს განვიხილავთ სათითაოდ: 1) Share with Others-ბმულზე დაჭერის შემდეგ, თქვენ აკონკრეტებთ დოკუმენტზე მოქმედების იმ უფლებებს, რომელსაც მიანიჭებთ მოწვეულ პირებს. მაგალითად:იწვევთ ადამიანებს, როგორც:ა) თანამონაწილეებს (As collaborators) - ამ შემთხვევაშიც მათ აძლევთ დოკუმენტზემუშაობის, რედაქტირების საშუალებაა;ბ) დამთვალიერებლებს (as viewers) - ამ შემთხვევაში მათ აძლევთ ინფორმაციისმიღება/წაკითხვის უფლებას.ამ მაგალითზე მონიშნულია პირველი ვარინტი. თავისუფალ ველში, მიუთითეთ მოსაწვევიპირების ელ.ფოსტის მისამართები. ქვემოთ მოცემული დამატებით პარამეტრებშიაკონკრეტებთ დამატებით უფლებებს მათთვის, როგორიცაა:Collaborators may invite others - თქვენს მიერ მოწვეულ თანამონაწილეებს აქვთ უფლებამოიწვიონ ასევე სხვებიც,ან, Invitation may be used by anyone - მოწვევა შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა. 9
  10. 10. ბრძანების დასრულებისათვის დააჭირეთ ღილაკს - Invite Collaborators,დამთვალიერებლების მოწვევის შემთხვევაში ეს ღილაკი შეიცვლება Invite viewers -ფორმით. გახსოვდეთ, რომ მათ, ვისაც დოკუმენტზე მუშაობის თანამონაწილეებად იწვევთ,აუცილებლად უნდა ქონდეთ შექმნილი საკუთარი Google-ანგარიში და თქვენ Google-ელ.ფოსტაზე უნდა გაუგზავნოთ მოსაწვევი. 2) დოკუმენტის ელ-ფოსტის მეშვეობით მიბმული ფაილის სახით გაგზავნის სურვილის შემთხვევაში, გამოვა სპეციალური ფანჯარა.დოკუმენტს აგზავნით ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ ელექტრონული წერილისგაგზავნის დროს არის საჭირო:To: მწკრივში მიუთითეთ ადამიან(ებ)ის ელ.ფოსტის მისამართები.შეგიძლიათ მონიშნოთ შემდეგი ბრძანებები:Paste the document itself into the email message - ჩააკოპირე თავად დოკუმენტი ტექსტის ველშიავტომატურად(Attach the document as) - მიამაგრე დოკუმენტი როგორც... და ჩამონათვალის მენიუდანამოირჩიეთ სასურველი ტექსტური დოკუმენტის ფაილის ტიპი. 10
  11. 11. Subject-ველში მიუთითეთ სახელწოდება. Message-ველში კი წერილის ტექსტი. CC me-ნიშნავს -გაუგზავნეთ საკუთარ თავს წერილის ასლი. Send ღილაკზე დაჭერით გააგზავნითდოკუმენტს ადრესატთან. 3) დოკუმენტის ვებ გვერდის სახით გამოქვეყნებისას თქვენს დოკუმენტს მიენიჭება უნიკალური მისამართი (URL), და ყველას შეეძლება მისი ნახვა, დოკუმენტის გამოქვეყნება აქვე შეგიძლიათ თქვენს ბლოგზეც.ბრძანების ღილაკებზე დაჭერით, ავტომატურად სრულდება შესაბამისი მოქმედებები:Publish Document -დოკუმენტის გამოქვეყნება,Post to blog-ბლოგზე განთავსება.დოკუმენტის გამოქვეყნების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ ბრძანება,Automatically re-publish when changes are made - ამ შემთხვევაშიც, დოკუმენტზე ცვილებებისგანხორციელების დროს, ის ავტომატურდ გამოქვეყნდება ხელახლა.დოკუმენტის ატვირთვა:იმ შემთხვევაში, თუ კი ოფ-ონლაინ რეჟიმში რომელიმე საოფისე პროგრამის გამოყენებითშექმნილი დოკუმენტის ან რაიმე მასალის ატვირთვა გსურთ თქვენს Google-საქაღალდეში,გამოიყენეთ მენიუდან ბრძანება Upload (ატვირთვა) შემდეგნაირად: 11
  12. 12. Browse your computer to select a file to upload - მოიძიეთ ასატვირთი ფაილი თქვენსკომპიუტერშიenter the URL of a file on the web - მიუთითეთ ფაილის ვებ მისამართი (თუ კი ის უკვეგამოქვეყნებულია და აქვს URL მისამართი)What do you want to call it? ველში მიუთითეთ დოკუმენტის სახელწოდება, (თუ გსურთფაილის სახელწოდებისგან განსხვავებული სახელი)ბოლოს დააჭირეთ ღილაკს -Upload file.გახსოვდეთ, რომ HTML და ტექსტური ფაილების ასატვირთად 500KB მოცულობის ლიმიტიგაქვთ, კომპიუტერში არსებული საპრეზენტაციო ფაილების ასატივრთად - 10MB, ხოლოონლაინ საპრეზენტაციო ფაილების შემთხვევაში - 2 MB; ელექტრონული ცხრილებისასატვირთად 1 MB.GOOGLE Calendar 12
  13. 13. Google კალენდარი საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ და დაათვალიეროთ ჩანაწერები კვირის/თვეების მიხედვით. ასევე გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს თქვენი გეგმების კალენდარი დამათაც მისცეთ საშუალება ჩანაწერები გააკეთონ კალენდარში ისე, რომ ეს თქვენთვისაცთვალსაჩინო იყოს. Google კალენდარი წარმატებით გამოიყენება ორგანიზაციებში თუსკოლებში, თანამშრომლებს ან რომელიმე კონკრეტული სამუშაოს გუნდის წევრებს შორისშეხვედრების სინქრონული ინფორმაციის განთავსება/გაზიარების მიზნით. თქვენს მიერერთხელ შექმნილი ჩანაწერი ჯგუფურ კალენდარში, ავტომატურად იქნება მიღებულიკალენდრის წევრების მიერ. მოცემულ მენიუში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი, რომელიმეკონკრეტული სამუშაოსათვის ან მიზნისათვის განკუთვნილი კალენდარი. ამისათვისდააჭირეთ ღილაკს Create- და მიანიჭეთ კალენდარს სახელწოდება, სპეციალურ ფანჯარაში-Calendar Name. (მაგ, მივანიჭოთ სახელი -Personal). 13
  14. 14. Description: მწკრივში შეგიძლიათ მიუთითოთ კალენდრის აღწერაLocation-მწკრივი შეგიძლიათ მიუთითოთ ქალაქი, ქვეყანა, რაც ტერიტორიულადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას განსაზღვრავს, ანუ თუ სად განხორციელდება ამკალენდარში გაკეთებული ჩანაწერები.იმ შემთქვევაში, თუ სურვილი გაქვთ, რომ ეს კალენდარი გაუზიაროთ სხვებს, მონიშნეთსპეციალური ფანჯარა -Make this calendar public -ბრძანების წინ.საბოლოოდ, დააჭირეთ ღილაკს- Create Calendar. აღნიშნული კალენდარი გაჩნდება, თქვენსსხვა კალენდრების ჩამონათვალის მწკრივში.კალენდარში ჩანაწერის დასაფიქსირებლად, დააჭირეთ სასურველ გრაფას თარიღისმიხედვით, რის შემდეგაც ავტომატურად გამოჩნდება ფანჯარა ინფორმაციის შესაყვანად. 14
  15. 15. What-გრაფაში, მიუთიეთ შეხვედრის/გეგმის სახელწოდება ან აღწერა.Calendar-მენიუდან, ამოირჩიეთ ის კალენდარი, სადაც გსურთ რომ განთავსდეს ჩანაწერიმისი შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით.ბოლოს დააჭირეთ ღილაკს- Create Event. 15
  16. 16. GOOGLE Bloggerბლოგი არის პერსონალური ელ.დღიური. ყოველდღიური ჩანაწერები. კოლექტიურიკოლაბორაციის სივრცე. ახალი ამბებისა და ბმულების კრებული. თქვენი პირადი ფიქრები.ჩანაწერები მსოფლიოსათვის.თქვენი ბლოგი არის ის, რაც გინდათ რომ იყოს. არსებობს მილიონობით ბლოგები,სხვადსახვა დიზაინისა და შინაარსის- და არ არსებობს რაიმე რეალური წესები.მარტივად რომ ვთქვათ, ბლოგი არის თქვენი ვებსაიტი. სადაც თქვენ ათავსებთ, მუდმივადანახლებთ ინფორმაციას. სიახლეები ჩნდება დასაწყისში, მაშასადამე, თქვენს ვიზიტორებს,შეუძლიათ ადვილად შეამჩნიონ, რა არის სიახლე. მათ შეუძლიათ კომენტარი გაუკეთონ იქვეთქვენს ინფორმაციას, ან ბმულით დააკავშირონ საკუთარ გვერდს/ბლოგს, ან სულაცმოგწერონ ელექტრონული ფოსტით.Blogger- შეიქმნა 1999 წლიდან. და მან განსხვავება შემოიტანა ვებში, ზეგავლენა მოახდინაპოლიტიკაზე, გამოაფხიზლა ჟურნალისტიკა, და მილიონობით ადამიანს მისცა საშუალებაგამოეხატათ აზრი და დაკავშირებოდნენ სხვებს. ბლოგის შექმნა ძალიან მარტივია, ამისათვის მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს. 1) აკრიფეთ ვებ მისამართი: www.blogger.com ან თქვენი Gmail ანგარიშიდან ამოირჩიეთ ბლოგ სერვისი. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Create a Blog და მიყევით ინსტრუქციებს.1) პირველ რიგში, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. ამისათვის მხოლოდ Display name - მწკრივშიმიუთითეთ სახელი, რომელიც გამოყენებული იქნება ბლოგების რეგისტრაციისას. შემდეგდააჭირეთ ღილაკს - CONTINUE. 16
  17. 17. 2) NAME BLOG – ბლოგის მისამართის მისაღებად, Blog Title-მწკრივში მიუთითეთ თქვენი ბლოგის სახელწოდება, რომელიც გამოჩნდება გამოქვეყნებულ ბლოგებზე და თქვენს პროფილში. შემდეგ ამოირჩიეთ დომენური სახელი, რომლითაც შეიქმნება თქვენი უნიკალური ბლოგ მისამართი. აქვე შეგიძლიათ, შეამოწმოთ არის თუ არა შესაძლებელი სასურველი სახელწოდების გამოყენება მისამართისათვის. დადასტურების შემთხვევაში “This blog address is available”, დააჭირეთ ღილაკს-CONTINUE.3) Choose template - თქვენ შეგიძლიათმოცემული ნიმუშებიდან, ამოირჩიოთთქვენთვის სასურველი დიზაინი,მონიშნეთ ნიმუში და დააჭირეთ ღილაკს -CONTINUE.გილოცავთ, ამით თქვენი ბლოგისრეგისტრაცია დასრულებულია. 17
  18. 18. როგორ განათავსოთ ჩანაწერები ბლოგზე? • TITLE- მწკრივში მიუთითეთ თემის/ჩანაწერის სახელწოდება; • თავისუფალ ველში ჩაწერეთ ტექსტი, და შეასრულოთ სურვილისამებრ ტექსტის რედაქტირება თქვენთვის ცნობილი ბრძანებების/ღილაკების მეშვეობით. • აქვე შეგიძლიათ განათავსოთ სურათი ან ვიდეო ფაილი. ღილაკების გამოყენებით. • Preview-ფუნქცია მოგცემთ ტექსტის/ვიდეოს და სურათის ვებზე განთავსების საბოლოო სახით წარმოდგენის წინასწარ ჩვენებას. 18
  19. 19. • Labels for this post: ამ მწკრივში მიუთითეთ საკვანძო სიტყვა, რომელიც შინაარსობრივად უკავშირდება თქვენს ჩანაწერს, რაც გააიოლებს ბლოგ ჩანაწერის ძიებას მომავალში.• ჩანაწერის მონახაზის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ შეინახოთ ტექსტი გამოქყვენების გარეშე SAVE NOW ღილაკზე დაჭერით.• ჩანაწერის გამოქვეყნების მიზნით დააჭირეთ PUBLISH POST ღილაკს.ბლოგ ჩანაწერების გაკეთებისა და /ან გამოქვეყნების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მათირედაქტირება ან საერთოდ წაშლა. ამისათვის მენიუდან გამოიძახეთ Edit POSTSბრძანება.შემდეგ, მონიშნეთ საჭირო ჩანაწერ(ებ)ი და დააწექით ღილაკს DELETE SELECTED , რისშემდეგ, აღნიშნული ჩანაწერები წაიშლება ბლოგ საიტიდან. 19
  20. 20. Google თარჯიმანი http://translate.google.com თუ თქვენს მიერ მოძებნილ ვებ რესურსზე ინფორმაცია არ არის მოცემული თქვენთვის ნაცნობ ენაზე, ან რომელიმე სიტყვა, ფრაზა უცნობია, შეგიძლიათ გამოიყენოთ Google თარჯიმანი, რომელიც სიტყვას, წინადადებას, პარაგრაფსა თუ მთლიანად ვებ გვერდს ავტომატურად გადაგითარგმნით თქვენთვის სასურველ ენაზე. სამწუხაროდ ეს სერვისი ქართულ ენაზე თარგმნას არ გვთავაზობს. მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:1) დააკოპირეთ ტექსტი ანვებ გვერდის მისამართი 4) გადათარგმნე2) ამოირჩიეთ ენა, 3) მიუთითეთ ენა,რომლიდანაც უნდა რომელზეც უნდაითარგმნოს ტექსტი ითარგმნოს ტექსტი 20

×