გაკვეთილი № 41

4,696 views

Published on

http://qimia.blogspot.com
კურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
4,696
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2,503
Actions
Shares
0
Downloads
31
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

გაკვეთილი № 41

  1. 1. გაკვეთილი N 41საშინაო დავალების შემოწმება: +2 +4 +51. Zn Ge As2. Zr – ცირკონიუმი V პეროდის IV ჯგუფის თანაური ქვეჯგუფი. +4. Sb – სტიბიუმი V პერიოდის V ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფი. +5. ვალენტობა ატომის აღნაგობის შუქზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვალენტობა ელემენტის ატომის მიერ ქიმიური ბმებისწარმოქმნის უნარია. კოვალენტური ბმის წარმოქმნის პრინციპი შეიძლება ასე გამოვსახოთ: X + Y X Y ე.ი. კოვალენტური ბმის წარმოქმნა ხდება x და y ელემენტების გაუწყვილებელიელექტრონების გაწყვილების შედეგად. სხვაგვარად, რამდენი გაუწყვილებელიელექტრონიც აქვს ელემენტის ატომს, იმდენივე კოვალენტური ბმა შეუძლიაწარმოქმნას მან. ფტორი ერთვალენტიანია, რადგან მას ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს დაშესაბამისად ერთი კოვალენტური ბმა შეუძლია წარმოქმნას: 2p 2s F [1s2] 2s2 2p5 იგულისხმება ფტორის მსგავსია ქლორი. მასაც ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და ერთკოვალენტურ ბმას წარმოქმნის ანუ ერთვალენტიანია:
  2. 2. 3d 3p 3s Cl [1s2 2s2 2p5] 3s2 3p5 იგულისხმება მაგრამ ფტორისგან განსხვავებით ქლორი მესამე პერიოდის ელემენტია და გარეშრის ელექტრონები (სხვაგვარად სავალენტო ელექტრონები) მას მესამეენერგეტიკულ დონეზე აქვს. ამ ენერგეტიკულ დონეზე გარდა s და p ქვედონეებისარის d ქვედონეც, რომელიც 5 თავისუფალი ორბიტალისგან შედგება. ქლორის ატომსშეუძლია თანდათანობით დაშალოს ელექტრონული წყვილები, რომლებიც s და pქვედონეებზეა მოთავსებული და თითო-თითო ელექტრონი გადაიტანოსთავისუფალ d ორბიტალზე, რის შედეგადაც მას გაუჩნდება 3, 5 და 7 გაუწყვილებელიელექტრონი. რადგან ფთორი II პერიოდშია მისი სავალენტო ელექტრონები მეორეენერგეტიკულ დონეზეა, სადაც მხოლოდ s და p ქვედონეებია. ასე რომ ახალიგაუწყვილებელი ელექტრონების წარმოქმნა მას არ შეუძლია. აღგზნებულ მდგომარეობაში ქლორის ატომის ელექტრონული გარსი შეიძლება ასეგამოვსახოთ: 3d 3d 3p 3p 3s 3s 3p ქვედონის ერთერთი ელექტრონული წყვილის დაშლის და ერთი ელექტრონის3d ქვედონეზე გადატანის შედეგად ქლორის ატომს 3 გაუწყვილებელი ელექტრონიუჩნდება, შეუძლია 3 კოვალენტური ბმა წარმოქმნას და შესაბამისად ისსამვალენტიანია. 3d 3d 3p 3p 3s 3s ანალოგიურად კიდევ ერთი 3p ელექტრონული წყვილის გარდაქმნის შემთხვევაშიქლორის ატომს 5 გაუწყვილებელი ელექტრონი უჩნდება, შეუძლია 5 კოვალენტურიბმა წარმოქმნას და შესაბამისად ის ხუთვალენტიანია.
  3. 3. 3d 3d 3p 3p 3s 3s ასევეა ამ შემთხვევაშიც: ქლორის ატომს 7 გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს,შეუძლია 7 კოვალენტური ბმა წარმოქმნას და შესაბამისად ის შვიდვალენტიანია. ანალოგიურადაა VI ჯგუფის ელემენტებისათვისაც. ჟანგბადი მხოლოდორვალენტიანია, რადგან მას ორი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და მხოლოდორი კოვალენტური ბმა შეუძლია წარმოქმნას. გოგირდს (და ამ ჯგუფის სხვაელემენტებსაც) კი გარდა ორვალენტიანობისა შეუძლია ოთხ- და ექვსვალენტიანობისგამომჟღავნება. 2p 2s O [1s2] 2s2 2p4 ორ გაუწყვილებელ ელექტრონს შეუძლია წარმოქმნას ორი კოვალენტური ბმა. 3d 3p 3s S [1s2 2s2 2p4] 3s2 3p4 გოგირდი ორვალენტიანია, რადგან ორი კოვალენტური ბმის წარმოქმნა შეუძლია. მაგრამ გოგირდის ატომს ჟანგბადის ატომისგან განსხვავებით გააჩნიათავისუფალი d ორბიტალები და აღგზნებულ მდგომარეობაში ელექტრონული გარსიშეიძლება ისე გარდაიქმნას, რომ გამოამჟღავნოს 4 და 6 ვალენტიანობა: 3d 3d 3p 3p 3s 3s აქ 4 გაუწყვილებელი ელექტრონია. შეიძლება წარმოიქმნას 4 კოვალენტური ბმა დაგოგირდი აქ ოთხვალენტიანია: 3d 3d 3p 3p 3s 3s
  4. 4. აქ კი 6 გაუწყვილებელი ელექტრონია. წარმოიქმნება 6 კოვალენტური ბმა დაგოგირდი 6 ვალენტიანია. V ჯგუფის ელემენტებს სამი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვთ და ისინი სამკოვალენტურ ბმას წარმოქმნიან. მაგ: 2p 2s N [1s2] 2s2 2p3 მაგრამ აზოტის ატომს გარდა სამი კოვალენტური ბმისა შეუძლია 2s2ელექტრონული წყვილის ხარჯზე დონორ-აქცეპტორული ბმის წარმოქმნა.განვიხილოთ დონორ-აქცეპტორული ბმის წარმოქმნის პრინციპი: X + Y X Y დონორი აქცეპტორი ანუ X  Y  დ-ა ბმა ანუ ერთერთი ატომი (დონორი), რომელსაც თავისუფალი ელექტრონული წყვილიაქვს და მეორე ატომი, რომელსაც თავისუფალი ორბიტალი აქვს (აქცეპტორი)წარმოქმნიან საზიარო ელექტრონულ წყვილს. ასე, რომ აზოტის ატომს შეუძლიაწარმოქმნას 3 კოვალენტური და ერთი დონორ-აქცეპტორული ბმა. სულ 4 ბმა. ამიტომაზოტი ოთხვალენტიანია. დონორ-აქცეპტორული ბმა ისრით აღინიშნებადონორიდან აქცეპტორისაკენ. თუმცა მას შეიძლება ქონდეს დაჟანგულობის ხარისხი +5. მაგ: H O N O O +1+5-2 N (IV) და HNO3 ამ ჯგუფის სხვა ელემენტების ატომებს აღგზნებულ მდგომარეობაში შეუძლიათ s2ელექტრონული წყვილის დაშლა, ერთი ელექტრონის თავისუფალ d ორბიტალზეგადატანა, 5 კოვალენტური ბმის წარმოქმნა და ხუთვალენტიანობის გამომჟღავნება
  5. 5. (ამის უნარი აზოტის ატომს არ გააჩნია, რადგან მეორე ენერგეტიკულ დონეზე dქვედონე არ არსებობს). 3d 3d 3p 3p 3s 3sP [1s2 2s2 2p4] 3s2 3p3 IV ჯგუფის ელემენტებს გარე შრეზე ერთი წყვილი და ორი გაუწყვილებელიელექტრონი აქვთ. (ns2 np 2) ოთხი გაუწყვილებელი ელექტრონი უჩნდებათ მათ ns2წყვილის დაშლის და ერთი ელექტრონის თავისუფალ p ორბიტალზე გადატანისშემდეგ. 2p 2p 2s 2s C [1s2] 2s2 2p2 ოთხი გაუწყვილებელი ელექტრონით ოთხი კოვალენტური ბმა წარმოიქმნება. დაეს ელემენტები ოთხვალენტიანობას ამჟღავნებენ. საშინაო დავალება: 1. როგორი ვალენტობა შეიძლება ქონდეს Se და As. პასუხი დაასაბუთეთ.. 2. რატომ ახასიათებს ფთორს მხოლოდ ერთვალენტიანობა, როდესაც ქლორი სხვადასხვა ვალენტიანობას ამჟღავნებს. 3. როგორია Si და Ge ვალენტობა და მასზე ახდენს თუ არა გავლენას თავისუფალი d ორბიტალები? თემა N 7 ძირითადი დებულებები. 1. ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ქიმიური ელემენტები განლაგებული არიან ატომბირთვის მუხტის ზრდის მიხედვით. 2. ელემენტის ატომის ელექტრონულ გარსში ენერგეტიკული დონეების რაოდენობა რიცხობრივად ემთხვევა იმ პერიოდის ნომერს, რომელშიც ეს ელემენტია მოთავსებული.
  6. 6. 3. მთავარი ქვეჯგუფის ელემენტების გარე ელექტრონულ შრეზე მოთავსებული ელექტრონების რაოდენობა რიცხობრივად ემთხვევა იმ ჯგუფის ნომერს, რომელშიც ეს ელემენტია მოთავსებული. თანაური ქვეჯგუფის ელემენტების გარე ელექტრონული შრეზე და ბოლოსწინა შრის d ელექტრონების საერთო რაოდენობა რიცხობრივად ემთხვევა იმ ჯგუფის ნომერს, რომელშიც ეს ელემენტია მოთავსებული (გამონაკლისია VIII ჯგუფის ელემენტები)4. ელექტრონებს, რომლებიც მონაწილეობენ ქიმიური ბმების წარმოქმნაში, სავალენტო ელექტრონები ეწოდებათ. ამ პრინციპით ელემენტებს ყოფენ s, p, d და f ელემენტებად.5. რაც უფრო ადვილად გასცემს ელემენტის ატომი ელექტრონებს მით უფრო ძლიერია ელემენტის მეტალური ბუნება და რაც უფრო ადვილად იერთებს ელემენტის ატომი ელექტრონებს მით უფრო ძლიერია ელემენტის არამეტალური ბუნება. პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ იზრდება ელემენტის ატომგულის მუხტი და მცირდება ატომის რადიუსი.ამის გამო თანდათან ქვეითდება ელემენტის მეტალური ბუნება და იზრდება არამეტალური.6. ატომის აღნაგობის თვალსაზრისით ვალენტობა ქიმიური ბმის წარმოქმნის უნარია. რამდენი გაუწყვილებელი ელექტრონიც აქვს ელემენტის ატომს ჩვეულებრივ ან აღგზნებულ მდგომარეობაში, იმდენივე კოვალენტური ბმას წარმოქმნის და იმდენივეა მისი ვალენტობა.

×