გაკვეთილი № 18

1,121 views

Published on

http://qimia.blogspot.com
კურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
1,121
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2
Actions
Shares
0
Downloads
42
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

გაკვეთილი № 18

  1. 1. გაკვეთილი N18 საშინაო დავალების შემოწმება: 1. H2 + Br2  2HBr H2 + I2  2HI t0 2NaBr + H2SO4 (კონც)  Na2SO4 + 2HBr t0 2KI + H2SO4 (კონც)  K2SO4 + 2HI 2. დარიშხანის დაწვით მიიღება მისი ოქსიდი, ხოლო დარიშხან (V) ოქსიდის წყალში გახსნისას მიიღება დარიშხანმჟავა. 4As + 5O2 As2O5 3H2O + As2O5  2H3AsO4 მჟავები (გაგრძელება) მჟავების თვისებები მჟავები რეაგირებენ მეტალებთან, ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან, მეტალთაჰიდროქსიდებთან და მარილებთან. 1. მეტალი + მჟავა  მარილი + H2 არსებობს მეტალთა აქტივობის მწკრივი: Li K Ba Ca Na Mg Al Zn Mn Fe Co Ni Sn (H2) Cu Hg Ag Au მეტალები, რომლებიც ამ რიგში მოთავსებულია წყალბადის მარცხნივ რეაგირებენ მჟავებთან მარილის და წყალბადის გამოყოფით. მაგ: Zn + H2SO4  ZnSO4 + H2 3Mg + 2H3PO4  Mg3(PO4)2 + 3H2 2Al + 6HCl  2AlCl3 + 3H2 წყალბადის მარჯვნივ მოთავსებული მეტალები კი ამ რეაქციაში არ შედიან, ე.ი. Cu Hg Ag Au მჟავათა ხსნარებთან არ რეაგირებენ. გავიხსენოთ მჟავის განმარტება. ამ რეაქციების განხილვის შემდეგ გასაგებია რას ნიშნავს “მეტალის ატომებით ჩანაცვლების უნარის მქონე წყალბადატომი”. აზოტმჟავა რეაგირებს თითქმის ყველა მეტალთან (გამონაკლისია Au), მაგრამ ეს რეაქციები განსხვავებული გზით მიმდინარეობენ. ჯერჯერობით აზოტმჟავას და მეტალების ურთიერთქმედების რეაქციათა ტოლობის შედგენისგან თავი შევიკავოთ. ასევე განსხვავებულად რეაგირებს მეტალებთან კონცენტრირებული გოგირდმჟავაც და ამ რეაქციებს შემდგომში გავეცნობით.
  2. 2. 2. ფუძე და ამფოტერული ოქსიდები შედიან რეაქციაში მჟავებთან მარილისა და წყლის წარმოქმნით. ოქსიდი + მჟავა  მარილი + H2O მაგ: CuO + 2HCl  CuCl2 + H2O HgO + 2HNO3  Hg(NO3)2 + H2O Al2O3 + 6HCl  2AlCl3 + 3H2O3. მეტალთა ჰიდროქსიდები (როგორც ტუტეები ისე უხსნადი ფუძეები) რეაგირებენ მჟავებთან მარილისა და წყლის წარმოქმნით. (ტუტეებისა და მჟავების ურთიერთქმედების რეაქციას ნეიტრალიზაციის რეაქცია ქვია.) მეტალის ჰიდროქსიდი + მჟავა  მარილი + H2O მაგ: NaOH + HCl  NaCl + H2O Fe(OH)3 + 3HNO3  Fe(NO3)3 + 3H2O LiOH + HClO3  LiClO3 + H2O ამ რეაქციების კოეფიციენტების გათანაბრებისას პირველ რიგში ყურადღება მივაქციოთ მიღებული მარილის ფორმულაში ინდექსებს, რომელიც მეტალის ატომებს და მჟავას ნაშთის რაოდენობას გვიჩვენებს. მაგ: Ca(OH)2 + H3PO4  Ca3(PO4)2 + H2O მარილის შემადგენლობაში მყოფი მეტალის ინდექსი – 3 დავუწეროთ კოეფიციენტად ფუძის ფორმულას. მჟავას ნაშთის ინდექსი – 2 კი დავუწეროთ მჟავას ფორმულას: 3Ca(OH)2 + 2H3PO4  Ca3(PO4)2 + H2O დავითვალოთ მარცხენა მხარეში წყალბადის ატომების რაოდენობა: 3Ca(OH)2 – 6 ატომი წყალბადი, 2H3PO4 - 6 ატომი წყალბადი, სულ – 12 ატომი წყალბადი. ამის მიხედვით გავასწორებთ წყლის მოლეკულათა რაოდენობას მარჯვენა მხარეს – 6H2O. 3Ca(OH)2 + 2H3PO4  Ca3(PO4)2 + 6H2O4. მარილის და მჟავას ურთიერთქმედებისას მიიღება ახალი მჟავა და ახალი მარილი. ეს რეაქცია მაშინ მიმდინარეობს როდესაც რეაქციის შედეგად გამოიყოფა აირი ან მჟავასა და წყალში უხსნადი მარილი. CaCO3 + 2HCl  CaCl2 + H2CO3 H2O + CO2 MgSO3 + H2SO4  MgSO4 + H2SO3 H2O + SO2 (კარბონატები და სულფიტები მჟავებთან ურთიერთქმედებისას გამოყოფენ არამდგრად მჟავებს - H2CO3 (ნახშირმჟავა) და H2SO3 (გოგირდოვანი მჟავა). ეს
  3. 3. მჟავები გამოყოფისთანავე იშლებიან წყლისა და შესაბამისი აირის გამოყოფით) FeS + 2HCl  FeCl2 + H2S AgNO3 + HCl  AgCl + HNO3 მჟავასა და წყალში უხსნადი მარილი(თუ რომელი მარილია უხსნადი იხ. ცხრილი N 3, მჟავაში უხსნადობის შესახებ კიმოგვიანებით ვისაუბრებთ) საშინაო დავალება: 1. დაწერეთ შემდეგი რეაქციების განტოლებები: HCl Na; Mg; Al; Fe2O3; FeO; CaO; CuO; Al2O3 H2SO4 + KOH; Cr(OH)2; Cr(OH)3; H3PO4 Na2S; Na2SO3; K2CO3 იგივე გავიმეოროთ აზოტმჟავისათვის (მეტალებთან ურთიერთქმედების რეაქციები საჭირო არ არის)

×