Successfully reported this slideshow.

კონფერენცია. Bazaleti lake

217 views

Published on

  • Be the first to comment

  • Be the first to like this

კონფერენცია. Bazaleti lake

  1. 1. 1 რუსთავის სსიპ #16 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ ბიწაძის სემინარის წერილობითი ანგარიში „სემინარი ფრანგული ენის მასწავლებლებისთვის“ საჯარო სკოლების ფრანგული ენის მასწავლებლებს ორდღიანი სემინარი ჩაგვიტარდა 2 ნოემბერს ბაზალეთზე. თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულნი ვიყავით სულ 80-მდე პედაგოგი. ამ სემინარის მიზანი იყო: ახალი სასწავლო ინერნეტ საიტის გაცნობა და სტაჟირებიდან დაბრუნებულ მასწავლებლებთან შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება. სემინარი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გია მამულაშვილმა გახსნა. სემინარზე „საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ქეთევან ქურციკიძემ ახალი სასწავლო ინერნეტ საიტი - http://parlons-francais.tv5monde.com/ გაგვაცნო. ამის შემდგომ გადაგვანაწილეს სამუშაო ოთახებში. კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთში, ანტიბის საერთაშორისო ცენტრში ერთკვირიან სტაჟირებაზე მყოფმა მასწავლებლებმა სემინარზე საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს. ღონისძიებაზე განხილული იყო საკითხები:  აქტიური პედაგოგიკის როლი ფრანგული ენის სწავლებაში;  ავთენტური მასალების (ვიდეო, აუდიო და საგაზეთო სტატია) გამოყენების უახლესი მეთოდები და სხვ. აქტივობები იყო შემდეგნაირი: 1. დაგვირიგდა ბარათები რომელზეც, მოკლე ფრაზები ეწერა და უნდა გამოგვეცნო სიმღერის შინაარსი. მსჯელობის შემდეგ, მოვისმინეთ: Camelia Jordana: „non non non“. Amel Bent : „viser la lune“. 2. რაც შეეხება საგაზეთო სტატიას, ეს გახლდათ „Gerard Juttin, le cavalier solitaire de NiceNord”, რომელიც ემსახურებოდა სწავლების ერთ-ერთი მეთოდის (homeopathie)-ის გამოყენებას. 3. შემდეგი აქტივობისას დაგვირიგეს ნახატი, რომელსაც ერთი ფრაგმენტი აკლდა. უნდა გამოგვეცნო სწორედ ამ ფრანგმენტის სცენა. უნდა დაგვესვა კითხვები მეორე ჯგუფისთვის, რომელსაც ნახატის სრული ვერსია ჰქონდათ. დავალების დასასრულს ჯგუფებში დაგვევალა რეპორტაჟის მომზადება თემაზე, რომელიც ყველაზე მეტად დააინტერესებდა ხალხს. თემიდან გამომდინარე, ჩვენს რეპორტაჟს დავარქვით: „ცნობილი სასტუმროს შეფ-მზარეული დააპატიმრეს“.. ამ სემინარზე დასწრება ძალიან საინტერესო და სახალისო იყო ჩემთვის. მსგავსი სემინარების ჩატარებით და ხშირი შეხვედრებით ხელი შეეწყობა ფრანგული ენის პოპულარიზაციას, რაც
  2. 2. 2 ასე ძალინ მახარებს. აქ შევხვდი ბევრ საინტერესო ადამიანს, რომელთაც გამიზიარეს გამოცდილება ჩემთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და ამასთანავე გავეცანი პორტალს, რომლის დახმარებით ადვილად შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს.

×