Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
გაკვეთილი N 50  საშინაო დავალების შემოწმება მოც: მოც:            V200 = 0,5 moli/l• ·wT                       მოლი/ლ წთ.  ...
N2 + 3H2 → 2NH3   (ა)   ეს რეაქცია შეიძლება წარიმართოს მაღალი წნევის და ტემპერატურისას.   მაგრამ იმავე პირობებში წარიმართე...
ამ მოვლენას “მოძრავი წონასწორობის” ან ლე-შატელიეს პრინციპი ეწოდება.  მაგ: თუ წონასწორულ სისტემაში გარედან შევიყვანთ რომელი...
დებულებები.     თემა N 9 ძირითადი დებულებები.1. ქიმიური რექციის სიჩქარეა მორეაგირე ნივთიერების მოლური კონცენტრაციის   ცვლი...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

G050 120708075850-phpapp02

415 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

G050 120708075850-phpapp02

  1. 1. გაკვეთილი N 50 საშინაო დავალების შემოწმება მოც: მოც: V200 = 0,5 moli/l• ·wT მოლი/ლ წთ. γ =2 –––––––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. V00 = ? V 0 =? 60 ამოცანის ამოსახსნელად გამოვიყენოთ ფორმულა t2 - t1 V t2 = V t1 γ 10 ა) 0 - 20 V 0 = V200 2 0 10 = 0,5 ⋅ 2-2 = 0,125 moli/l • ·სთ. მოლი/ლ sT ( ( ბ) 60 - 20 V 600 = V200 2 10 = 0,5 ⋅ 24 = 8 moli/l • ·sT მოლი/ლ სთ. ქიმიური წონასწორობა შექცევადი და შეუქცევადი რეაქციები განვიხილოთ რეაქცია: ( ( ( ( 0 2KClO3 → 2KCl + 3O2 ( t( გაცხელებისას კალიუმის ქლორატი (სხვაგვარად ბერთოლეს მარილი) იშლება.რეაქცია დასრულდება მაშინ, როცა ბერთოლეს მარილი მთლიანად დაიშლება. კალიუმის ქლორიდის (KCl) და ჟანგბადის (O2) ურთიერთქმედება და ბერთოლესმარილის მიღება შეუძლებელია როგორ პირობებშიც არ უნდა ჩავატაროთ რეაქცია. ესრეაქცია შეუქცევადია. შეუქცევადი რეაქციები ბოლომდე მიმდინარეობენ დარეაქციის შედეგად მიღებულ ნივთიერებებს საწყისი ნივთიერების წარმოქმნის უნარიარ აქვთ. შეუქცევადი რეაქციებია მაგ: CuSO4 + 2NaOH → Cu(OH)2↓ + Na2SO4 Na2CO3 + 2HCl → 2NaCl + H2O + CO2↑ CuO + H2 → Cu + H2O და ა.შ. განვიხილოთ რეაქცია:
  2. 2. N2 + 3H2 → 2NH3 (ა) ეს რეაქცია შეიძლება წარიმართოს მაღალი წნევის და ტემპერატურისას. მაგრამ იმავე პირობებში წარიმართება რეაქციაც: 2NH3 → N2 + 3H2 (ბ) როგორც ვხედავთ ერთიდაიგივე პირობებში შეიძლება მიდიოდეს ამიაკისსინთეზის ანუ პირდაპირი (ა) რეაქცია და ამიაკის დაშლის (ბ) რეაქცია. თუ (ა)რეაქციას პირდაპირ რეაქციას დავარქმევთ, მაშინ (ბ)-ს მისი საპირისპირო(შებრუნებული) რეაქციაა. ეს ორივე რეაქცია შეიძლება ერთდროულადმიმდინარეობდნენ ერთ სარეაქციო არეში. ასეთ რეაქციებს შექცევად რეაქციებსუწოდებენ და ორივე რეაქციას გაერთიანებული ტოლობით ასე გამოსახავენ: N2 + 3H2 2NH3 შებრუნებული ისრები გვიჩვენებენ, რომ რეაქცია როგორც პირდაპირი ისეშებრუნებული მიმართულებით ერთდროულად მიმდინარეობს). თუ შეუქცევადი რეაქციები სრულდება ერთერთი მორეაგირე კომპონენტისსრული გარდაქმნით, შექცევადი რეაქციები მთავრდება ქიმიური წონასწორობისდამყარებით. ამ დროს პირდაპირი რეაქციის სიჩქარე გაუტოლდება შებრუნებულირეაქციის სიჩქარეს. ამიაკის სინთეზის რეაქციისას წონასწორობა მყარდება მაშინ,როდესაც პირდაპირი და შებრუნებული რეაქციების სიჩქარეები ერთმანეთსგაუტოლდება. წონასწორობისას დროის ერთეულში რამდენი მოლი ამიაკიც წარმო-იქმნება პირდაპირი რეაქციის ხარჯზე, იმდენივე დაიშლება შებრუნებული რეაქციისსაფუძველზე. გარკვეული წნევისა და ტემპერატურისას (ა) რეაქციის სიჩქარე გამოითვლებაფორმულით: V1 = k1 [N2] [H2]3 (ბ) რეაქციის V2 = k2 [NH3]2 დროის გარკვეული მომენტისათვის პირდაპირი და შებრუნებული რეაქციებისსიჩქარეები ერთმანეთს გაუტოლდება V1 = V2 და მყარდება წონასწორობა: k1 [N2] [H2]3 = k2 [NH3]2 k1 [NH3]2 k1 = =K k2 [N2] [H2] 3 k2 K-ს წონასწორობის მუდმივა ეწოდება. ზოგადად, როცა K>1, მაშინ წონასწორულ სისტემაში ჭარბობს პირდაპირირეაქციის პროდუქტები, ხოლო როცა K<1, - შებრუნებული რეაქციის პროდუქტები. ლე-შატელიეს პრინციპი ლე- წონასწორობა სისტემისათვის მდგრადი მდგომარეობაა. სისტემა ყოველთვისცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას. თუ სისტემაზე მოქმედებს წონასწორობისდამრღვევი რაიმე გარეშე ფაქტორი, მაშინ სისტემაში აღიძვრება ძალები, რომლებიცგარეშე ზემოქმედების საწინააღმდეგოდაა მიმართული.
  3. 3. ამ მოვლენას “მოძრავი წონასწორობის” ან ლე-შატელიეს პრინციპი ეწოდება. მაგ: თუ წონასწორულ სისტემაში გარედან შევიყვანთ რომელიმე მორეაგირეკომპონენტს, მაშინ წონასწორულ სისტემაში იზრდება ამ კომპონენტის გარდაქმნისმიმართულებით მიმდინარე რეაქციის სიჩქარე, ანუ წონასწორობა გადაიხრება ამკომპონენტის გარდაქმნის მიმართულებით. მაგ: თუ ამიაკის სინთეზის რეაქციაში დამატებით შევიყვანთ H2-ს, მაშინ N2 + 3H2 2NH3 + Qწონასწორობა გადაიხრება ამიაკის წარმოქმნის მხარეს, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ.თუ გავზრდით ტემპერატურას სისტემა შთანთქავს მინიჭებულ სითბოს (ენერგიის)იმის ხარჯზე, რომ წონასწორობა გადაიხრება ენდოთერმული რეაქციის მხარეს. ჩვენშემთხვევაში ენდოთერმული რეაქცია ამიაკის დაშლაა. ე.ი. მაღალ ტემპერატურაზეწონასწორობა გადაიხრება მარცხნივ. პირიქით – ტემპერატურის შემცირებისასწონასწორობა გადაიხრება ეგზოთერმული რეაქციისკენ ანუ ამიაკის სინთეზისმიმართულებით. აირად ფაზაში მიმდინარე რეაქციებისთვის წნევის გაზრდით წონასწორობა იხრებაიმ რეაქციის მიმართულებით, რომელიც მოცულობის შემცირებით მიმდინარეობს.თუ დავაკვირდებით ჩვენს მიერ განხილულ რეაციას შევამჩნევთ, რომ 1 მოლი N2 და3 მოლი H2 წარმოქმნიან 2 მოლ ამიაკს (NH3). ანუ რეაქცია მიმდინარეობს მოცულობისშემცირებით. გავიხსენოთ, რომ აირებისთვის მოლური თანაფარდობა და მოცულობითითანაფარდობა ერთმანეთის ტოლია. 4 მოცულობა აირისგან მიიღება 2 მოცულობა აირი. ამიაკის მიღების რეაქცია მოცულობის შემცირებით მიმდინარეობს. ე.ი. მაღალიწნევისას წონასწორობა გადაინაცვლებს მარჯვნივ და პირიქით წნევის შემცირებისასწონასწორობის აღსადგენად უნდა გაიზარდოს მოცულობა ანუ წონასწორობაგადაიხრება მარჯვნიდან მარცხნივ. კატალიზატორი ერთნაირად აჩქარებს როგორც პირდაპირ, ისე შებრუნებულრეაქციას. ამიტომ ის წონასწორობაზე გავლენას არ ახდენს. დავალება: საშინაო დავალება: 1. გოგირდის (VI) ოქსიდის მისაღებად სარეაქციოდ აიღეს 5მოლი SO2 და 3მოლი O2. წონასწორობის დამყარების შემდეგ რეაქციაში შეუსვლელი დარჩა 3მოლი SO2. როგორია ამ შექცევადი რეაქციის წონასწორობის მუდმივა? რეაქციას ატარებენ 10 ლ მოცულობის ჭურჭელში. 2. გოგირდის (VI) ოქსიდის მიღების რეაქცია ეგზოთერმულია. საით გადაიხრება წონასწორობა a) წნევის შემცირებისას? b) ტემპერატურის გაზრდისას? გ) სარეაქციო არეში O2-ის დამატებით შეტანისას?
  4. 4. დებულებები. თემა N 9 ძირითადი დებულებები.1. ქიმიური რექციის სიჩქარეა მორეაგირე ნივთიერების მოლური კონცენტრაციის ცვლილებაა დროის ერთეულში. შესაბამისი განზომილებაა მოლი/ლ.წმ, / მოლი/ლ.წთ ან მოლი/ლ.სთ. /2. ქიმიური რეაქციები სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობენ. ქიმიური რეაქციის სიჩქარე დამოკიდებულია მორეაგირე ნივთიერებათა ბუნებაზე, კონცენტრაციაზე, ტემპერატურაზე, აგრეთვე შემხები ზედაპირის ფართზე (ჰეტეროგენული რეაქციებისათვის და წნევაზე (აირებისათვის).3. ნივთიერებებს, რომლებიც ქიმიური რეაქციების დროს არ იხარჯებიან, მაგრამ ცვლიან ქიმიური რეაქციის სიჩქარეს კატალიზატორები ეწოდებათ.4. ქიმიური რეაქციები შეიძლება დავყოთ შექცევად და შეუქცევად რეაქციებად. შექცევადი რეაქციები მთავრდება წონასწორობის დამყარებით. ამ დროს პირდაპირი რეაქციის სიჩქარე უტოლდება შებრუნებული რეაქციის სიჩქარეს.5. წონასწორობა სისტემისათვის მდგრადი მდგომარეობაა. სისტემა ყოველთვის ცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას. თუ სისტემაზე მოქმედებს წონასწორობის დამრღვევი რაიმე გარეშე ფაქტორი, მაშინ სისტემაში აღიძვრება ძალები, რომლებიც გარეშე ზემოქმედების საწინააღმდეგოდაა მიმართული.

×