Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
გაკვეთილი N5საშინაო დავალების შემოწმება 5. M (NaCl) = 23 + 35,5 = 58,5 გ/მოლი                23     (Na) =        = 0,393...
2M (H2SO4) = 2 . 1 + 32 + 4 . 16 = 98 გ/მოლი            2 (H) =       = 0,0204    ანუ   2,04%           98          32 (...
3                                      86,6 13,4       6.   x : y = n (Pb) : n(O) =       :     = 0,418: 0,8375 = 1 : 2   ...
4   ნივთიერებები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, მაგ: წყალი უფეროა, ნახშირი შავია,ცარცი - თეთრი, გოგირდი - ყვითელი, შაბიამ...
5მარჯვენა მხარეში ჟანგბადის 5 ატომია, მარცხენაში _ 2. 2-ისა და 5-ის უმარტივესიჯერადია 10, ამიტომ მარჯვენა მხარეში შეგვაქვს...
6  Al2O3 + 6HCl            2 AlCl3 + 3H2O   ამის შემდეგ, უკვე შეგვიძლია, შევცვალოთ ისარი ტოლობის ნიშნით. მივიღებთქიმიური რ...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

G005 110923032204-phpapp02

461 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

G005 110923032204-phpapp02

  1. 1. გაკვეთილი N5საშინაო დავალების შემოწმება 5. M (NaCl) = 23 + 35,5 = 58,5 გ/მოლი 23  (Na) = = 0,3932 ანუ 39,32% 58,5 35,5  (Cl) = = 0,6068 ანუ 60,68% 58,5 M (CuSO4) = 64 + 32 + 4 . 16 = 160 გ/მოლი 64  (Cu) = = 0,4 ანუ 40% 160 32  (S) = = 0,2 ანუ 20% 160 64  (O) = = 0,4 ანუ 40% 160 M (CaCO3) = 40 + 12 + 3 . 16 = 100 გ/მოლი 40  (Ca) = = 0,4 ანუ 40% 100 12  (C) = = 0,12 ანუ 12% 100 48  (O) = = 0,48 ანუ 48% 100
  2. 2. 2M (H2SO4) = 2 . 1 + 32 + 4 . 16 = 98 გ/მოლი 2 (H) = = 0,0204 ანუ 2,04% 98 32 (S) = = 0,3265 ანუ 32,65% 98 64  (O) = = 0,6531 ანუ 65,31% 98M (C4H10) = 4 . 12+ 1 . 10 = 58 გ/მოლი 48  (C) = = 0,8276 ანუ 82,76% 58 10  (H) = = 0,1724 ანუ 17,24% 58M (NaOH) = 23+ 16 + 1 = 40 გ/მოლი 23  (Na) = = 0,575 ანუ 57,5% 40 16  (O) = = 0,4 ანუ 40% 40 1  (H) = = 0,025 ანუ 2,5% 40
  3. 3. 3 86,6 13,4 6. x : y = n (Pb) : n(O) = : = 0,418: 0,8375 = 1 : 2 207 16 ე.ი. მივიღებთ PbO2 x : y : z = n (Sn) : n (O) : n (H) = 77,7 : 21 1,3 : = 0,653 : 1,3125 : 1,3 = 1: 2,01 : 1,99 119 16 1 დავამრგვალოთ ეს რიცხვები, მივიღებთ 1:2:2 ე.ი. SnO2H2 ანუ Sn(OH)2. 43,4 11,32 45,28 x : y : z = n (Na) : n (C) : n (O) = : : = 1,887 : 0,943 : 2,83  2 : 1 : 3 23 12 16 ე.ი. მივიღეთ Na2CO 3.I ტესტის პასუხები:1. 3 2. 2 3. 2 4. 4 5. 26. 1 7. 3 8. 1 9. 4 10. 3 ფიზიკური და ქიმიური თვისებები ფიზიკური თვისებები ნივთიერებებს გააჩნიათ ფიზიკური და ქიმიური თვისებები. ფიზიკური თვისებებია:აგრეგატული მდგომარეობა, ფერი, სუნი, გემო, დუღილისა და ლღობის ტემპერატურებიდა სხვა. ნივთიერებები შეიძლება იმყოფებოდნენ სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში,კერძოდ მყარ, თხევად ან აირად მდგომარეობაში მყარ სხეულებს ახასიათებთ ფორმა დააქვთ გარკვეული მოცულობა. თხევადი ნივთიერებები იღებენ იმ ჭურჭლის ფორმას,რომელშიც მათ მოვათავსებთ. ბოთლში ჩასხმულ წყალს ბოთლის ფორმა აქვს. თუბოთლიდან წყალს ჭიქაში ჩავასხამთ წყალი ჭიქის ფორმას მიიღებს. მაგრამ, სითხეებიინარჩუნებენ მოცულობას. აირები კი იღებენ იმ ჭურჭელის ფორმას და მოცულობას,რომელშიც არიან მოთავსებულნი. ანუ მათ შეუძლიათ შეიცვალონ როგორც ფორმა, ისემოცულობა. მყარი ნივთიერებებია: სუფრის მარილი, შაქარი, ცარცი. თხევადია: წყალი,სპირტი, გოგირდმჟავა. აირადია: ჟანგბადი (O 2), წყალბადი (H 2 ) და სხვა.
  4. 4. 4 ნივთიერებები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, მაგ: წყალი უფეროა, ნახშირი შავია,ცარცი - თეთრი, გოგირდი - ყვითელი, შაბიამანი _ ლურჯი და ა.შ. ნივთიერებების ნაწილი უგემოა, ზოგს მწარე, ზოგს მლაშე, ზოგს ტკბილი გემო აქვს.(ყურადღება! ყველა ნივთიერების გემოს გასინჯვა არ შეიძლება, რადგანნივთიერებების დიდი ნაწილი მომწამლავია). ნივთიერებებს შეიძლება ჰქონდეთ სასიამოვნო, მძაფრი ან არასასიამოვნო სუნი. ზოგიმათგანი საერთოდ უსუნოა. მაგ: სუფთა წყალი უფერო, უსუნო და უგემო თხევადი ნივთიერებაა.. წყალი იყინება0 C-ზე, ხოლო დუღს 1000C-ზე. 0 შაბიამანი ლურჯი ფერის მყარი ნივთიერებაა. მას არა აქვს სუნი, აქვს მომჟავო გემო(ძლიერი საწამლავია) . ჟანგბადი უფერო, უსუნო და უგემო აირია. დუღს -1830C-ზე, ლღვება -219 0C-ზე. ცვლილებები, რომლებსაც ნივთიერება განიცდის იყოფა ორ ჯგუფად _ ფიზიკურ დაქიმიურ მოვლენებად. ფიზიკური მოვლენისას შეიძლება შეიცვალოს ნივთიერების ფორმა, ტემპერატურა,აგრეგატული მდგომარეობა და სხვა მახასიათებელი ნიშანი, მაგრამ არ იცვლებანივთიერების მილეკულა. წყალი შეიძლება რაიმე ჭურჭლიდან სხვა ჭურჭელში გადავასხათ. შეიძლებაგავაცივოთ 0 0-ზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე. ამ დროს წყალი გაიყინება (გამყარდება),მიღებული ყინული შეიძლება დავამსხვრიოთ უფრო მცირე ნაწილებად. წყალი შეიძლებაავადუღოთ და ამ დროს წყალი თხევადი მდგომარეობიდან აირად მდგომარეობაშიგადადის. ყველა ეს გარდაქმნა ფიზიკური მოვლენაა, რადგან არ იცვლება წყლისმოლეკულა H2O. ასეთი შედგენილობა აქვს როგორც თხევად წყალს, ისე მყარს (ყინული)და აირს (წყლის ორთქლი). იცვლება მხოლოდ წყლის ფიზიკური მდგომარეობა. ზოგადად: კრისტალის ფორმის შეცვლა, დაქუცმაცება, ნივთიერების აგრეგატულიმდგომარეობის შეცვლა, ტემპერატურის ცვლილება _ ფიზიკური მოვლენებია. ქიმიური მოვლენები. ქიმიური რეაქციები როდესაც ერთი სახის მოლეკულებისგან ახალი მოლეკულები წარმოიქმნება, მაშინ,ასეთ გარდაქმნას ქიმიური მოვლენა, ანუ ქიმიური რეაქცია ეწოდება. როგორც ვიცით ქიმიურ ელემენტთა სიმბოლოების საშუალებით შეიძლება ჩაიწეროსნივთიერებათა მოლეკულების ფორმულები. ამ ფორმულების საშუალებით შეიძლებაგამოვსახოთ თუ რომელი ნივთიერებები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და რომელიახალი ნივთიერებები წარმოიქმნებიან ამ დროს. მაგ.: ფოსფორი (P) იწვის ანუ რეაგირებს ჟანგბადთან(O2) . ამ დროს ფოსფორისჟანგბადნაერთი (ოქსიდი) წარმოიქმნება(P 2O 5). ფოსფორის, ჟანგბადის და ფოსფორისოქსიდის ფორმულების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ამ რეაქციის სქემის ჩაწერა: P + O2 P2O5 მიღებულ გამოსახულების მარჯვენა და მარცხენა მხარეში კოეფიციენტებისსაშუალებით შეიძლება გავატოლოთ ერთიდაიგივე ელემენტების ატომების რაოდენობა.
  5. 5. 5მარჯვენა მხარეში ჟანგბადის 5 ატომია, მარცხენაში _ 2. 2-ისა და 5-ის უმარტივესიჯერადია 10, ამიტომ მარჯვენა მხარეში შეგვაქვს კოეფიციენტი 2, ხოლო მარცხენაში,ჟანგბადის მოლეკულის სიმბოლოს წინ _ კოეფიციენტი 5. P + 5O2 2P2O5 მარჯვენა მხარეში კოეფიციენტის შემოტანამ ფოსფორის ატომების რიცხვი გახადა 4-ის ტოლი. ამიტომ გასატოლებელია მარცხენა მხარეში ფოსფორის ატომების რიცხვი.ამისათვის ფოსფორის სიმბოლოს წინ ვწერთ კოეფიციენტს 4. (დავიმახსოვროთ, რომმოლეკულის ფორმულის წინ კოეფიციენტის შემოტანა ნიშნავს მოლეკულისშემადგენელი ყველა ატომის რაოდენობის იმდენჯერვე გაზრდას). ასე, რომ 2P2O5 ნიშნავს,რომ გვაქვს 2 . 2 = 4 ატომი P და 2 . 5 = 10 ატომი O. 5O2 ნიშნავს, რომ გვაქვს 2 . 5 = 10ატომი O. 4P + 5O2 2P2O5; კოეფიციენტის შემოტანის შემდეგ სქემის ორივე მხარეში, როგორც ფოსფორის, ისეჟანგბადის ატომები თანაბარი რაოდენობითაა. შეიძლება ისარი ტოლობის ნიშნითაცშევცვალოთ. 4P + 5O2 = 2P2O5 ამ გამოსახულებას ქიმიური რექციის ტოლობა ეწოდება. განვიხილოთ გოგირდის წვის რეაქცია: S + O2 SO2; როგორც ვხედავთ რეაქციის სქემის მარჯვენა და მარცხენა ნაწილებში ერთიდაიგივეელემენტთა ატომების რაოდენობა ტოლია. ასე, რომ ზოგჯერ კოეფიციენტების შემოტანასაჭირო არ არის S + O2 = SO2 განვიხილოთ სხვა შემთხვევებიც: მაგ: Al2O3 + HCl AlCl3 + H2O ჯერ გავატოლოთ მარჯვენა და მარცხენა მხარეებში ალუმინის ატომთა რაოდენობა: Al2O3 + HCl 2AlCl3 + H2O შემდეგ ქლორის ატომთა რაოდენობა: Al2O3 + 6HCl 2 AlCl3 + H2O შემდეგ კი ჟანგბადისა და წყალბადის ატომების რაოდენობა:
  6. 6. 6 Al2O3 + 6HCl 2 AlCl3 + 3H2O ამის შემდეგ, უკვე შეგვიძლია, შევცვალოთ ისარი ტოლობის ნიშნით. მივიღებთქიმიური რეაქციის ტოლობას: Al2O3 + 6HCl = 2AlCl3 + 3H2O აქვე ავღნიშნოთ, რომ ქიმიური რეაქციის სქემის შედგენისას დაუშვებელიანივთიერებების ფორმულებში ინდექსების შეცვლა. ეს გამოიწვეს შედგენილობისმუდმივობის კანონის დარღვევას. მოყვანილი მაგალითები უმარტივეს ქიმიურ რეაქციებს შეესაბამება. რთულშემთხვევებს განვიხილავთ მოგვიანებით. საშინაო დავალება: 1. ჩამოთვალეთ ნივთიერებათა ფიზიკური თვისებები? 2. რა არ იცვლება ფიზიკური მოვლენების დროს? 3. რას ეძახიან სხვაგვარად ქიმიურ მოვლენას? 4. გაატოლეთ ქვემოთ მოყანილი ქიმიური რეაქციების სქემები: Al + O2  Al2O3 Mg + O2  Mg O HgO  Hg + O2 Fe2O3 + HBr  FeBr3 + H2O Ca + N2  Ca3N2 BaO + H2O  Ba(OH)2 CaCO3  CaO + CO2 P2O5 + H2O  H3PO4 CuO + HCl  CuCl2 + H2O As + Cl2  AsCl3 C + H2  CH4 WO3 + H2  W + H2O

×