Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

G003 110923031634-phpapp02

395 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

G003 110923031634-phpapp02

  1. 1. გაკვეთილი N3 საშინაო დავალების შემოწმება1. ა) როგორც გვახსოვს, რამდენ ატომ წყალბადსაც იერთებს ელემენტის ერთი ატომი, იმდენივეა მისი ვალენტობა. SiH4 H2Se PH3 CaH2 Si(IV) Se(II) P(III) Ca(II) ბ) ამ დავალების შესასრულებლად გამოვიყენოთ შემდეგი ფორმულა: a x ma AmBn ma=nx x= n CrO Cr2O3 CrO3 Cr (II) Cr (III) Cr (VI) PbO PbO2 Pb (II) Pb (IV) N2 O NO N2O3 NO2 N2O5 N (I) N (II) N (III) N (IV) N (V) გ) Al2S3 FeS Na2S P2S3 P2S5 Al (III) Fe (II) Na (I) P (III) P (V)2. გავიხსენოთ ნაერთის ქიმიური ფორმულის შედგენის წესი, როცა ცნობილია მოლეკულის შემადგენელი ელემენტების ვალენტობა: III II II II B2O3 B2O3 Ca2O2 CaO 1 1 და ა.შ. SnO და SnO2 ; As2O 3 და As2O5 ; SeO2 და SeO 3 ;3. BCl3; CoCl2; PbCl2 და PbCl4; AsCl3 და AsCl5 ; SiCl4
  2. 2. 2 ატომური და მოლეკულური მასები ატომები და მოლეკულები მატერიალური ნაწილაკებია. მართალია ამნაწილაკების მასა ძალიან მცირეა, მაგრამ მაინც შესაძლებელია მათი განსაზღვრა. დადგენილია, რომ ყველაზე მსუბუქი, წყალბადის ატომის მასაა 1,67  10-24გ.ცხადია, ასეთი რიცხვებით მანიპულირება შეუძლებელია. ამიტომ ატომების მასისგასაზომად შემოიღეს სპეციალური ერთეული, ნახშირბადატომის მასის ერთიმეთორმეტედი. ამ ერთეულს მასის ატომურ ერთეულს (მ.ა.ე.), ან დალტონსუწოდებენ. მასის ატომურ ერთეულებში გამოსახულ ქიმიური ელემენტის ერთი ატომისმასას ატომური მასა ეწოდება. დადგენილია, რომ წყალბადის ატომის მასაა 1 მ.ა.ე. ჟანგბადის_16 მ.ა.ე.რკინის_56 მ.ა.ე. და ა.შ. ატომების მასების დასახასიათებლად შემოტანილი იქნა ფარდობითი ატომურიმასის ცნება. ქიმიური ელემენტის ფარდობითი ატომური მასა გვიჩვენებს რამდენჯერ უფრომეტია მოცემული ელემენტის ერთი ატომის მასა მასის ატომურ ერთეულზე. ელემენტის ფარდობითი ატომური მასის აღსანიშნავად იყენებენ სიმბოლოს Ar.ელემენტის ფარდობითი ატომური მასა განყენებული სიდიდეა (ე.ი. მას გან-ზომილება არ აქვს). r ინდექსი მიღებულია ლათინური სიტყვიდან “რელატივ” _ფარდობითი. Ar (H)=1 Ar(O)=16 Ar(Fe)=56 და ა.შ. ელემენტთა ფარდობითი ატომური მასის სიდიდეები შეგვიძლია ვნახოთ N1ცხრილში და ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. მოლეკულათა მასების დასახასიათებლად შემოტანილია ფარდობითიმოლეკულური მასის ცნება (Mr), რომელიც გვიჩვენებს რამდენჯერ მეტია მოცემულინივთიერების ერთი მოლეკულის მასა მ.ა.ე.-ზე. ნივთიერების ფარდობითი მო-ლეკულური მასა მოლეკულაში შემავალი ყველა ატომის ფარდობითი ატომურიმასების ჯამის ტოლია. მოლეკულის ფორმულაში ინდექსის არსებობის შემთხვევაშიშესაბამისი ელემენტის ფარდობითი ატომური მასა მრავლდება ინდექსზე. მაგ: წყლის ფარდობითი მოლეკულური მასის გამოსათვლელად (H2O) უნდავნახოთ ცხრილში წყალბადისა და ჟანგბადის ფარდობითი ატომური მასები: Ar (H) = 1; Ar (O)= 16 Mr (H2O) = 2 . 1 + 16 = 2+16 = 18 ანალოგიურადაა სხვა შემთხვევაშიც: Mr(H2SO4) = 2 . 1 + 32 + 4 . 16 = 98 Mr(C6H12O6) = 6 . 12 + 12 . 1 + 6 . 16 = 72 + 12 + 96 = 180
  3. 3. 3 თუ გვინდა გამოვთვალოთ Mg(OH)2 –ის ფარდობოთი მოლეკულური მასაფორმულა Mg(OH)2 წარმოვადგინოთ შემდეგი სახით MgO2H2. შემდეგ კი წინაგამოთვლების მსგავსად: Mr(Mg(OH)2) = 24 + 2 . 16 + 2 . 1 = 58მოლი მოლი არის ნივთიერების რაოდენობის საზომი ერთეული. ნებისმიერი ნივთიერების ერთი მოლი შეიცავს 6,02.10 23 სტრუქტურულერთეულს (ატომს, მოლეკულას და სხვა ნაწილაკებს, რომლებსაც შემდგომში გა-ვეცნობით). 6,02.1023 ამ რიცხვს ავოგადროს რიცხვი (ავოგადროს მუდმივა) ეწოდება. მაგ: ელემენტ წყალბადის (H) 1 მოლი შეიცავს 6,02.10 23 წყალბადის ატომს 1 მოლი წყალი შეიცავს 6,02 .1023 წყლის მოლეკულას (H2O). ნივთიერებისრაოდენობას გამოსახავენ ბერძნული ასოთი -  (ნიუ) ან ლათინური ასოთი – n (ენ). ნებისმიერი ნივთიერების ერთი მოლის მასა გამოსახული გრამებშირიცხობრივად ემთხვევა ამ ნივთიერების ფარდობით მოლეკულურ მასას (ელემენ-ტებისთვის _ ფარდობით ატომურ მასას). Mr (H2O) = 18. 1 მოლი წყლის (H2O) მასა 18გრამია Mr(H2SO4) = 98. ე.ი. 1 მოლი H2SO4 -ის მასა 98 გრამია. Mr(C6H12O6) = 180. ე.ი. 1 მოლი გლუკოზის (C6H12O6) მასა არის 180გ. ნივთიერების მასის (m) შეფარდებას მის რაოდენობასთან (n) ნივთიერებისმოლური მასა (M) ეწოდება. m M  სადაც m _ ნივთიერების მასა (გ), n n _ ნივთიერების რაოდენობა (მოლი). M მოლური მასაა (გ/მოლი). ე.ი. ნივთიერების მოლური მასის განზომილებაა გ/მოლი. ამ ფორმულით შეგვიძლია გამოვთვალოთ ნივთიერების მასა თუ ცნობილიანივთიერების მოლური მასა და მისი რაოდენობა (მოლების რიცხვი) და პირიქით. მაგ: ამოცანა N1. რამდენი გრამია 3 მოლი წყალი?ამოხსნა: მოც: H2O n (H2O) = 3 მოლი –––––––––––––––––––––– m (H2O) = ? M (H2O) = 2 . 1 + 16 = 18 გ/მოლი m გამოვიყენოთ ფორმულა M  , საიდანაც m = n M. n
  4. 4. 4 ჩავსვათ შესაბამისი მნიშვნელობები: m(H2O) = 3 მოლი . 18 გ/მოლი = 54 გ. პასუხი: m(H2O)=54გ. თუ ცნობილია ნივთიერების მასა, შეიძლება ვიპოვოთ ნივთიერების რაოდენობა(მოლი). ამოცანა N2. რამდენი მოლია 9გ წყალი (H2O)?ამოხსნა: მოც: H2O m (H2O) = 9 გ ––––––––––––––––––––––– n (H2O) = ? M (H2O) = 2  1 + 16 = 18 გ/მოლი m m გამოვიყენოთ ფორმულა M  , საიდანაც მივიღებთ n  n M ჩავსვათ შესაბამისი მნიშვნელობები: 9 n = ––– = 0,5 მოლი 18 პასუხი: n (H2O) = 0,5 მოლი. საშინაო დავალება: 1. რას უდრის მ.ა.ე.? 2. რას გვიჩვენებს ელემენტის ფარდობითი ატომური მასა? 3. რას უდრის ნივთიერების ფარდობითი მოლეკულური მასა? 4. რას უდრის ავოგადროს რიცხვი და რას შეესაბამება ის? 5. რა არის მოლი? 6. რა არის მოლური მასა? 7. როგორია მოლის, მოლური მასისა და ნივთიერების მასისურთიერთდამოკიდებულება? 8. გამოიყენეთ ცხრილი #1 და მოძებნეთ აზოტის, ფტორის, ნატრიუმის, რკინის,კალას და ოქროს ფარდობითი ატომური მასები. 9. გამოთვალეთ შემდეგ ნივთიერებათა ფარდობითი მოლეკულური მასები: ა) P2O5 ბ) SO3 გ) KMnO4 10. იპოვეთ შემდეგ ნივთიერებათა მოლური მასები: ა) HNO3 ბ) H2S გ) CO2 დ) CH4 11. რამდენი გრამია ა) 20 მოლი რკინა?
  5. 5. 5 ბ) 0,3 მოლი შაქარი (C12H22O11)? გ) 5 მოლი სოდა (Na2CO3) ?12. რამდენი მოლია: ა) 25 გრამი მარილი (NaCl)? ბ) 10 გრამი წყალბადი (H2)? გ) 100 გრამი ნატრიუმის ტუტე (NaOH)?

×