Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Ara 008

393 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

Ara 008

  1. 1. 1 გაკვეთილი N8 საშინაო დავალების შემოწმება: 1. 4Na + O2 → 2 Na2O 2Na + O2 → Na2O2 4As + 5O2 → 2As2O5 2Be + O2 → 2BeO Ge + O2 → GeO2 4Al + 3O2 → 2Al2O3 Si + O2 → SiO2 2. V0 (O2) = 54,85ლ 3. V0 (O2) = 90ლ გოგირდი ელემენტი გოგირდი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდულ სისტემის IIIპერიოდის VI ჯგუფში. მისი რიგობრივი ნომერია 16. M(S)=32გ/მოლი. გოგირდისატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ: K L M 3d 3p 3s +16 2 8 6 [1s2 2s2 2p6] 3s2 3p4 გოგირდი ავლენს II, IV, VI ვალენტობას. ნაერთებში გოგირდის დაჟანგულობისხარისხი არის –2, +4, +6. ბუნებაში გოგირდი გვხვდება როგორც თავისუფალი, ისე სულფიდების დასულფატების სახითაც. სულფიდური მადნებია: PbS ტყვიის კრიალა Cu2S სპილენძის კრიალა ZnS ცინკის კრიალა CuFeS2 ქალკოპირიტი აგრეთვე FeS2 - პირიტი ანუ გოგირდის ალმადანი. სულფატური მადნებია: BaSO4 ბარიტი . CaSO4 2H2O თაბაშირი Na2SO4 10H2O გლაუბერის მარილი – მირაბილიტი . გოგირდის მიღება 1. გოგირდი მიიღება პირიტის უჟანგბადო არეში გახურებისას: FeS2 → FeS + S 2. გოგირდწყალბადის არასრული წვისას: 2H2S + O2 → 2H2O + 2S
  2. 2. 23. გოგირდის ოქსიდის ნახშირით აღდგენისას: SO2 + C → CO2 + S4. მეტალურგიული პროცესისას, აგრეთვე ქვანახშირის გადამუშავებისას მიიღება გოგირდწყალბადი და გოგირდის (IV) ოქსიდი. ასეთი აირადი ნარევი შეიძლება გამოყენებულ იქნას გოგირდის მისაღებად: 2H2S + SO2 → 2H2O + 3S გოგირდი მყარი ნივთიერებაა. მას ყვითელი ფერი აქვს. წყალში არ იხსნება. იხსნება გოგირდნახშირბადში (CS2). არსებობს რომბული, მონოკლინური და პლასტიკური გოგირდი. რომბული გოგირდი ყველაზე მდგრადია. მონოკლინური გოგირდი ნემსისებური კრისტალური ნივთიერებაა. იგი მიიღება გამლღვალი გოგირდის ნელი გაცივებით. ამორფული ფორმაა პლასტიკური გოგირდი, რომელიც ნელნელა გადადის რომბულ ფორმაში. ყველა ამ მოდიფიკაციას სხვადასხვა აღნაგობა აქვს, ხოლო მოლეკულა კი ყველა მათგანს ერთნაირი აქვს S8: S S S S S S S S ალოტროპიის ასეთ სახეს, როცა მოდიფიკაციები ერთმანეთისგან კრისტალის სტრუქტურით განსხვავდებიან, პოლიმორფიზმი ქვია.ქიმიური თვისებები1. არამეტალებთან ურთიერთქმედებისას გოგირდი შეიძლება იყოს აღმდგენელი. (ეს ის არამეტალებია, რომლებსაც გოგირდზე მაღალი ელექტროუარყოფითობა აქვთ) +6 -1 S + 3F2 → SF6 ( SF6 ) +4 -2 S + O2 → SO2 ( SO2 ) +2 -1 S + Cl2 → SCl2 ( SCl2 ) გოგირდსა და ნახშირბადს ერთნაირი ელექტროუარყოფითობა აქვთ (2,5), ამიტომ გოგირდნახშირბადში გოგირდის დაჟანგულობის ხარისხი ნულის 0 0 ტოლია - CS2 C + 2S → CS2 იმ არამეტალებთან, რომლებსაც გოგირდზე დაბალი ელექტროუარყოფითობა ახასიათებთ, გოგირდი მჟანგავ უნარს ავლენს: +1 -2 H2 + S → H2S ( H2 S ) +3 -2 2P + 3S → P2S3 ( P2S3 )
  3. 3. 32. ჩვეულებრივ პირობებში გოგირდი საკმაოდ ინერტულია. გაცხელებისას მეტალებთან გოგირდი სულფიდებს წარმოქმნის: Fe + S → FeS Zn + S → ZnS Hg + S → HgS ამ რეაქციებში გოგირდი მჟანგავია: 0 -2 S + 2e S3. ტუტეებთან გაცხელებისას გოგირდი განიცდის დისპროპორციონირებას ანუ გოგირდის ატომების ნაწილი იჟანგება, ნაწილი აღდგება: 0 +4 -2 3S + 6KOH K2SO3 + 2K2S + 3H2O 0 +4 1 2 S - 4e S 0 -2 2 4 S + 2e S მოპოვებული გოგირდის დაახლოებით ნახევარი გოგირდმჟავას წარმოებაზე იხარჯება. დიდი ნაწილი იხარჯება კაუჩუკის ვულკანიზაციაზე, სოფლის მეურნეობაში (მავნე მწერების მოსასპობად). სხვადასხვა ცხიმოვან შემავსებ- ლებთან ერთად გოგირდი გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ.საშინაო დავალება:1. დაწერეთ გოგირდის ურთიერთქმედების რეაქციები ნატრიუმთან, კალციუმთან, ალუმინთან, დარიშხანთან.2. რამდენი გრამი გოგირდის მიღება შეიძლება 40გ პირიტის გაცხელებით?3. გოგირდისა და რკინის ურთიერთქმედების რეაქციაში წარმოიქმნება 44გ რკინის სულფიდი. რამდენი გრამი რკინა და გოგირდი დაიხარჯა ამ დროს?

×