Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Ara 004

431 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Ara 004

  1. 1. 1 გაკვეთილი N4 საშინაო დავალების შემოწმება 2. 2Na + F2 → 2NaF 2Fe + 3F2 → 2FeF3 2P + 5F2 → 2PF5 S + 3F2 → SF6 4. Zn + 2HBr → ZnBr2 + H2 MgO + 2HBr → MgBr2 + H2O Ca(OH)2 + 2HBr → CaBr2 + 2H2O Na2CO3 + 2HBr → 2NaBr + H2O + CO2 ქლორი ელემენტი ქლორი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის IIIპერიოდის VII ჯგუფში. მისი რიგობრივი ნომერია Z=17. Ar (Cl) = 35,5. ქლორისატომის აღნაგობა შეიძლება ასე ჩაიწეროს: 3d 3p K L M 3s +17 2 8 7 [1s2 2s2 2p6] 3s2 3p5 igulisxmeba ანუ იგულისხმება ქლორი ამჟღავნებს დაჟანგულობის ხარისხებს: -1, +1, +3, +5, +7 ძირითადად ქლორი ერთვალენტიანია, იშვიათად მან შეიძლება სამ- ხუთ- და შვიდვალენტიანობა გამოამჟღავნოს (ამის მიზეზებზე ჩვენ წინა გაკვეთილზე ვისაუბრეთ). ბუნებაში ქლორი თავისუფალი სახით (Cl2) მხოლოდ ვულკანურ გაზებში გვხვდება. ქლორიდების სახით გავრცელებულია ძირითადად ზღვების, ოკეანეების და მლაშე ტბების წყლებში. მყარი ნატრიუმის ქლორიდი გვხვდება ქვამარილის სახით. ქლორს შეიცავს მინერალები NaCl . KCl – სილვინიტი, NaCl . MgCl2 . 6H2O – კარნალიტი და ა.შ. ქლორის მიღება და თვისებები ქლორის მიღების საწარმოო ხერხია NaCl-ის წყალხსნარის ელექტროლიზი: 2NaCl + 2H2O H2 + Cl2 + 2NaOH kaTodze anodze xsnarSi ქლორის მიღება ლაბორატორიაში ხდება ძლიერი დამჟანგველებისა (MnO2, KMnO4, K2Cr2O7 და ა. შ.) და კონცენტრირებული მარილმჟავას ან მარილმჟავასა და გოგირდმჟავას ნარევის ურთერთქმედებით: t0 MnO2 + 4HCl MnCl2 + Cl2 + 2H2O
  2. 2. 2 ამ მეთოდით თავისუფალი ქლორი პირველად მიღებულ იქნა შეელეს მიერ. +7 -1 -1 +2 -1 0 2KMnO4 + 16HCl 2KCl + 2MnCl2 + 8H2O + 5Cl2 2 Mn+7 +5e Mn+2 5 2Cl- -2e Cl20 2KMnO4 + 10HCl + 3H2SO4 K2SO4 + 2MnSO4 + 5Cl2 + 8H2O ფიზიკური თვისებები ქლორი მომწვანო-მოყვითალო ფერის მომწამლავი აირია. ჰაერზე 2,5-ჯერ მძიმეა –M(Cl2) = 71გ/მოლი. კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში (ეთერი, ჰექსანი დაა.შ.), შედარებით მცირედ იხსნება წყალში (1ლ H2O ხსნის 4,71ლ Cl2-ს) ქიმიური თვისებები ქლორი ძალიან აქტიური არამეტალია. ის ადვილად რეაგირებს როგორცმეტალებთან ისე არამეტალებთან, წყალთან, ტუტეებთან, ზოგიერთ მარილთან. 1. ყველა არამეტალი გარდა ნახშირბადის, აზოტის და ჟანგბადისა რეაგირებს ქლორთან: H2 + Cl2 → 2HCl (ამ რეაქციის მექანიზმი განვიხილეთ წყალბადის შესწავლისას) 2P + 5Cl2 2PCl5 Si + 2Cl2 → SiCl4 S + Cl2 → SCl2 2. პრაქტიკულად ყველა მეტალი რეაგირებს ქლორთან: 2Na + Cl2 → 2NaCl Cu + Cl2 → CuCl2 2Fe + 3Cl2 → 2FeCl3 (დავიმახსოვროთ ამ დროს FeCl2 არ მიიღება) 3. წყალში ქლორის გახსნისას მყარდება წონასწორობა: Cl2 + H2O HCl + HOCl marilmJava qveqlorovani qloriani wyali mJava დაყოვნებისას ქვექლოროვანი მჟავა იშლება: HClO → HCl + O ატომური ჟანგბადი ძალიან ძლიერი Mმჟანგავია. ის აუფერულებს შეფერილ ნივთიერებებს, ამიტომ ქლორიანი წყალი შეიძლება გამოყენებულ იქნას მათეთრებლად. ამასთან ატომური ჟანგბადი კლავს მიკროორგანიზმებს, მათ შორის დაავადებების გამომწვევ მიკროორგანიზმებსაც. ამიტომ ხდება სასმელი წყლის “ქლორირება”.
  3. 3. 3 4. ტუტეების ცივ ხსნარებთან ქლორი წარმოქმნის ქლორიდებსა და ჰიპოქლორიტებს. (ჰიპოქლორიტები ქვექლოროვანი მჟავას (HClO) მარილებია): 2NaOH + Cl2 NaCl + NaClO + H2O natriumis natriumis qloridi hipoqloriti ტუტების ცხელ ხსნარებთან კი ქლორიდები და ქლორატები წარმოიქმნება. (ქლორატები ქვექლორის მჟავას (HClO3) მარილებია): 6KOH + 3Cl2 5KCl + KClO3 + 3H2O kaliumis ნატრიუმის kaliumis qloridi კალიუმის ქლორიდი qlorati ქლორატი აქვე ავღნიშნოთ, რომ ქლორს რამდენიმე ჟანგბადიანი მჟავის წარმოქმნა შეუძლია: +1 HClO qveqlorovani mJava ClO- hipoqloriti Cl +3 HClO 2 qlorovani mJava ClO2- qloriti Cl +5 HClO 3 qveqlormJava ClO3- qlorati Cl +7 HClO 4 qlormJava ClO4- perqlorati Cl 5. ქლორი აძევებს მასზე ნაკლებად აქტიურ ჰალოგენებს შესაბამისი მარილებიდან. ეს ხერხი ამ ჰალოგენების მისაღებად გამოიყენება: 2KBr + Cl2 → 2KCl + Br2 2NaI + Cl2 → 2NaCl + I2 აქ შეიძლება როგორც ქლორის ისე ქლორიანი წყლის გამოყენება.საშინაო დავალება: 1. მივიღოთ ქლორი: ა) KClO3, ბ) K2Cr2O7, გ) PbO2-ის და მარილმჟავას ურთიერთქმედების შედეგად. 2. რატომაა Cl2 ჰაერზე 2,5-ჯერ მძიმე? 3. დავწეროთ ქლორისა და ა) ცინკის, მაგნიუმის და ალუმინის ბ) დარიშხანის, სილიციუმის და გოგირდის ურთიერთქმედების რეაქციები.

×