Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

გაკვეთილი № 8

590 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 8

  1. 1. გაკვეთილი № 8საშინაო დავალების შემოწმება:1.2. n ≈ 185183.XII ტესტი1. ნაჯერი ნახშირწყალბადებია: 1. მეთანი, ეთანი, პროპილენი, ბუტანი 2. მეთანი, ეთანი, პროპანი, ბუტანი 3. მეთანი, ეთანი, პროპანი, აცეტილენი 4. მეთანი, პროპანი, ბუტანი, პენტენი2. მეთანის ნახშირბადატომისთვის დამახასიათებელია: 1. sp ჰიბრიდიზაცია 2. sp2 ჰიბრიდიზაცია 3. sp3 ჰიბრიდიზაცია 4. sp4 ჰიბრიდიზაცია, რადგან ნახშირბადი ოთხვალენტიანია3. მეთანი არ მიიღება: 1. ნატრიუმის აცეტატის და ტუტის გაცხელებით 2. ნახშირბადის გახურებით წყალბადის არეში 3. ეთილენის და წყალბადის ურთიერთქმედებით 4. ალუმინის კარბიდზე წყლის მოქმედებით4. რომელია მოცემული ნახშირწყალბადის სახელწოდება. 1. 2-მეთილ-3-ეთილპენტანი 2. 2-მეთილ-3-ეთილჰექსანი
  2. 2. -2- 3. 3-ეთილ-3-მეთილპენტანი 4. 2-მეთან-3-ეთანპენტანი 5. რომელი რეაქცია წავა ჩვეულებრივ პირობებში? 6. ნაერთი, რომლის ფორმულაა C8H18: 1. ბრომიან წყალს აუფერულებს, ჰაერზე იწვის, გააჩნია როგორც “ცის” ასევე “ტრანს” იზომერები 2. რეაგირებს ჰალოგენებთან, ჰალოგენწყალბადებთან, გააჩნია იზომერები, ჰაერზე იწვის 3. შედის მიერთების და ჩანაცვლების რეაქციებში, გააჩნია როგორც “ცის” ასევე “ტრანს” იზომერები, ჰაერზე იწვის 4. შედის ჩანაცვლების რეაქციებში ჰალოგენებთან, ბრომიან წყალს ვერ აუფერულებს, ჰაერზე იწვის, გააჩნია იზომერები 7. ეთილენი არ მიიღება 8. რომელია მოცემული ნახშირწყალბადის სახელწოდება1. 2-მეთილ-3-ეთილპენტანი 2. 2-მეთილ-3-ეთილბუტენ-1 3. 2-მეთილ-3-ეთილპენტენ-1 4. 3-ეთილ-4-მეთილპენტენ-19. გეომეტრიული (ცის-ტრანს) იზომერებია: 4. არცერთი პასუხი არ არის სწორი10. რომელი რეაქციაა არაზუსტი?
  3. 3. -3- აცეტილენური რიგის ნახშირწყალბადები აცეტილენი აცეტილენის მოლეკულური ფორმულაა C2H2. სტრუქტურული ფორმულააH–C C–H. აცეტილენის მოლეკულაში ნახშირბადატომებს შორის სამმაგი ბმააგანხორციელებული. განვიხილოთ ამ მოლეკულის წარმოქმნის მექანიზმი. ნახშირბადის ატომის გარე ელექტრონული შრის ელექტრონები განიცდიან sp-ჰიბრიდიზაციას. ჰიბრიდიზდება ერთი s და ერთი p ელექტრონული ღრუბელი, რის შედეგადაც ესორი ელექტრონული ღრუბელი იღებს ცალმხრივად გაწელილი სივრცითი რვიანისფორმას. ეს ორი ელექტრონული ღრუბელი მაქსიმალურად სცილდება ერთმანეთს დაერთ სწორ ხაზზე ლაგდება. დანაჩენი ორი p ელექტრონი ინარჩუნებს სიმეტრიული მოცულობითი რვიანისფორმას და სივრცეში ურთიერთპერპენდიკულარულად არიან განლაგებულნი.აცეტილენის მოლეკულაში ბმების წარმოქმნა შეიძლება ასე გამოვსახოთ: ეს ოთხი ატომი ერთ სწორ ხაზზეა განლაგებული. თითოეულ ნახშირბად ატომსორი p ელექტრონი აქვს, რომელთა გადაფარვით ნახშირბადატომები ორ ბმასწარმოქმნიან. ე.ი. აცეტილენის მოლეკულაში ხორციელდება 3 (1 C – C და 2 C – H ) და 2 ბმა. როგორც აღვნიშნეთ ოთხივე ატომი ერთ სწორ ხაზზეა განლაგებული, ხოლომანძილი C C არის 0,120ნმ, ანუ უფრო ნაკლები, ვიდრე C – C და C = C-ს შორის(შესაბამისად 0,154 და 0,134ნმ) აცეტილენის მიღება: 1. კალციუმის კარბიდზე წყლის მოქმედებით
  4. 4. -4-2. მეთანის კრეკინგი. მეთანის გაცხელებისას (t > 10000) და კრეკინგის პროდუქტების სწრაფად გაცივებისას სხვა ნივთიერებებთან ერთად მიიღება აცეტილენიც: ამ ორ ხერხს თავისი პლიუსები და მინუსები აქვს. პირველი ხერხი ძალიან ენერგოტევადია, მაგრამ კალციუმის კარბიდის ტრანსპორტირება ადვილია. კარბიდი მყარი ნივთიერებაა და ტრანსპორტირებისას მთავარია წყალი არ მიეკაროს. სხვა პრობლემა არ არსებობს. მეორე ხერხით მიღებისას კი აცეტილენი ან იქვე უნდა იქნას გამოყენებული ან გაზსადენით უნდა მოხდეს ტრანსპორტირება, რაც ძალიან ძვირია. აცეტილენის დიდი რაოდენობის ფოლადის ბალონებით გადატანა მოუხერხებელია. აცეტილენი უფერო აირია. სუფთა ნივთიერება უსუნოა, ტექნიკურს კი მინარევების გამო სპეციფიკური სუნი აქვს. წყალში ცუდად იხსნება. ჰაერზე ოდნავ მსუბუქია.ქიმიური თვისებები:1. აცეტილენი იწვის მჭვარტლავი ალით. ეს გამოწვეულია აცეტილენის მოლეკულაში ნახშირბადის ძალიან მაღალი წილით. ნახშირბადი მთლიანად დაწვას ვერ ასწრებს და გამოიყოფა მური (ჭვარტლი). თუ აცეტილენს დავწვავთ ჟანგბადის ნაკადში, მაშინ სრული წვა მიმდინარეობს და ალს ძალიან მაღალი ტემპერატურა აქვს. ეს რეაქცია უდევს საფუძვლად აცეტილენური საჭრისის მოქმედების პრინციპს. აცეტილენური საჭრისი მილით მიერთებულია ერთი მხრივ აცეტილენის მისაღებ ხელსაწყოსთან, მეორეს მხრივ ჟანგბადის ბალონთან. აცეტილენის ჟანგბადში წვისას მიღებული ალით ჭრიან და ადუღებენ ფოლადის ნაკეთობებს.1. აცეტილენის მოლეკულაში ორი ბმაა და მას ისე, როგორც ეს ახასიათებდა ეთილენს, შეუძლია შევიდეს მიერთების რეაქციაში:
  5. 5. -5- ა) ჰალოგენებთან (როგორც სუფთა ნივთიერებებთან, ისე მათ წყალხსნარებთან) რეაქცია ორ საფეხურად მიდის ბ) წყალბადის მიერთებაც შეიძლება ორ საფეხურად განვიხილოთ გ) ჰალოგენწყალბადებთან ქლორვინილი ძალიან მნიშვნელოვანი ნაერთია. ქლორვინილის პოლიმერიზაციით მიიღება პოლიქლორვინილი, რომელიც პლასტმასების მისაღებად გამოიყენება. დ) აცეტილენის ჰიდრატაცია, ანუ აცეტილენის წყალთან ურთიერთქმედება HgSO4-ის თანაობისას მიმდინარეობს. ამ რეაქციას კუჩეროვის რეაქცია ქვია. როდესაც ორგანულ რეაქციებში რაიმე კვადრატულ ფრჩხილებშია ჩასმული ეს ნიშნავს, რომ წარმოიქმნა შუალედური არამდგრადი ნივთიერება, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება. ამ პროდუქტების მოყვანა რეაქციის ტოლობაში ზოგჯერ აუცილებელია იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ რა გზით მიიღება საბოლოო პროდუქტი. ძმრის ალდეჰიდი ძალზედ მნიშვნელოვანი ნივთიერებაა და მასზე მოგვიანებით დაწვრი ლებით ვისაუბრებთ.3. აცეტილენი იჟანგება KMnO4-ის ხსნარით აღნიშვნა [O] საზოგადოდ მჟანგავის მოქმედებას, დაჟანგავს აღნიშნავს. მჟანგავი შეიძლება სხვადასხვა ნივთიერება იყოს. ამ შემთხვევაში მჟანგავია KMnO4.4. თუ აცეტილენს გავატარებთ Cu2Cl2ის ხსნარში მიიღება ვინილაცეტილენი. ვინილაცეტილენიდან შეიძლება ქლოროპრენის მიღება, რომლისგანაც კაუჩუკს იღებენ. გააქტივებულ ნახშირზე გატარებისას (t = 600-6500) ხდება აცეტილენის ციკლოტრიმერიზაცია. 3C2H2 C6H6 (ბენზოლი)
  6. 6. -6- (ციკლო – იმიტომ, რომ მიიღება ციკლური ნაერთი. ტრიმერიზაცია იმიტომ, რომ 3 მოლეკულა ერთიანდება) ბენზოლის აღნაგობას შემდეგ გაკვეთილებზე შევისწავლით.5. აცეტილენური წყალბადი შეიძლება ჩანაცვლდეს მეტალებით, მაგ: ამ რეაქციით შეიძლება განვასხვავოთ აცეტილენური ნაერთები, რომლებიც სამმაგ ბმასთან დაკავშირებულ წყალბადატომს შეიცავენ, სხვა ნახშირწყალბადებისგან. არც ერთი სხვა რიგის ნახშირწყალბადი ვერცხლის ოქსიდის ამიაკიან წყალთან ნალექს არ იძლევა.საშინაო დავალება:1. ტექნიკურ კალციუმის კარბიდში (CaC2) = 0,95. რამდენი ლიტრი აცეტილენი შეიძლება მივიღოთ 28გ ასეთი რეაქტივის წყალთან ურთიერთქმედებისას?2. რამდენი ლიტრი ჟანგბადი დაჭირდება დასაწვავად 20ლ აცეტილენს?3. დაწერეთ აცეტილენის ურთიერთქმედების ყველა შესაძლო რეაქცია Br2, HBr, I2, HI-თან.

×