Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

გაკვეთილი № 52

1,456 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

გაკვეთილი № 52

  1. 1. გაკვეთილი № 52 საშინაო დავალების შემოწმება : 1. ა) ბ) გ) VII ტესტის პასუხები 1. 4 2. 1 3. 3 4. 2 5. 2 6. 3 7. 2 8. 1 9. 4 10. 1 დისოციაციის ხარისხი როგორც ვთქვით დისოციაცია შექცევადი პროცესია. уელექტროლიტების ხსნარებშიიონებთან ერთად გვხვდება ელექტროლიტის მოლეკულები ან იონური წყვილები. ხსნარებში დამყარებული წონასწორობის რაოდენობრივად დასახასიათებლადშემოტანილია დისოციაციის ხარისხის ცნება. დისოციაციის ხარისხი არის იონებად
  2. 2. 2დაშლილი მოლეკულების რიცხვის (n) შეფარდება გახსნილი მოლეკულების საერთორიცხვთან (N). დისოციაციი ხარისხი ბერძნული ასო “ალფა” –თი აღინიშნება. = n/N α - დისოციაციის ხარისხის მნიშვნელობები იცვლება 0 – დან 1- მდე ან 0 – დან 100% -მდე. თუ α = 0,7 ეს ნიშნავს, რომ ხსნარში არსებული ყოველი ერთი მოლი ელექტროლიტიდანდისოცირებულია 0,7 მოლი. (უხეშად ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ ელექტროლიტის ყოველი 100მოლეკულიდან 70 არის დისოცირებული. პრაქტიკულად მოლეკულების ბევრად უფრო დიდრაოდენობასთან გვაქვს საქმე. (როგორც გვახსოვს, ერთი მოლი ნივთიერება 6,02 . 1023სტრუქტურულ ერთეულს შეიცავს.) დისოციაციის ხარისხის სიდიდე დამოკიდებულია ელექტროლიტის ბუნებაზე,. აგრეთვეკონცენტრაციაზე – რაც უფრო მცირეა ხსნარის კონცენტრაცია, მით უფრო მაღალა დისოციაციისხარისხი. სხვაგვარად, დისოციაციის ხარისხი იზრდება ხსნარის განზავებისას (გავიხსენოთხსნარის გაზავებისას ხსნარს უმატებენ წყალს). დისოციაციის ხარისხი იზრდება ხსნარისტემპერატურის გაზრდისას. დისოციაციის ხარისხის მიხედვით ელექტროლიტები იყოფა სამ ჯგუფად: ძლიერი, საშუალოდა სუსტი ელექტროლიტები. 0,1 მოლი/ლიტრი კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t = 150, მაშინ ელექტროლიტი,რომლის α > 30% ძლიერია. თუ 30% > α > 3% ელექტროლიტი საშუალო სიძლიერისაა დასუსტია თუ α < 3%. ძლიერი ელექტროლიტებია: თითქმის ყველა წყალში ხსნადი მარილი, წყალში ხსნადიჰიდროქსიდები – ტუტეები. მჟავებიდან ძლიერი ელექტროლიტებია: HClO4, HClO3, H2SO4,HNO3 HCl, HBr, HI. საერთოდ რაც უფრო უკეთაა დისოცირებული, მით უფრო ძლიერიამჟავა. საშუალო სიძლიერისაა: H3PO4, H3AsO4, HF, HCOOH (ჭიანჭველმჟავა). სუსტია: H2S, H2CO3, H3CCOOH (ძმარმჟავა) და თითქმის ყველა ორგანული მჟავა. სუსტ ელექტროლიტებს მიეკუთვნება წყალიც. ის დისოცირდება შემდეგი გზით: მაგრამ მისი დისოციაციის ხარისხი იმდენად მცირეა (α = 10-7) , რომ შეიძლება ითქვას,რომ წყალი პრაქტიკულად არადისოცირებადია. იონური მიმოცვლის რეაქციები :
  3. 3. 3 განვიხილოთ რეაქცია: HCl + NaOH → NaCl + H2O ეს რეაქცია წყალხსნარებში მიმდინარეობს.ხსნარებში მორეაგირე ნივთიერე ბე ბი (HCl დაNaOH) დისოცირებულნი არიან. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქიმიური რეაქცია იონებს შორისმიმდინარეობს. მიღებული ნივთიერებებიდან ერთი დისოცირებულია (NaCl), ხოლო მეორე (H2O)ძალიან სუსტი ელექტროლიტია და ამიტომ დისოცირებული არ არის. HCl + NaOH → NaCl + H2O ეს ქიმიური რეაქციის მოლეკულური ტოლობაა. ამ რეაქციაში თუ ყველა ძლიერ ელექტროლიტსჩავწერთ დისოცირებული სახით მივიღებთ: H+ + Cl- + Na+ + OH- → Na+ + Cl- + HOH ეს ქიმიური რეაქციის სრული იონური ტოლობაა. (H2O და HOH ერთი და იგივეა) შევკვეცოთ ორივე მხარეში ერთი და იგივე იონები: მივიღებთ იონური რეაქციის შემოკლებულ ტოლობას: ცხადია, რომ პრაქტიკულად რეაქციაში მხოლოდ ეს ორი იონი შედის. იგივე საბოლოო შემოკლებულ იონურ ტოლობას მივიღებთ სხვა მჟავისა და სხვა ტუტისურთიერთქმედებისას: შევკვეცოთ კოეფიციენტები
  4. 4. 4 იონური მიმოცვლის რეაქციები მიმდინარეობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც რეაქციისშედეგად მიიღება არადისოცირებული ნივთიერება, უხსნადი ან აირადი ნივთიერება. მაგ: ხ ხ ხ უ იონურად: როგორც გვახსოვს, ელექტროლიტური დისოციაცია წყალში გახსნისას მიმდინარეობს. რადგანCu(OH)2 წყალში უხსნადია, ის დისოცირებული არ იქნება. შევკვეცოთ ერთნაირი წევრებიმარჯვენა და მარცხენა მხარეში: (შემოკლებული იონური ტოლობა) როგორც ვხედავთ, შემოკლებული იონური ტოლობა გვიჩვენებს პრაქტიკულად რომელიიონები რეაგირებენ ერთმანეთთან. განვიხილოთ მომდევნო მაგალითი: იონურად: შემოკლებულად: როგორც გვახსოვს, მიმოცვლის რეაქციები არ მიმდინარეობს მაშინ, როცა ორ ხსნადნივთიერებას (ტუტე და ხსნადი მარილი ან ორი ხსნადი მარილი) შორის მიმოცვლისასორი ახალი ხსნადი ნივთიერება მიიღება. მაგ: იონურად: აშკარაა, რომ ასეთი მიმოცვლისას ახალი არაფერი მიიღება. ცხადია, ამ შემთხვევაში შემოკლებული იონური ტოლობა არ შეიძლება დაიწეროს. ე.ი. იონებს შორის ურთიერთქმედება არ მიმდინარეობს. განვიხილოთ კიდევ რამოდენიმე მაგალითი: Al2O3 ოქსიდია. ეს ოქსიდი წყალში არ იხსნება და ამიტომაც ის არადისოცირებულია.ამიტომ იონურ რაქციას შემდეგი სახე ექნება: შემოკლებული ტოლობა:
  5. 5. 5 კიდევ ერთი მაგალითი: Fe(OH)3 წყალში უხსნადია, ე.ი. არადისოცირებულია. შემოკლებულად: ყველა კოეფიციენტი ლუწია, ამიტომ შევკვეცოთ ორზე: იონურად: შემოკლებულად: იონურად: შემოკლებულად: იონურად: შემოკლებულად: შესაძლებელია შემოკლებული იონური ტოლობის შესაბამისი რეაქციის მოლეკულურიტოლობის შედგენა. მაგ: Ba2+ + SO42- → BaSO4 ამ შემოკლებულ განტოლობას შეესაბამება ნებისმიერი წყალში ხსნადი ბარიუმისმარილისა და SO42--ის შემცველი ნაერთის ურთიერთქმედება. ხსნადობის ცხრილშიმოვძებნოთ ასეთი და დავწეროთ მათი ურთიერთქმედება. მაგ: შეიძლება ავიღოთ Ba(OH)2, BaCl2, BaBr2, Ba(NO3)2 და ა.შ. და მათ შეიძლება დავუმატოთ: H2SO4, Na2SO4, K2SO4, FeSO4, Fe2(SO4)3, CuSO4 და ა.შ. 3Ba(NO3)2 + Fe2(SO4)3 → 3BaSO4 + 2Fe(NO3)3 იონურად: შემოკლებულად: შეკვეცილი: ასევეა:
  6. 6. 6საშინაო დავალება :1. რას გვიჩვენებს დისოციაციის ხარისხი?2. დაასრულეთ რეაქციების მოლეკულური განტოლობები და შეადგინეთ შესაბამისი იონური განტოლობები: HClO4 + NaOH → AgNO3 + K3PO4 → HMnO4 + KOH → AgNO3 + AlCl3 → H2SO4 + LiOH → K2S + Pb(NO3)2 → KOH + CuSO4 → Na2SO3 + HCl → NaOH + Fe2(SO4)3 → CaCO3 + HNO3 → Na3PO4 + CaCl2 → Na2S + H2SO4 → Cu(OH)2 + HCl → FeS + HCl → KOH + SO2 →3. შეადგინეთ შემოკლებული იონური განტოლების Ag+ + Cl- → AgCl შესაბამისი იონური და მოლეკულური განტოლებები.4. განიხილეთმჟავების, ფუძეების და მარილების ქიმიური თვისებები ელექტროლიტური დისოციაცის თეორიის თვალსაზრისით. DA

×