გაკვეთილი № 51

1,776 views

Published on

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
1,776
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
3
Actions
Shares
0
Downloads
8
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

გაკვეთილი № 51

  1. 1. გაკვეთილი № 51საშინაო დავალების შემოწმება1. მოც : n1 (SO2) = 5მოლი n1 (O2) = 3მოლი n2 (SO2) = 3მოლი ––––––––––––––––––––––––– უ .გ . K = ? შესაბამისი რეაქციის ტოლობააწონასწორულ სისტემაში გვაქვს რეაქციაში შეუსვლელი 3მოლი SO2, ე.ი. გარდაიქმნა 5– 3 = 2მოლი SO2 და წარმოიქმნა 2მოლი SO3. რეაქციის ტოლობა გვიჩვენებს: რამდენიმოლი SO2 გარდაიქმნება, იმდენივე მოლი SO3 წარმოიქმნება. ყოველ ორ მოლ SO2-თანშედის რეაქციაში 1მოლი O2. რეაქციაში შეუსვლელი რჩება 3 – 1 = 2მოლი O2. ე.ი.წონასწორობისას სარეაქციო არე შეიცავს 3მოლ SO2-ს, 2მოლ O2-ს და 2მოლ SO3-ს.წონასწორობისას ნივთიერებათა მოლური კონცენტრაციებია[SO3] = = =0,2 მოლი/ლანალოგიურად [SO2] = =0,3მოლი/ლ [O2] = =0,2 მოლი/ლ რეაქციისთვის KK=[SO3]2/[SO2]2[O2]=0,22/0,32·0,2=2,22. 2SO2 + O2 → 2SO3 ა) როგორც ვხედავთ პირდაპირი რეაქცია მიმდინარეობს მოცულობის შემცირებით (2 + 1 მოცულობა მორეაგირე ნივთიერებები გარდაიქმნებიან და 2 მოცულობა რეაქციის პროდუქტი მიიღება). ამიტომ წნევის შემცირებისას წონასწორობა მოცულობის გაზრდის მხარეს ანუ შებრუნებული რეაქციის მიმართულებით გადაიხრება. ბ) ტემპერატურის გაზრდისას წონასწორობა ენდოთერმული რეაქციის ანუ შებრუნებული რეაქციის მიმართულებით გადაიხრება. გ) წონასწორობა მარჯვნივ, ანუ O2ის გარდაქმნის მიმართულებითაა გადახრილი.VII ტესტი1. რომელი დებულებაა მცდარი?
  2. 2. 2 1. მარტივი ნივთიერებების თვისებები პერიოდულ დამოკიდებულებაშია ელემენტის ატომგულის მუხტის სიდიდესთან 2. რაც უფრო ადვილად გასცემს ელემენტის ატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერია მისი მეტალური ბუნება 3. ერთიდაიგივე პერიოდში ტუტე მეტალებს ყველაზე უფრო დაბალი ატომგულის მუხტი აქვთ 4. ელემენტებს შორის ტუტე მეტალებს ყველაზე მცირე ატომური რადიუსი აქვთ 2. რომელი დებულებაა მცდარი? 1. ჯგუფში მოთავსებული ელემენტების დაჟანგულობის ხარისხის მინიმალური მნიშვნელობა რიცხობრივად ემთხვევა ჯგუფის ნომერს 2. ვალენტობა ელემენტის ატომის მიერ ქიმიური ბმის წარმოქმნის უნარია 3. რამდენი გაუწყვილებელი ელექტრონიც აქვს ელემენტის ატომს, იმდენივე კოვალენტური ბმის წარმოქმნა შეუძლია 4. ერთნაირი ატომგულის მუხტის მქონე ატომთა ერთობლიობას ქიმიური ელემენტი ეწოდება 3. 1გ ნივთიერება გახსნილია 9გ წყალში. რას უდრის ხსნარის მასური წილი და რამდენ %-იანი ყოფილა ხსნარი? 1. 0,1 და 1% 2. 0,9 და 9% 3. 0,1 და 10% 4. 0,1 და 0,1%თუ 10ლ ხსნარი შეიცავს 5 მოლ ნივთიერებას, მაშინ ხსნარის მოლური კონცენტრაციაიქნება: 1. 0,5 2. 1 3. 5 4. 10 3. ქიმიური რეაქციის სიჩქარე არის: ა. მიღებული ნივთიერებების კონცენტრაციების ფარდობა აღებული ნივთიერებების კონცენტრაციებთან ბ. მორეაგირე ნივთიერებების მოლური კონცენტრაციების ცვლილება დროის ერ- თეულში გ. ის საწყისი სიჩქარე, რომლითაც იწყება რეაქცია დ. ის მინიმალური დრო, რომელიც საჭიროა რეაქციის დასაწყებად 5. 2A+B რეაქციაში როგორ შეიცვლება ქიმიური რეაქციის სიჩქარე. თუ [A]-ს გავადიდებთ 2-ჯერ და [B]-ს შევამცირებთ ორჯერ
  3. 3. 3 1. არ შეიცვლება 2. 2-ჯერ გაიზრდება 3. 2-ჯერ შემცირდება 4. 4-ჯერ გაიზრდება 6. კატალიზატორი ნივთიერებაა, რომელიც: 1. ქიმიური რეაქციის დროს იხარჯება და ცვლის ქიმიური რეაქციის სიჩქარეს 2. ქიმიური რეაქციის დროს არ იხარჯება, მაგრამ არ ცვლის ქიმიური რეაქციის სიჩქარეს 3. ქიმიური რეაქციის დროს არ იხარჯება, მაგრამ ცვლის ქიმიური რეაქციის სიჩქარეს 4. ზრდის პირდაპირ რაქციის სიჩქარეს და ანელებს შექცევადი რეაქციის სიჩქარეს 7. შექცევადი რეაქციაა: 8. წონასწორულ რეაქციაში ა. წონასწორობა გადაიხრება მაცხნივ, ანუ ენდოთერმული რეაქციის მიმართულებით, თუ: 1. გავზრდით ტემპერატურას 2. შევამცირებთ ტემპერატურას 3. შევიტანთ კატალიზატორს 4. გავზრდით წნევას ბ. წონასწორობა გადაინაცვლებს მარჯვნივ, თუ: 1. გავზრდით წნევას 2. შევამცირებთ წნევას 5. შევიტანთ კატალიზატორს 4. არცერთი პასუხი არ არის სწორი 9. პირდაპირი რეაქციის მიმდინარეობისას 4 მოცულობა აირებიდან მიიღება 2მოცულობა აირი. საით გადაიხრება წონასწორობა, თუ შევამცირებთ წნევას: ა. მარცხნივ ბ. მარჯვნივ გ. წნევის ცვლილება წონასწორობაზე არ იმოქმედებს
  4. 4. 4 დ. პასუხები არასწორია ელექტროლიტური დისოციაცია ელექროლიტები და არაელექტროლიტები : ნივთიერებებს, რომელთა წყალხსნარები და ნალღობები ატარებენ ელექტრულ დენსელექტროლიტები ეწოდებათ. ელექტროლიტებია მჟავები, მეტალთა ჰიდროქსიდები დამარილები. არაელექტროლიტები წყალში გახსნილ ან გამლღვალ მდგომარეობაშიელექტრულ დენს არ ატარებენ. არაელექტროლიტებია თითქმის ყველა ორგანულინივთიერება და არაორგანულ ნივთიერებათა ერთი ნაწილი. ელექტროლიტები იონური ან პოლარულ-კოვალენტური ბმის შემცველინივთიერებებია. არაელექტროლიტის მოლეკულები კი მხოლო არაპოლარუ-კოვალენტურბმებს შეიცავენ. ელექტროლიტური დისოციაციის დებულებები : 1. ელექტროლიტები წყალში გახსნისას ან გალღობისას იშლებიან (დისოცირდებიან) დადებითად და უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკებად, რომლებსაც იონები ეწოდებათ. იონები წყალხსნარებში (ნალღობებში) ქაოსურად მოძრაობენ. 2. მიღებულ ხსნარში (ნალღობში) მუდმივი ელექტრული დენის გატარებისას დადებითად დამუხტული იონები იწყებენ მოწესრიგებულ მოძრაობას უარყოფითად დამუხტული ელექტროდისაკენ – კათოდისაკენ. ამიტომ მათ კათიონები (სიტყვასიტყვით “კათოდისაკენ მავალი”) ეწოდებათ, ხოლო უარყოფითად დამუხტული იონები კი დადებითი ელექტროდისაკენ – ანოდისაკენ. უარყოფით იონებს ანიონებს უწოდებენ. 3. დისოციაცია შექცევადი პროცესია. დისოციაციის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს მისი საწინააღმდეგო პროცესი, რომელსაც ასოციაცია ეწოდება. ამ დროს საწინააღმდეგოდ დამუხტული იონების ურთიერთქმედებისას ელექტროლიტის მოლეკულები ან იონური წყვილები მიიღება: სადაც KA ელექტროლიტია. K+ კათიონია, A- ანიონია. პირდაპირი რეაქცია დისოციაციაა, შებრუნებული – ასოციაცია. ელექტროლიტური დისოციაციის მექანიზმი : წყლის მოლეკულა პოლარულია. ამ მოლეკულებში მუხტები ასეა განაწილებული: შეიძლება წყლის მოლეკულა განვიხილოთ როგორც დიპოლი (ნაწილაკი, რომელსაცბოლოები საპირისპიროდ აქვს დამუხტული) H – OH ანუ როდესაც იონურ კრისტალს ვათავსებთ წყალში, მაშინ კრისტალის ზედაპირზემოთავსებული იონების მიმართ ორიენტირდება წყლის დიპოლები. კერძოდ კათიონებისგარშემო ლაგდებიან წყლის მოლეკულები უარყოფითი პოლუსით, ხოლო ანიონებისგარშემო – დადებითი პოლუსით. ამ პროცესს ჰიდრატაცია ქვია. იონებს და დიპოლებს
  5. 5. 5შორის ჰიდრატაციის შედეგად აღიძვრებიან ურთიერთ მიზიდვის ძალები, იონებს შორისმიზიდვის ძალები სუსტდება, წყლის მოლეკულებთან დაკავშირებული ანუჰიდრატირებული იონები წყდებიან კრის ტალს და გადადიან ხსნარში. ანუ როდესაც წყალში იხსნება პოლარულ-კოვალენტური ბმის შემცველი ნაერთები,შესაბამისი მოლეკულის გარშემო, რომელიც თვითონ შეიძლება განვიხილოთ როგორცდიპოლი, ორიენტირდებიან წყლის დიპოლები. ელექტროლიტის მოლეკულასა და წყლისდიპოლების ურთიერთქმედებისას ელექტროლიტის პოლერულ-კოვალენტური ბმისწარმომქმნელი საზიარო ელექტრონული წყვილის გადახრა ხდება უარყოფითადდამუხტული ბოლოსაკენ, რასაც ჯერ იონური წყვილის, შემდეგ კი დისოცირებულიიონების წარმოქმნა მოყვება. დისოციაცია შექცევადი პროცესია. მისი საწინააღმდეგო პროცესია ასოციაცია:წყალხსნარში თავისუფლად მოძრავი საწინააღმდეგოდ დამუხტული იონებისშეჯახებისას წარმოიქმმნებიან იონური წყვილები ან მოლეკულები. ეს პროცესიდამუხრუჭებულია. ამ მოვლენის ასახსნელად გავიხსენოთ კულონის კანონი: F= სადაც F დამუხტულ ნაწილაკებს შორის მიზიდულობის ძალაა; q1 და q1 ნაწილაკების მუხტების სიდიდეა; r ნაწილაკებს შორის მანძილია; დიელექტრიკული მუდმივაა და გვიჩვენებს რამდენჯერ მცირდებამოცემულ გარემოში საწინააღმდეგოდ დამუხტული ნაწილაკებს შორისურთიეთმიზიდვის ძალა უჰაერო სივრცესთან შედარებით. ხსნარებში იონები ურთიერთმოქმედებენ წყალთან და წარმოქმნიან ჩვეულებრივიონებთან შედარებით საკმაოდ დიდი ზომის აგრეგატებს – ჰიდრატირებულ იონებს. ამისგამო იზრდება იონებს შორის მანძილი. ამასტანავე წყლისათვის დიელექტრიკულიმუდმივა საკმაოდ მაღალია . ე.ი. წყალში იონების ურთიერთმიზიდვა 80 –ჯერ არის შესუსტებული უჰაერო სივრცესთან შედარებით. ორივე ეს ფაქტორიამუხრუჭებს ასოციაციის პროცესს. მჟავების , ფუძეების და მარილების დისოციაცია : ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის თანახმად მჟავა ისეთი ელექტროლიტია,რომელიც წყალში გახსნისას დისოცირდება წყალბადის კათიონების და მჟავას ნაშთისანიონების წარმოქმნით მაგ: მრავალფუძიანი მჟავები საფეხურეობრივად დისოცირდებიან. მაგ: ან შეჯამებულად:
  6. 6. 6 როგორც აღვნიშნეთ წყალხსნარებში იონები ჰიდრატირებული სახითაა, ამიტომწყალბადის კათიონი დონორ-აქცეპტორული პრინციპის შესაბამისად წყლისმოლეკულასთან მიერთების შედეგად წარმოქმნის ჰიდროქსონიუმის იონს: H3O+, მაგრამ სიმარტივისათვის რეაქციის ტოლობებში იყენებენ იონებისარაჰიდრატირებულ ფორმულებს. ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის თანახმად ფუძე ისეთი ელექტროლიტია,რომელიც წყალში გახსნისას დისოცირდება მეტალის კათიონებად და ჰიდროქსიდანიონებად. ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის თანახმად მარილები ისეთიელექტროლიტია, რომელიც წყალში გახსნისას დისოცირდება მეტალის კათიონებად დამჟავას ნაშთის ანიონებად. როგორც ვხედავთ იონის მუხტი სიდიდით შეიძლება იყოს ერთის ტოლიც და უფრომეტიც. მუხტის სიდიდე იწერება ფორმულის მარჯვნივ ზედა კუთხეში. ამასთან ჯერიწერება რიცხვი და შემდეგ ნიშანი. საშიანო დავალება : 1. რა არის ელექტროლიტი და არაელექტროლიტი? რა განსხვავებაა მათ აღნაგობაში? 2. ჩამოაყალიბეთ თქვენი სიტყვებით ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის დებულებები. 3. დაწერეთ შემდეგ ელექტროლიტთა დისოციაციის რეაქციათა ტოლობები: a. HClO4, HClO3, HMnO4, H2CrO4, H3PO4. (ბოლო ორი საფეხურეობრივად) b. KOH, Ba(OH)2, Sr(OH)2, LiOH. გ) K3PO4, Ba(NO3)2, Na2CO3, K2Cr2O7, Na3AsO4.

×