Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

გაკვეთილი № 5

633 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 5

  1. 1. გაკვეთილი № 5 საშინაო დავალების შემოწმება: 1. KClO3 + 6HCl → KCl + 3H2O + 3Cl2 K2Cr2O7 + 14HCl → 2KCl + 2CrCl3 + 7H2O + 3Cl2 PbO2 + 4HCl → PbCl2 + 2H2O + Cl2 2. M (ჰაერ) = 29გ/მოლი M (Cl2) = 71გ/მოლი Dჰაერ = M (Cl2) / M (ჰაერ) = 71 / 29 = 2,5 3. Zn + Cl2 → ZnCl2 2As + 5Cl2 → 2AsCl5 Mg + Cl2 → MgCl2 Si + 2Cl2 → SiCl4 2Al + 3Cl2 → 2AlCl3 S + Cl2 → SCl2 ქლორწყალბადი და მარილმჟავა ქლორწყალბადი – HCl უფერო, მძაფრი სუნის აირია. წყალში ძალიან კარგად იხსნება. მისწყალხსნარს ქლორწყალბადმჟავა ანუ მარილმჟავა ეწოდება. ქლორწყალბადისა დაშესაბამისად მარილმჟავას მიღების ორი ძირითადი ხერხი არსებობს: 1. სინთეზური ხერხი H2 + Cl2 → 2HCl 2. სულფატური ხერხი მიღებული აირის წყალში გახსნისას მიიღება მარილმჟავა. მარილმჟავას ხსნარში ქლორწყალბადის მაქსიმალური მასური წილი შეიძლება იყოს (HCl) = 37%. ქიმიური თვისებები მარილმჟავა ძლიერი მჟავაა. ხსნარში თითქმის მთლიანადაა დისოცირებული მას მჟავების ყველა თვისება ახასიათებს: 1. მარილმჟავა რეაგირებს ყველა მეტალთან, რომლებიც მეტალთა აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივაა მოთავსებული (არ რეაგირებს: Cu, Hg, Ag, Au). მაგ: Zn + 2HCl → ZnCl2 + H2 Fe + 2HCl → FeCl2 + H2აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რკინა ქლორთან FeCl3, ხოლო მარილმჟავასთან FeCl2სწარმოქმნის . 2. მარილმჟავა რეაგირებს ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან CuO + 2HCl → CuCl2 + H2O HgO + 2HCl → HgCl2 + H2O
  2. 2. 2 Al2O3 + 6HCl → 2AlCl3 + 3H2O 3. მარილმჟავა რეაგირებს მეტალთა ჰიდროქსიდებთან (როგორც ხსნად, ასევე უხსნად და ამფოტერულ ჰოდროქსიდებთან) KOH + 2HCl → KCl + H2O Cu(OH)2 + 2HCl → CuCl2 + 2H2O Al(OH)3 + 3HCl → AlCl3 + 3H2O 4. მარილმჟავა რეაგირებს მარილებთან. როგორც გვახსოვს ამ ტიპის რეაქციები მიმდინარეობს მაშინ, როცა მიიღება მჟავაში უხსნადი ნალექი ან გამოიყოფა აირი. CaCO3 + 2HCl → CaCl2 + H2O + CO2↑ AgNO3 + HCl → AgCl↓ + HNO3 AgCl↓ თეთრი ფერის ნალექია. არ იხსნება აზოტმჟავაში. ეს რეაქცია Cl- იონის აღმომჩენი რეაქციაა. Ag+ + Cl- → AgCl ქლორიდები მარილმჟავას მარილებს ქლორიდები ქვიათ. ქლორიდებიდან ყველაზე მნიშვნელოვანიანატრიუმის ქლორიდი – NaCl – სუფრის მარილი. უმნიშვნელოვანესი ნივთიერებააადამიანის ცხოვრებისათვის. ყოველდღიურად საჭმელთან ერთად დაახლოებით 2გ სუფრისმარილს ვღებულობთ. NaCl–ის 0,9%-იანი ხსნარი “ფიზიოლოგიური ხსნარის” სახელითააცნობილი. NaCl გამოიყენება ქლორის, ქლორწყალბადის, ნატრიუმის ტუტის და სხვანივთიერებების მისაღებად. გამოიყენება როგორც ანტისეპტიკი ხორცის, ბოსტნეულის დასხვა საკვები პროდუქტების შესანახად. კალიუმის ქლორიდი – KCl გამოიყენება კალიუმის ტუტის მისაღებად. ასევე სოფლისმეურნეობაში როგორც კალიუმოვანი მინერალური სასუქი. კალციუმის ქლორიდი – CaCl2 ძირითადად გვხვდება კრისტალჰიდრატის CaCl2 . 6H2Oსახით. გამოიყენება მედიცინაში როგორც სისხლდენის შემაჩერებელი, აგრეთვე ალერგიისადა რაქიტის საწინააღმდეგო საშუალება. ვერცხლის ქლორიდი - AgCl გამოიყენებოდა ფოტოგრაფიაში. როგორც შუქმგრძნობიარენივთიერება ის გამოიყენება ფოტოფირების და ფოტოქაღალდების დასამზადებლად.სინათლის გავლენით თეთრი ფერის ნივთიერება იშლება მუქი ფერის ვერცხლის გამოყოფით 2AgCl → 2Ag + Cl2 ცინკის ქლორიდი - ZnCl2 მომწამვლელი ნივთიერებაა. გამოიყენება ხის ნაკეთობებისლპობისგან დასაცავად. განსაკუთრებით ხის შპალების გასაჟღენთად. საშინაო დავალება: 1. როგორი იქნება ხსნარში მარილმჟავას მასური წილი თუ ნ.პ. 300ლ HCl-ს გავხსნით 1ლ წყალში? 2. რამდენი მლ 20%-იანი მარილმჟავას ხსნარის (( = 1,1) მიღება შეიძლება 100გ NaCl- ისგან სულფატური ხერხით?
  3. 3. 33. დაწერეთ მარილმჟავას და მეტალების, ფუძე და ამფოტერული ოქსიდების, მეტალთა ჰიდროქსიდების, მარილების ურთიერთქმედების რეაქციების როგორც მოლეკულური ისე იონური ტოლობები.

×