Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

გაკვეთილი № 3

197 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 3

  1. 1. გაკვეთილი № 3 საშინაო დავალების შემოწმება: 1. პენტანი 2-მეთილბუტანი 2,2-დიმეთილპროპანი2)
  2. 2. -2-3) ა)ბ)გ) ნაჯერი ნახშირწყალბადების მიღება: 1. ნაჯერი ნახშირწყალბადები მიიღება შესაბამისი უჯერი ნახშირწყალბადების ჰიდრირების გზით. ამ რეაქციებს მოგვიანებით გავეცნობით. 2. ვიურცის რეაქცია. ეს რეაქცია ალკილჰალოგენიდების და ნატრიუმის ურთიერთქმედებით მიმდინარეობს. მაგ: შეჯამებულად 3. ნაჯერი ნახშირწყალბადების გამოყოფა ხდება ბუნებრივი აირის, ნავთობის თანამდე აირების და ნავთობის გადამუშავებისას. ნაჯერი ნახშირწყალბადების ქიმიური თვისებები: 1. ნაჯერი ნახშირწყალბადები იწვიან
  3. 3. -3- (დავიმახსოვროთ თუ ნახშირწყალბადის მოლეკულაში წყალბადატომების შემცველობის შესაბამისი რიცხვი არ იყოფა 4-ზე, მაშინ ტოლობისათვის საჭიროა ავიღოთ 2 მოლეკულა ნახშირწყალბადი, ხოლო თუ იყოფა – პირდაპირ შეიძლება გავატოლოთ: ზოგადად2. ნაჯერი ნახშირწყალბადები რეაგირებენ ჰალოგენებთან C2H6 + Cl2 C2H5Cl + HCl C2H5Cl + Cl2 C2H4Cl2 + HCl მაღალი რიგის ნახშირწყალბადებთან, მაგ: შემდეგ –CH2- ფრანგმეტის წყალბადთან, ხოლო ყველაზე ნაკლებ საალბათოა – CH3 ფრაგმენტების წყალბადატომებთან. საერთოდ დავიმახსოვროთ, რომ ა ატომს მეოთხეული ნახშირბადი ქვია (დაკავშირებულია 4 ატომ ნახშირბადთან) ბ ატომს მესამეული ნახშირბადი ქვია (დაკავშირებულია 3 ატომ ნახშირბადთან) გ ატომს მეორეული ნახშირბადი ქვია (დაკავშირებულია 2 ატომ ნახშირბადთან) დ ატომს პირველადი ნახშირბადი ქვია (დაკავშირებულია 1 ატომ ნახშირბადთან) დავიმახსოვროთ: ქლორის ატომის ჩანაცვლება უპირატესად მიმდინარეობს მესამეულ ნახშირბადატომთან, შემდეგ მეორეულთან და ბოლოს პირველადთან.
  4. 4. -4- ციკლური ნახშირწყალბადები ზემოაღნიშნულ ნახშირწყალბადებს ღიაჯაჭვიანი ნახშირწყალბადები ქვიათ. ნახშირბადატომებმა შეიძლება “შეკრული ჯაჭვიც” წარმოქმნან. მაგ: შესაბამისი ნახშირწყალბადებია სახელი იწარმოება ნახშირბადატომების რაოდენობის მიხედვით წინსართ ციკლო-ს დამატებით. ამ ნახშირწყალბადებს ციკლური ნახშირწყალბადები ეწოდებათ(ციკლოალკანები). ციკლოალკანების ზოგადი ფორმულაა CnH2n. ამ ნაერთებშიც ისევეროგორც ნაჯერ ნახშირწყალბადებში ნახშირბადატომების გარე შრის ელექტრონებისჰიბრიდიზაციაა – sp3. კუთხე C – C – C უნდა იყოს 109028’. ციკლოპროპანში დაციკლობუტანში შესაბამისად ეს კუთხე 600 და 900, რაც იწვევს მოლეკულაში საკმაოდდიდ დაძაბულობას და ეს ციკლები საკმაოდ ადვილად იხლიჩებიან. ციკლოპენტანიდა უფრო დიდი ციკლები მდგრადებია და მათი ქიმიური თვისებები ჩვეულებრივიალკანების თვისებებისგან არ განსხვავდებიან. ქიმიური თვისებები: 1. ციკლური ნახშირწყალბადები ჰაერზე იწვიან: 2. ურთიერთქმედება ჰალოგენებთან: ქლორი ხლეჩს ციკლოპროპანის მოლეკულას ციკლოპენტანი მდგრადი ციკლია და მასთან ქლორირება ალკანების ქლორირების მსგავსად მიმდინარეობს
  5. 5. -5- აქვე ავღნიშნოთ, რომ ციკლურ ნაერთებში შეიძლება წყალბადის ნაცვლად რაიმე ორგანული ჯგუფი იყოს ჩანაცვლებული, მაგ: გავეცნოთ ორგანულ ქიმიაში ამოცანების ამოხსნის ზოგიერთ სპეციკფიურ ხერხს: ამოცანა #1 : ნაჯერი ნახშირწყალბადის მოლეკულური მასაა 72გ/მოლი.დაადგინეთ ფორმულა. ამოხსნა: მოც: CnHn+2 M(CnHn+2)=72გ/მოლი ––––––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. ფორმულა M(C) = 12გ/მოლი M(H) = 1გ/მოლი M = 12 · n + 2n + 2 12n + 2n + 2 = 72 14n = 70 n=5 პასუხი: ნაჯერი ნახშირწყალბადის ფორმულაა C5H12 ამოცანა#2 : ნაჯერი ნახშირწყალბადის მოლეკულაში 22 წყალბადატომია.დაადგინეთ ნახშირწყალბადის ფორმულა. ამოხსნა: მოც: CnH2n+2 H2n+2= H22 –––––––––––––––––––––––– უ.გ. ფორმულა წყალბადატომების რაოდენობა ნახშირწყალბადის მოლეკულაში შეესაბამება 2n+2,სადაც n ნახშირბადატომების რაოდენობაა, აქედან 2n+2=22 n=10 პასუხი: ნაჯერი ნახშირწყალბადის ფორმულაა C10H22
  6. 6. -6- ამოცანა#3: 5,6ლ (ნ.პ.) ნაჯერი ნახშირწყალბადის წვისას მიიღება 16,8ლ (ნ.პ.)CO2 და 18გ წყალი. დაადგინეთ ნახშირწყალბადის ფორმულა. ამოხსნა: მოც: V0(CnH2n+2) = 5,6ლ V0(CO2) = 16,8ლ M(H2O) = 18გ ––––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. ფორმულა მსგავსი ამოცანის ამოხსნისას დავიმახსოვროთ, რომ ნებისმიერი ორგანულინივთიერების წვისას 1 მოლი ნივთიერებისგან რამდენი მოლი ნახშირორჟანგიცმიიღება იმდენივე ატომი ნახშირბადია საძიებელ მოლეკულაში. რამდენი მოლიწყალიც მიიღება 1 მოლი ნივთიერების წვისას, ორჯერ იმდენი წყალბადის ატომიაორგანული ნივთიერების მოლეკულაში. ცხადია, რომ 5,6ლ (ნ.პ.) ნახშირწყალბადი არის n(CnH2n+2) : n(CO2) = 0.25 : 0,75 = 1 : 3 n(CnH2n+2) : n(H2) = 0,25 : 1 = 1 : 4 ე.ი. ნახშირწყალბადის მოლეკულაში 3 ატომი ნახშირბადია და 4  2 = 8 ატომიწყალბადი. პასუხი: საძიებელი ფორმულაა C3H8 საშინაო დავალება: 1. დაადგინეთ ნაჯერი ნახშირწყალბადის ფორმულა თუ ის a. 8 ატომ ნახშირბადს შეიცავს
  7. 7. -7- b. 26 ატომ წყალბადს შეიცავს ე) 11,2ლ ნახშირწყალბადის წვისას მიიღება 22,4ლ CO2 და 27გ წყალი.2. დაწერეთ 1,2,4-ტრიმეთილციკლოპენტანის ფორმულა3. დაარქვით სახელი შემდეგ ნაერთებს

×