Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
გაკვეთილი № 21  საშინაო დავალების შემოწმება:  1.   V(ლუდის)=2271,2ლ  2.   V(სპირიტს)-35,5ლ  3.   ცელულოზა შედგება -გლუკოზ...
-2-  ამინების მიღება:   1.    ამინების მიღება შეიძლება შესაბამისი ნიტრონაერთების აღდგენით:                          RNO2 ...
-3-  ცხადია, რომ ამიაკის მოლეკულაში თავისუფალი ელექტრონული წყვილიადვილად იერთებს H+ იონს დონორ-აქცეპტორული პრინციპით და წა...
-4-  თავის   მხრივ       ამინოჯგუფის          გავლენის       გამო     2,   4,   6   მდგომარეობაშიგაადვილებულია ჩანაცვლების...
-5-  მაგ:                    O              CH2CHCH2C    -ამინოერბოს მჟავა, 3-ამინობუტნმჟავა                  ...
-6-    ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს:    OCNH           ჯგუფს პეპტიდურ (ამიდურ) ბმას უწოდებენ. შესაბამის პოლიმერებსპოლ...
-7-საშინაო დავალება:1.   რამდენი გრამი ანილინი შეიძლება მივიღოთ 20გ ბენზოლისგან ნიტრირების     და ნიტრობენზოლის აღდგენის გ...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

გაკვეთილი № 21

373 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 21

  1. 1. გაკვეთილი № 21 საშინაო დავალების შემოწმება: 1. V(ლუდის)=2271,2ლ 2. V(სპირიტს)-35,5ლ 3. ცელულოზა შედგება -გლუკოზის ნაშთებისგან, სახამებელი -გლუკოზის ნაშთებისგან. ცელულოზის მოლეკულას ხაზოვანი აღნაგობა აქვს, სახამებელს როგორც ხაზოვანი ისე განტოტვილი. ამინები ამიაკის მოლეკულაში თუ წყალბადის ატომებს ჩავანაცვლებთ ორგანულირადიკალებით, მივიღებთ ნაერთებს, რომლებსაც ამინები ქვიათ. მაგ: H  RNH RNH2 მაგ: CH3NH2პირველადი ამინი მეთილამინი R CH3   RNH R2NH მაგ: (CH3)2NH CH3NHმეორადი ამინი დიმეთილამინი R CH3   RNR R3N მაგ: (CH3)3N H3CNCH3მესამეული ამინი ტრიმეთილამინი H3CNC2H5 მეთილ-ეთილ-ფენილამინი
  2. 2. -2- ამინების მიღება: 1. ამინების მიღება შეიძლება შესაბამისი ნიტრონაერთების აღდგენით: RNO2 + 6H  RNH2 + 2H2O H – ატომური წყალბადია. სარეაქციო არეში ერთად ათავსებენ ნიტრონაერთს, რკინას და მარილმჟავას. რკინისა და მარილმჟავას ურთიერთქმედებისას გამოიყოფა ატომური წყალბადი: Fe + 2HCl  FeCl2 + 2H ამ რეაქციაში მხოლოდ ატომური წყალბადი შედის. რადგან ატომური წყალბადი ბევრად უფრო რეაქციისუნარიანია, ვიდრე მოლეკულური. 2. ამიაკის თანდათანობით ალკილირებით შესაძლებელია ამინების მიღება: RI + NH3  RNH2 + HI RI + RNH2  RNHR + HI R  RI + RNHR  RNR + HIრეაქციის შედეგად გამოყოფილ HI-ს ჭარბად აღებული ამიაკი იერთებს: NH3 + HI  NH4I ამინების ფიზიკური და ქიმიური თვისებები: ამინების პირველი წარმომადგენლები სპეციფიკური სუნის მქონე აირებია. წყალშიკარგად იხსნებიან. ორგანული რადიკალების სიდიდისა და რაოდენობის ზრდასთანერთად იკლებს მათი წყალში ხსნადობა და იმატებს დუღილის ტემპერატურა. ამინები ფუძე ბუნების ნაერთებია. ამინებს, ისევე როგორც ამიაკს, შეუძლიათმჟავებთან მარილების წარმოქმნა, მაგ: H3N : + HCl  [NH4]+Cl─ ამონიუმის ქლორიდი .. CH3NH2 + HCl  [CH3NH3]+Cl─ მეთილ ამონიუმის ქლორიდი ამ მარილის ჩაწერა შეიძლება ასეც: CH3NH2 .HCl ეს მარილები ტუტეებთან ურთიერთქმედებისას ისევ ამინებს წარმოქმნიან: [CH3NH3]+Cl─ + NaOH  CH3NH2 + NaCl + H2O
  3. 3. -3- ცხადია, რომ ამიაკის მოლეკულაში თავისუფალი ელექტრონული წყვილიადვილად იერთებს H+ იონს დონორ-აქცეპტორული პრინციპით და წარმოქმნის [NH4]+იონს. ალკილამინები ამიაკზე უფრო ძლიერი ფუძეებია, რადგან ალკილის რადიკალებიგანიზიდავენ ელექტრონებს და ამით იზრდება უარყოფითი მუხტი აზოტის ატომზე,რის გამოც ის კიდევ უფრო ადვილად იერთებს H+ იონს. .. CH3  NH2 კიდევ უფრო ძლიერი ფუძეებია (H3C)2NH და (H3C)3N ანილინი ანილინი ანუ ფენილამინი NH2 მიიღება ნიტრობენზოლის აღდგენით: NO2 NH2 + 6H  + 2H2O ანილინი უფერო, სპეციფიკური სუნის მქონე სითხეა. წყალზე ოდნავ მძიმეა,წყალში ცუდად იხსნება. ჰაერზე დაჟანგვის გამო მოყვითალო ფერს იღებს, ძლიერიდაჟანგვისას ყავისფერს. მომწამლავია. ფენილის ჯგუფის გავლენით მისი ფუძე ბუნება შესუსტებულია, ამიტომ ისმარილებს მხოლოდ ძლიერ მჟავებთან წარმოქმნის: NH2 NH3 + + HCl  Cl─
  4. 4. -4- თავის მხრივ ამინოჯგუფის გავლენის გამო 2, 4, 6 მდგომარეობაშიგაადვილებულია ჩანაცვლების რეაქციები. მაგ: NH2 NH2 Br Br + 3Br2  + 3HBr Br 2,4,6-ტრიბრომანილინი ანილინის გარდაქმნით ბევრი მნიშვნელოვანი ნივთიერება მიიღება, მათ შორის ე.წ.სულფამიდური პრეპარატები, რომლებიც ძალიან ფართოდ გამოიყენებოდამედიცინაში ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე. დიდი რაოდენობით ანილინიგადამუშავდება საღებრების მისაღებად. ამინომჟავები ამინომჟავები ამინო და კარბოქსილის ჯგუფების შემცველი ნაერთებია. უმარტივესი ამინომჟავაა ამინოძმარმჟავა: O CH2C  NH2 OH ამინოძმარმჟავა, გლიცინი შემდეგი ამინომჟავებია O O CH3CH2C ან CH2CH2C  OH  NH2 NH2 OH-ამინოპროპიონმჟავა -ამინოპროპიონმჟავა2-ამინოპროპანმჟავა 3-ამინოპროპანმჟავა კარბოქსილის ჯგუფის მიმართ ამინოჯგუფის ადგილმდებარეობისაღსანიშნავად იყენებენ ბერძნულ ასოებს.  O ……. CCCCC და ა.შ. OH
  5. 5. -5- მაგ:  O CH2CHCH2C -ამინოერბოს მჟავა, 3-ამინობუტნმჟავა  NH OH 2 ამინომჟავების მიღებასა და თვისებებს გავეცნობით ამინოძმარმჟავას მაგალითზე. მიღება: კარბომჟავას ქლორირებით და მიღებული ნაერთის ამიაკთანურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება ამინომჟავა: O O H3CC + Cl2  CH2C + HCl OH  Cl OH O O CH2C + 2NH3  CH2C + NH4Cl  OH  Cl NH2 OH ამინომჟავები ამფოტერული ნაერთებია. მჟავას თვისებებს განაპირობებსკარბოქსილის ჯგუფი (-COOH), ხოლო ფუძე თვისებებს ამინო ჯგუფი (-NH2). წყალში გახსნისას ადგილი აქვს შემდეგ პროცესს. H2NCH2COOH H2NCH2COO─ + H+ H3NCH2COO─ დისოციაციის შედეგად მიღებულიწყალბადის კათიონი უერთდება ამინოჯგუფსდა წარმოიქმნება დიპოლი. (დიპოლი ისეთ სისტემებს ეწოდებათ, რომლებსაცბოლოები საწინააღმდეგოდ აქვთ დამუხტული). ამინომჟავებს ახასიათებთ კარბონმჟავების მსგავსი რეაქციები. მაგ: H2NCH2COOH + NaOH  H2NCH2COONa + H2O H2NCH2COOH + CH3OH  H2NCH2COOCH3 + H2O აგრეთვე როგორც ფუძეები რეაგირებენ მჟავებთან: H2NCH2COOH + HCl  [H3N+CH2COOH]Cl─ ანუ CH2COOH  NH2 .HCl გარკეულ პირობებში შესაძლებელია ამინომჟავას რამოდენიმე მოლეკულადაუკავშირდეს ერთმანეთს. მაგ: O O H2NCH2COH + HNHCH2COOH  H2NCH2CNHCH2COOH + H2O პეპტიდური (ამიდური) ბმა
  6. 6. -6- ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს: OCNH ჯგუფს პეპტიდურ (ამიდურ) ბმას უწოდებენ. შესაბამის პოლიმერებსპოლიპეპტიდებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. ამინოკაპრონმჟავას პოლიკონდენსაციისრეაქცია: O O O OH2N(CH2)5COH + H2N(CH2)5COH H2N(CH2)5CN(CH2)5COH −H 2 O  O H H2N(CH2)5COH …….. −H 2 O O On H2N(CH2)5COH  HN(CH2)5C n + nH2O უფრო მოსახერხებელია თუ პოლიმერს ჩავწერთ ასე (ამიდური ბმის საჩვენებლად): O (H2C)5CNH n მიღებული პოლიმერიდან მიიღება პოლიამიდური ბოჭკო კაპრონი, რომელსაცფართო გამოყენება აქვს. ასევე ფართო გამოყენება აქვს პოლიამიდურ ბოჭკოს,რომელსაც ნაილონი ქვია. ის მიიღება ჰექსამეთილენდიამინის H2N-(CH2)6-NH2 დაადიპინის მჟავას HOOC-(CH2)4-COOH პოლიკონდენსაციით.n H2N(CH2)6NH2 + n HCOOH(CH2)4COOH  O O HN(CH2)6NHC(CH2)4C n + 2nH2O ნაილონი
  7. 7. -7-საშინაო დავალება:1. რამდენი გრამი ანილინი შეიძლება მივიღოთ 20გ ბენზოლისგან ნიტრირების და ნიტრობენზოლის აღდგენის გზით?2. არსებობს უჯერი ამინი H2C=CH-CH2-NH2. დაწერეთ ამ ამინისა და წყალბადის, ბრომის, ქლორწყალბადის, ქლორწყალბადის ორი მოლეკულის ურთიერთქმედების რეაქცია.3. დაწერეთ  ამინპროპიონმჟავას ურთიერთქმედების რეაქციები: კალიუმის ტუტესთან, მარილმჟავასთან, მეთილის სპირტთან, ასევე შესაბამისი პოლიკონდენსაციის რეაქცია.

×