Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

გაკვეთილი № 20

709 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 20

  1. 1. გაკვეთილი № 20 საშინაო დავალების შემოწმება: 1. V(სპირტი)=14,64ლ 2. m(შაქარი)=199,5კგ 3. პოლისაქარიდები პოლისაქარიდები მონოსაქარიდების პოლიკონდენსაციის შედეგად მიღებულიპროდუქტებია. შესაძლებელია რამოდენიმე ათეულიდან ასეულათასობითმოლეკულამდე მონოსაქარიდი დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მონოსაქარიდებისმოლეკულების ნაშთები ერთმანეთს ჟანგბადის “ხიდის” საშუალებით უკავშირდებიანდა წარმოქმნიან როგორც “ხაზოვან” ისე “განტოტვილ” ჯაჭვებს. პოლისაქარიდებს,რომლებსაც მაღალი მოლეკულკური მასა აქვთ და აღარ აქვთ ტკბილი გემოარაშაქარმაგვარ პოლისაქარიდებსაც უწოდებენ. პოლისაქარიდებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია სახამებელი. სახამებელიარაერთგვაროვანი შედგენილობისაა და რამოდენიმე ტიპის პოლისაქარიდისგანშედგება, მაგრამ ყველა ეს პოლისაქარიდი -გლუკოზის ნაშთისგან შედგება დაერთმანეთისგან ჯაჭვის სიდიდით და აღნაგობით განსხვადებიან. სახამებლისშედგენილობა ასე შეიძლება გამოვსახოთ: (C6H10O5)n. სახამებლის წარმოქნისასგლუკოზის მოლეკულები 1, 4 ნახშირბადატომების ჰიდროქსილის ჯგუფებისსაშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს. მაგ:
  2. 2. -2- “ხაზოვანი” აღნაგობის სახამებელს ამილოზა ქვია. ამილოზა შეიძლება პირობითადასე ჩაიწეროს. არსებობს სახამებლის მეორე ფორმაც, რომელსაც განტოტვილი აღნგობა აქვს და მასამილოპექტინი ქვია. განშტოების ადგილას გლუკოზის ნაშთები 1-6 მდგომარეობაშიაერთმანეთთან მიბმული. ამილოპექტინი ასეც შეიძლება ჩაიწეროს: და ა.შ. სახამებელი თეთრი ფერის მყარი ნივთიერებაა. მას შეიცავენ პურეულიმცენარეების მარცვლები: ბრინჯი, სიმინდი, ხორბალი (80%-მდე). შედარებით მცირეასახამებლის შემცველობა კარტოფილში (20%) ამილოზა ცხელ წყალში იხსნება, ამილოპექტინი კი არა. მაგრამ სახამებელიმთლიანად ჯირჯვდება და გვაძლევს სუსპენზიას, რომელიც იოდთან ლურჯადიფერება. სახამებელი მჟავების მოქმედებით თანდათანობით ჰიდროლიზდება დაწარმოქმნის ჯერ დექსტრინებს, შემდეგ მალტოზას (ორი მოლეკულა გლუკოზისგადაბმის შედეგად მიღებული დისაქარიდი) და ბოლოს გლუკოზას. იგივემიმდინარეობს სახამებლის შემცველი საკვების მიღებისას ნერწყვის შემადგენლობაშიშემავალი ფერმენტების გავლენით. ცელულოზა (უჯრედისი) ცელულოზა მცენარეული უჯრედის კედლების ძირითადი შემადგენელი ნაწილია.ბამბის ბოჭკოს შემადგენლობაში ცელულოზა 90%-ია, ხოლო ხის მერქანში კიდაახლოებით 50%. ცელულოზას მოლეკულა რამდენიმე ათას -გლუკოზის ნაშთს შეიცავს, რომლებიც1-4 მდგომარეობაში არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი.
  3. 3. -3- ცელულოზას, როგორც ავღნიშნეთ დიდი რაოდენობით შეიცავს ბამბის ბოჭკო.აგრეთვე სელი, კანაფი და სხვა მცენარეები. ცელულოზის გამოსაყოფადდაქუცმაცებულ ნაძვის მერქანს ამუშავებნ კალციუმის ჰიდროსულფიტით –Ca(HSO3)2. მდუღარე მასაში იხსნება “ლიგნინი”, რომელიც აკავშირებს მერქანს დაცელულოზა ბოჭკოვანი მასის სახით რჩება. მისგან იღებენ ქაღალდს, ხელოვნურბამბას და ვისკოზურ ბოჭკოებს. ცელულოზას მოლეკულის უმარტივეს რგოლში სამი ჰიდროქსილის ჯგუფია. ამჯგუფების ერთი ნაწილის ეთერიფიკაციით მიიღება შესაბამისი რთული ეთერები,რომელთაგანაც ხელოვნური (ვისკოზური) ბოჭკოები მზადდება. კერძოდ ძმრისანჰიდრიდთან (CH3CO)2O მიიღება აცეტატური ბოჭკო – “ხელოვნური აბრეშუმი”,აზოტმჟავასთან კი ნიტრობოჭკო. შემდეგ დი- და ტრიაცეტილცელულოზაც მიიღება. თუ აზოტმჟავა ეთერს წარმოქმნის ცელულოზას ჯაჭვის ჰიდროქსილის ჯგუფებისდიდ ნაწილთან, მაშინ მიიღება ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც“პიროქსილინს” ანუ “უკვამლო დენთს” უწოდებენ. ამოცანა: რამდენი კილოგრამი გლუკოზა შეიძლება მივიღოთ 100კგ ბრინჯისგადამუშავებით, თუ ბრინჯში სახამებლის შემცველობაა 82%. ამოხსნა: მოც: m(ბრინჯი)=100კგ (სახამებელი)=82% –––––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. m(C6H12O6) M(C6H12O6)=180გ/მოლი ხოლო C6H10O5 ფრაგმენტისათვის პირობითად შეგვიძლია დავწეროთ, რომ M=162 გ/მოლი =82% ანუ ρ=0,82
  4. 4. -4- m(სახამებელი) = (სახამებელი) m(ბრინჯი) = 0,82 100= 82კგ სახამებლიდან გლუკოზას მიღების რეაქციის განტოლებაა: რეაქციის ტოლობიდან გამომდინარე შეგვიძლია შევადგინოთ პროპორცია: n 162გ სახამებელი წარმოქმნის n 180გ გლუკოზას 82კგ “–––––––––––––––––––––––“ x “––––“ პასუხი: m(C6H12O6) = 91,1კგ ცელულოზა ადვილად ჰიდროლიზდება. ჰიდროლიზის საბოლოო პროდუქტიარის -გლუკოზა. თუმცა ჩვენი ნერწყვის შემადგენლობაში შემავალ ფერმენტებს ამისუნარი არ აქვთ, ამიტომ ცელულოზის “მონელება” ჩვენ არ შეგვიძლია. ცელულოზასითვისებენ ბალახისმჭამელი ცხოველები. ცელულოზას ჰიდროლიზით მიღებული -გლუკოზის სპირტული დუღილისგზით მიღებული ეთილის სპირტი მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის გამოიყენება. საშინაო დავალება: 1. რამდენი ლიტრი ლუდი შეიძლება დამზადდეს 100კგ ქერის გადამუშავებით თუ ქერი 80% სახამებელს შეიცავს, ხოლო ლუდი 2% ეთილის სპირტს. (ლუდის)≈1გ/სმ3 2. რამდენი ლიტრი სპირტი შეიძლება დამზადდეს 100კგ მერქნის ქიმიური გადამუშავებისას თუ გარდაქმნის რეაქციაა ხოლო V(სპიტრი)=0,8გ/სმ3, ხოლო მერქანში ცელულოზა 50%-ია. 3. რა განსხვავებაა სახამებელსა და ცელულოზას შორის?

×