Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
გაკვეთილი №2  საშინაო დავალების შემოწმება: 1.   2. SnO2 + 2H2 → Sn + 2H2O      PbO2 + 2H2 → Pb + 2H2O      Cr2O3 + 3H2 → 2...
-2-                              P2O5 + 3H2O → 2H3PO4  ზოგიერთ მარილთან წარმოქმნის კრისტალურ ნაერთებს ე.წ. ჰიდრატებს: MgCl...
-3-  საშინაო დავალებადაწერეთ კალიუმის, კალიუმის ოქსიდის, ბარიუმის, ბარიუმის ოქსიდის, გოგირდის (IV) დაგოგირდის (VI) ოქსიდის...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

გაკვეთილი № 2

284 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 2

  1. 1. გაკვეთილი №2 საშინაო დავალების შემოწმება: 1. 2. SnO2 + 2H2 → Sn + 2H2O PbO2 + 2H2 → Pb + 2H2O Cr2O3 + 3H2 → 2Cr + 3H2O 1. V0 (H2) = 6,72ლ 2. V0 (H2) = 5,8ლ 3. V0 (H2) = 19,91ლ წყალი დედამიწის ¾ ზედაპირის ¾3/4 წყლით, ანუ წყალბადის ოქსიდითაა დაფარული. სუფთა წყალი უფერო, უსუნო და უგემო ნივთიერებაა. დუღს 1000C, კრისტალდება(იყინება) 00C, მაქსიმალური სიმკვრივე აქვს 40C. 40C-ზე ზევით გათბობისას და აგრეთვე 40C-ზე ქვევით გაცივებისას წყალი ფართოვდება. ამიტომაა, რომ ყინული წყალში არ იძირება. ქიმიური თვისებები: ფორმულა H2O სამართლიანია მხოლოდ წყლის ორთქლის შემთხვევაში. თხევად და მყარმდგომარეობაში წყლის ფორმულაა: (H2O)n, რაც იმას ნიშნავს, რომ თხევად და მყარ ფაზაშიწყლის მოლეკულები ასოცირებული ფორმით იმყოფებიან. ასოცირება წყალში წყალბადურიბმებითაა განპირობებული. წყალი სუსტი ელექტროლიტია. 1ლ წყალში დისოცირებულია 10-7 მოლი. 10000C-ზე ზევით წყლის ორთქლი იშლება ეს რეაქცია შექცევადია. 50000C-ზე კი წყლის დაშლის რეაქცია შეუქცევადი ხდება. წყალი რეაქციისუნარიანი ნაერთია. ის აქტიურად ურთიერთქმედებს ბევრ მეტალთან დაზოგიერთ არამეტალთან 2Na + 2H2O → 2NaOH + H2 Ca + 2H2O → Ca(OH)2 + H2 2Al + 6H2O → 2Al(OH)3 + 3H2(ეს რეაქცია მიდის ალუმინის ზედაპირიდან ოქსიდური ფენის მოცილების შემდეგ) C + H2O → CO + H2 (გახურებისას) რეაგირებს მჟავურ და ფუძე (ტუტე და ტუტე მიწა მეტალების) ოქსიდებთან შესაბამისიმჟავას ან ფუძის წარმოქმნით Na2O + H2O → 2NaOH CaO + H2O → Ca(OH)2 SO3 + H2O → H2SO4
  2. 2. -2- P2O5 + 3H2O → 2H3PO4 ზოგიერთ მარილთან წარმოქმნის კრისტალურ ნაერთებს ე.წ. ჰიდრატებს: MgCl2, 6H2O,AlCl3 , 6H2O და ა.შ. ჰიდრატები როგორც წესი არამდგრადები არიან და მარილთა ხსნარების ამოშრობისასიშლებიან. მაგრამ ზოგიერთი ჰიდრატი მდგრადია. ნივთიერებებს, რომელთა კრისტალები წყლის მილეკულებს შეიცავენ,კრისტალჰიდრატები ეწოდებათ, ხოლო მათ შემადგენლობაში შემავალ წყალს –კრისტალიზაციური წყალი. კრისტალჰიდრატის ტიპიური მაგალითია შაბაიმანი: CuSO4 .5H2O. კრისტალიზაციური წყლის დაკარგვისას მარილის კრისტალური მესერი იშლება.კრისტალური მესრის დაშლას არც თუ იშვიათად თან ახლავს ნივთიერების ფერისცვლილება მაგ: სპილენძის სულფატის კრისტალჰიდრატის გახურებისას მისი მოცისფრო-მოლურჯოფერი კრისტალიზაციური წყლის დაკარგვის გამო თეთრ ფერში გადადის. მტკნარი წყალი როგორც უკვე აღვნიშნეთ, დედამიწის ზედაპირის უდიდესი ნაწილი წყლითაადაფარული, მაგრამ ოკეანეების ზღვებისა და მლაშე ტბების წყალი სასმელად, სარწყავად,საყოფაცხოვრებო და ტექნიკური მიზნებისთვის არ გამოდგება, რადგან ასეთი წყლები დიდირაოდენობით გახსნილ ნივთიერებებს, უპირატესად ნატრიუმის ქლორიდსა და სხვამარილებს შეიცავენ. სასმელად და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩვენ ვიყენებთ წყაროების, მდინარეების დაარტეზიული ჭების წყლებს. ასეთი წყალი მცირე რაოდენობით შეიცავს გახსნილნივთიერებებს და მას მტკნარ წყალს უწოდებენ. სანამ წყალსადენში მოხვდებოდეს, მტკნარწყალს შეტივტივებული ნივთიერებების მოსაცილებლად ჯერ ქვიშის ფილტრებშიაატარებენ, შემდეგ კი ხდება წყლის დაქლორება. დაქლორების შედეგად ისპობა წყალშიმიკროორგანიზმები. მსოფლიო უკვე განიცდის მტკნარი წყლის ნაკლებობას. შეიძლება ითქვას, რომ წყალისიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა. ცალკე უნდა განვიხილოთ ე.წ.“მინერალური” წყლები, რომლებსაც ბუნებრივი წყაროებიდან ან ჭაბურღილებიდან იღებენ.ასეთ წყლებში მინერალური ნივთიერებების შემცველობა მტკნარ წყლებთან შედარებითუფრო მაღალია. ეს ნივთიერებები წყალს სპეციფიკურ გემოსა და სამკურნალო თვისებებსანიჭებენ. საქართველოს მინერალური წყლებიდან ცნობილია ბორჯომი, ლიკანი, ნაბეღლავი,საირმე, უწერა და სხვ. მძიმე წყალი დეიტერიუმისგან წარმოქმნილ წყალს მძიმე წყალი ეწოდება D2O. მრეწველობაში მძიმეწყალს ჩვეულებრივი წყლის ელექტროლიზით ღებულობენ. დამტკიცებულია, რომჩვეულებრივი წყლის ყოველ 8000-9000 მოლეკულაზე მძიმე წყლის ერთი მოლეკულა მოდის.ელექტროლიზის დროს მძიმე წყალი არ იშლება. მძიმე წყალი ფართოდ გამოიყენება ატომურმრეწველობაში.
  3. 3. -3- საშინაო დავალებადაწერეთ კალიუმის, კალიუმის ოქსიდის, ბარიუმის, ბარიუმის ოქსიდის, გოგირდის (IV) დაგოგირდის (VI) ოქსიდის წყალთან ურთიერთქმედების რეაქციები.

×