Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
გაკვეთილი № 19  საშინაო დავალების შემოწმება  1.   m(Na2CO3) = 212გ  2.   Ca + 2H2O → Ca(OH)2 + H2       Ca(OH)2 + H2SO4 → ...
2ჭურჭლის ფსკერზე, რომელსაც სპეციალური ხვრელიდან გადმოასხამენ. ჭურჭელშიუმატებენ ახალი ულუფა Al2O3-ს და პროცესი განუწყვეტლივ...
3                 3CaO + 2Al → Al2O3 + 3Ca                 Cr2O3 + 2Al → Al2O3 + 2Cr       და ა.შ.  Al2O3 – თეთრი ფერის ძნ...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

გაკვეთილი № 19

285 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 19

  1. 1. გაკვეთილი № 19 საშინაო დავალების შემოწმება 1. m(Na2CO3) = 212გ 2. Ca + 2H2O → Ca(OH)2 + H2 Ca(OH)2 + H2SO4 → CaSO4 + 2H2O CaSO4 + Na2CO3 → Na2SO4 + CaCO3↓ Ca(OH)2 + CO2 → CaCO3 + H2O CaCO3 + 2HCl → CaCl2 + H2O + CO2 CaO + 2HCl → CaCl2 + H2O CaCO3 + H2O + CO2 → Ca(HCO3)2 3. t ≈ 1სთ და 20წთ 25 წამი ალუმინი ელემენტი ალუმინი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის III პერიოდისIII ჯგუფში. რიგობ რი ვი ნომერია 13. M(Al)=27გ/მოლი. ამ ელემენტის ატომის აღნაგობაშეიძლება ასე გამოვსახოთ ნაერთებში მუდმივად +3 დაჟანგულობის ხარისხს ავლენს. ბუნებაში ყველა მეტალზე უფრო ფართოდაა გავრცელებული. დედამიწის ქერქისდაახლოებით 9% მოდის ალუმინზე. ის შედის მთის ქანების და თიხის შემადგენლობაშიალუმოსილიკატის სახით. მათ გარდა გვხვდება Al2O3 – კორუნდი, ლალი, საფირონი. Al2O3 · nH2O – ბოქსიტი Na3AlF6 – კრიოლიტი მიღება მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ქერქში ალუმინი ყველა მეტალზე მეტია, ამელემენტის მიღება თავისუფალი სახით სულ ორი საუკუნის წინ განხორციელდა, სხვამეტალებს კი კაცობრიობა რამოდენიმე ათასწლეულია იყენებს. ამის მიზეზი ის არის, რომწმინდა ქიმიური გზით ალუმინის მიღება შეუძლებელია. ალუმინი მხოლოდ Al2O3–ის(თიხამიწა) ნალღობის ელექტროლიზით მიიღება. Al2O3–ს ძალიან მაღალი ლღობისტემპერატურა აქვს (20450), ამიტომ მას ხსნიან გამლღვალ კრიოლიტში დაახლოებით10000C-ზე. რეაქციას ატარებენ ფოლადის ყუთში, რომლის კედლებზე დაფენილია გრაფიტი.გრაფიტი კათოდის როლს ასრულებს. გამღვალ ნარევში (კრიოლიტი + Al2O3) ჩაშვებულიანახშირის ღეროები, რომლებიც ანოდის როლს ასრულებენ. ნალღობში ატარებენ მუდმივდენს, რომლის ძაბვაა 4-6ვოლტი, ხოლო დენის ძალა ≈ 60000ამპ. გამოყოფილ ჟანგბადთან ურთიერთქმედებისას ნახშირის ანოდები თანდათან იწვებადა მათ ახლებით ცვლიან. კათოდზე წარმოქმნილი ალუმინი ლღვება და ჩაედინება
  2. 2. 2ჭურჭლის ფსკერზე, რომელსაც სპეციალური ხვრელიდან გადმოასხამენ. ჭურჭელშიუმატებენ ახალი ულუფა Al2O3-ს და პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ალუმინი მოვერცხლისფრო თეთრი ფერის მეტალია, მსუბუქია (ρ=2,7გ/სმ3) კარგადატარებს ელექტრულ დენს. ელექტროსადენების დაახლოებით ნახევარი ალუმინისგანმზადდება. ალუმინის შენადნობები ინარჩუნებენ სიმსუბუქეს და იჩენენ საკმაოსიმაგრეს. ამის გამო ისინი ფართოდ გამოიყენებიან მშენებლობაში,მანქანათმშენებლობაში. განსაკუთრებით კი ავიამშენებლობაში. ალუმინი რეაგირებს არამეტალებთან, წყალთან, მჟავებთან, ტუტეებთან, მეტალთაოქსიდებთან. 1. არამეტალებთან 2Al + 3Cl2 → 2AlCl3 4Al + 3O2 → 2Al2O3 2Al + 3S → 2Al2S3 2Al + N2 → AlN Al + P → AlP 4Al + 3C → Al4C3 2. ჰაერთან შეხებისთანავე ალუმინის ზედაპირი იფარება ძალიან მტკიცე თხელი ოქსიდური ფენით, რომელიც იცავს ალუმინს შემდეგი გარდაქმნისგან. ამიტომაა, რომ საყოფაცხოვრებო ჭურჭელი შეიძლება დამზადდეს ალუმინისგან. მასში ვადუღებთ წყალს და ამ დროს ალუმინსა და წყალს შორის არავითარი ქიმიური რეაქცია არ მიმდინარეობს. მაგრამ საკმარისია რაიმე მექანიკური საშუალებით ან ქიმიური რეაქციის შედეგად მოვაცილოთ ალუმინს ოქსიდური ფენა, რომ ის შედის რეაქციაში წყალთან 2Al + 6H2O → 2Al(OH)3 + 3H2 3. ჩვეულებრივი მჟავები (HCl, განზ H2SO4 და ა.შ. ადვილად ხსნიან ალუმინს 2Al + 3H2SO4 → Al2(SO4)3 + 3H2 ცივი კონცენტრირებული აზოტმჟავა და გოგირდმჟავა კი “აპასიურებს” ალუმინს. თუმცა ეს რეაგენტები გაცხელებისა რეაგირებენ ალუმინთან. მაგ: 4. ტუტის ხსნარი ალუმინს შემოაცლის დამცავ ოქსიდურ ფენას, რადგან Al2O3 ამფოტერული ოქსიდია და იხსნება ტუტეში. შემდეგ ალუმინი რეაგირებს წყალთან 2Al + 6H2O → 2Al(OH)3 + 3H2 წარმოქმნილი ალუმინის ჰიდროქსიდი რეაგირებს ტუტესთან. 2H3AlO3 + 2NaOH → 2NaAlO2 + 4H2O შევაჯამოთ ეს ორი რეაქციის ტოლობა ნატრიუმის ალუმინატი NaAlO2 შეიძლება ჰიდრატირებული სახით ასეც ჩაიწეროს Na[Al(OH)4] 2Al + 2NaOH + 6H2O →2Na[Al(OH)4]+3H2 5. ალუმინოთერმიის გზით შეიძლება მათი ოქსიდებიდან მივიღოთ Ca, Cr, Fe და მრავალი სხვა მეტალი
  3. 3. 3 3CaO + 2Al → Al2O3 + 3Ca Cr2O3 + 2Al → Al2O3 + 2Cr და ა.შ. Al2O3 – თეთრი ფერის ძნელადლღობადი ნივთიერებაა. ამფოტერული ბუნებისაა.ბუნებაში გვხვდება მინერალ კორუნდის სახით. კორუნდი ძალიან მაგარია დაგამოიყენება სახეხი და სალესი ქვების დასამზადებლად. Al(OH)3 – თეთრი ნალექია. ამფოტერული ბუნებისაა. მიიღება ალუმინის მარილებზეNH4OH-ის მოქმედებისას Al3+ + 3NH4OH → Al(OH)3 + 3NH4+ შეიძლება NaOH ან KOH გამოყენებაც, მაგრამ ამ დროს სინჯარაში უნდა ავიღოთალუმინის მარილი, ხოლო ზემოდან უნდა დავაწვეთოთ ტუტის ხსნარი. ტუტისდაწვეთება უნდა შევწყვიტოთ ნალექის მაქსიმალური რაოდენობის დაფიქსირებისას 3NaOH + AlCl3 → Al(OH)3↓ + 3NaCl თუ გავაგრძელებთ ტუტის დამატებას ალუმინის ჰიდროქსიდი გარდაიქმნება (ნალექიგაიხსნება) იმის გამო, რომ Al(OH)3 ამფოტერულია და იხსნება ტუტეში NaOH + Al(OH)3 → Na[Al(OH)4] + 2H2O NaAlO2 შეიძლება ასეც ჩაიწეროს Na[Al(OH)4] როგორც ავღნიშნეთ Al2O3 და Al(OH)3 ამფოტერულებია, ე.ი. რეაგირებენ როგორცმჟავასთან ისე ტუტესთან საშინაო დავალება 1. შეადგინეთ შემდეგ გარდაქმნათა შესაბამისი ტოლობები 2. ალუმინის შემცველი 1,240გ მასალა დაამუშავეს ჭარბი ნატრიუმის ტუტის ხსნარით. გამოყოფილი წყალბადის მოცულობაა 1,344ლ (ნ.პ.). როგორია ამ ნიმუშში ალუმინის მასური წილი? 3. სპილენძისა და ალუმინის 10გ შენადნობი დაამუშავეს ნატრიუმის ტუტით. გაუხსნელი ნივთიერება დაამუშავეს კონცენტრირებული აზოტმჟავათი. მიღებული ხსნარი ააორთქლეს. ნალექი გაავარვარეს და მიიღეს 8გ ნაშთი. გამოთვალეთ როგორი იყო საწყის ნარევში ალუმინის და სპილენძის მასური წილები და დაწერეთ ყველა გარდაქმნის შესაბამისი რეაქციის ტოლობა. 4. ალუმინის და ქლორის ურთიერთქმედებისას 13,35გ ალუმინის ქლორიდი მიიღეს. რამდენი გრამი MnO2 და რამდენი მლ 36%-იანი მარილმჟავას (( =1,18) ხსნარია საჭირო იმისათვის, რომ მივიღოთ იმდენივე ქლორი, რომელიც საკმარისია შესაბამისი AlCl3-ის მისაღებად?

×