Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
გაკვეთილი № 18  საშინაო დავალების შემოწმება  1.   ა) NaOH + H3PO4 → NaH2PO4 + H2O          2NaOH + H3PO4 → Na2HPO4 + 2H2O ...
2  CaSO4 · 2H2O – თაბაშირი  Ca3(PO4)2 · CaCl2 –აპატიტი  Ca3(PO4)2 · Ca(OH)2 – ფოსფორიტი  CaF2 – მლღობი შპატი          და ს...
3  ამ პროცესს კირის ჩაქრობა ეწოდება. კალციუმის ოქსიდი ფუძე ხასიათისაა. რეაქციაშიშედის მჟავა ოქსიდებთან და მჟავებთან:      ...
4
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

გაკვეთილი № 18

1,023 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 18

  1. 1. გაკვეთილი № 18 საშინაო დავალების შემოწმება 1. ა) NaOH + H3PO4 → NaH2PO4 + H2O 2NaOH + H3PO4 → Na2HPO4 + 2H2O 3NaOH + H3PO4 → Na3PO4 + 3H2O ბ) NaOH + HNO3 → NaNO3 + H2O გ) NaOH + HBr → NaBr + H2O დ) 2NaOH + SO2 → Na2SO3 + H2O ე) 2NaOH + SO3 → Na2SO4 + H2O ვ) Pb(NO3)2 + 2NaOH → 2NaNO3 + Pb(OH)2↓ ზ) HgCl2 + 2NaOH → 2NaCl + Hg(OH)2↓ თ) Sn + 2NaOH → Na2SnO2 + H2 ი) Ga + 2H2O + 2NaOH → 2NaGaO2 + 3H2 2. V0(O2) = 5,74ლ ω (NaOH) = 31,1% 3. m(NaOH) = 11,43გ 4. m(Zn) = 57,525გ V0(H2) = 19,824ლ 5. V0(H2) = 3,67ლ m(NaOH) = 6,96გ m(KOH) = 8,61გ ელემენტთა პერიოდული სისტემის II ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფი . ელემენტთა პერიოდული სისტემის II ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფი შედგებაელემენტებისგან: ბერილიუმი (Be), მაგნიუმი (Mg), კალციუმი (Ca), სტრონციუმი (Sr),ბარიუმი (Ba), რადიუმი (Ra). ამ ელემენტებს ტუტემიწა მეტალებს ეძახიან. მათ ატომებსგარე შრეზე ორი ელექტრონი აქვთ (ns2). ნაერთებში ტუტემიწა მეტალებისდაჟანგულობის ხარისხია +2. მეტალური თვისებები იზრდება ქვეჯგუფში ზემოდან ქვემოთ. შესაბამისი ოქსიდებიაMeO. BeO ამფოტერული ბუნებისაა. დანარჩენები კი ფუძე ოქსიდებია.ჰიდროქსიდებიდან Be(OH)2 ამფოტერულია. Mg(OH)2 წყალში უხსნადია, Ca(OH)2 დაSr(OH)2 მცირედხსნადებია, Ba(OH)2 ხსნადია (Ra რადიაქტიური ელემენტია. ქიმიურითვალსაზრისით იგი შესწავლილი პრაქტიკულად არ არის) ბუნებაში ყველზე ფართოდ გავრცელებულია კალციუმი. სწორედ ამ ელემენტსგავეცნობით დაწვრილებით. კალციუმი ელემენტი კალციუმი მოთავსებულია ე.პ.ს.-ის IV პერიოდის II ჯგუფის მთავარქვეჯგუფში. რიგობრივი ნომერია 20. M(Ca)=40გ/მოლი. კალციუმის ატომის აღნაგობაშეიძლება ასე გამოვსახოთ: ბუნებაში კალციუმი გვხვდება შემდეგი მინერალების შემადგენლობაში: CaCO3 – კირქვა, ცარცი, მარმარილო (კალციტი) CaCO3 · MgCO3 – დოლომიტი
  2. 2. 2 CaSO4 · 2H2O – თაბაშირი Ca3(PO4)2 · CaCl2 –აპატიტი Ca3(PO4)2 · Ca(OH)2 – ფოსფორიტი CaF2 – მლღობი შპატი და სხვა. კალციუმს იღებენ კალციუმის ქლორიდის ნალღობის ელექტროლიზით ან ალუმინოთერმიის გზით 3CaO + 2Al → Al2O3 + 3Ca კალციუმი მოვერცხლისფრო თეთრი ფერის მეტალია. ნატრიუმთან შედარებით უფრო მაგარია. მაღალი ქიმიური აქტივობის გამო რეაგირებს ჰაერის ჟანგბადთან და ტენთან, ამიტომ, მასაც, ისევე როგორც ნატრიუმს, ინახავენ ნავთში. კალციუმი რეაგირებს არამეტალებთან, წყალთან და მჟავებთან 1. რეგირებს არამეტალებთან Ca + Cl2 → CaCl2 (კალციუმის ქლორიდი) 2Ca + O2 → 2CaO (კალციუმის ოქსიდი). t0 Ca + S →CaS (კალციუმის სულფიდი) t0t t0 3Ca + N2 → Ca3N2 (კალციუმის ნიტრიდი) ეს ნივთიერება ადვილად t0t ჰიდროლიზდება t0 3Ca + 2P → Ca3P2 t0t (კალციუმის ფოსფიდი) t0 Ca + 2C → CaC2 (კალციუმის კარბიდი) ეს ნივთიერებაც ადვილად t0t ჰიდროლიზდება 2Ca + Si → Ca2Si (კალციუმის სილიციდი) 0 t Ca + H2 → CaH2 t0t (კალციუმის ჰიდრიდი) CaH2 + 2H2O → Ca(OH)2 + 2H2 2. კალციუმისა და წყლის ურთიერთქმედება ნატრიუმთან შედარებით ნაკლები სიმძაფრით მიმდინარეობს. ამ ხერხით ლაბორატორიაში შესაძლებელია წყალბადის მიღება Ca + 2H2O → Ca(OH)2 + H2 3. კალციუმი ჩვეულებრივ რეაგირებს მჟავებთან Ca + 2HCl → CaCl2 + H2 კალციუმის ოქსიდი და ჰიდროქსიდი CaO – კალციუმის ოქსიდი, ჩაუმქრალი კირი Ca(OH)2 – კალციუმის ჰიდროქსიდი, ჩამქრალი კირი მიღება კალციუმის ოქსიდი თეთრი ფერის ფხვნილია. ძალზე ენერგიულად შედის რეაქციაშიწყალთან. გამოყოფილი სითბოს ხარჯზე წყლის ნაწილი ორთქლდება.
  3. 3. 3 ამ პროცესს კირის ჩაქრობა ეწოდება. კალციუმის ოქსიდი ფუძე ხასიათისაა. რეაქციაშიშედის მჟავა ოქსიდებთან და მჟავებთან: CaO + 2HCl → CaCl2 + H2O CaO + SO3 → CaSO4 Ca(OH)2 თეთრი ფერის ნივთიერებაა. წყალში მცირედ ხსნადია. ხსნარს ტუტე რეაქციააქვს. Ca(OH)2 ტუტეებისთვის დამახასიათებელი ყველა თვისებას ავლენს. რეაქციაშიშედის მჟავა ოქსიდებთან, მჟავებთან და მარილებთან: Ca(OH)2 + 2HNO3 → Ca(NO3)2 + 2H2O Ca(OH)2 + CO2 → CaCO3 + H2O Ca(OH)2 + FeCl2 → CaCl2 +Fe(OH)2 Ca(OH)2 – ჩამქრალი კირი უხსოვარი დროიდან გამოიყენება მშენებლობაში. ჩამქრალკირს იღებენ კირქვის გადამუშავებით. “საკირეებში” გამომწვარი კირქვა ჩაქრება წყლით.ჩამქრალი კირის ქვიშის და წყლის ნარევი – “კირის დუღაბია”. კირის დუღაბითანდათანობით “ქვავდება” შემდეგი რეაქციის საფუძველზე ბუნებრივ წყლებში კალციუმის და მაგნიუმის ხსნადი მარილების არსებობა იწვევსწყლის “სიხისტეს”. სიხისტე შეიძლება იყოს არამუდმივი – კარბონატული. მას იწვევსწყალში Ca(HCO3)2-ის და Mg(HCO3)2-ის არსებობა. და მუდმივი – არაკარბონატულისიხისტე. ამ სიხისტეს იწვევს კალციუმისა და მაგნიუმის ქლორიდები, სულფატები დაა.შ. ხისტ წყალში ცუდად ქაფდება საპონი. Ca2+ და Mg2+ იონები საპნის შემადგენელნაერთებთან უხსნად ნივთიერებებს წარმოქმნიან და სანამ ყველა ეს კათიონი არშეიბოჭება საპონი ვერ გარეცხავს (უფრო დაწვრილებით ორგანული ქიმიისშესწავლისას). ჭურჭლის კედლებზე ხისტი წყლის ადუღების შემდეგ ჩნდება მინადუღიშემდეგი გარდაქმნის გამო ასეთი წყალი იწვევს მეტალის უფრო ადვილად დაჟანაგვას და მეტალის ნაკეთობებიშედარებით სწრაფად გამოდიან მწყობრიდან კარბონატული სიხისტე შეიძლება გაცხელებით ავიცილოთ თავიდან. ამიტომაც ეძახიანასეთ სიხისტეს არამუდმივს. მუდმივ სიხისტეს ამ გზით თავიდან ვერ ავიცილებთ. ამდროს სიხისტის ასაცილებლად სოდას იყენებენ. CaSO4 + Na2CO3 → CaCO3↓ + Na2SO4 ცხადია ამ გზით არამუდმივი სიხისტის თავიდან აცილებაცაა შესაძლებელი. მაგ: Ca(HCO3)2 + Na2CO3 → CaCO3↓ + 2NaHCO3 საშინაო დავალება 1. რამდენი გრამი სოდაა საჭირო 1 ტონა წყლის დასარბილებლად თუ ხისტ წყალში Ca2+ იონების კონცენტრაციაა 0,002მოლი/ლ 2. განახორციელეთ გარდაქმნები 3. კალციუმის მიღება მიმდინარეობს CaCl2-ის ნალღობის ელექტროლიზით. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ელექტროლიზის პროცესი თუ გვინდა მივიღოთ 100გ კალციუმი, როდესაც დენის ძალაა 100ამპ?
  4. 4. 4

×