Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

გაკვეთილი № 16

702 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 16

  1. 1. გაკვეთილი № 16საშინაო დავალების შემოწმება:1.2. C2H6O23.4. ა) ბ)
  2. 2. -2- ალდეჰიდები ალდეჰიდები ეწოდება ნაერთებს, რომელთა ფორმულაა ამ შემთხვევაში R არის H ან რომელიმე ორგანული ჯგუფი კარბონილის ჯგუფის ნახშირბადატომის გარე ელექტრონული შრის ელექტრონებიsp2-ჰიბრიდიზაციას განიცდიან. ნახშირბადისა და ჟანგბადის ატომებს შორის ერთიდა ერთი ბმაა განხორციელებული და ბმის საზიარო ელექტრონული წყვილიმკვეთრადაა გადახრილი ჟანგბადისკენ, რაც ელექტრონული სიმკვრივისგადანაცვლებას იწვევს თუ კარბონილის ჯგუფთან ორი ორგანული რადიკალი გვაქვს დაკავშირებულიმიიღება კეტონები. მაგ: ხოლო თუ კარბონილის ჯგუფთან ერთი წყალბადატომი მაინც არისდაკავშირებული მიიღება ნაერთები, რომლებსაც ალდეჰიდები ჰქვიათ. ნაჯერიალდეჰიდების ზოგადი ფორმულაა: სხვაგვარად შეიძლება ზოგადი ფორმულა ასეც ჩავწეროთ: ნაჯერი ალდეჰიდების ჰომოლოგიური რიგია:
  3. 3. -3- შემდეგი ალდეჰიდი ორი იზომერის სახით გვხვდება როგორც ალბათ უკვე მიხვდით ალდეჰიდის სახელწდება სისტემატურინომენკლატურის მიხედვით იწარმოება შესაბამისი ნახშირწყალბადისსახელწოდებიდან დაბოლოება ალის დამატებით. ამასთან ალდეჰიდის ჯგუფის (-CHO) ნახშირბადი ჯაჭვის პირველი ნახშირბადია. მაგ: მიღება: ალდეჰიდების მიღება შეიძლება პირველადი სპირტების დაჟანგვით. მჟანგავი შეიძლება იყოს სპილენძის (II) ოქსიდი. მჟანგავად შეიძლება გამოვიყენოთ KMnO4, K2Cr2O7 და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაშიმიღებული ალდეჰიდი უნდა მოცილდეს სარეაქციო არეს. ამით თავიდან ავიცილებთალდეჰიდის შემდგომ დაჟანგვას. ზოგადად: [O] დაჟანგვის სიმბოლოა. მჟანგავი შეიძლება იყოს ჰაერის ჟანგბადი, სუფთაჟანგბადი და მრავალი სხვა რამ. ფორმალდეჰიდი ჩვეულებრივ პირობებში მკვეთრი სუნის მქონე აირია. მომდევნოალდეჰიდები უფერო, სპეციფიკური სუნის მქონე სითხეებია. ჰომოლოგიური რიგის პირველი ალდეჰიდები წყალში კარგად ხსნადებია. Rრადიკალის ზრდასთან ერთად იკლებს წყალში ხსნადობა. ქიმიური თვისებები: 1. ალდეჰიდები ადვილად იჟანგებიან ზოგჯერ ალდეჰიდების დაჟანგვისთვის სპეციფიკური მჟანგავი ნივთიერებები გამოიყენება. მაგ: ვერცხლის ოქსიდის ამიაკური ხსნარი ამ რეაქციას ვერცხლის სარკის რეაქცია ქვია. გამოყოფილი ვერცხლი თხელი ფენის სახით ეფინება ჭურჭლის კედლებს. ყველას გვინახავს ნაძვის ხის
  4. 4. -4- “მოვერცხლილი” სათამაშოები, რომლებიც სწორედ ასეთი გზითაა მიღებული. ასევეა მიღებული ჩვეულებრივი სარკეებიც. “ვერცხლის სარკის” რეაქცია ალდეჰიდების აღმომჩენი რეაქციაა. ასევე აღმომჩენია შემდეგი რეაქციაც: 2. ალდეჰიდების აღდგენისას მიიღება პირველადი სპირტები როგორც ვხედავთ პირველადი სპირტების დაჟანგვით მიიღება ალდეჰიდები, ხოლო ალდეჰიდების აღდგენით (წყალბადის მიერთებით) მიიღება პირველადი სპირტები. ალდეჰიდებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ფორმალდეჰიდი (მეთანალი,ჭიანჭველას ალდეჰიდი) და აცეტალდეჰიდი (ეთანალი, ძმრის ალდეჰიდი) მეთანალი შეიძლება მივიღოთ შემდეგი რეაქციების საფუძველზე: ფორმალდეჰიდი მძაფრი სუნის აირია. ადვილად პოლიმერიზდება მყარინივთიერების პარაფორმის წარმოქმნით, რომელიც გაცხელებისას ისევ იშლება. ფორმალდეჰიდის წყალხსნარს (ფორმალინი) იყენებენ ინსექტიციდად, აგრეთვეანტისეპტიკად (ლპობის საწინაარმდეგოდ, მაგ: ბალზამირებისთვის).ფორმალდეჰიდი შედის პოლიკონდენსაციის რეაქციაში ფენოლთან, მაგ: მიღებული ნაერთები კვლავ რეგირებს ფენოლთან: შემდეგ საფეხურზე ისევ ხდება ალდეჰიდის მიერთებადა ა.შ. ზოგადად
  5. 5. -5- ამ რეაქციას პოლიკონდენსაციის რეაქცია ქვია. პოლიმერიზაციისგან განსხვავებითამ რეაქციის შედეგად პოლიმერთან ერთად გამოიყოფა დაბალმოლეკულურინივთიერება წყალი. ფენოლ-ფორმალდეჰიდურ ფისს თუ შევავსებთ ხის ფქვილით, ბოჭკოებით, მინისბოჭკოთი, მივიღებთ სხვადასხვა პლასტმასებს, რომლებისელექტროიზოლატორებად, აგრეთვე სხვა სამშენებლო მასალად გამოიყენება. მათგანყველაზე ფართოდ ცნობილია ლინოლიუმი. ფენოლ-ფორმალდეჰიდური ფისები გამოიყენება აგრეთვე წებოებისდასამზადებლად. ფორმალდეჰიდი ერთადერთია ალდეჰიდებს შორის, რომელიც ორ მოლეკულავერცხლის ოქსიდთან შედის რეაქციაში აცეტალდეჰიდი მიიღება ეთილენის დაჟანგვით: და აცეტილენის ჰიდრატაციით (კუჩეროვის რეაქცია) ძმრის ალდეჰიდის დაჟანგვით მიიღება ძმარმჟავა, ხოლო აღდგენით ეთილისსპირტი ალდეჰიდები შეიძლება იყოს უჯერიც და არომატულიც. მაგ: საშინაო დავალება: 1. დაწერეთ პროპანალის დაჟანაგვის რეაქციის ტოლობები. 2. 5,8გ რომელიღაც ალდეჰიდის ვერცხლის ოქსიდთან ურთიერთქმედებისას გამოიყო 2,16გ ვერცხლი. დაადგინეთ ალდეჰიდის ფორმულა. 3. რამდენი გრამი Cu2O გამოიყოფა 30გ აცეტალდეჰიდის გარდაქმნით? 4. დაწერეთ აკროლეინის ურთიერთქმედების რეაქციები Br2-თან და Ag2O-თან.

×