Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

გაკვეთილი № 13

720 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 13

  1. 1. გაკვეთილი № 13 საშინაო დავალების შემოწმება : 1. 2. 3. 14,35მოლი/ლ 4. 741,2მლ 5. V0 (O2) = 2,1ლ ფოსფორი ელემენტი ფოსფორი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის IIIპერიოდის V ჯგუფში. რიგობრივი ნომერია 15. M (P) = 31გ/მოლი. ფოსფორის ატომისაღნაგობა ასე შეიძლება გამოისახოს ფოსფორი ავლენს –3, 0 +3, +5 დაჟანგულობის ხარისხებს. ის სამ და ხუთ ვალენტიანია. ბუნებაში ფოსფორი გვხვდება ძირითადად ფოსფორიტებისა და აპატიტების სახით. Ca3(PO4)2 → CaCl2 – აპატიტი Ca3(PO4)2 → Ca(OH)2 – ფოსფორიტი კალციუმის ფოსფატი შედის ძვლების შემადგენლობაში ნიადაგი ყოველთვის შეიცავსგარკვეული რაოდენობით ფოსფორშემცველ ნაერთებს. მისი ნაკლებობისასაუცილებელია ნიადაგში ე.წ. “ფოსფოროვანი სასუქების” შეტანა. ფოსფორის მიღება ხდება კალციუმის ფოსფატის ქვიშასთან და კოქსთან შელღობისას Ca3(PO4)2 + 3SiO2 → 3CaSiO3 + P2O5 P2O5 + 5C → 5CO + 2P რეაქციის გაერთიანებული ტოლობაა: Ca3(PO4)2 + 3SiO2 + 5C → 3CaSiO3 + 5CO + 2P ფოსფორი სამ ალოტროპიულ სახეცვლილებას წარმოქმნის. ყველაზე აქტიურია“თეთრი ფოსფორი” – თეთრი ფერის წყალში უხსნადი მყარი ნივთიერება. ოთახისტემპერატურაზე ჰაერზე თავისთავად აალდება. ამიტომ ინახავენ წყალში.მომწამვლელია. იხსნება გოგირდნახშირბადში (CS2). მისი მოლეკულა ოთხატომიანია: თეთრი ფოსფორი სიბნელეში ანათებს. წითელი ფოსფორი შეიძლება მივიღოთ თეთრი ფოსფორის უჰაეროდ გახურებისას (t =250-3000). მუქი წითელი ფერის ფხვნილია. თეთრ ფოსფორთან შედარებითნაკლებადაქტიურია. მომწამლელი არ არის. შავი ფოსფორი მიიღება თეთრი ფოსფორისუჰაეროდ მაღალ წნევაზე გახურებისას. (გადაკვეთის წერტილებში იგულისხმება ფოსფორის ატომები. როგორც ვხვდებითთითოეული მათგანი სამვალენტიანია)
  2. 2. 2 ფოსფორის ქიმიური თვისებები ფოსფორი აზოტთან შედარებით ძალიან აქტიურია. ის ადვილად რეაგირებს აქტიურმეტალებთან და არამეტალებთან. 1. მეტალებთან 3Ca + 2P → Ca3P2 (კალციუმის ფოსფიდი) მეტალთა ფოსფიდები ადვილად ჰიდროლიზდებიან (რეაგირებენ წყალთან), რის შედეგადაც აირი ფოსფინი გამოიყოფა Ca3P2 + 6HOH → 3Ca(OH)2 + 2PH3↑ (ფოსფინი) PH3 ამიაკის ანალოგია. წყალში იხსნება. შხამიანია. ამიაკის მსგავსად, ძლიერ მჟავებთან წარმოქმნის მარილებს. ამით გავს ამიაკს, თუმცა მისგან განსხვავებით სუსტ მჟავებთან არ წარმოქმნის მარილებს. 2. ფოსფორი იწვის. როგორც უკვე ავღნიშნეთ თეთრი ფოსფორი ჰაერზე თავისთავად აალდება, ხოლო წითელი და შავი ფოსფორი კი მაღალ ტემპერატურაზე უერთდება ჟანგბადს 4P + 5O2 → 2P2O5 ჰაერის (ჟანგბადის) ნაკლებობისას კი 4P + 3O2 → 2P2O3 ასევეა ჰალოგენებთან 2P + 5Cl2 → 2PCl5 ან 2P + 3Cl2 → 2PCl3 3. ძლიერ მჟანგავები ადვილად ჟანგავენ ფოსფორს. მაგ: ფოსფორის ოქსიდები P2O3 თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერებაა. მიიღება ფოსფორის არასრული წვისას.წყალში გახსნისას გვაძლევს ფოსფოროვან მჟავას P2O3 + 3H2O → 2H3PO3 ფოსფოროვანი მჟავა ორფუძიანი მჟავაა: ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ მოლეკულაში 3 წყალბადია, აქედან მხოლოდ ორს აქვსმეტალით ჩანაცვლების უნარი. მაგ Na2HPO4 ნატრიუმის ფოსფიტი P2O3 ჰაერზე ადვილად იჟანგება 2P2O3 + O2 → 2P2O5 P2O5- თეთრი ჰიგროსკოპული (წყალმშთანთქმელი) ფხვნილია. მისი ნამდვილიფორმულაა (P2O5)2. ანუ P4O10 – ფოსფორის ატომს მხოლოდ ერთი P=O ბმისგანხორციელება შეუძლია, ამიტომ ასეთი მოლეკულა არ არსებობს. არსებობს მოლეკულა P4O10 სიმარტივისთვის მაინც იყენებენ შეკვეცილ ფორმულას P2O5. P2O5 ცივ წყალში გახსნისას წარმოქმნის მეტაფოსფორმჟავას P2O5 + H2O → 2HPO3
  3. 3. 3 მეტაფოსფორმჟავას რეალური ფორმულაა (HPO3)4 მაგრამ სიმარტივისთვის აქაც (HPO3)4-ის ნაცვლად იყენებენ შეკვეცილ ფორმულას -HPO3. მეტაფოსფორმჟავა წყალთან ურთიერთქმედებისას ადვილად გადადისორთოფოსფორმჟავაში HPO3 + H2O → H3PO4 ფოსფორის (V) ოქსიდის დიდი რაოდენობით წყალთან ურთიერთქმედებისასორთოფოსფორმჟავა მიიღება P2O5 + 3H2O → 2H3PO4 “ორთოფოსფორმჟავას” ნაცვლად ხშირად იყენებენ ტერმინს “ფოსფორმჟავა” H3PO4 სამფუძიანი საშუალო სიძლიერის მჟავაა. წყალში გახსნისას მნიშვნელოვნად დისოცირდება მხოლოდ პირველ საფეხურზე,მეორე და მესამე საფეხურზე დისოციაცია ძალიან უმნიშვნელოა. როგორც სამფუძიანი მჟავა ფოსფორმჟავა სამი ტიპის მარილებს წარმოქმნის. მაგ: როცარეაგირებენ მჟავა და ნატრიუმის ტუტე მათი მოლური თანაფარდობისას 1 : 3 მიიღებანორმალური მარილი – ფოსფატი H3PO4 + 3NaOH → Na3PO4 + 3H2O 1:2 თანაფარდობისას – მჟავე მარილი – ჰიდროფოსფატი H3PO4 + 2NaOH → Na2HPO4 + 2H2O 1:1 თანაფარდობისას – დიჰიდროფოსფატი H3PO4 + NaOH → NaH2PO4 + H2O ფოსფატებიდან წყალში ხსნადია ნატრიუმის, კალიუმის და ამონიუმის ფოსფატები.თითქმის ყველა დიჰიდროფოსფატი წყალში ხსნადია. ჰიდროფოსფატები კი შუალედურმდგომარეობას იკავებენ მათ შორის. ფოსფოროვანი სასუქები ფოსფორმჟავას მარილები მნიშვნელოვანი სასუქებია. მაგრამ ბუნებრივი ფოსფატების(კალციუმის ფოსფატი) წყალში ცუდად ხსნადობის გამო მცენარეები მათ ვერ ითვისებენ.ამიტომ აუცილებელია ფოსფოროვანი სასუქები ხსნადი ნივთიერების სახით შევიტანოთნიადაგში. ნედლეული უპირატესად Ca3(PO4)2 – კალციუმის ფოსფატს (უხსნადი ნივთიერება)შეიცავს. მნიშვნელოვანი ფოსფოროვანი სასუქია “მარტივი სუპერფოსფატი” მარტივი სუპერფოსფატი შეიცავს Ca(H2PO4)2 კალციუმის დიჰიდროფოსფატს, რომელიცკარგად იხსნება წყალში მაგრამ მას ბალასტის სახით მოყვება CaSO4, რომელიც აფუჭებსნიადაგის სტრუქტურას. უფრო უკეთესია “ორმაგი სუპერფოსფატი”. ორმაგი სუპერფოსფატის მისაღებად ჯერიღებენ ფოსფორმჟავას Ca3(PO4)2 + 3H2SO4 → 3CaSO4 + 2H3PO4 გაფილტვრით აცილებენ ერთმანეთს ფოსფორმჟავასა და წყალში უხსნად კალციუმისსულფატს. შემდეგ ფოსფორმჟავასა და კალციუმის ფოსფატის ურთიერთქ მედებითმიიღება “ორმაგი სუპერფოსფატი” Ca3(PO4)2 + 4H3PO4 → 3Ca(H2PO4)2 “ორმაგი სუპერფოსფატი”
  4. 4. 4 სასუქი პრეციპიტატი - CaHPO4 · 2H2O არ იხსნება წყალში, მაგრამ იხსნება მჟავენიადაგში. პრეციპიტატი მიიღება ფოსფორმჟავას და კალციუმის ჰიდროქსიდისგან Ca(OH)2 + H3PO4 → CaHPO4 + 2H2O ამოფოსი ნარევია, რომელიც NH4H2PO4 და (NH4)2HPO4 მარილებისგან შედგება. მათიღებენ ამიაკისა და ფოსფორმჟავას ურთიერთქმედებით. ამოფოსი როგორცფოსფოროვანი, ისე აზოტოვანი სასუქია. ფოსფატიონის აღმოჩენა ხდება ვერცხლის ნიტრატით. მაგ: ვერცხლის ქლორიდის, ბრომიდის და იოდიდისგან განსხვავებით ეს ნალექი იხსნებააზოტმჟავაში Ag3PO4 + 2HNO3 → 2AgNO3 + AgH2PO4 საშინაო დავალება 1. როგორ განვახორციელოთ გარდაქმნები 2. 200გ წყალში გახსნეს 71გ P2O5. როგორი იქნება ფოსფორმჟავას მასური წილი მიღებულ ხსნარში? 3. რამდენი გრამი ამონიუმის დიჰიდროფოსფატი შეიძლება მივიღოთ 100გ კალციუმის ფოსფატისაგან. აღწერეთ როგორი გარდაქმნებია შესასრულებელი.

×