Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
გაკვეთილი № 10  საშინაო დავალების შემოწმება:  1.       უფრო სწორად  2.   C3H6       H3C – CH = CH2  3.   გავატაროთ აირები ...
-2-წყალს და KMnO4-ის ხსნარს. ძნელად შედის მიერთების რეაქციებში და ახასიათებსჩანაცვლების რეაქციებისადმი მიდრეკილება. ე.ი. ი...
-3-  ასე,    რომ   თითოეული      p   ელექტრონი   გადაფარულია     ორი   მეზობელი   pელექტრონით და ამ გზით 6 ელექტრონიანი   ...
-4-                    + Cl – Cl                            + HCl     შევადაროთ მეთანის ქლირირების რეაქციის სქემას     ბ) ...
-5-  მიერთების რეაქციები როგორც ვხედავთ მხოლოდ მკაცრ პირობებში (დასხივება,მაღალი წნევა და ტემპერატურა) მიმდინარეობს, ანუ ბ...
-6-საშინაო დავალება:1.   რამდენი ლიტრი აცეტილენი (ნ.პ.) უნდა შევიდეს რეაქციაში, რომ მივიღოთ     20გ ბენზოლი?2.   რამდენი გ...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

გაკვეთილი № 10

702 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 10

  1. 1. გაკვეთილი № 10 საშინაო დავალების შემოწმება: 1. უფრო სწორად 2. C3H6 H3C – CH = CH2 3. გავატაროთ აირები ბრომიან წყალში ან KMnO4-ის ხსნარში. აირი, რომელიც არ გააუფერულებს ბრომიან წყალს ან KMnO4-ის ხსნარს იქნება ეთანი. დანარჩენი ორი აირი, რომელიც გააუფერულებს ბრომიან წყალს ან KMnO4-ის ხსნარს რიგრიგობით გავატაროთ ვერცხლის ოქსიდის ამიაკიან ხსნარში. რომელიც გამოყოფს თეთრი ფერის ნალექს ის იქნება აცეტილენი. რომელიც არ გამოყოფს – ეთილენი. ასე დავადგენთ რომელ ბალონში რომელი აირია. არომატული ნახშირწყალბადები ბენზოლი ბენზოლი უფერო, სპეციფიკური სუნის მქონე სითხეა, რომელიც დუღს 780Cტემპერატურაზე. წყალში ცუდად იხსნება, მომწამვლელია. გამოყოფილ იქნაქვანახშირის კუპრიდან. მისი შედგენილობაა C6H6. გერმანელმა მეცნიერმა კეკულემბენზოლის ფორმულა ციკლოჰექსატრიენის სახით წარმოადგინა ( 6 ნახშირბადისატომისაგან შედგენილი ციკლის და 3 ორმაგი ბმის შემცველი ნახშირწყალბადი ) კეკულეს ფორმულა კარგად ასახავდა ამ შედგენილობის შესაბამის სტრუქტურას,მაგრამ ამ ფორმულის შესაბამისად 3 ორმაგი ბმის არსებობის გამო ბენზოლს უჯერინახშირწყალბადის თვისებები უნდა ჰქონდეს. ბენზოლი კი არ აუფერულებს ბრომიან
  2. 2. -2-წყალს და KMnO4-ის ხსნარს. ძნელად შედის მიერთების რეაქციებში და ახასიათებსჩანაცვლების რეაქციებისადმი მიდრეკილება. ე.ი. ის სუსტად, მაგრამ მაინცემსგავსება როგორც უჯერ, ისე ნაჯერ ნახშირწყალბადებს. ბენზოლის ამ ანომალური ქიმიური ბუნების ახსნა შეიძლება მოლეკულისაღნაგობაზე დაყრდნობით. ნახშირბადატომების გარე ელექტრონული გარსი sp2-ჰიბრიდულ მდგომარეობაშია. C-C და C-H ბმების წარმოქმნა ასე შეიძლებაგამოვსახოთ: თითოეულ ნახშირბადატომს კიდევ ერთი არაჰიბრიდული p ელექტრონი აქვს დაეს ელექტრონები იმ სიბრტყის პერპენდიკულარულად არიან მოთავსებულნი,რომელიც გადის ბენზოლის მოლეკულის ნახშირბად და წყალბადატომებისცენტრებზე. კეკულეს ფორმულის მიხედვით ამ ექვსმა p ელექტრონმა სამი წყვილი,ე.ი. სამი ორმაგი ბმა უნდა წარმოქმნას. ხოლო მანძილები უნდა იყოს: დადგენილია, რომ ბენზოლის მოლეკულაში C-C ბმის სიგრძეა 0,140ნმ, ანუ უფროგრძელი, ვიდრე C=C ბმის სიგრძე და უფრო მოკლე, ვიდრე ერთმაგი C-C ბმის სიგრძე.(C=C 0,134ნმ, C-C 0,154ნმ). 6 p ელექტრონი 3 ელექტრონულ წყვილს ანუ 3 ბმას კი არწარმოქმნის, არამედ წარმოქმნის ერთიან 6 ელექტრონიან სისტემას.
  3. 3. -3- ასე, რომ თითოეული p ელექტრონი გადაფარულია ორი მეზობელი pელექტრონით და ამ გზით 6 ელექტრონიანი სისტემა წარმოიქმნება. ნებისმიერ ორნახშირბაატომს შორის არის სამი საზიარო ელექტრონი: ერთი წყვილი, რომელიცბმას წარმოქმნის და ერთი p ელექტრონი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბმის C-Cჯერადობა ბენზოლის მოლეკულის ნახშირბადატომებს შორის არის არა ერთმაგი, ანორმაგი, არამედ 1,5 ჯერადი. ყოველივე ამის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბენზოლი საშუალედომდგომარეობას იკავებს ნაჯერ და უჯერ ნახშირწყალბადებს შორის. ბენზოლისმოლეკულის ფორმულას ასე გამოსახავენ (რგოლი ექვსკუთხედში 6 p ელექტრონიან სისტემას აღნიშნავს) ზოგჯერ სიმარტივისთვის CH ფრაგმენტებს არ წერენ და გულისხმობენ: იყენებენ კეკულეს ფორმულასაც ბენზოლის ქიმიური თვისებები: 1. ჩანაცვლების რეაქციები. ა) რკინის კატალიზატორის გამოყენებისას Cl2, Br2 და I2 რეაგირებენ ბენზოლთან
  4. 4. -4- + Cl – Cl + HCl შევადაროთ მეთანის ქლირირების რეაქციის სქემას ბ) აზოტმჟავა რეაგირებს ბენზოლთან გოგირდმჟავას თანაობისას2. მიერთების რეაქციები: ა) ბენზოლის და ქლორის ნარევი რეაგირებს ერთმანეთთან მზის სხივებით დასხივებისას (მიერთების რეაქციებში თვალსაჩინოებისათვის უმჯობესია კეკულეს ფორმულის გამოყენება). ბ) მაღალი წნევისა და აქტიური კატალიზატორის გამოყენებისას წყალბადი უერთდება ბენზოლს
  5. 5. -5- მიერთების რეაქციები როგორც ვხედავთ მხოლოდ მკაცრ პირობებში (დასხივება,მაღალი წნევა და ტემპერატურა) მიმდინარეობს, ანუ ბევრად უფრო ძნელად, ვიდრეუჯერ ნახშირწყალბდებში, ხოლო ჩანაცვლების რეაქციები უფრო რბილ პირობებშიმიდის, ვიდრე ნაჯერებთან. ამ ანომალური თვისებების გამო ბენზოლი და ბენზოლის ბირთვის შემცველინახშირწყალბადები ცალკე ჯგუფად გამოყვეს და მათ არომატულინახშირწყალბადები უწოდეს. ბენზოლის მიღება: ბენზოლს იღებენ როგორც ქვანახშირის კუპრიდან და ასევე შემდეგი გარდაქმნებისგზითაც: 1. Pt-ის ზედაპირზე გატარებისას ჰექსანი წარმოქმნის ბენზოლს იგივე პირობებში გარდაიქმნება ციკლოჰექსანიც 2. აცეტილენის ციკლოტრიმერიზაციით მიიღება ბენზოლი
  6. 6. -6-საშინაო დავალება:1. რამდენი ლიტრი აცეტილენი (ნ.პ.) უნდა შევიდეს რეაქციაში, რომ მივიღოთ 20გ ბენზოლი?2. რამდენი გრამი ბენზოლი იხარჯება 100გ ნიტრობენზოლის მისაღებად?3. დაწერეთ ბენზოლის წვის და მასთან ბრომის მოქმედების რეაქცია, როცა კატალიზატორია რკინა.4. რეაქციის შედეგად მიღებულ იქნა 100გ ბენზოლი. რამდენი გრამი ჰექსანი დაიხარჯა და რამდენი ლიტრი (ნ.პ.) წყალბადი გამოიყო ამ დროს?

×