Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

გაკვეთილი № 10

1,072 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 10

  1. 1. გაკვეთილი № 10 საშინაო დავალების შემოწმება : 1. ω (H2S) = 0,3% 2. V0 (H2S) = 1,456ლ 3. V0 (SO2) = 63ლ გოგირდის (VI) ოქსიდი და გოგირდმჟავა გოგირდის (VI) ოქსიდი – გოგირდის ანჰიდრიდი მრეწველობაში მიიღებაგოგირდმჟავას წარმოების ერთერთ საფეხურზე V2O5 კატალიზატორია. ლაბორატორიულ პირობებში შეიძლება მივიღოთ გოგირდმჟავაზე ძლიერიწყალწამრთმევის მოქმედებით. SO3 უფერო სითხეა, მყარდება 180C ტემპერატურაზე. კარგად იხსნება წყალში დაგოგირდმჟავაში. SO3-ის ხსნარს გოგირდმჟავაში ოლეუმი ეწოდება. წყალთანურთიერთქმედებისას წარმოქმნის გოგირდმჟავას. SO3 ტიპიური მჟავური ოქსიდია. ის რეაგირებს ფუძეებთან, ფუძე ოქსიდებთან. ამრეაქციების შედეგად სულფატები წარმოიქმნება. მაგ: 2NaOH + SO3 → Na2SO4 + H2O NaOH + SO3 → NaHSO4 CuO + SO3 → CuSO4 გოგირდშემცველ ნაერთებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია გოგირდმჟავა. მისი მიღებისI საფეხურს წარმოადგენს SO2-ის მიღება. ნედლეული შეიძლება იყოს გოგირდი ანპირიტი. I საფეხური S + O2 → SO2 ან ამ რეაქციაში და ატომები იჟანგებიან, კი აღდგება. ვიღებთ იმიტომ, რომ FeS2-ის მოლეკულაში 1 ატომ რკინაზე 2 გოგირდის ატომიმოდის. 4FeS2 + 11O2 → 2Fe2O3 + 8SO2 II საფეხურია SO2-ის კატალიზური დაჟანგვა. მაღალ ტემპერატურაზე, V2O5-ის კატალიზატორის ზედაპირზე ჟანგბადით იჟანგებაSO2 2SO2 + O2 → 2SO3 III საფეხურზე SO3 იხსნება წინასწარ მიღებულ გოგირდმჟავაში IV საფეხურზე კი ოლეუმს წყლით ანზავებენ. უწყლო გოგირდმჟავა უფერო სითხეა. არ აქვს სუნი და არააქროლადია. თითქმისორჯერ მძიმეა წყალზე.
  2. 2. 2 გოგირდმჟავას ქიმიური თვისებები გოგირდმჟავა ტიპიური ძლიერი მჟავაა. წყალში I საფეხურზე კარგადაადისოცირებული II საფეხურზე შედარებით ნაკლებად მიმდინარეობს დისოციაცია. გოგირდმჟავა, ისევე, როგორც ყველა მჟავა, რეაგირებს მეტალებთან, ფუძე დაამფოტერულ ოქსიდებთან, ჰიდროქსიდებთან და მარილებთან. 1. განზავებული და კონცენტრირებული გოგირდმჟავა მეტალებთან განსხვავებულად რეაგირებს. განზავებული გოგირდმჟავა რეაგირებს იმ მეტალებთან, რომლებიც მეტალთა აქტივობის რიგში მოთავსებულია წყალბადის მარცხნივ. Mg + H2SO4 → MgSO4 + H2 Fe + H2SO4 → FeSO4 + H2 ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა მჟავებში, დამჟანგველია H+ კათიონი. ცხელი კონცენტრირებული გოგირდმჟავა რეაგირებს თითქმის ყველა მეტალთან, გამონაკლისია ოქრო, პლატინა. იმ მეტალებთან, რომლებიც მოთავსებულია წყალბადის მარჯვნივ, გოგირდმჟავას ურთიერთქმედება მიდის შემდეგი გზით მაგ: როგორც ხვედავთ კონცენტრირებულ გოგირდმჟავაში მჟანგავი არის არა H+, არამედ . მეტალებთან, რომლებიც მეტალთა აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივ არიან მოთავსებული, ცხელი კონცენტრირებული გოგირდმჟავა წარმოქმნის სულფატსა და წყალს. ამასთანავე გამოიყოფა SO2 ან S ან H2S. მაგ: Mg-თან შესაძლებელია კონცენტრირებული გოგირდმჟავას ურთიერთქმედება ასე წარიმართოს Mg + 2H2SO4 → MgSO4 + 2H2O + SO2 3Mg + 4H2SO4 → 3MgSO4 + 4H2O + S 4Mg + 5H2SO4 → 4MgSO4 + 4H2O + H2S ცივი კონცენტრირებული გოგირდმჟავა არ შედის რეაქციაში ისეთ მეტალებთან როგორიცაა ალუმინი და რკინა. ამ დროს გოგირდმჟავა ჟანგავს ამ მეტალებს, ზედაპირზე წარმოიქმნება მეტალის ოქსიდის ფენა, რომელიც იცავს მეტალს შემდგომი გარდაქმნისგან. ამ მოვლენას “გაპასივება” ეწოდება ამიტომაა, რომ ცივი კონცენტრირებული გოგირდმჟავას გადატანა შეიძლება ფოლადის ბალონებით. 2. გოგირდმჟავა რეაქციაში შედის ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან CuO + H2SO4 → CuSO4 + H2O Cr2O3 + 3H2SO4→ Cr2(SO4)3 + 3H2O 3. გოგირდმჟავა რეაგირებს როგორც ტუტეებთან ისე უხსნად ჰიდროქსიდებთან 2Al(OH)3 + 3H2SO4 → Al2(SO4)3 + 6H2O
  3. 3. 3 4. გოგირდმჟავა ყველა მჟავაზე ძნელად აქროლადია. ამიტომ ის აძევებს სხვა მჟავებს მათი მარილებიდან 5. კონცენტრირებული გოგირდმჟავა ძლიერი მჟანგავია. როგორც ვნახეთ ის ჟანგავს მეტალებს. მას შეუძლია დაჟანგოს არამეტალებიც C + 2H2SO4 → CO2 + 2H2O + 2SO2 6. გოგირდმჟავა ძლიერი წყალწამრთმევია. მას შეუძლია დაიკავშიროს როგორც თავისუფალი წყალი, ისე მოხლიჩოს წყალი რთული ნივთიერებიდან. მაგ: გოგირდმჟავა “ანახშირებს” შაქარს გოგირდმჟავა ფართოდ გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში: მინერალური სასუქების,მჟავების, სულფატების მისაღებად. მეტალების ზედაპირის გასასუფთავებლად,ნავთობის დასამუშავებლად, საღებარების, მედიკამენტების და სხვათა მისაღებად. გოგირდმჟავას მარილების დიდი ნაწილი იხსნება წყალში. ერთ-ერთი გამონაკლისიაBaSO4. ეს რეაქცია გოგირდმჟავას და სულფატების აღმომჩენი რეაქციაა. სულფატებიდან მნიშვნელოვანია: Na2SO4 – ნატრიუმის სულფატი. მისი ჰიდრატია - გლაუბერის მარილი ან მირაბილიტი.გამოიყენება გამშრობად, აგრეთვე მინის წარმოებაში, მედიცინაში. CaSO4 – კალციუმის სულფატი. მისი კრისტალჰიდრატია - თაბაშირი და - ალებასტრი.გამოიყენება მშენებლობაში, სკულპტურების დასამზადებლად და მედიცინაში – ძვლისმოტეხილობისას არტაშანების დასადებად. FeSO4 – რკინის(II) სულფატი. მისი კრისტალჰიდრატი - რკინის შაბი გამოიყენება მავნემწერებთან საბრძოლველად. CuSO4 – სპილენძის სულფატი. მისი კრისტალჰიდრატია - შაბიამანი. გამოიყენებასოფლის მეურნეობაში. საშინაო დავალება : 1. რამდენი გრამი გოგირდმჟავას მიღება შეიძლება 100გ FeS2-ის გადამუშავებით? 2. როგორი იქნება ხსნარში გოგირდმჟავას პროცენტული კონცენტრაცია, თუ 100გ წყალში გავხსნით 400გ SO3-ს? 3. რამდენი გრამი CuO შეიძლება გაიხსნას 100მლ 40%-იან გოგირდმჟავაში (ρ = 1,3)? 4. რამდენი მლ 5%-იანი ბარიუმის ნიტრატის ხსნარია საჭირო (ρ = 1,04) 150მლ 7%-იან Na2SO4-ის ხსნართან (ρ = 1,05) ურთიერთქმედებისთვის? რამდენი გრამი ნალექი გამოიყოფა ამ დროს? 5. დაწერეთ Zn-ისა და ცხელი კონცენტრირებული გოგირდმჟავას ურთიერთქმედების ყველა შესაძლო რეაქცია. დაწერეთ იგივე რეაქცია განზავებული გოგირდმჟავასთვისაც. შეადგინეთ ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის ელექტრონული ბალანსი. 6. ამოქმედეთ გოგირდმჟავასთან HgO, Cr(OH)3, Na2S, K2SO3, CaCl2.

×