Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

ამოცანა 1 5

828 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

ამოცანა 1 5

  1. 1. ტიპიური ამოცანების ამოხსნა ამოცანა №1 რამდენჯერ მეტია ალუმინის ერთი ატომის მასაბერილიუმის ერთი ატომის მასაზე? ამოხსნა: როგორც ვიცით M(Al)=27გ/მოლი M(Be)=9გ/მოლი ნებისმიერი ნივთიერების 1 მოლი შეიცავს 6 1023 სტრუქტურულ ერთეულს. ასერომ 1 მოლი ანუ 27 გრამი ალუმინი შეიცავს 6 1023 ატომს. ანალოგიურად 1მოლი ანუ9 გრამი ბერილიუმი შეიცავს 6 1023 ატომს. შესაბამისად თითოეული ატომის მასაა m(1 ატომი Al) გ m(1 ატომი Be) გ ცხადია, რომ m(1 ატომი Al) : m(1 ატომი Be) : 3 პასუხი: 3-ჯერ მეტია. ამოცანა №2 ქიმიური რეაქცია ხსნარში მიმდინარეობს შემდეგი სქემით:A + B = C. როგორ შეიცვლება ამ რეაქციის სიჩქარე თუ: 1. A-ს კონცენტრაციას ორჯერგავზრდით და B-ს უცვლელად დავტოვებთ? 2. A-ს და B-ს კონცენტრაციებს ორჯერგავზრდით? 3. A-ს ორჯერ გავზრდით და B-ს ორჯერ შევამცირებთ? ამოხსნა: A+B=C რეაქციის სიჩქარეა V = K[A][B] 1. V1 = K[2A][B] = 2K[A][B] = 2V 2. V2 = K[2A][2B] = 4K[A][B] = 4V 3. V3 = K[2A][1/2B] = K[A][B] = V პასუხი: 1 შემთხვევაში ორჯერ გაიზრდება, 2 – 4-ჯერ, 3 – არ შეიცვლება.
  2. 2. ამოცანა №3 როგორია ნახშირბადის ოქსიდის ქიმიური ფორმულა თუმისი სიმკვრივე აზოტის სიმკვრივის ტოლია? ამოხსნა: თუ აირების სიმკვრივეები ტოლია, მაშინ ტოლი უნდა იყოს მათი მოლურიმასებიც. რადგან M(N2)=28გ/მოლი საძიებელი ნახშირბადის ოქსიდის მოლური მასაცუნდა იყოს 28გ/მოლი. ოქსიდის ფორმულას CxOy x-ის და y-ის მხოლოდ x=1 და y=1 მნიშვნელობებიაკმაყოფილებს, რადგან M(CO)= 12 + 16 = 28გ/მოლი პასუხი: CO. ამოცანა №4 როგორია ჰელიუმის და წყალბადის ნარევის ფარდობითისიმკვრივე წყალბადის მიმართ, თუ ნარევში ჰელიუმის მოცულობითი წილია (He)=0,4 ამოხსნა: მოც: ნარევი შედგება H2- და He-სგან (He)=0,4 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– u.g. D H2(nar evi ) = ? M(H2)=2გ/მოლი M(He) = 4გ/მოლი რადგან (He)=0,4 ანუ 40% ცხადია (H2)=0,6 ანუ 60% რადგან ნარევში ყველა კომპონენტის მასური ანმოცულობითი წილების ჯამი უდრის ერთს (100%). როგორც ვიცით აირადი ნარევის მოცულობითი შედგენილობა (კომპონენტებისმოცულობითი წილები) და ნარევის მოლური შედგენილობა (კომპონენტებისმოლური წილები) რიცხობრივად ემთხვევა ერთმანეთს. ე.ი. რადგან 1 მოცულობა
  3. 3. აირთა ნარევი შეიცავს 0,4 მოცულობა He-ს და 0,6 მოცულობა H2-ს, 1 მოლი აირთანარევიც შეიცავს 0,4 მოლ He-ს და 0,6 მოლ H2-ს. ფორმულიდან n შეგვიძლია გამოვთვალოთ აირთა ნარევის შემადგენელიკომპონენტების მასები: m=n•M m(He)=0,4 • 4=1,6გ m(H2)=0,6 • 2=1,2გ m(ნარევი)=1,6 + 1,2=2,8გ ე.ი. 1 მოლი ნარევის მასაა 2,8გ ანუ M(ნარევი)=2,8გ/მოლი ფორმულიდან D DH2(ნარევი)= 1,4 პასუხი: DH2(ნარევი)=1,4 ზოგადად როცა ცნობილია აირთა ნარევში კომპონენტების მოცულობითი(მოლური) წილები და ვეძებთ აირთა ნარევის მოლურ მასას, გამოვიყენოთ ფორმულა M= M1 + 2M2 + ... სადაც M1, M2 და ა.შ. აირთა ნარევის შემადგენელი აირების მოლური მასებია, 1, 2და ა.შ. ნარევში აირების მოცულობითი წილებია. ამოცანა №5 როგორია არგონის და აზოტის ნარევში აირებისმოცულობითი წილები თუ მიღებული ნარევის სიმკვრივე ჰაერის სიმკვრივისტოლია?
  4. 4. ამოხსნა: მოც: ნარევი შეიცავს Ar და N2 M(ნარევი) = M(ჰაერი) –––––––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. (Ar)=? (N2)=? M(ჰაერი)=29გ/მოლი დავუშვათ, რომ მოცემულია 1 მოლი აირთა ნარევი. თუ ამ ნარევში გვაქვს x მოლიAr, მაშინ N2 იქნება (1-x) მოლი. ფორმულიდან m = n გავიგებთ X მოლი არგონის და 1 – X მოლი აზოტის მასას. m(Ar) = x 40 m(N2) = 28 (1-x) რადგან აირთა ნარევის და ჰაერის სიმკვრივე ტოლია, საძიებელი ნარევისM=29გ/მოლი. შევადგინოთ განტოლება: 40 x + 28 (1-x) = 29 x = 0,0833 ე.ი. (Ar) = 0,0833 ანუ 8,33% (N2) = 1 – 0,0833 = 0,9167 ანუ 91,67% პასუხი: (Ar) = 8,33% (N2) = 91,67%

×