Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
ნაწილი III                              ორგანული ქიმია                                გაკვეთილი № 1        ორგანული ქიმია ...
2  ნაჯერი ნახშირწყალბადები თავისი აღნაგობით ყველა ნახშირწყალბადთან შედარებითუმარტივესი ნაერთებია. ამ რიგის პირველი წარმომა...
3  ჰიბრიდული sp3 ღრუბლები სივრცეში შემდეგნაირად არიან განლაგებულნი: თუწარმოვიგენთ, რომ ტეტრაედრის ცენტრში ნახშირბადის ატომ...
42.   მეთანი რეაგირებს ჰალოგენებთან. მეთანისა და ქლორის ნარევი მზის სხივებით     დასხივებისას რეაგირებენ ერთმანეთთან. ეს რ...
52.   რამდენი გრამი მურის (C) და რამდენი ლიტრი წყალბადის (ნ.პ.) მიღება შეიძლება     50ლ (ნ.პ.) მეთანის კრეკინგისას?3.   რო...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

გაკვეთილი № 1

922 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 1

  1. 1. ნაწილი III ორგანული ქიმია გაკვეთილი № 1 ორგანული ქიმია ნახშირწყალბადების და მათი ნაწარმების ქიმიაა . ნახშირბადის შემცველი ნივთიერებები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის ნივთიერებები,რომლებიც ამ ელემენტის ატომებს არ შეიცავენ. ყველა ნახშირბად შემცველი ნივთიერება,გარდა შესაბამისი მარტივი ნივთიერებებისა, ნახშირბადის ოქსიდებისა (CO და CO2),ნახშირმჟავისა და მისი მარილებისა (H2CO3, Na2CO3 და ა.შ.) ორგანული ნივთიერებაა. ორგანული ნივთიერებები როგორც წესი მოლეკულური აღნაგობისაა. ამმოლეკულებში ძირითადად არაპოლარული კოვალენტური ბმებია განხორციე ლებული.ნახშირბადი წარმოქმნის მდგრად ბმებს სხვა ელემენტის ატომებთან, გარდა ამისანახშირბადის ატომებს გააჩნიათ ერთმანეთთან შეერთების უნარი. ამ დროს ადგილი აქვსნებისმიერი სიგრძისა და აღნაგობის ნახშირბად-ნახშირბადოვანი ჯაჭვების წარმოქმნას.ნახშირბადის ატომებს შორის შესაძლოა განხორციელდეს არამარტო ერთმაგი, არამედორმაგი და სამმაგი ბმებიც. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს ორგანული ნივთიერებებისმრავალფეროვ ნებას. ორგანული ქიმიის განსაკუთრებული როლი საბუნებისმეტყველო მეცნიერებისგანვითარებაში განპირობებულია მრავალი ფაქტორით: 1) ნაერთების მრავალფეროვნება.2) ორგანული ნაერთების სპეციფიკური თვისებები. 3) ორგანული ნაერთებისგანსაკუთრებული მნიშვნელობა სასიცოცხლო პროცესებისათვის. 4) მათი ფართოგამოყენება ტექნიკაში, მედიცინასა და ყოფაცხოვრებაში.. თვითონ ტერმინი “ორგანული ქიმია” ჩამოყალიბდა იმის გამო, რომ პირველიორგანული ნითიერებები, რომლებიც შეისწავლეს ქიმიკოსებმა გამოყოფილი იყვნენმცენარეული და ცხოველური ორგანიზმებიდან. “ორგანული ქიმიის” საწინააღმდეგოდარსებობდა მინერალური ქიმია და მას “არაორგანული ქიმია” უწოდეს. ნაჯერი ნახშირწყალბადები (ალკანები , პარაფინები )
  2. 2. 2 ნაჯერი ნახშირწყალბადები თავისი აღნაგობით ყველა ნახშირწყალბადთან შედარებითუმარტივესი ნაერთებია. ამ რიგის პირველი წარმომადგენელია მეთანი. მეთანი მეთანის ფორმულაა CH4. მეთანი უფერო აირია, წყალში არ იხსნება, ჰაერზე მსუბუქია.M(CH4)=16გ/მოლი. მეთანი ბუნებრივი აირის მთავარი შემადგენელი ნაწილია:ρ(CH4)=0,8-0,96. შედარებით ნაკლებია მეთანის შემცველობა ნავთობის თანამდე აირებში.მეთანი წარმოიქმნება ჭაობის ფსკერზე ორგანიზმების უჰაეროდ გახრწნისას. ისგროვდება ქვანახშირის მაღაროებშიც. ამიტომ მეთანს ზოგჯერ “ჭაობის აირს” (ჭაობისგაზს) ან “მაღაროს აირს” უწოდებენ. ქვანახშირის შახტებში ცუდი ვენტილაციისას ჰაერისდა მეთანის ნარევის აფეთქება იწვევს ავარიების უდიდეს ნაწილს. მეთანის აღნაგობა მეთანის აღნაგობის განხილვამდე გავიხსენოთ ნახშირბადის ატომის აღნაგობა: ნახშირბადის ატომის გარე ელექტრონული შრის სტრუქტურაა: აღგზნებულ მდგომარეობაში კი ამ ოთხი გაუწყვილებელი ელექტრონიდან ერთი ელექტრონული ღრუბელი (sღრუბელი) სფერული ფორმისაა, სამი კი (p ღრუბელი) ურთიერთპერპენდიკულარულადგანლაგებული სივრცითი რვიანის ფორმისაა. ოთხი მარტივი კოვალენტური ბმისწარმოსაქმნელად ხდება ამ ელექტრონული ღრუბლების გათანაბრება – ჰიბრიდიზაცია.რის შედეგადაც თითოეული მათგანი იღებს ცალმხრივ გაწელილი რვიანის ფორმას.
  3. 3. 3 ჰიბრიდული sp3 ღრუბლები სივრცეში შემდეგნაირად არიან განლაგებულნი: თუწარმოვიგენთ, რომ ტეტრაედრის ცენტრში ნახშირბადის ატომგულია მოთავსებული,მაშინ სივრცითი რვიანის გაწელილი ნაწილი ტეტრაედრის ცენტრიდან წვეროებისკენიქნება მიმართული. ასეთ ჰიბრიდიზაციას sp3 ჰიბრიდიზაცია ეწოდება. აღნიშვნა sp3 -გვიჩვენებს, რომ ჰიბრიდიზაციაში მონაწილეობს ერთი s და სამი p ელექტრონულიღრუბელი. sp3 ელექტრონული ღრუბლების წყალბადის ოთხი ატომის s ელექტრონულიღრუბლებთან (როგორც გვახსოვს s ელექტრონულ ღრუბლებს სფეროს ფორმა აქვთ)გადაფარვის შედეგად წარმოიქმნება ოთხი კოვალენტური ბმა და შესაბამისად CH4მოლეკულა. სავალენტო კუთხე < HCH = 1090 28’. მანძილი C-H ცენტრებს შორის არის 0,112ნმ. სიმარტივისათვის მეთანის გრაფიკულ ფორმულას ასე წერენ: უფრო ხშირად ყველა ელექტრონს ერთნაირი სიმბოლოთი აღნიშნავენ: მეთანს იღებენ ბუნებრივი აირის გათხევადებით და შემდეგი ფრაქციონირებით.რადგან მეთანს ბუნებრივი აირის შემადგენელი ნივთიერებებიდან ყველაზე დაბალიდუღილის ტემპერატურა აქვს, თხევადი ბუნებრივი აირიდან პირველად მეთანიაორთქლდება. ლაბორატორიულ პირობებში მეთანი მიიიღება ალუმინის კარბიდზე წყლისმოქმედებით.ან ნატრიუმის აცეტატის ტუტესთან შელღობით: ქიმიური თვისებები 1. მეთანი ჰაერზე ცისფერი ალით იწვის. ამ დროს დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა. ბუნებრივი აირი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ძირითადად მეთანისგან შედგება. ასე რომ ჩვენ ყოველდღიურად “ვატარებთ” ქიმიურ რეაქციას
  4. 4. 42. მეთანი რეაგირებს ჰალოგენებთან. მეთანისა და ქლორის ნარევი მზის სხივებით დასხივებისას რეაგირებენ ერთმანეთთან. ეს რეაქცია საფეხუ რე ობ რივად მიმდინარეობს. ეს რეაქცია დასხივების გარეშე მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე წარიმართება. მზის სხივების ენერგიის შთანთქმის შედეგად იხლიჩება ქლორის მოლეკულა და მიიღება ძალიან რეაქციისუნარიანი ნაწილაკი – ქლორის ატომი, რომელსაც ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს. როგორც უკვე ავღნიშნეთ ამ ნაწილაკებს რადიკალები ქვიათ. ქლორის რადიკალი რეაგირებს მეთანის მოლეკულასთან, მოხლეჩს წყალბადის ატომს თავისი ერთი ელექტრონითურთ და გადადის მდგრად მდგომარეობაში, თავის მხრივ წარმოიქმნება ახალი - მეთილის რადიკალი: მეთილი ახალი რადიკალი ძალიან სწრაფად შედის რეაქციაში, მოხლეჩს ქლორის ატომს ქლორის მოლეკულიდან ახალი ClC რადიკალი (ბ) სქემის მსგავსად აგრძელებს რეაქციას და ა.შ. რეაქციის მსვლელობის ასეთ წესს “ჯაჭვურ-რადიკალურ მექანიზმს” უწო დე ბენ. ანალოგიურად მოქმედებს ფტორი (სიბნელეში) და ბრომი (ცოტა უფრო რთულადაა I2-თან ურთიერთქმედება). არაორგანული ქიმიის კურსში წყალბადის მიღების მეთოდების შესწავლ ისას გავეცანით რეაქციებს, რომლებშიც მეთანი მონაწილეობდა.საშინაო დავალება :1. როგორია მეთანის სიმკვრივე წყალბადის და ჰაერის მიმართ?
  5. 5. 52. რამდენი გრამი მურის (C) და რამდენი ლიტრი წყალბადის (ნ.პ.) მიღება შეიძლება 50ლ (ნ.პ.) მეთანის კრეკინგისას?3. როგორი იქნება ქლორმეთანის, დიქლორმეთანის, ტრიქლორმეთანის და ტეტრაქლორმეთანის გრაფიკული და ელექტრონული ფორმულები?

×