ბანდურა (სოციალური სწავლება - სოციალურ-კოგნიტური თეორია)

1,564 views

Published on

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
1,564
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
3
Actions
Shares
0
Downloads
22
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

ბანდურა (სოციალური სწავლება - სოციალურ-კოგნიტური თეორია)

  1. 1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებელთა განათლების (ინგლისური ენის მასწავლებელი) მიმართულების პირველი კურსის მაგისტრანტის ჟ. ბ.-ს პრეზენტაცია საგანში: დიდაქტიკა თემაზე : სოციალური სწავლება - სოციალურ კოგნიტური თეორია 13/5/2013 1
  2. 2. ბიოგრაფიული ცნობები ალბერტ ბანდურა(1925 - დღემდე) დაიბადა კანადაში. სწავლობდა აიოვას უნივერსიტეტში, რომელიც ცნობილი იყო დასწავლის ბრწყინვალე კვლევებით. 1951 წელს მიიღო მაგისტრის, შემდეგ დოქტორის ხარისხი და 1953 წლიდან დღემდე მუშაობს სტენფორდის უნივერსიტეტში. იგი იკვლევდა აგრესიის გამომწვევ მიზეზებს, ბავშვების ქცევას და იმ ეკონომიკურ თუ სოციალურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის რწმენაზე. მას უამრავი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. მათ შორისაა 1980 წელს მიღებული ჯილდო აგრესიის კვლევის საერთაშორისო საზოგადოებისგან განუზომელი მიღწევებისათვის, ფორმულირებით: “მკველვარს, მასწავლებელსა და თეორეტიკოსს მიბაძვის უნაკლო მაგალითის შექმნისათვის”. 13/5/2013 2
  3. 3. სოციალურ -კოგნიტური თეორია სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია წარმოადგენს ერთგვარ შემაერთებელ რგოლს ბიჰევიორიზმსა და კოგნიტურ მიდგომას შორის. ის მოიცავს ისეთ კოგნიტურ ფაქტორებს, როგორებიცაა: რწმენები, მოლოდინები, მოტივაცია, მე-კონცეფცია. ადამიანის მოტივაციაში მთავარი ისაა, რომ მოქმედება უშუალო განმტკიცების გარეშეც ხორციელდებაადამიანს შეუძლია მომავალი წარმატების ან წარუმატებლობის წინასწარმეტყველება და სათანადო ქცევის განხორციელება. ამ უნარით შეუძლიათ განჭვრიტონ ქცევის შესაძლო შედეგები (სხვის მაგალითზე) და თავიდან აიცილონ არასასურველი შეცდომები. 13/5/2013 3
  4. 4. ბანდურას აზრით, ადამიანის ფუნქციონირებას განსაზღვრავს არა მხოლოდ გარეგანი და შინაგანი ფაქტორები, არამედ პიროვნული ფაქტორები, გარემო და ქცევები, მათი ურთიერთდამოკიდებულება. ურთიერთდეტერმინიზმ ი ქცევა (ინდივიდუალური ქმედებები, სიტყვიერი გამონათქვამები) პიროვნული ფაქტორები (რწმენები, მოლოდინი, დამოკიდებულებები) 13/5/2013 გარემო (დასჯა/წახალისება, სხვა ადამიანები, მათი ქცევები, ამ ქცევათა შედეგები, ფიზიკური ადგილმდებარეობა) 4
  5. 5. დიდი ძალა აქვს კლასში მასწავლებლის და მოსწავლის პიროვნებას, საკლასო გარემოსა და მათ ურთიერთდამოკიდებულებას,ურთიერთდეტერმინიზმს! ეს ურთულესი პროცესია, რომელიც განსაზღვრავს სასწავლო პროცესის ფუნქციონირების ეფექტიანობას. მაგ.: თუ მოსწავლე თანაკლასელებს უხეშად ექცევა, თანაკლასელების საპასუხო რეაქცია მისთვის სასჯელი იქნება; თუ მოსწავლე სახალისო ამბებს უყვება თანაკლასელებს, მათი სიცილი იქნება მისთვის დადებითი განმამტკიცებელი, ეს ქცევა გარშემო პოზიტიურ განწყობას შექმნის. ბანდურას თეორიაში სამივე ფაქტორი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. 13/5/2013 5
  6. 6. როგორ სწავლობს ადამიანი ? ბიჰევიორიზმი ადამიანი სწავლობს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, საკუთარი ქცევის შედეგებით. 13/5/2013 სწავლის სოციალურკოგნიტური თეორია -ადამიანს შეუძლია ისწავლოს არა მხოლოდ საკუთარი ქცევის შედეგებიდან გამომდინარე, არამედ სხვებზე დაკვირვებითაც. 6
  7. 7. ბანდურა განასხვავებს სუფთა მიბაძვას და შეგნებულ მიბაძვას. სუფთა მიბაძვის დროს, მიმბაძველს არ ესმის იმ ქცევის მნიშვნელობა, რომელსაც ბაძავს. ასეთი ქცევები ახასიათებთ ცხოველებს, პატარა ბავშვებს და ამას თავისი დადებითი ღირებულება აქვს განვითარებისთვის. 13/5/2013 7
  8. 8. დასწავლისთვის კი ისაა დამახასიათებელი, რომ სუბიექტი ხვდება მისაბაძი ქცევის მნიშვნელობას და შეგნებულად ბაძავს. ბანდურას აზრით, სწავლა სწორედ ამ უკანასკნელზე უნდა იყოს დაფუძნებული. 13/5/2013 8
  9. 9. ადამიანს, რომელსაც აკვირდებიან, მოდელს უწოდებენ, ხოლო მოდელზე დაკვირვების გზით ადამიანის მიერ გარკვეული მოქმედებების ან ქცევის ათვისების პროცესს ტერმინი ,,მოდელი ” მოდელირებას . აღნიშნავს, როგორც რეალურ ადამიანს, ვის ქცევასაც ვაკვირდებით, ასევე, ფილმის, ნაწარმოების გმირებს… მოსწავლისათვის, ხშირად, მისაბაძნი სწორედ სიმბოლური მოდელები ხდებიან. 9
  10. 10. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მოდელი , რომ ის მისაბაძი გახდეს ? კომპეტენტურობა პრესტიჟი და ძალაუფლება „სქესისთვის შესაფერისი “ საქციელი მოქმედება , რომელიც მოსწავლის სიტუაციისთვის არის 13/5/2013 რელევანტური 10
  11. 11. კომპეტენტურობ ა მოწაფეები ცდილობენ, ისეთ ადამიანებს მიბაძონ, რომელთაც რაღაცის კარგად გაკეთების უნარი აქვთ. პროფესიონალ კალათბურთის მოთამაშეს მიბაძონ და არა მოუქნელ თანაკლასელს, აითვისებენ იმ მასწავლებლის მათემატიკური ამოცანების ამოხსნის სტრატეგიებს, რომელმაც იცის, რას აკეთებს და არა იმ მასწავლებლისას , რომელიც ხშირად უშვებს შეცდომებს დაფაზე. 13/5/2013 11
  12. 12. პრესტიჟი და ძალაუფლებაძალაუფლების ბავშვები ხშირად ბაძავენ ცნობილ, მქონე ადამიანებს (მსოფლიოს ცნობილი ლიდერი, პოპულარული როკ–ვარსკვლავი). მასწავლებელმა თავისი ქმედებით მოსწავლეებს სასურველი ქცევის მაგალითები უნდა მისცეს, გააცნოს ისეთი მოდელები, რომლებიც, მოსწავლეთა აზრით, კომპეტენტურები და პრესტიჟულები არიან. 13/5/2013 12
  13. 13. „სქესისთვის შესაფერისი “ საქციელი მოწაფეები ისეთ მოქმედებებს უფრო სწავლობენ და ითვისებენ, რომლებიც, მათი სქესისთვისაა შესაფერისი და დამახასიათებელი. ადამიანები სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ იმას, თუ რა არის ამა თუ იმ სქესისთვის დამახასიათებელი საქციელი. მაგალითად, ზოგიერთი გოგონა შეიძლება მოერიდოს მათემატიკას, იმიტომ რომ ის „მამაკაცური“ საგანი ჰგონია. ზოგიერთმა ყმაწვილმა კი შეიძლება უარი თქვას სკოლის მასწავლებლობაზე, იმიტომ რომ ის „ქალების“ საქმედ მიაჩნია. ქალი მათემატიკოსების და მამაკაცი მასწავლებელის გაცნობა შეცვლის მოსწავლეების შეხედულებებს იმის შესახებ, თუ რა მოქმედებებია გარკვეული სქესისთვის შესაფერისი. 13/5/2013 13
  14. 14. მოქმედება , რომელიც მოსწავლის სიტუაციისთვის არის რელევანტური მოსწავლეები იმ ქცევებს უფრო სწავლობენ და ითვისებენ, რომლებსაც, მათი აზრით, გარკვეულ ვითარებაში გამოიყენებენ. მაგალითად, უფრო მოსალოდნელია, რომ საშუალო კლასის მოსწავლე მიბაძავს პოპულარული თანაკლასელი გოგონას ჩაცმულობის სტილს, თუ ის ფიქრობს, რომ ამგვარად ჩაცმა მასაც დაეხმარება, პოპულარული გახდეს. 13/5/2013 14
  15. 15. 4 პროცესი ახდენს ზეგავლენას სხვაზე დაკვირვების გზით რაიმეს დასწავლაზე: ყურადღება, შენარჩუნება, გამეორება, მოტივაცია. ყურადღება მოსწავლის კლასში მშვიდად ჯდომა და თვალებში ყურება არ არის გარანტი იმისა, რომ ის ყურადღებით გისმენთ ან აკვირდება თქვენს ქცევას. მას შეიძლება შიოდეს, სციოდეს, რაიმე გუშინდელ მოვლენაზე ფიქრობდეს და ა.შ. ყურადღების მიპყრობა მოდელის ქცევაზე დაკვირვებას გულისხმობს და არა მხოლოდ პასიურ აღქმას. მოსწავლემ უნდა შეარჩიოს, რას მიაქციოს ყურადღება. შენარჩუნება დამკვირვებელმა ყურადღება უნდა მიაპყროს საჭირო ქცევას, დაიმახსოვროს და კიდეც გაიხსენოს სათანადო დროის გავლის შემდეგ. დამახსოვრება შეიძლება გაუმჯობესდეს გონებაში ქცევის იმიტაციით ან რეალური ვარჯიშით. ვარჯიში გვეხმარება სასურველი ქცევის ელემენტების დამახსოვრებაში. 15
  16. 16. გამეორება დამკვირვებელს უნდა მოახდინოს მოდელის ქცევის გამეორება, ფლობს შესაბამის ქცევით რესურსებს, რათა განახორციელოს თავის ქმედებაში მოდელის მსგავსი ქცევა, მაგრამ არის შემთხვევებიც, როცა მოდელის ქცევის შესაბამისი ჩვევები ჯერ კიდევ არ აქვს ათვისებული დამკვირვებელს. 13/5/2013 მოტივაცია რეალურად განხორციელდება თუ არა მოდელზე დაკვირვების გზით ნასწავლი ქცევა, დამოკიდებულია მოტივაციაზე. შეიძლება ბევრი რამ იცოდე, მაგრამ არ აკეთებდე. დამკვირვებელი არ განახორციელებს მოდელის ქცევას, თუ ის არ არის სათანადოდ მოტივირებული. 16
  17. 17. ყურადღება და შენარჩუნება ხელს უწყობს მოდელის ქცევის ათვისებას, ხოლო აღდგენა და მოტივაცია უზრუნველყოფს დამკვირვებლის მიერ მოდელისაგან ნასწავლი ქცევის რეალურ განხორციელებას. 13/5/2013 ადამიანებმა შეიძლება დაისწავლონ როგორც სასურველი, ისე არასასურველი ქცევა. ამას ადასტურებს ა. ბანდურას ცნობილი ექსპერიმენტების სერია. ამ ექსპერიმენტებში ბავშვები უყურებენ ფილმებს, სადაც დემონსტრირებულია სხვადასხვა 17 დონის აგრესია.
  18. 18. მოსწავლეზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ მოდელის ქცევა, არამედ ის შედეგები, რომელიც მოდელის მოქმედებას მოჰყვა, წახალისდება თუ დაისჯება მოდელი გარკვეული ქცევისთვის. ადამიანისთვის დამახასიათებელია თვითრეგულაციის უნარი - თვითონვე მოახდინოს ზეგავლენა თავის ქცევაზე. სხვა ადამიანების ქცევაზე დაკვირვების და საკუთარი გამოცდილების შედეგად ადამიანს უყალიბდება ე.წ. ქცევის სტანდარტები, რომლებიც ქმნიან თვითრეგულაციის შესაძლებლობას. სტანდარტის შესატყვისი ქცევა უფრო თავდაჯერებულს ხდის ადამიანს და პირიქით, შეუსაბამობა იწვევს უპატივცემულობას საკუთარი თავის მიმართ. 13/5/2013 18
  19. 19. გარკვეული დაცვითი მექანიზმების გამოყენებით ადამიანი ახერხებს , აარიდოს თავი ამ უსიამოვნო განცდას. ეს მექანიზმებია: მორალური გამართლება („გადავაწერინე, იმიტომ რომ შემეცოდა“) წარმოდგენების შეცვლა („ვიხუმრე - დიდი ამბავი“) პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაბრალება („დამავალეს“) მომგებიანი შედარება („ჩემზე უარესად ის მოიქცა“) 19
  20. 20. პასუხისმგებლობის განაწილება („ასე მოვილაპარაკეთ ჯგუფმა“) შედეგების დამახინჯება („მე ფეხი გამოწეული მქონდა, ის წამოედო და დაეცა“) დეჰუმანიზაცია („ცუდი ბიჭია და ეგრე მოუხდება“) 13/5/2013 20
  21. 21. სწავლის თვითრეგულაცია მოიცავს შემდეგ მეტაკოგნიტურ პროცესებს : მიზნების დასახვა რაზეა ორიენტირებული სასწავლო მიზნები, რა საბოლოო შედეგები მოჰყვება თითოეულ ნაბიჯს. დაგეგმვა იცის, როგორ გაანაწილოს დრო და რესურსები. ყურადღების და ემოციების კონტროლი შესასრულებელ დავალებაზე ყურადღების კონცენტრირების უნარს, მეორე კი ემოციურ რეგულაციას. თვითმოტივაცია თვითეფექტიანობის განცდა, რაც გამოიხატება დაბრკოლებების წინაშე მეტ ძალისხმევასა და შეუპოვრობაში. 21
  22. 22. სწავლის სტრატეგიების მოქნილად გამოყენება ფლობენ სწავლის მრავალფეროვან სტრატეგიებს. დახმარებისთვის მიმართვა მოსწავლეებმა იციან, როდის და რა სახის დახმარება სჭირდებათ. თვითმონიტორინგ ი რამდენად ეფექტიანია მათ მიერ დასახული გეგმა. თვითშეფასება აფასებენ საკუთარ ცოდნას, იღებენ გადაწყვეტილებას თუ საჭიროა ცვლილებები სწავლის სტრატეგიებში. 22
  23. 23. სწავლების მიზანია, მოამზადოს მოსწავლეები მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისათვის. მათ უნდა შეძლონ სწავლის პროცესის რეგულირება, ჰქონდეთ ცოდნა, სწავლის მოტივაცია, ნებისყოფა, რაც დამოუკიდებლად და ეფექტიანად სწავლისათვის საჭირო უნარჩვევებსა და ძალას უზრუნველყოფს. ცოდნა მოიცავს დავალების , ამოცანის, სასწავლო სტრატეგიისა და მისი გამოყენების კონტექსტის გაგებას. ბანდურას თეორიის გააზრებული გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს მოსწავლის ქცევა, აკონტროლოს ის და განსაზღვროს ეფექტიანი ხერხები სასურველი ქცევის დაუფლებისათვის. 23
  24. 24. 24

×