დიდი ქართველი მეფეები

29,185 views
28,565 views

Published on

Published in: Education
2 Comments
5 Likes
Statistics
Notes
No Downloads
Views
Total views
29,185
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
1,534
Actions
Shares
0
Downloads
133
Comments
2
Likes
5
Embeds 0
No embeds

No notes for slide

დიდი ქართველი მეფეები

1. 1. ავტორი
ელენე ოკრიბელაშვილი

2. 2. დიდი ქართველი მეფეები

3. 3. ფარნავაზი
— იბერიის პირველი მეფე. ძვ. წ. III საუკუნეში. მას ტრადიციისამებრ უკავშირებენ ქართული დამწერლობის შექმნას. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი ფარნავაზი იყო ქართლის მეფე, რომელმაც შექმნა ერთიანი სამეფო, დაამკვიდრა ქართული ანბანი, დააარსა ქალაქი მცხეთა, საფუძველი ჩაუყარა ფარნავაზიანთა დინასტიას და სხვ. იგი იყო ქართლის მამასახლისის, სამარას ძმისწული, მამით ქართლოსიანი, დედით - სპარსელი. ფარნავაზის მეფობის თარიღის ზუსტი განსაზღვრა ძნელია. სამეფო ტახტი მას ძველი წელთაღრიცხვის III საუკნის 90–80–იან წლებში უნდა დაეკავებინა.

4. 4. ფარსმან II იყო იბერიის უძლიერესი მეფე, რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის „ქველი“ ეწოდა. ტახტზე ასვლისთანავე, დაახლოებით 125 წელს, ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაბადოკიაში. 130 წლისთვის მას თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა. სომხეთის სამეფო იბერიის ვასალი გახდა, რამაც რომი გაანაწყენა. რომის იმპერატორმა ადრიანემ იბერიის მეფეს მკაცრი წერილი გამოუგზავნა და რომში ჩასვლა უბრძანა, თუმცა ფარსმანმა იმპერატორს მტკიცე უარი განუცხადა. ადრიანე იბერიასთან ომს მოერიდა და მეფეს ძღვნად 50 რომაელი ლეგიონერი და ერთიც საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. რომში ახალი იმპერატორის, ანტონიუს პიუსის, ტახტზე ასვლისთანავე ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის გაუმჯობესდა. იმპერატორის მიწვევა ფარსმანმა მიიღო და რომს ოჯახითურთ ესტუმრა. რომსა და იბერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოკავშირეობის შესახებ. მეფემ ამალითურთ რომის კოლიზეუმში ჯირითი გამართა, რამაც იმპერატორი ისე აღაფრთოვანა, რომ მან მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დაადგმევინა.

5. 5. მირიან მეფე
მირიან III,ქართლისმეფე IV საუკუნეში, ბიზანტიისიმპერატორისკონსტანტინესა (306-337) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს, 337 წლის ახლო ხანაში, ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსის თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.

6. 6. ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ Iგორგასალი, ქართლის მეფე (დ. დაახლ. V საუკუნის 40-იან წწ. ― გ. 502), პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი. "გორგასალი" (სპარსულად - მგლისთავა) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზემგელი ჰქონია გამოსახული.
მეფე ვახტანგ გორგასალი საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებასა და ქვეყნის ირანელთა აგრესიისაგან დაცვას ცდილობდა. მისი მმართველობის დროს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, თბილისი ქართლის დედაქალაქად გამოცხადდა და განისაზღვრა საქართველოს საგარეო ორიენტაცია - გზა ბიზანტიისკენ, გზა ევროპისკენ. ქართულმა ეკლესიამ სარწმუნოებისა და ქვეყნისათვის თავდადებული ხელმწიფე წმინდანად შერაცხა.

7. 7. დავით კურაპალატი
დავით I კურაპალატი ( † 881), ბაგრატ I-ის უფროსი ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. კურაპალატი876-იდან. 881 დავით I ვერაგულად მოკლა გვარამ (გუარამ) მამფალის ძემ ნასრამ. ი. ჯავახიშვილის აზრით, მკვლელობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოება: როცა ლიპარიტ I ბაღვაშმა გვარამ მამფალის კუთვნილი თრიალეთის ქვეყანა დაიპყრო და თავის პატრონად და მფარველად დავით I გამოაცხადა, ნასრამ ეს აქტი გვარამის სახლის მფლობელობის ხელყოფად მიიჩნია და მამის შელახული უფლების აღდგენა მოისურვა

8. 8. ბაგრატ III ბაგრატიონი იყო გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე,  გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის, დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. 975 წელს გადაწყდა ქართლის ტახტზე ბაგრატის გამეფება. მაგრამ ბაგრატის ქართლში გამეფების იდეა ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა: გაერთიანების მოწინააღმდეგე ქართლის მსხვილმა ფეოდალებმა ბაგრატ III-ის ქართლში გაბატონებისთანავე მოიშველიეს კახეთის სამეფოს ლაშქარი, შეიპყრეს ბაგრატ III-ის დედ-მამა, მაგრამ დავით III-ის ენეგრიული ჩარევის შედეგად რეაქციონერ ფეოდალთა ეს გამოსვლა მარცხით დამთავრა. 80-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ III-მ დაამარცხა ქართლის ფეოდალთა აჯანყება, რომელსაც ქავთარ ტბელი მეთაურობდა.
ბაგრატ III

9. 9. დავით აღმაშენებელი
დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი - გ. 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

10. 10. თამარ მეფე
თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოსმონარქი1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი" ტიტული უბოძეს.

11. 11. დემეტრე მონღოლების მიერ გვანცას სიკვდილით დასჯის (დაახლოებით 1262) შემდეგ იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268-იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა. 1270, დავით VII-ის გარდაცვალების შემდეგ, არსებული წესის თანახმად, მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან წაიყვანეს ილხანთა სახელმწიფოში. ყაენმა აბაღამ დემეტრე II საქართველოს მეფედ დაამტკიცა და მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენების სამსახურში დაწინაურებული მედროვე სადუნ მანკაბერდელი, რომელიც აბაღას ვილის თანახმად, დემეტრე II-მ ათაბაგად დანიშნა. მცირეწლოვანი დემეტრეს მეფობაში ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი სადუნი იყო. როგორც ილხანთა ვასალი, დემეტრე II საქართველოს ლაშქრით მონღოლთა ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა. 1277, 1280 და 1281 აბაღას მიერ ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი დაიღუპა. ორ უკანასკნელ ლაშქრობაში საქართველოს ლაშქარს დემეტრე II მეთაურობდა.
დემეტრე თავდადებული

12. 12. ლუარსაბ მეორე
1590 წლის 21 მარტს სტამბულში ირანსა და ოსმალეთს შორის დადებული ზავით ირანის პოზიციები კავკასიაში საგრძნობლად შესუსტდა. აღმოსავლეთი საქართველო, აღმოსავლეთი სომხეთი, ჩრდილო და სამხრეთი აზერბაიჯანი (არდებილისა და თალიშის გამოკლებით), ქურთისტანი და ლურისტანის ნაწილი ოსმალეთის საზღვრებში მოექცა. ზავის შედეგები ირანისათვის მეტად სამძიმო იყო.  შაჰ აბას I (1587-1629) რევანშისათვის ემზადებოდა. ამისათვის მან მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა ირანში, რის შედეგადაც განამტკიცა ქვეყნის ცენტრალიზაცია, ჩამოაყალია რეგულარული არმია (გარდა ფეოდალური ლაშქრისა). 1603 განახლდა ირან-ოსმალეთის ომი, რომელიც მცირე შესვენებებით 1639 წლამდე გაგრძელდა. ირანის პირველი ამოცანა იყო აღმოსავლეთ კავკასიიდან თურქების განდევნა, მეორე _  არ დაეშვა რუსეთის, რომელიც თანდათანობით მოიწევდა სამხრეთისაკენ, შემოსვლა კავკასიაში. ერევნის ციხის ალყის დროს, როდესაც ირანის ჯარი ოსმალთა მთავარი ძალებს ებრძოდა, შაჰმა კახეთის მეფე ალექსანდრე II და ქართლის მეფე გიორგი X ჯარებითურთ მიიწვია.

13. 13. გიორგი ბრწყინვალე (1286 – 1346) – საქართველოს მეფე (1314 – 1346)
აღიზარდა სამცხეში, მისი ბაბუის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა – მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ “თბილისის მეფეს” უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-08 წლებში). 1314 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა.გიორგიმ ჩაიბარა დაქცეული ქვეყანა – ეკონომიკურად დაძაბუნებული, პოლიტიკურად დაშლილი, სულიერად დაკნინებული. იდგა „დიდი უსამართლობა და მძლავრებულობა… ერთმანეთის ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და დაგდება უბრალოსა – მრავალფერნი ულუსობანი”, არსად “სამართალი აღარ იყო-ღა”.
გიორგი ბრწყინვალე

14. 14. სოლომონ პირველი
სოლომონ I (დ. 1735 — გ. 23 აპრილი, 1784, ქუთაისი), იმერეთის მეფე 1752-1784, ალექსანდრე V-ის ძე. სოლომონ I-ის მიზანი იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის მოსპობა და ოსმალთა მძლავრობისაგან ქვეყნის განთავისუფლება. მეფის ამ გეგმებს ვერ ურიგდებოდნენ მსხვილი თავადები, როსტომ რაჭის ერისთავმა და ლევან აბაშიძემ 1752 იგი იმერეთიდან გააძევეს, მაგრამ 1753 სოლომონ I-მა მოახერხა ტახტის დაბრუნება.

15. 15. ერეკლე მეფე
ერეკლე II (დ. 7 ნოემბერი, 1720, თელავი — გ. 11 იანვარი, 1798, იქვე, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში), 1744—1762კახეთის, 1762—98 ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II — კახთა მეფე დავით II-ის (იმამყული-ხანი) ძე.