Uploaded on

 

More in: Education
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
No Downloads

Views

Total Views
3,473
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
3

Actions

Shares
Downloads
24
Comments
0
Likes
2

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. თემის ავტორი:
    ელენე ოკრიბელაშვილი
  • 2. საქართველოს წითელი წიგნი
  • 3. ცხოველები
  • 4. ფოცხვერი
    ფოცხვერიძუძუმწოვარი ცხოველი კატის გვარისა. მისი სხეულუს სიგრძეა 82-109 სმ, მასა 8-19 კგ (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი, შედარებით გრძელი ფეხები, ძალზე ფართო თათები, მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე - გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.
    ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ ტავს ესხმის ირემს, შველს, აგრეთვე ძროხას, ცხვარს; კარგად დაცოცავს ხეებზე. აქტიურობს ღამით. შობს 2-3 ბოკვერს. ფოცხვერის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ფოცხვერი და ჩვეულებრივი ფოცხვერი
  • 5. აფთარი
    აფთარი მტაცებელი ძუძუმწოვარი გვარი აფთრისებრთა ოჯახისა. საქართველოში გავრცელებულია ამ გვარის ერთადერთი სახეობა - ზოლებიანი აფთარი
  • 6. ნიამორი
    ნიამორი (Capra aegagrus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვ, რომელთა სიგრძეა დაახლოებით 130 სმ, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; საქართველოში (თუშეთი, ხევსურეთი), დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4200 მ-მდე. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება ბალახეულობით, ბუჩქებით. შობს 2, იშვიათად 1 ციკანს. ცოცხლობს 12-15 წელი. ბევრგან განადგურებულია.
  • 7. წაულა
    წაულა — ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა.
  • 8. ზღვის წავი
    ზღვის წავი, კალანი (Enhydra lutris), მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1,5 მ აღწევს, წონა 40 კგ. აქვს ფარფლისმაგვარი უკანა ფეხები. ხმელეთზე გაჭირვებით დადის, წყალში მეტად სხარტია. სხეული დაფარული აქვს ხშირი, აბრეშუმისებრი, მუქი მურა, ზოგჯერ შავი მბზინვარე ბეწვით. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. ძვირფასი ბეწვის გამო მტაცებლური რეწვის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა.
    ძირითადად ბინადრობს ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში და იკვებება უხერხემლოებით, როგორიცაა ზღვის ზღარბები და ერთ-ერთი ყველაზე მცირე ზომის ზღვის ძუძუმწოვარია. ოკეანეში ჩაღვრილი ნავთობი ზღვის წავებისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს, ვინაიდან ბეწვის ხშირი საფარი მათი თბოიზოლაციის ძირითადი საშუალებაა.
  • 9. ირემი
    ირემი (Cervus), წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს. ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი - ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა სიდიდის "სარკე". გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. აერთიანებს 6 ქვეგვარის 13-14 სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს - პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა.
  • 10. ფრინველები
  • 11. დურაჯი
    დურაჯი (Francolinus francolinus), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. იწონის 400-500 გრამს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, არაბეთის ნახევარ კუნძულზე, კუნძულ კვიპროსზე, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში. XIX საუკუნემდე დურაჯი ფართოდ იყო გავრცელებული მდინარე ივრისა და ალაზნის ხეობებში. ამჟამად რეაკლიმატიზაციის შედეგად დურაჯი მცირე რაოდენობით გვხვდება საგარეჯოს რაიონში, ივრის ნაპირებზე. ბინადრობს არხების, ტბების, მდინარის პირას ხშირ ლელქაშში, ლერწმიანსა და მაყვლიანში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მონომაგია, ქმნის მტკიცე წყვილებს. დებს 10-15 კვერცხს. კრუხობს დედალი 20 დღემდე. მართვეებზე ზრუნავს ორივე მშობელი. დაფრინავს მოკლე მანძილზე. იკვებება ყლორტებით, კვირტებით, ნაყოფით, თესლით, მწერებით, ლოკოკინებით. მოსპობის საშიშროების გამო დურაჯზე ნადირობა აკრძალულია.
  • 12. გნოლი (Perdix perdix), ფრინველიქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის საშუალო სიგძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა - 350 გრამს. გნოლი რუხი შეფერილობისაა და შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს. მკერდზე მორუხო, ნალისმაგვარი შავი ლაქა აქვს, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები. გავრცელებულია ევროპაში, ამიერკავკასიაში, წინა და შუა აზიაში. საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაის-ივნისში დებს 12-15 კვერცხს. კრუხობს 21-26 დღე. იკვებება როგორც მცენარეული (კენკრა, მარცვლოვნები, კვირტები, ყლორტები), ისე ცხოველური საკვებით (მწერები). ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური გნოლი (Perdix perdix canescens).
    გნოლი
  • 13. კავკასიური როჭო
    კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), ფრინველი როჭოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს. მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".
  • 14. არწივი
    არწივი (Aquila), ფრინველების გვარი შავარდნისნაირთა რიგისა.. სხეულის წონა 6 კგ-მდეა (მთის არწივი), ფრთების შლილი 2 - 2,5 მ-მდე. თითები ბუმბულით შემოსილია გალომდე. გარეთა და შუა თითების ბრჭაყელი ძლიერ განვიტარებულია, ფრთები - გრძელი და განიერი, ბოლო - მომრგვალებული. მამალი და დედალი ერთნაირი შეფერილობისაა. ცნობილია 12 სწახეობა. გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობს ტყეებში, ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, მთამაღალზე. ბუდეს იკეთებს ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. დებს 1 - 3 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 40-45 დღეს. იკვებებიან პატარა და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, ზოგჯერ მძორითაც. ყველა არწივი (გარდა მთის და ქორისებრი არწივისა) სასარგებლოა, ვინაიდან ანადგურებს მავნე მღრღნელებს. შუა აზიაში მთის არწივს ათვინიერებენ და სანადიროდ იყენებენ. საქართველოში გვხვდება არწივის 6 სახეობა: მცირე არწივი, მყინვანი არწივი, ბეგობის არწივი, ველის არწივი, მ. შ. არის როგორც მობინადრე, ისე მიმოფრენი სახეობები.
  • 15. ორბი
    ორბი ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. ტანად დიდი ფრინველია. მათი სხეულის სიგრძე 1 მ აღწევს, ფრთების შლილი 2,5 მ, მასა 8 კგ. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს 2 სახეობა:ორბი და კუმაი რომელთაგან პირველი გავრცელებულია ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში, მეორე კი პამირისა და ტიან-შანის მთიანეთში. ბუდეები როგორც წესი ახლოს მდებარეობენ ერთმანეთთან და ზოგჯერ მცირე დაჯგუფებებს წარმოქმნიან. საქართველოში გავრცელებული ორბი მთამაღალის მკვიდრია, ცხოვრობს მთის მშრალ და ღია ლანდშაფტებში, ბუდობს კლდეებზე, ხევებსა ან ბორცვებზე. ვერტიკალურად აღწევს 3400 მეტრს. ხშირად ბუდობს კოლონიებად. დედალი დებს 1 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი 48-54 დღეს. იკვებება დიდი ცხოველების მძორით. მიუხედავად დიდი ზომისა ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ამის მიზეზი ისაა, რომ აღჭურვილია ბლაგვი ბრჭყალებითა და სუსტი ნისკარტით, რომელითაც შეუძლებელია ცხოველის ტყავის გახევა. ამიტომ მკვდარი ცხოველის ჭამას იწყებს იმ ნაწილიდან, სადაც მისი ტყავი დაზიანებულია. ცხოვრების ასეთი ნირის გამო წრმოადგენს ბუნების სანიტარს. ორბი რაოდენობა თანდათან კლებულობს. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში", როგორც სპორადულად გავრცელებული სახეობა..
  • 16. შურთხი
    შურთხი,ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. აქვთ მკვრივი ტანი, მაგარი ნისკარტი და ფეხები მათი სხეულის სიგრძე 50-70 სმ აღწევს. შეფერვაში ჭარბობს რუხი და თეთრი ფერები. გვარი მოიცავს 5 სახეობას, ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ხუთივეა გავრცელებული - კავკასიონზე, მცირე კავკასიონზე, ციმბირის, შუა და ცენტრალური აზიის მაღალმთიანეთში. საქართველოში ბინადრობენ კავკასიური და კასპიური შურთხები (უკანასკნელი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში"). ვერტიკალურად ვრცელდებიან ზღვის დონიდან 1600-1400 მ-ზე. გაზაფხულზე ტიხტიხის შემდეგ დედალი პატარა ორმოში დებს 8-10 კვერცხს და კრუხობს 3 კვირაზე მეტხანს. შურთხები იკვებებიან მცენარეთა კვირტებით, ყლორტებით, თესლით, კენკრით, ბოლქვებით, იშვიათად მწერებით. ამჟამად საქართველოში ცხოვრობს 10 ათასი კავკასიური და 50 ცალამდე კასპიური შურთხი.