• Share
  • Email
  • Embed
  • Like
  • Save
  • Private Content
Goderdzi choxeli
 

Goderdzi choxeli

on

  • 10,497 views

 

Statistics

Views

Total Views
10,497
Views on SlideShare
10,361
Embed Views
136

Actions

Likes
2
Downloads
15
Comments
1

4 Embeds 136

http://lemill.net 115
http://www.slideshare.net 19
http://writtenfrom.blogspot.com 1
http://translate.googleusercontent.com 1

Accessibility

Categories

Upload Details

Uploaded via as Microsoft PowerPoint

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel

11 of 1 previous next

  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
  • good one
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment

    Goderdzi choxeli Goderdzi choxeli Presentation Transcript

    • გუდამაყარში მოსიარულე ცოცხალ მოთხრობებზე ვწერ, იმათი სულის ბინდისფერი ხეობიდან გამომაქვს სიკეთე და მომავლის ნათელში ვფენ. გოდერძი ჩოხელი
    • გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა, უფრო ზუსტად, გზად სოფელ ბურსაჭირისკენ. სოფელი ჩოხი წმიდა ადგილად ითვლებოდა იქ არსებული წმ. გიორგის სალოცავის გამო და ამიტომ დედამისი მთაში წავიდა თავის დედ- მამასთან, თუმცა ადგილამდე ვერც მიაღწია – ასე დაიბადა პატარა გოდერძი. დედამისი თურმე მწყემსებმაც არ შეუშვეს სახლში, რადგან მთის ადათის მიხედვით მშობიარე ქალი უწმინდურად ითვლებოდა და ის ღამე დედა-შვილმა გომურში გაატარა. ორმოცი დღის გოდერძი ბურსაჭირიდან მშობლიურ ჩოხში დააბრუნეს. იქვე დაამთავრა რვაწლიანი სკოლა, შემდეგ კი სწავლა ფასანაურში განაგრძო.
    • მეოთხე კლასში იყო, როცა ფილმი პირველად ნახა და იმ დღიდან გადაწყვიტა, ცხოვრება კინოსთვის დაეკავშირებინა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გოდერძი დედაქალაქში ჩამოვიდა და შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა, მოგვიანებით სწავლა ახლადშექმნილ კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე განაგრძო, ლანა ღოღობერიძის სახელოსნოში.
    • მისი პირველი საკურსო ფილმი იყო ,,ნამეხარი მუხა,” ხოლო მეორე საკურსო ფილმმა – ,,ადგილის დედა” – ქალაქ ობერჰაუზენში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა. თავად გოდერძი ჩოხელი ჯილდოს მისაღებად არ წასულა, მან არც კი იცოდა, რომ მისი ნამუშევარი ფესტივალზე იყო წარდგენილი. მოგვიანებით მის ,,სამოთხის გვრიტებს” მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ,,ნიკა” უდიდესი აღიარება ხვდა წილად.
    • 1979 წელს ჩოხელმა თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და გადაიღო სადიპლომო ნამუშევარი ,,მიწისმზომელები”. იმავე წელს მან კონოსტუდია ,,ქართულ ფილმში”დაიწყო მუშაობა დამდგმელ რეჟისორად. მისი სადებიუტო ფილმი იყო ,,ბაკურხეველი ხევსური”. ამას მოჰყვა საკუთარ სცენარებზე შექმნილი ფილმები: ,,მეკვლე” (1981), ,,აღდგომა” (1982), ,,ადამიანთა სევდა” (1984), ,,წერილი ნაძვებს” (1986), ,,უცხო” (1988), ,,აღდგომის ბატკანი” (1988), ,,ცოდვის შვილები” (1989), ,,სამოთხის გვრიტები”, (1997), ,,ლუკას სახარება” (1998), ,,მიჯაჭვული რაინდები” (2000), რომლებმაც იმთავითვე მიიქციეს მაყურებლის ყურადღება ეროვნული ყოფიერების, მთის ტრადიციებისა და ხალხური მოტივების საოცრად ფაქიზი გადმოცემით, ცხოვრებისეული რეალიების ორიგინალური ხედვით.
    • ჩოხელის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ვაჟა-ფშაველას ჰუმანიზმმა, ამიტომ მის ფილმებში მკვეთრი ფერებით დახატული რეალობა მაინც ყოველთვის კაცთმოყვარეობისა და მიმტევებლობის უდიდესი განცდით აღიქმება. როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი, გოდერძი ჩოხელი, უპირველესად, თავად განიცდიდა და გრძნობდა საკუთარი გმირების ადამიანურ ბუნებასა და სამყაროში ჰარმონიისაკენ სწრაფვის წყურვილს. ამ იდეითაა განმსჭვალული არა მარტო მისი საოცარი ფილმები, არამედ მისი მოთხრობები და რომანები.
    • წერა 1977 წელს დაიწყო, თუმცა, მისი პირველი წიგნი ,,წერილი ნაძვებს” 1980 წელს დაიბეჭდა. მის ნაწარმოებებს პირველები ნიკო კეცხოველი და ნოდარ წულეისკირი გამოეხმაურნენ. გოდერძის შემოქმედებით აღფრთოვანებული იყო მისი პედაგოგი ლანა ღოღობერიძე. ჩოხელის წიგნებში (,,ადამიანთა სევდა,” ,,თევზის წერილები,” ,,მგელი”, ,,წერილი ნაძვებს”, ,,მღვდლის ცოდვა”, ,,შემინახე, დედაო მიწავ”, ,,ბედი მდევარი”, ,,ცასწავალა”, ,,ბალახის ცხოვრება”) ვაჟასეული დიდი ჰუმანიზმი სამყაროს გამოუცნობ, მისტიკურ-ირეალურ აღქმასთან არის შერწყმული. ამიტომ რთულია რეალურისაგან გაარჩიო მითიური, ზღაპრული, უცნაური და არნახული. სწორედ თხრობის ამგვარი ორიგინალური მანერა იზიდავს მკითხველს გოდერძი ჩოხელის ინდივიდუალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სამყაროში. აქ ადამიანობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია სიკეთე, სიყვარული, სათნოება და სისადავე.
    • როგორც თავად მწერალი მეგობრებთან ამბობდა, ამ სამყაროში იგი საკუთარ ,,სულის პეპელას” გადაჰყავდა. ძნელი წარმოსადგენია, რას გრძნობდა და განიცდიდა მისი ,,სულის პეპელა”, როცა ჰუმანისტმა მწერალმა და რეჟისორმა მონასტერში თვითმკვლელობა სცადა... მაშინ გოდერძი ჩოხელი გადარჩა, მაგრამ ძალიან რთული იყო მისი სულიერი მდგომარეობა, რომელსაც თვითგამოხატვისა და რეალიზების საშუალება აღარ ჰქონდა. ამ ინციდენტმა, თითქოს, გამოაფხიზლა ქართული ინტელიგენცია, რომელმაც მწერლის დეპრესიიდან გამოყვანა ერთეული ვიზიტებით სცადა, თუმცა კრიზისი, რომელიც ჩოხელს სიცოცხლის ბოლო წლებში თავს დაატყდა, მისი მგრძნობიარე ადამიანური ბუნებისათვის მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა.
    • საქართველოში მაშინ შემოქმედებისათვის საჭირო მატერიალური რესურსების მოპოვება ძალიან რთული იყო და ხელოვანთაგან ბევრს უჭირდა. გოდერძი ამბობდა: ჩოხელები ჯიუტები ვართ და მეც დღემდე ჯიუტად ვწერო და წერდა. ოღონდ ეგ არის - ეს საოცარი და იდუმალებით მოცული ნაწერები ფირზე ვეღარ გადაჰქონდა... ქართულმა კინემატოგრაფიამ მისი სახით ღრმა ფსიქოლოგიური განცდის თვითმყოფადი რეჟისორი დაკარგა.
    • C e m i s u lis n a w ili . . .
    • A - a m b o b e n o m i iw y e b a , k r e f e n s a m x e d r o Z a le b s a , d a h b u g a v e n d e d a m iw a s a , C a m o a g d e b e n m Tv a r e s a . M m w y e m s i d a h p ir d a : - a m d a r d s a u c ile b la d g a g iq a r v e b T o .
    • “ a d a m ia n T a s e v d is ” g a d a Re be b ze
    • “ c o d v is S v ile b is ” g a d a R e b is a s
    • Ee s C e m i b u d e a . . .
    • D d a s a w y is i a r v ic i , s a d a r is . . .
    • D arc dasasruli vici, sad aris . . .
    • vici, rom dasasruli da dasawyisi erTad arian, rom dasasrulSi dgas dasawyisi, magram, rogor, ranairad, sad arian?
    • Aai, axla swored iq mimiyvana bedma, saidanac unda damewyo!
    •  sanTeli rom Salis Zafze Camovaxvie, ar aenTo imitom, rom Sen wignSi weria _ sanTeli Salis gulze ar ainTeba da kaci kidev ZaRlis guliT ver ikacebso. . .
    • Aaba, ra vici, ra aris gudamayari. . . saqarTveloSi aris xeoba, romelzec Savi aragvi modis da xeobas hqvia gudamayari!
    • _ arafrisa ar meSinia, gajinTuli var. ar vici, rodis movkvdebi da, aba, ra maSinebs?
    • გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს 53 წლისა გარდაიცვალა . იგი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს . . .
    • sicocxle sevda aris, adamianad yofnis tkbili sevda . . . sikvdilic sevda aris, adamianad aryofnis sevda . . .