Your SlideShare is downloading. ×
chkh.org
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Thanks for flagging this SlideShare!

Oops! An error has occurred.

×
Saving this for later? Get the SlideShare app to save on your phone or tablet. Read anywhere, anytime – even offline.
Text the download link to your phone
Standard text messaging rates apply

chkh.org

780
views

Published on

regional Newspaper Chemi Kharagauli

regional Newspaper Chemi Kharagauli

Published in: News & Politics

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total Views
780
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
3
Actions
Shares
0
Downloads
1
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

Report content
Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
No notes for slide

Transcript

  • 1. www.chkh.org 7 თებერვალი, პარასკევი 2014 წ. №5 (576) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb  ufvjlbc !))( okbc vfhnblfy  afcb %_ stshb დღეს ნომერშია „მოვა არჩევნები და ყველა მოვიმკით იმას, რაც დავიმსახურეთ” 2 გვ. რუბრიკა ჯანმრთელობა 3-4 გვ. კვლავ გადასაწყვეტია ხარაგაულში აიგოს ახალი საავადმყოფო თუ აღდგეს ძველი შენობა 3 გვ. მასწავლებელთა ტრენინგი ხარაგაულში 5 გვ. სექტემბრიდან ბორითის საბავშვო ბაღი სამოცდაათ აღსაზრდელს 5 გვ. მიიღებს ხარაგაულში „ინიციატორთა დარბაზი” დაფუძნდა 5 გვ. ამინდი 8 გვ. გაზიფიცირება გაგრძელდება დაბა ხარაგაულში გაზიფიცირების საკითხთან დაკავშირებით ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილს, „სოკარისა“ და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. დიალოგი 2014 წელს დ. ხარაგაულში გაზიფიცირებასთან და ამ პროცესის დაბალ ტემპებთან დაკავშირებით გაიმართა. ეს ინფორმაცია თავად დეპუტატმა მოგვაწოდა. მისი თქმით, 2014 წელს მოხდება დაბა ხარაგაულის (პატარა ხარაგაულის ჩათვლით, სულ 1  200 კომლი) გაზიფიცირება და გამოიცდება, რამდენად ვარგისია ბუნებრივი გაზის ადრინდელი ქსელი ფარცხნალსა და ისლარში. ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, ასევე მუშაობენ იმის გასაანალიზებლად, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ბუნებრივი გაზის ტრასის მიმდებარე სოფლებში - ლაშესა და ბაზალეთში - გაზიფიცირება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძე ხარაგაულის საავადმყოფოს მდგომარეობას და სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებს გაეცნო. ამ ფოტოზე მინისტრის მოადგილეს ხარაგაულის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ქეთევან აბრამიშვილი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ბარბაქაძე ესაუბრებიან. ვრცლად იხილეთ მესამე გვერდზე. სკოლებში გაზრდილ ხელფასს საშტატო განრიგის დაუმტკიცებლობის გამო ვერ იღებენ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მომავალი კვირიდან დაიწყებს სასკოლო ავტობუსებით მომსახურებისა და ჟურნალების წარმოების მონიტორინგს. ეს ინფორმაცია რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ სკოლის დირექტორებს 3 თებერვალს გამართულ თათბირზე მიაწოდა. სპეციალური ჯგუფი შეამოწმებს, რამდენად ეფექტურად და მიზანმიმართულად ხორციელდება ეს პროექტი. „სახელმწიფომ თანხები გამოყო იმისთვის, რომ მოსწავლეებმა, რომელთაც დიდი მანძილიდან უხდებათ სკოლაში სიარული, შვება იგრძნონ და კომფორტულად გადაადგილდნენ,“ - ამბობს დავით კიკნაძე. რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, სკოლებში მისვლით შეისწავლიან სასკოლო ჟურნალების წარმოების მდგომარეობას. ამით რესურსცენტრი დროულად, ჟურნალის წარმოების პროცესშივე, დაეხმარება მასწავლებლებს ხარვეზების აღმოფხვრაში. საგანმანათლებლო რესურსცენტრებს დაემატება საქმის მწარმოებლის შტატი, რაზეც, სავარაუდოდ, თებერვალში გამოცხადდება კონკურსი. ასევე კონკურსი გამოცხადდება იურისტის თანამდებობაზე. დღემდე რესურსცენტრის იურისტი, გასაუბრების საფუძველზე, შტატგარეშედ იყო დანიშნული. დავით კიკნაძის ინფორმაციით, რესურსცენტრებში საშტატო ერთეული ექვსამდე იზრდება და ზედამხედველობისა და მონიტორინგის ფუნქციები ემატება. დავით კიკნაძის თქმით, სკოლებს კონკურსით შერჩეული პროფესიონალები მოემსახურებიან. რესურსცენტრის უფროსმა სკოლების დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა და 2014 წლის პრიორიტეტები გააცნო. როგორც ამ ანგარიშშია ასახული, სამინისტროს მთავარი მიღწევა ისაა, რომ სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან. მანდატურის სამსახური გარდაიქმნა ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიის სამსახურად, რომლის ძირითადი ფუნქცია გახდა უსაფრთხო და პოზიტიური სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა. ეს სამსახური მუშაობს შემდეგი მიმართულებით: ბავშვთა დაცვის ოფიცერი, მოსწავლეების დაცვა, პრევენციული პროგრამები, ფსიქოლოგიური მომსახურეობა, მოსწავლეების კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის პროგრამა. ფსიქოლოგიური ცენტრები გაიხსნა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დაგეგმილია ახალი ცენტრების გახსნა. მარტში გადაწყდება, როგორი უნდა იყოს მანდატურის სამსახურის ურთიერთობა სკოლებთან. სკოლები გაუფორმებენ ხელშეკრულებას და თავიანთი ბიუჯეტიდან გადაუხდიან მანდატურს ხელფასს. დაგეგმილია, რომ 2017 წლამდე ყველა სკოლაში მუშაობდეს მანდატური. „ვაშლევის სკოლაში უკვე გვყავს სპეციალური მასწავლებელი ინკლუზიური მოსწავლეებისთვის. რამდენიმე სკოლაში პროცედურებია გასავლელი მოსწავლეებისთვის ინკლუზიურის სტატუსის მისანიჭებლად იმისთვის, რომ მათ დაენიშნოთ სპეციალური მასწავლებელი, - ამბობს დავით კიკნაძე, - ინკლუზიური მოსწავლეებისთვის მასწავლებელი ინიშნება მულტიდის- გაზეთის პირველ გვერდში 1/4 ფართის ღირებულებაა 60 ლარი ციპლინარულ გუნდთან შეთანხმებით.“ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმგვა. სკოლადამამთავრებელ მოსწავლეებთან ამ პროცესს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მარიკა ბააკაშვილი წარმართავს. ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით. 2013 წელს განხორცილდა 600-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში. რესურსცენტრის უფროსის თქმით, ის ინტენსიურად მუშაობს ინფრასტრუქტურის სააგენტოსთანაც. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს ამ სააგენტოს წარმომადგენლები თითოეულ სკოლაში გაეცნობიან ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს. კიცხის სკოლაში ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოამზადებს დასკვნას, რამდენადაა შესაძლებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. „წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულად უნდა ვიფიქროთ კიცხში სკოლის ახალი შენობის აშენებაზე,“ ამბობს დავით კიკნაძე. იგეგმება ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების გაზიფიცირება. 2014 წლის გაზაფხულზე სკოლები აღიჭურვება ახალი სასკოლო ავეჯით. ქვეყნის მასშტაბით სკოლის ადმინისტრაციას და ტექნიკურ პერსონალს გაეზარდათ ხელფასი 25%-დან 60%მდე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, იმის გამო, რომ საშტატო განრიგები არ არის დამტკიცებული, გაზრდილი ანაზღაურება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა, ისინი გაზრდილ ხელფასს სექტემბრიდან მიიღებენ. დავით კიკნაძემ სკოლების დირექტორებთან ასევე ისაუბრა სამინისტროს მიღწევებსა და გეგმებზე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებით და აღნიშნა, რომ 2014 წელი განათლების ხარისხის ზრდისა და სისტემის კონსოლიდაციის წლადაა გამოცხადებული. ლაურა გოგოლაძე
  • 2. 2 xtvb [fhfufekb 7 თებერვალი, 2014 წ. 3 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (დირექტორი ალექსანდრე ბარბაქაძე) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში და დაამტკიცეს ამავე ცენტრის მიერ 2014 წელს განსახორციელებელი პროგრამა. დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგა ა(ა)იპ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჭიპაშვილი. იგეგმება ახალი სამსახურის შექმნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს წინაშე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის შექმნის საკითხი დააყენა. გამგებლის თქმით, შიდა აუდიტის შესახებ კანონი ადგილობრივ თვითმმართველობას აძლევს უფლებას, რომ ასეთი სამსახური არსებობდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. „ეს სამსახური იქნება ძალიან მობილური და რეაგირებას მოახდენს ბიუჯეტიდან გასული და სხვადასხვა სუბიექტების მიერ დასახარჯი საბიუჯეტო თანხების კონტროლზე, მათ შორის ეფექტიანობის, ეკონომიურობისა და რაც მთავარია, კანონიერების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა. გამგებლის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს სამსახურების შიდა დისციპლინას და სხვა იურიდიული პირების მიერ კანონდარღვევის შემთხვევებს - ტერიტორიების დანაგვიანების, მშენებლობის პირობების დარღვევის ფაქტებს. გამგებლის თქმით, შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახური ძალიან მასშტაბურია თავისი უფლებამოსილებით და ის იქნება ერთ-ერთი ხერხემალი წესრიგის დამყარების კუთხით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. კობა ლურსმანაშვილი აპირებს, რომ უახლოეს დღეებში დააყენოს საკრებულოს წინაშე რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხი, რადგან, მისივე თქმით, ამ სამსახურის შექმნა ძალიან პრინციპული საკითხია. გამგებელი დარწმუნებულია, რომ საკრებულო მხარს დაუჭერს შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის შექმნას. ნონოა. როგორც კი ეს ფაქტი გახდა ჩემთვის ცნობილი, საჭიროდ ჩავთვალე, რომ მაშინვე მეცნობებინა თქვენთვის. ვაყენებ საკითხს საკრებულოს წინაშე, რადგან გამგეობა არ არის უფლებამოსილი ქონების ნაწილში გააუქმოს ან გააფორმოს ხელშეკრულება სუბიექტთან ან ეს ფართი დაუბრუნდეს დაბა ხარაგაულის ტერიტორიულ ორგანოს - კანონიერ მფლობელს. გთხოვთ იმსჯელოთ ამაზე და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. პარტიას მიეცით ერთი თვის ვადა, მოძებნოს სხვა ფართი. თქვენი გადაწყვეტილება იქნება საინტერესო საზოგადოებისთვის, რადგან არაერთხელ მომისმენია, რომ სასათბურე პირობები აქვს ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას. ამ საკითხს ვაყენებ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და მსურს განიხილოთ. ვითხოვ სამართლებრივ რეაგირებას, რადგან ხელშეკრულება კანონის შესაბამისად არ არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში და არ არის ნოტარიულად დამოწმებული. სამოქალაქო კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, შეწყვეტა ხომ არ იქნება პოლიტიკური დევნა. კობა გოგსაძე მიიჩნევს, რომ ჯობია, ფინანსური საკითხები პარტიის სათაო ოფისთან მიწერ-მოწერით გაირკვეს. დეპუტატ გია არევაძის მოსაზრებით, ეს საკითხი არ უნდა გახდეს საკრებულოს განსახილველი, თორემ აუცილებლად მიიღებს პოლიტიკურ ენახათ, აი, რა მოუვა ნაციონალურ მოძრაობასო და არ აინტერესებთ მათ ზონაში რა მდგომარეობაა ჯანდაცვის კუთხით, ღმერთმა გაუმარჯოთ. არავინ არ მიყვება ნაციონალურ მოძრაობას საფლავში, მაგრამ ჩვენ ახლა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ვიხილავთ. თუ ასე პასიურები უნდა ვიყოთ, მოვა მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში მოსწავლეთა სასახლის სტუდია „პიონერფილმის“ ინიციატივით ზაფხულში მოეწყობა ორკვირიანი ბანაკი „კინოქალაქი“. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან არჩეულ ახალგაზრდებს ათი ხარაგაულელი ახალგაზრდა დაემატება. ისინი სპეციალურ სწავლებას გაივლიან ცნობილი რეჟისორებისგან და ფილმებს გადაიღებენ. პროექტს აფინანსებს მთლიანად „პიონერფილმი.“ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი მოსწავლეთა თვითმმართველობის დარბაზს დააფუძნებს. „ვმუშაობთ და საკმაოდ ამბიციური პროექტებიც გვაქვს,“ - აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე მამუკა ჭიპაშვილმა. მისი თქმით, ორგანიზაციის სერიოზული პრობლემა უკავშირდება ტრანსპორტირებას, რაც საკმაოდ ძვირი უჯდება. მამუკა ჭიპაშვილის თქმით, მათთვის არასაკმარისია ოფისის ფართი. „მოვა არჩევნები და ყველა მოვიმკით იმას, რაც დავიმსახურეთ“ გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ ერთი გვერდის ღირებულებაა 150 ლარი საკითხი უნდა განიხილოთ მხოლოდ სამართლებრივი კუთხით და არა პოლიტიკურ ასპექტში საკრებულოს სხდომაზე გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა დეპუტატებს დაბა ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოს მხრიდან მის სახელზე შესული წერილი გააცნო. „მოგახსენებთ, რომ გვიწევს მუშაობა გაუსაძლის პირობებში, გვაქვს ოთახი 7 მ2 ფართის, ორი მაგიდა და ოთხი სკამი, მოძველებული კომპიუტერი. არ გვაქვს წყალი და სველი წერტილი. დაბა ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოს კუთვნილ ფართს ფლობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაცია. გაფორმებული აქვთ საიჯარო ხელშეკრულება ძველი ხელისუფლების დროს და დაკავებული აქვთ ორი დიდი ოთახი კომპიუტერებით, გამათბობელით და კონდიციონერით. გთხოვთ, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები,“ - ნათქვამია წერილში. კობა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ ის გაეცნო „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს. მისი თქმით, 2008 წელს გაფორმდა ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის გამგებელსა და„ნაცმოძრაობის“ გენერალურ მდივანს შორის. 2008-2012 წლებში პარტია იხდიდა ქირას 15 ლარს. გამგებლის ინფორმაციით, 2012 წელს მოხდა ცვლილება აღნიშნულ ხელშეკრულებაში და ზოგიერთი მუხლი ამოიღეს ხელშეკრულებიდან. ქირის ოდენობა 15 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა, ხოლო კომუნალური გადასახადების გადახდა (წყალი, ელენერგია) დაეკისრა მუნიციპალიტეტს. გამგებლისთვის მიუღებელია, რომ ბიუჯეტმა გადაუხადოს პოლიტიკურ პარტიას კომუნალური გადასახადები და ამ დროს ტერიტორიული ორგანო ვერ ფლობდეს შესაბამის ფართს და არ ჰქონდეს სამუშაო პირობები. გამგებელი გაფორმებული ხელშეკრულებების უკანონობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისივე თქმით, ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ის იყოს ნოტარიულად დამოწმებული და საჯარო რეესტრში გატარებული. გამგებელი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არ შესრულებულა. „თქვენს წინაშე ვაყენებ საკითხს, რომ 2008 წელს და შემდეგ 2012 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებები უკა- ბათილია ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ფორმის დაუცველად,“ - განაცხადა გამგებელმა. კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს შესთავაზა, რომ „აცნობონ პოლიტიკური პარტიის ცენტრალურ ოფისს, წარმოადგინოს საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაციის დოკუმენტი. თუ ასეთ დოკუმენტს პარტია ვერ წარადგენს, საკრებულომ დააყენოს ხელშეკრულების ბათილობის საკითხი. თუ უკანონოდ ჩათვლის ხელშეკრულების გაუქმებას მხარე, მიმართოს სასამართლოს.“ გამგებელმა საკრებულოს თავმჯდომარეს უთხრა, რომ საკრებულო უფლებამოსილია ხელახლა გააფორმოს ხელშეკრულება „ნაცმოძრაობის“ გენერალურ მდივანთან. „ჩვენ პარტიის ადგილობრივ ოფისს არ ვედავებით. ჩვენ საქმე გვაქვს ცენტრალურ ოფისთან და მის გენერალურ მდივანთან,“ - აღნიშნა გამგებელმა. მისივე თქმით, საკრებულომ საკითხი უნდა განიხილოს მხოლოდ სამართლებრივ და კანონის ფარგლებში და არა პოლიტიკურ ასპექტში. „თუ ეს საკითხი არ იქნება განხილული და სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა, ჩვენ აღმოვჩნდებით კანონის დამრღვევები. თქვენ შეიძლება არ იცოდით, რომ ხელშეკრულება არ გატარებულა საჯარო რეესტრში. ამიტომ როცა შეიტყვეთ, თუ არ მოაგვარებთ, თქვენ თანამონაწილეები გახდებით ამ უკანონობის. მე 28 იანვარს მომმართა დაბა ხარაგაულის ტერიტორიულმა ორგანომ და მაშინვე შეგატყობინეთ.“ საკრებულოს წევრებმა იური ლურსმანაშვილმა და რუსუდან გურგენიძემ 2012 წელი გაიხსენეს, თუ როგორ ავიწროებდა ყოფილი მმართველი პარტია იმ კერძო პირებს, რომელთაც ფართი მიაქირავეს მაშინდელ ოპოზიციურ პარტიას. იური ლურსმანაშვილის თქმით, წარმოუდეგენელია, რომ ერთი პარტია იყოს განსაკუთრებულ მდომარეობაში. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კობა გოგსაძის თქმით, აღნიშნული საკითხი შესასწავლი დ გადასამოწმებელია შესაბამისი კომპეტენციის პირებთან. მისი ინფორმაციით, ფართი, რომელშიც ამჟამად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაცია, პარტიის თანხებით გარემონტდა. მანვე გამოთქვა აზრი, რომ საკრებულოს მხრიდან პარტიისთვის ფართის მიქირავების ხელშეკრულების ელფერს. მისივე თქმით, ეს სასამართლოში სადავოა. გია არევაძის განცხადებით, ყველაზე მთავარია, რომ ადგილობრივი ქონების იჯარით გაცემა არ მოხდეს აღმასრულებელი რგოლების შევიწროების ხარჯზე. დეპუტატმა იუზა კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ საკითხი სწორად დადგა. მისი თქმით, აუცილებელია დაიდოს იურიდიული დასკვნა და დღესვე გადაეგზავნოს პარტიის ცენტრალურ ოფისს. დეპუტატმა თემურ გამცემლიძემ საკითხის შესასწავლად სპეციალური ჯგუფის გამოყოფა ითხოვა. საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის და იურისტ ინგა ლურსმანაშვილის თქმით, კანონის თანახმად, ადმინისტრაციულ შენობაში პოლიტიკური პარტიის ოფისი არ უნდა იყოს განთავსებული. საკრებულოს თავმჯდომარემ, აკაკი მაჭავარიანმა აღნიშნა: „მე ვიცი, რომ პარტიის ოფისში არსებული სკამები, მაგიდები, კომპიუტერები და გამათბობელი არის პარტიის კუთვნილება. ეს თუ მუნიციპალტეტის არის, გამოდის, რომ ფართი ძალიან იაფად გვაქვს მათზე მიქირავებული. საქმეში უნდა ჩაერთონ იურისტები. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს უნდა მივწეროთ, რომ მოიყვანონ კანონის ფარგლებში ხელშეკრულება. ახლა რომ ისინი ჩვენ გარეთ გავყაროთ, ამას ჩაგვითვლიან პოლიტიკურ დევნად. გავიგოთ, რატომ არ გატარდა საჯარო რეესტრში ხელშეკრულება. საკითხი შესასწავლია.“ „ერთი სკამი გეყიდათ საავადმყოფოს ლაბორატორიისთვის” „თუ დღეს ყველაზე მეტად საჭირობოროტო საკითხი ის არის, რომ „ნაცმოძრაობას“ ოფისი უკანონოდ აქვს დაკავებული და არა ის, თუ რა მდგომარეობაა ხარაგაულის ჯანდაცვის სფეროში, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვერაფერი საიმედო გვითხრა. დღეს ვიხილავთ საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის ინფორმაციას და გამგეობის შესაბამისი სამსახური არ დაინტერესებულა ამით. თუ ჩვენ ყავლგასულები ვართ და არავინ გვისმენს?! ვალდებულები ვართ, ბოლო დღემდე ვიყოთ აქ და ჩვენი აზრი გამოვთქვათ. ძალიან მეწყინა, - აქ იყვნენ რწმუნებულები და თუ ის არის მათი მიზანი, რომ არჩევნები და ყველა მოვიმკით იმას, რაც დავიმსახურეთ,“ - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვისას. რუსუდან გურგენიძის თქმით, აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სამსახურს სან-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი დაევალოს. მისივე თქმით, ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო. თემურ გამცემლიძემ განაცხადა „ჩვენ არ შეგვწევს უნარი, რომ ხარაგაულის ჯანდაცვაში არსებული პრობლემები მოვაგვაროთ, მაგალითად - ავაშენოთ საავადმყოფო“. ამიტომ, მისივე თქმით, არაფერს შეცვლიდა გამგეობის სამსახურები მოისმენდნენ თუ არა ამ საკითხს. რუსუდან გურგენიძის თქმით, არის მთელი რიგი საკითხები, რომელსაც სწორედ საკრებულოს მხრიდან რეაგირება სჭირდება. „ბევრ სოფელში ლეში ყრია ღელეში, მდინარეები ივსება ნარჩენებით. ამ პრობლემების მოგვარებაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ.“ საკრებულოს სხდომაზე მყოფმა მოქალაქე მარინე გოგიამ განაცხადა, რომ უმთავრესია, ადამიანის სიცოცხლე. „ერთი სკამი გეყიდათ საავადმყოფოს ლაბორატორიისთვის, რომ არ დაიმტვრეს იქ მისული პაციენტი. ადამიანი რომ უცბად ცუდად გახდეს, სანამ ტრანსპორტს მოძებნის და სხვაგან წავა, ერთი ოთახი ხომ უნდა იყოს ნორმალური ხარაგაულის საავადმყოფოში, რომ ადამიანი გადარჩეს. ჯერ ეს არის მნიშვნელოვანი.“ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი ამბიციური პროექტებით ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე ა(ა)იპ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ხელძღვანელმა მამუკა ჭიპაშვილმა რამდენიმე საინტერესო სიახლე გააცნო დამსწრეთ. „რამდენიმე დღის წინ თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, წარმოშობით ხარაგაულული, იმყოფებოდა ხარაგაულში. ის აპირებს მარელისში ტურისტული ცენტრის აშენებას 50 კაციანი სასტუმროთი და ინფრასტრუქტურით. უახლოეს ხანში ის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდება. იმედია, ადგილობრივი ხელისუფლება ამ პროექტების განხორციელებას მხარს დაუჭერს. მორიგი ცვლილება ფრაქციებში საკრებულოს სხდომაზე სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ფხალაძემ კოლეგებს ღორეშის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა გლუნჩაძის განცხადება გააცნო. ზაზა გლუნჩაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა ფრაქცია „მაჟორიტარი“ და გაწევრიანდა ფრაქციაში „ქართული ოცნება - ხარაგაული“. მისი განცხადება კოლეგებმა ცნობად მიიღეს. დეპუტატმა კოლეგებს მოსახლეობის მოთხოვნა გააცნო ბორითის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ გამცემლიძემ მაქათუბანში იმ გზის გაკეთების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელზეც სასკოლო ავტობუსი დადის. მისი თქმით, შედგა ხარჯთაღრიცხვა და დაზამთრების გამო ტენდერის გამოცხადება გაზაფხულისთვის გადაიდო. „მაქათუბნელებმა დამაბარეს მადლობის გრძნობით, რომ არ დაგვავიწყდეს ეს საკითხი პირველ კვარტალში რომ უნდა განხორციელდეს,“ - აღნიშნა დეპუტატმა. მისი ინფორმაციით, სოფელი ერეთა მოწყვეტილი იყო ბორითს. გასულ წელს აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი და 5-6 თვეში ჩაინგრა. მოსახლეობა ითხოვს, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდეს. თემურ გამცემლიძემ განაცხადა, რომ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიაში შესულია მოქალაქეების განცხადება და ისინი ითხოვენ გარე ვაჭრობის დარეგულირებას. „საკრებულო ვალდებულია, ორგანიზება გაუწიოს გარე ვაჭრობას - გამოყოს შესაბამისი ტერიტორია. რადგან არ გვაქვს შესაბამისი ნორმატიული აქტი მიღებული. მე მივმართე გამგეობის შესაბამის სამსახურს, რომ მომზადდეს მათ მიერ პროექტი საკრებულოში განსახილველად. დეპუტატებმა აუდიტის მოწვევას მხარი დაუჭირეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა გამგეობის ანგარიშის განსახილველად და დასამტკიცებლად აუდიტის მოწვევას დაუჭირეს მხარი. სხდომის დასასრულს კომისიის წევრებს აპარატის უფროსმა ლენა კალანდაძემ მიმართა. მისი თქმით, კომისიებმა დროზე უნდა განიხილონ გამგეობის მიერ შემოტანილი პროექტები. ნინო კაპანაძე
  • 3. 3 xtvb [fhfufekb 7 თებერვალი, 2014 წ. კვლავ გადასაწყვეტია - ხარაგაულში აიგოს ახალი საავადმყოფო თუ აღდგეს ძველი შენობა „ასეთი შეხვედრა იმისთვის არის საჭირო, რომ თქვენთან ერთად სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძემ ხარაგაულში საავადმყოფოს, ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების მედპერსონალთან ხარაგაულის საავადმყოფოში შეხვედრისას, - შპს „ადითთან” ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოსახლეობას უნდა მიეღო ხარაგაულის საავადმყოფოში ელემენტარული სამედიცინო მომსახურება. ამიტომ სახელმწიფომ ივალდებულა და შევინარჩუნეთ ძველი მდგომარეობა. ახლა გარკვეული მონაცემები იმედს იძლევა, რომ საქმე წინ წავიდეს. ყველაფერს უნდა დათვლა.” მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის ინიციატორი ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე გახლდათ. შეხვედრაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გუბერნატორის მოადგილე ალეკო იოსებაშვილი მონაწილეობდნენ. ნოდარ ებანოიძის თქმით, იმ უამრავ პრობლემათა შორის, რომელიც დღეს ხარაგაულელების წინაშეა, ერთ-ერთი მწვავეა სამედიცინო მომსახურება, - ის უმძიმესი პირობები, რაც ხარაგაულის საავადმყოფოშია. „იმედია, ამ შეხვედრის მერე ნათელი მოეფინება, თუ რას და როგორ ვაპირებთ,“ - აღნიშნა შეხვედრის დასაწყისში დეპუტატმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძემ განაცხადა, რომ დიდი პატივისცემითაა განწყობილი მედიცინის თითოეული მუშაკის მიმართ. „გულწრფელად მინდა ბოდიშიც მოგიხადოთ, რადგან გარკვეულ წილ პასუხისმგებლობას სამსახურებრივად და მოქალაქეობრივად ვგრძნობ და ვიზიარებ. ამ პირობებში პროფესიული საქმიანობა გმირობის ტოლფასია,“ - აღნიშნა მან. იმიტრი მახათაძემ შეკრებილთ გააცნო სოფლის ამბულატორიებსა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაგეგმილი სიახლეები, ხარაგაულის საავადმყოფოს განვითარების პერსპექტივები. „რადგან სოფლის ექიმისა და სასწრაფო დახმარების მომსახურება მოსახლეობისთვის ყველაზე პრიორიტეტულია, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ პირველი იანვრიდან სრულად დააფინანსოს ეს სერვისები, - აღნიშნა დიმიტრი მახათაძემ შეხვედრაზე, საკმაოდ უცნაურია ის, რაც აქამდე იყო განსაზღვრული სოფლის ექიმის საკონტრაქტო პირობებით - ექიმი ინდმეწარმედ არის დარეგისტრირებული და ვალდებულია, რომ საქმიანობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტი შეიძინოს, უზრუნველყოს სამუშაო გარემო საკუთარი ხელფასით. დიდი ალბათობით, მივიღებთ თანხმობას მთავრობისგან, რომ სოფლის ექი- დ გარემო. სოფლის ექიმებს მოეხსნებათ ინდმეწარმის სტატუსი და შეუსაბამობაც გასწორდება.“ იმიტრი მახათაძის ინფორმაციით, სამინისტრომ მიიღო ზომები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გადასარჩენად. იანვრიდან მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. „შეიქმნა სახელმწიფო სტრუქტურა სიპ-ის სახით, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს სასწრაფო დახმარების სამსახურის ადმინისტრირებას. რეგიონული პრინციპით მოხდება მართვა. აღარ იქნება ის შეფერხება, რომ ვთქვათ, ხარაგაულში შემავალი სოფელი 5-10 წუთის სავალზეა სხვა მუნიციპალიტეტებიდან და იმ მუნიციპალიტეტის სასწრაფოს არ ჰქონდეს პაციენტთან მისვლის უფლება. პირველი თებერვლიდან ხარაგაულის სასწრაფო სამსახური სტრუქტურულად ახალ ერთეულში შედის. დარწმუნებული ვარ, პაციენტები და მედპერსონალი რეალურად იგრძნობენ სასიკეთო სიახლეებს,“ განაცხადა დიმიტრი მახათაძემ. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მაისიდან სასწრაფო დახმარების სამსახური აღიჭურვება ახალი ავტომანქანებით. აც შეეხება იმას, თუ როგორი ტიპის სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება გვექნება ხარაგაულში, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს საკითხი გადაწყდება დარგის პროფესიონალებთან და სპეციალისტებთან ერთად - აიგოს ახალი თუ მოხდეს ძველი შენობის რეაბილიტაცია. „ხარაგაულში სამედიცინო დაწესებულება შეიქმნება მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. აუცილებელია, მათ მიეწოდოთ ყველა საჭირო სერვისი. ჩვენი ამოცანაა, რომ შევაფასოთ რეალობა, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც დაგეგმილი სერვისების მიწოდება იქნება ხარისხიანი, კომფორტული და შედეგის მომტანი, პირველ რიგში, პაციენტისთვის. წელს გადაწყდება, რა სახის სამედიცინო დაწესებულება გვექნება ხარაგაულში. ჩემი აზრით, ამ გარემოს აღდგენას, სხვა ახალი ტიპის შენობის აშენება აჯობებს, თუმცა ესეც არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი,“ - განაცხადა დიმიტრი მახათაძემ. ინისტრის მოადგილის თქმით, გადაწყვეტილია, რომ საქართველოში, სავარაუდოდ სექტემბრიდან, ან შეიძლება უფრო ადრეც, მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფაზე დახარჯული თანხები სახელმწიფოს მიერვე იყოს ადმინისტრირებული და განხორციელდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. დიმიტრი მახათაძის განმარტებით, ეს უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების აბსოლუტურ თავისუფლებას. მოქალაქე თავისუფლად აირჩევს თავისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებას და მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას. დ რ ხ არაგაულის სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებზე მინისტრის მოადგილესთან ისაუბრეს ქირურგმა ზაური ჭუმბურიძემ, სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა გია ბარბაქაძემ, საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ქეთევან აბრამიშვილმა, ნევროპათოლოგმა ირინე ბიბიჩაძემ, თერაპევტმა თინა მჭედლიძემ, ექთნებმა ტატო ბერაძემ და ლუიზა ბერაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა, საკრებულოს წევრმა რუსუდან გურგენიძემ, გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა. ზაურ ჭუმბურიძის თქმით, ხარაგაულში, უმჯობესია, 15 საწოლიანი საავადმყოფო აშენდეს. მანვე ისაუბრა ექიმისთვის ღირსეული ანაზღაურების აუცილებლობაზე. გია ბარბაქაძის თქმით, უმჯობესია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მედიკამენტების შეძენისთვის გათვალისწინე- სამედიცინო დაწესებულებაში მიდის. ექთანი ტატო ბერაძე დაინტერესდა, როგორ მიეცემა მას ანაზღაურება - შესრულებული სამუშაოს მიხედვით თუ ფიქსირებული ხელფასის სახით. „მაინტერესებს, მომავალში მორიგეობისთვის მივიღებ თუ არა ანაზღაურებას. თუ არადა, მეც სახლში ვიქნები და მაშინ მოვალ საავადმყოფოში, როცა პაციენტი იქნება. ვფიქრობ სამსახურიდან წასვლაზე, მაგრამ რა ვქნა, მიყვარს ეს საქმე და ვერ მივდივართ ვერსად,“ - ამბობს ტატო ბერაძე. ექთანი ლუიზა ბერაძე დაინტერესდა, როდის აიღებენ ექვსი თვის სახელფასო დავალიანებას. დიმიტრი მახათაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ სოციალურ პაკეტში ჩარევა სწორი არ იქნება. მისივე თქმით, ამ საკითხის მოწესრიგება თავისთავად მოჰყვება დაგეგმილ რეფორმას. რაც შეეხება პაციენტების მიღებას სოფლის ექიმის მიმართვის გარეშე, მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს მთლად ხელსაყრელი და მოსახერხებელი არ არის, მაგრამ არც ამ წესის შეცვლაა მართებული. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ სოფლის ექიმთან უნდა მივიდეს და სპეციალისტისგან გაკეთებული ჩანაწერიც უკან უნდა მიიტანოს. დიმიტრი მახათაძემ აღნიშნა, რომ პაციენტის არჩევანი არ უნდა შეიზღუდოს. საყოველთაო ჯანდაცის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ეს პროცესი დარეგულირდება. ხელფასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ფიქსირებული ხელფასის შემთხვევაში დაფინანსება უნდა იყოს გლობალური. მანვე მედპერსონალს ურჩია, რომ არსად წავიდნენ, რადგან, მისივე თქმით, მალე მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლება. რაც შეეხება ძველ ხელფასებს, მიმდინარეობს სასამართლო დავა შპს „ადითთან“ და სახელფასო დავალიანების საკითხიც ამასთან ერთად გადაწყდება. საკრებულოს წევრმა რუსუდან გურგენიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში შესაბამისი სერვისების არსებობა გაზრდის პაციენტთა რიცხვს. მანვე ისაუბრა ხარაგაულელი ექიმების მაღალკვალიფიციურობაზე. საკრებულოს წევრმა მინისტრის მოადგილეს აცნობა, რომ რამდენიმე სოფელში ამბულატორიების შენობები არ მარაგდება ელექტროენერგიით, რადგან მოუგვარებელია შენობების ფლობის საკითხი. დიმიტრი მახათაძე დამსწრეთ სასოფლო ამბულატორიების ქონების პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ სოფლის ექიმთან უნდა მივიდეს და სპეციალისტისგან გაკეთებული ჩანაწერიც უკან უნდა მიიტანოს. საკითხის მოგვარებას დაჰპირდა. მისივე ინფორმაციით, ამბულატორიები მუნიციპალიტეტების ბალანსზე გადმოვა. გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში არ არის არც ექიმი და არც ექთანი. „მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ვაყენებ საკითხს, - რამდენად შესაძლებელია, რომ გაიზარდოს სოფლის ექიმების და ექთნების რაოდენობა,“ - კითხულობს გამგებელი. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამბულატორიების რეფორმა, სავარაუდოდ ივნისში დასრულდება. „ერთია მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის მოთხოვნა და მეორე ჩვენი შესაძლებლობები. დღეს 1300 ექიმი და1400 ექთანი ფინანსდება. კიდევ რომ დავამატოთ, ამას სჭირდება დათვლა-გაანალიზება. ჩვენი ამოცანაა, რომ თქვენთან ერთად მოგროვდეს ეს წინადადებები. ამაზე მუშაობს სპეციალისტთა ჯგუფი, სად და როგორ გავანაწილოთ - გადამზადების პროგრამა გავაკეთოთ, თუ სხვაგვარად მოვიქცეთ.“ შეხვედრა ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ შეაჯამა: -ბატონი დიმიტრის ჩამოსვლა ხარაგაულში იმის დასაწყისად მივიჩნიოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება. ამ მდგომარეობასთან შეგუება არ შეიძლება. იმედია, ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც პაციენტებზე იქნება გათვლილი. იმედით დავშორდეთ ერთმანეთს. ნინო კაპანაძე 1/2 გვერდი - 80 ლარი სოფლის ექიმებს ინდმეწარმის სტატუსი მოეხსნებათ და გაუმჯობესდება მათი სამუშაო გარემო. მებს მოეხსნათ ეს გაუმართლებელი ტვირთი. დაწყებულია ზრუნვა, რომ გაანალიზდეს მთლიანად საჭირო დანახარჯები და შესაძლებლობის ფარგლებში სოფლის ექიმის ხელფასი გაიზარდოს, დარეგულირდეს სტანდარტი და განისაზღვროს კომპეტენციები, სამუშაო პასუხისმგებლობა და რაც მთავარია,სოფლის ამბულატორიაში მოწესრიგდეს სამუშაო მ დიმიტრი მახათაძის ინფორმაციით, სამინისტრომ მიიღო ზომები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გადასარჩენად. ბული თანხა (ასი ლარი) სამედიცინო სფეროს სხვა მიმართულებით მოხმარდეს. მისივე ინფორმაციით, ხშირად ბენეფიციარების უმრავლესობა მედიკამენტის მაგივრად შამპუნს იძენს აფთიაქიდან. „უმჯობესია, საბიუჯეტო თანხა მიიმართოს კონკრეტულ სამედიცინო პროგრამაზე, რომელიც დათვლადი იქნება,“ - ამბობს გია ექიმი. ქეთევან აბრამიშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში მოსახლეობის უმრავლესობა დაზღვეულია „ირაოში.“ ამ კომპანიას ხარაგაულში ჰყავს წარმომადგენელი. პაციენტს არ აქვს არჩევანის უფლება და იძულებულია მივიდეს „ირაოს“ წარმომადგენელთან იმის მიუხედავად, რომ საავადმყოფოში კიდევ არის ორი თერაპევტი. ირინა ბიბიჩაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხშირად სოფლებიდან მასთან ავადმყოფები სოფლის ექიმის მიმართვის გარეშე მიდიან. უკან გაბრუნებული პაციენტი კი სხვა
  • 4. 4 xtvb [fhfufekb რადიო თავისუფლების ყოველკვირეული რუბრიკის „ინტერაქტიული დიალოგის” სტუმარია სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის ასოცირებული პროფესორი, ჩაფიძის გულის ცენტრის ელექტრონული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად კირტავა. იგი ჟურნალისტ ია ანთაძესთან საუბრობს თემაზე: „მაღალტექნოლოგიური თუ ხელმისაწვდომი საავადმყოფოები - როგორი ჯანდაცვა გვინდა რომ გვქონდეს.” -ბატონო ზვიად, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მისაღწევად მნიშვნელოვანია მაღალი ტექნოლოგიებიც და ექიმის პროფესიონალიზმიც. რა მდგომარეობაა საქართველოში ამ ორი მიმართულებით? -აბსოლუტურად სწორი კითხვაა. ოღონდ მთავარია, ზუსტად განვსაზღვროთ, რა იგულისხმება მაღალ ტექნოლოგიებში და რა იგულისხმება პროფესიონალიზმში. მაღალი ტექნოლოგია ნამდვილად არის თანამედროვე აპარატურაც, დახვეწილი და სამედიცინო სერვისებზე მორგებული შენობაც, კარგი განათებაც, ელექტრომომარაგებაც და საკომუნიკაციო საშუალებებიც. ამავე დროს თანამედროვე ჯანდაცვის დაწესებულებების შეფასებაში ძალიან მნიშვნელოვანია მიდგომა, რომელსაც ჰქვია ჯანმრთელობის ტექნოლოგიების შეფასება. ეს მოიცავს როგორც ტექნიკას, ასევე იმ პროცედურებს, გაიდლაინებს, პროტოკოლებს თუ ბიოსამედიცინო ეთიკის სტანდარტებს, რომლებიც, ჯერ ერთი, სრულყოფილად უნდა იყოს გაწერილი და შემდეგ - განუხრელად დაცული ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ცელაძე, ირაკლი ფაღავა, ვახტანგ ალადაშვილი. მათ ეს მართლაც ხელოვნების დონემდე ჰქონდათ აყვანილი. დღეს ბიზნესის და მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომების შემოჭრამ ეს ცოტა უკანა პლანზე გადაწია. მიმაჩნია, რომ კარგ პროფესიონალს ერთიც უნდა ჰქონდეს და მეორეც, ან-ან არ გამოვა ამ შემთხვევაში. რაც შეეხება საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლებას, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად წინა ხელისუფლების დროს შემცირდა საუნივერსიტეტო პროფესიონალი, კარგი და ნიჭიერი ახალგაზრდა ან აქ მომზადდა და მერე წავიდა საზღვარგარეთ, ან იქ მომზადდა და ვერ ბრუნდება ან არ ბრუნდება. ძალიან მცირეა მედიცინაში საზღვარგარეთ წასული ადამიანების უკან დაბრუნების მაჩვენებელი და ამისთვის ალბათ ასეთი საავადმყოფო კარგი იქნებოდა. -დღეს რომ ამთავრებს ახალგაზრდა სამედიცინო უნივერსიტეტს, რა შანსი აქვს, რომ პროფესიაში იყოს წარმატებული. როგორ უნდა მოიქცეს, როგორ ხდება სტუდენტის ქცევა ექიმად, რომელსაც შეიძლება ენდოს ადამიანი? -აუცილებელია, რომ სტუდენტმა რეზიდენტურის ეტაპი გაიაროს. რეზიდენტურის პროგრამები დაიხვეწა და მიდგომები ამ მხრივ გაუმჯობესდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით. მაგრამ, ზვიად კირტავა: „მედიცინაში მაღალი ტექნოლოგიები არ ნიშნავს ძვირფას და უახლეს ტექნიკას” სამწუხაროდ, ბევრი მაგალითია, მათ შორის პირადი მაგალითებიც მაქვს, როდესაც ძვირფასი აპარატურა არ განსაზღვრავს ძვირფას მაღალ ტექნოლოგიურ პროცესს და ეს პროცესი გაცილებით უფრო ხშირად არის სტანდარტების სწორი და განუხრელი დაცვა, ერთგულება ამ სტანდარტების და არა ის, როგორი უძვირფასესი და ბოლო მოდელის აპარატურა გვიდგას კლინიკაში. -ამ მხრივ რა მდგომარეობაა საქართველოში. -ბოლო წლების განმავლობაში არის გაუმჯობესება ამ მხრივ, მაგრამ ძირითადად ეს არის ინსტიტუციონალურ დონეზე და დამოკიდებულია ამა თუ იმ ინსტიტუციის, ამა თუ იმ საავადმყოფოს მენეჯმენტის თანამედროვეობაზე და იმის გააზრებაზე, რამდენად კარგად ესმით მათ ცნება - მაღალტექნოლოგიური. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ, ნიველირებული იყო ამ მხრივ სახელმწიფო ჩარევის და რეგულირების მექანიზმები. -არადა, ეს სახელმწიფოს ფუნქციაა... -მიმაჩნია, რომ ეს სახელმწიფოს ფუნქციაა და არ უნდა იყოს მინდობილი სრულად დაწესებულებაზე, დაწესებულების მენეჯერის კეთილსინდისიერებასა და მის ცოდნაზე. ეს უნდა იყოს ის სფერო, რომელშიც სახელმწიფო თავის სტანდარტებს უფრო აქტიურად განსაზღვრავს. -რა აზრის ხართ საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლებაზე. რამდენად საჭიროა სამედიცინო პერსონალის სერთიფიცირება და უწყვეტი განათლების მიღება? -პროფესიონალიზმს რაც შეეხება, მინდა დავაზუსტო, რომ როგორც ტექნოლოგიებში, აქაც შეიძლება ორი მხარე განისაზღვროს - წმინდა ტექნიკური - კარგი ექსპერტობა და კარგი სპეციალისტობა სამედიცინო სფეროსი და მეორე - ადამიანური ურთიერთობების პროფესიონალიზმი და ხელოვნება. მე მასწავლიდნენ ბრწყინვალე ექიმები: ოთარ გვან- მულტიპროფილური კლინიკები. ძალიან გაუარესდა სტუდენტებისა და რეზიდენტების მდგომარეობა ახალდამთავრებული სპეციალისტების ავადმყოფებთან კლინიკური მუშაობის მხრივ. ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი გვაქვს - სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომლის მთავარი საუნივერსიტეტო კლინიკა რესპუბლიკური საავადმყოფო, ფაქტობრივად გაუქმებულია და მისი დღევანდელი ფუნქციონირება არ შეესაბამება მის სტატუსს და მეორე - ე.წ. ყოფილი ლეჩკომბინატი, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მთავარი სამედიცინო კლინიკა, რომელიც ასევე დაინგრა. დღეს ამ ორივე უნივერსიტეტს გააჩნია თავისი საკონტრაქტო კლინიკები, მაგრამ ისინი ნაკლებ ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, იქ არ არის შეიძლება იმ რაოდენობის საწოლები და ისეთი დივერსიფიცირებული პროფილი, რომელიც უზრუნველყოფს კარგი სპეციალისტის მომზადებას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისინი კერძო კლინიკებია და მათ არ აქვთ იდეოლოგიაში გათავისებული, რომ სპეციალისტის, სტუდენტის მომზადება, რეზიდენტის წვრთნა, მათთვის აუცილებელი იმპერატივი და მაღალი რანგის პრიორიტეტია. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ უეჭველად უნდა იქნას გადადგმული გარკვეული ნაბიჯები. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა, როგორც იქნა, გაიხსნა. ამით ნამდვილად გაუმჯობესდება მდგომარეობა, მაგრამ იმისთვის, რომ სრულყოფილად აღდგეს ეს ფუნქცია, რესპუბლიკური საავადმყოფოს ანალოგი არ გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის დაპირება გამართლდება და აღდგება რესპუბლიკური საავადმყოფოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფართო პროფილი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სერვისების განვითარებისთვის, რაც დღეს საქართველოს აკლია და ბევრი ადამიანი იძულებულია საზღვარგარეთ წავიდეს იმიტომ, რომ ბევრი 1/8 ფართის ღირებულებაა 25 ლარი გარდა ამისა, არის სხვა პრობლემებიც. ჯერ ერთი, რეზიდენტურის ადგილებიც საკმაოდ შეზღუდულია რეზიდენტების ბაზების სიმცირის გამო. თუმცა რეზიდენტების მიმართ ცოტა უფრო უკეთესი მიდგომა აქვთ კლინიკის მენეჯერებს იმიტომ, რომ რეზიდენტი მაინც უფასო მუშახელია. რეზიდენტურასთან მუშაობის შედეგად შენ ქმნი კარგ რეზერვუარს, საიდანაც მერე კარგად შეგიძლია აარჩიო მომავალი პროფესიონალი კადრი და დაიტოვო კლინიკაში. თან რეზიდენტები, განსხვავებით უცხოური გამოცდილებისგან, ფულს კი არ იღებენ თავის მუშაობაში, არამედ იქეთ იხდიან ფულს განათლებაში. მათ მიერ გადახდილი ფულის ნაწილი შეიძლება მოხვდეს იმ კერძო კლინიკაში, ყოველ შემთხვევაში, იმ სპეციალისტებთან, ვინც მათზე არიან მიმაგრებული და გარკვეულ მუშაობას მათთან ატარებენ. -უწყვეტ განათლებაზეც გვითხარით. -წინა ხელისუფლების პერიოდში, 2008 წელს, რესერტიფიცირება საერთოდ გაუქმდა. ახლა ისეთი უცნაური სიტუაცია გვაქვს, - ადამიანი დაამთავრებს და მიიღებს სერტიფიკატს, მას მერე ეს ნიმბი, რომ ის განათლებული და სერთიფიცირებული ექიმია, მთელი სიცოცხლე მიყვება. არა მგონია, ეს ხელს უწყობდეს მისი ხარისხის შენარჩუნებას, მის პროფესიულ განათლებაზე, დახელოვნებაზე, ყოველდღიურ განათლებაზე ზრუნვის სურვილს. უწყვეტი სამედიცინო პროფესიული განათლების სისტემა მთლიანად მოიშალა მაშინ, როცა გაუქმდა ქულების დაგროვების სისტემა სემინარში მონაწილეობისთვის. ეს ძალიან ცუდია და ამის აღდგენის გარეშე, მე მგონი, არაფერი გვეშველება. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება და უახლოეს ხანებში გადაიდგმება ნაბიჯები საკანონმდებლო დონეზე და შემდეგ, ალბათ, უკვე ამ ცვლილების ინპლიმენტაციაზე. 7 თებერვალი, 2014 წ. ფასდაკლება C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ჰეპატიტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე   ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ფასდაკლებით ისარგებლებენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა განმარტა, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების (პეგილირებული ინტერფერონი და რიბავირინი) ღირებულება, საბაზრო ფასთან შედარებით, 60%ით ნაკლები იქნება. საბაზრო მონაცემებით, ერთკვირიანი მკურნალობისთვის, აღნიშნული მედიკამენტების შეძენა 400 ლარამდე ჯდება. აღნიშნული დახმარებით, 2015 წლის დეკემბრამდე 10 000 პაციენტი ისარგებლებს. ფასდაკლებით სარგებლობისთვის პაციენტმა სოციალური მომსახურების სააგენტოს პირველი თებერვლიდან უნდა მიმართოს. შეღავათიანი ფასების სარგებლობის უფლების მისაღებად კი გარკვეული ცნობის წარდგენაა საჭირო. კერძოდ, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV-100/ა),   ასევე, თვისობრივი, გენეტიკური ტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხისა და სხვა აუცილებელი გამოკვლევები. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ გამოკვლევების ჩატარება დაახლოებით 700-800 ლარი ღირს. „საერთო ჯამში, ის გამოკვლევები, რაც C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვისაა საჭირო, 700-800 ლარამდე ჯდება, რაც არაა მცირე თანხა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა 24 ათასიდან 5 - 10 ათასამდე შემცირდება, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება,“ - აღნიშნა ჯაშმა. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის უფლებას განსაზღვრავს. განცხადების ჩაბარების შემდეგ, კომისია განიხილავს თითოეული პაციენტის შემთხვევას.  დადებითი  პასუხის შემთხევაში კი პაციენტს კიდევ მოუწევს HCV რნმ-ის რაოდენობრივი კვლევის ჩატარება და ამის შემდგომ მიიღებს ფასდაკლებით სარგებლობისთვის საჭირო თანხმობის წერილს. მას შემდეგ, რაც პაციენტი სოცმომსახურების სააგენტოს თანხმობას მიიღებს, მედიკამენტებისთვის აფთიაქს 7 კალენდარულ დღეში უნდა მიაკითხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხმობის წერილი გაუქმებულად ჩაითვლება. ჯაშის განმარტებით, 7 კალენდარული დღის განსაზღვრა იმისთვისაა საჭირო, რომ მომწოდებელმა სწორად დაგეგმოს წამლების საჭირო რაოდენობა, ამისთვის კი წამლების გატანა დროულად უნდა მოხდეს.   პირველ ეტაპზე, თანხმობის წერილების გაცემა 2014 წლის 1 ივლისიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ პატიმრები და  შიდსით ინფიცირებული ადამიანები, აღნიშნული ფასდაკლებით ვერ ისარგებლებენ. მარიამ ჯაშის თქმით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მათ უკვე უტარდებათ მკურნალობა. ნათია ამირანაშვილი liberali.ge „თანდაყოლილი ანომალიები არის საერთო, ძვირი და კრიტიკული პრობლემა” ეს არის 2014 წლის იანვრის თვის სლოგანი, რომელიც თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვეა. თანდაყოლილი ანომალიები ახალშობილთა გარდაცვალების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს, ხოლო ბავშვები, რომლებიც გადარჩებიან და ცოცხლობენ თანდაყოლილი ანომალიით, მთელი ცხოვრების მანძილზე აქვთ ფიზიკური, გონებრივი და სოციალური პრობლემების მაღალი რისკი. ანომალია (ნორმისგან გადახვევა) - შეიძლება იყოს ყველა ორგანოს თანდაყოლილი ანომალია. საქართველოში თანდაყოლილი ანომალიების ინციდენტობა, ბოლო წლებში „ტალღისებურად“ იცვლება, თუმცა 2010 წლიდან აღინიშნება თანდაყოლილ ანომალიათა მატება. თანდაყოლილი ანომალიების მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის, მაგრამ აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტი, რომლებიც ხელს უწყობენ ანომალიების განვითარებას: გენეტიკა, მშობელთა ასაკი, მშობლების სხვადასხვა დაავადებები, გარკვეული მედიკამენტების მიღება ორსულობის პერიოდში, ნიკოტინის, ალკოჰოლის მოხმარება. თანდაყოლილი ანომალიების დროული გამოვლენა აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ავადობა და ინვალიდობა, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და ეკონომიური ტვირთია არა მარტო ცალკეული ინდივიდისთვის, არამედ ოჯახის და მთელი საზოგადოებისთვის. მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 270 000 ახალშობილი იღუპება სიცოცხლის პირველი 28 დღის განმავლობაში თანდაყოლილი ანომალიებით. ყველაზე გავრცელებული თანდაყოლილი დარღვევებია: გულის დეფექტები, ნერვული ღეროს დეფექტები და დაუნის სინდრომი. დაახლოებით 110 000 ჩვილი დაბადებულია თანდაყოლილი წითურას სინდრომით, რომელიც შესაძლოა ავიცილოთ დედების დროული ვაქცინაციით ბავშობაში ან რეპროდუქციულ ასაკში. მრავალი თანდაყოლილი ანომალია, შესაძლოა, თავიდან ავიცილოთ რიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებით: • ალკოჰოლისგან, თამბაქოსგან და ნარკოტიკისგან თავის შეკავება; • ორსულობის დროს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით პრეპარატების მიღება აუცილებლობის შემთხვევაში; • დედათა ქრონიკული დაავადებების მართვა, როგორიცაა დიაბეტი, ეპლეფსია, ფენილკეტონურია; ანტენატალური მეთვალყურეობის განხორციელება • ტოქსიკური ნივთიერებებისაგან თავის არიდება სახლში და სამსახურში; • თავის არიდება ოჯახური ძალადობისგან; • ოჯახის მემკვიდრეობითი პრობლემების ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტირება; • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიის პრევენცია, რომელიც შესაძლებელია ფოლიუმის მჟავის მიღებით. რეპროდუქციული ასაკის ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც გეგმავს ორსულობას, ორსულობამდე 2 თვით ადრე და ორსულობის 12 კვირის განმავლობაში უნდა მიიღონ ფოლიუმის მჟავა ყოველდღიურად, რათა შეამცირონ თავისა და ზურგის ტვინის ძირითადი თანდაყოლილი დეფექტი, ასევე ფოლიუმის მჟავით გამდიდრებული პროდუქტი. თათია ბლუაშვილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმიპროფილაქტიკოსი 1/4 ფართის ღირებულებაა 45 ლარი
  • 5. 7 თებერვალი, 2014 წ. xtvb [fhfufekb გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ მილოცვის გამოქვეყნება ღირს 5 ლარი, ფოტოთი - 10 ლარი; სამძიმარი - 5 ლარი, ფოტოთი - 10 ლარი; ნეკროლოგი ფოტოთი - 10 ლარი, ფოტოს გარეშე - 7 ლარი. თქვენს განცხადებას უფასოდ განვათავსებთ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ვებ-გვერდზე www.chkh.org 5

×