Dafioni

4,202 views
3,993 views

Published on

Published in: Education, Technology
0 Comments
1 Like
Statistics
Notes
• Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
4,202
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
23
Actions
Shares
0
Downloads
9
Comments
0
Likes
1
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Dafioni

1. 1. ლიტერატურული ჟურნალი (კონკურსისათვის ციფრული ლიტერატურული ჟურნალი) თბილისის 147-ე საჯარო სკოლა, XI2 კლასი 2008 წელი, აპრილი დ ა ფ ი ო ნ ი ანუ ჩანაწერები გაკვეთილებიდან
2. 2. ჩვენს “ფერად-ფერად” აზრებს იქნებ “ელვარობა” აკლდეს და არ ჰგავდეს დაფიონს. ფიქრთა ჩანახატებს შემაჯამებელ გაკვეთილებზე ქმნიდა მოსწავლეთა გუნდი. როგორ ვწერთ? გაკვეთილებზე ნაფიქრ-ნააზრევს რამდენიმე `ლიტერატორი~ იწერს, მერე `გრამატიკოსი~ მოსწავლეები `აშალაშინებენ~ ნაწერს და ასე ერთობლივად იქმნება ჩვენი ჩანახატები. პატარა საკლასო ოთახი დიდი მესიტყვეების ნააზრევთან ერთად ჩვენს მოკრძალებულ აზრებსაც იტევს. . . წინასიტყვაობის მაგიერ
3. 3.

ოცნებას კაცი არ მოუკლავს

იდუმალი ხმა მომიწოდებს

შურისძიება

სინდისის ქენჯნა

როცა გიყვარს

როცა ბავშვობა მთავრდება

ჩვენ, ვაჟა და “ბევრი სიმართლე”

ქართველი

სად არიან შვილები?

როცა მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ

გალაკტიონი

მარტო დარჩენილი თავის ფიქრებთან

ნოდარ აბულაძე, ჩანახატები

ნოემბრის ქარი

კიბე

ფული

დიალოგი აკაკი ბაქრაძესთან

სარჩევი
4. 4.

ოცნება ადამიანის უფერულ ცხოვრებას ახალისებს.

ოცნება ლამაზ, ზღაპრულ სიზმარს ჰგავს.

ბევრი ადამიანი მხოლოდ ოცნებით იწყებს ცხოვრებას და ზურგს აქცევს რეალობას.

ოცნებას საზღვარი უნდა ჰქონდეს, უნდა შეეცადო, თავი მოთოკო, მთლიანად არ გადაეშვა არარეალურ სამყაროში.

თუ კი მხოლოდ ოცნებით იცხოვრებ, შენს თავში ჩაიკეტები და გაწყვეტ ყველანაირ კავშირს ამ ქვეყნიერებასთან.

ოცნება გვავიწყებს, რომ ამ წუთისოფელში ყველაფერი ლამაზი ფერებით არ არის დახატული.

რაც უფრო მაღალ კოშკებს ავაგებთ ოცნებისა, მით უფრო მწარედ დავენარცხებით.

ოცნება ჩვენ მიერ შექმნილი იდეალური სამყაროა.

ოცნებას მხოლოდ ფულით ვერ აიხდენ.

ოცნება სტიმულია...

ოცნება არარეალურზე ფიქრია ზოგჯერ...

ოცნება ლამაზია, უფერულ ცხოვრებას ალამაზებს.

ოცნება იმედია.

ოცნებამ ასაკი არ იცის.

ოცნებას კაცი არ მოუკლავს.

ოცნებას კაცი არ მოუკლავს
5. 5. იდუმალი ხმა მომიწოდებს “ იდუმალი ხმა”... არასოდეს გვიფიქრია მასზე. ჩვენში ცხოვრობს მეორე მე. ალბათ ესაა იდუმალი ხმა. იდუმალი ხმა საკუთარი მეა, გულის ძახილი, გულის ამოძახილი. გულიდან ამოსული ხმა გონებამდე აღწევს და სიმართლეს გაძებნინებს. იგი ყველაზე წმინდა, სპეტაკი და მართლისმთქმელია. იდუმალ ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ადგილის პოვნა ამ ცხოვრებაში. ... ხანმოკლეა წუთისოფელი, მძიმე, დაბრკოლებებით სავსე და ზოგჯერ დამღლელიც. ...თუ ამქვეყნიურ გზას, შეძლებისდაგვარად, უმწიკვლოდ, პატიოსნად და სიკეთისაკენ სიწრაფვით გაივლი, მაშინ იმქვეყნიური ბედნიერება არ აგცდება. ყოველდღე შენ მიერ ჩადენილი კეთილი საქმით ადგილს იმზადებ სასუფეველში... ცხოვრებაში სიხარული და იმედგაცრუება მონაცვლეობს. სულიერი სიღარიბე დათრგუნე! ნუ დაიჩოქებ!
6. 6. დამიანისთვის დიდი ტვირთია, როცა შურისძიება სწყურია. შურისძიების გრძნობა სულის დამძიმებაა. შურისძიება _ მზაკვრული ხაფანგი ეშმაკისა... შურისძიება _ კისერზე დადებული ცოდვა. შურისძიება _ ეკლიან გზაზე სიარული. შურისძიება _ გულის სიღრმიდან წამოსული ბოროტი გრძნობა, უფსკრულისკენ რომ გიბიძგებს. შურისძიება _ ”უმიზეზო უსამართლობით” გამარჯვებული ბოროტი ზრახვა. შურისძიება _ სამუდამო ტკივილი გულში. შურისძიება _ არცოდნა იმისა, არასოდეს გაუკეთო ცუდი სხვას, ვინც ისეთივე ადამიანია, როგორიც შენ. შურისძიების ერთადერთი წამალია სიყვარული. შურისძიება
7. 7. სინდისის ქენჯნა, სირცხვილი, სინანული ანუ რამ შეიძლება მოახდინოს ადამიანზე სასიკეთო ზეგავლენა ჭეშმარიტ გრძნობას ვერავინ ვერაფერს დააკლებს, სულისთვის ზიანის მიყენებაა სიკვდილი. გერქმევა ადამიანი (ბიოლოგიური არსება) და იქნები შინაგანი სამყაროს გარეშე. ...შეუბრალებელია სინდისი, სადღაც ჩუმად რომ ჩაბუდებულა შენს სულში და მუდმივად გაწუხებს, ტკბილი ძილის საშუალებას არ გაძლევს, გღრღნის და შიგნიდან უმოწყალოდ განადგურებს. სირცხვილიც არასოდეს მოგასვენებს, იგი ლაქაა ცხოვრებაში, დაღი მოუშორებელი, თავაწეული რომ ვერ გაივლი. სინანული კი სულ სხვაა, ღვთის ბოძებული საჩუქარია. ერთია სინდისი გაწუხებდეს, მეორე გულწრფელად ინანიებდე. ინანიებ? სინდისს თავის დაჩაგვრის უფლებას არ აძლევ... სიკეთით სიკეთეს ვიმკით, ვაფასებთ? დაგვაფასებენ. შევუნდობთ? შეგვინდობენ. გვეყვარება? ვეყვარებით... ხოდა ამის მერე აღარ შეგვაწუხებს სინდისის ქენჯნა...
8. 8. სიყვარული უკვდავია, განუკურნებელი, ტანჯვის მომტანიც კი, მაგრამ მაინც ტკბილი სენი, რომლითაც ყველა დროში ავადდებოდა, ავადდება და, ღმერთმა ნუ ქნას, არ დაავადდეს ადამიანი. შენი წილი სიყვარულისთვის უნდა იბრძოლო... სიყმაწვილის სიყვარულია დაუვიწყარი, ალბათ, ოღონდ ოცნებებმა ისე არ გაგვიტაცოს, რომ ნამდვილმა სიყვარულმა გვერდით ჩაგვიაროს. სიყვარული მშობელია სიკეთის, სათნოების, ბოროტებისაც კი... ძნელია, ენით…გადმოსცე ის, რასაც გულით გრძნობ. სიყვარულისას ზოგი ნიღაბს იფარებს, ზოგი ტირის, ზოგი იცინის, ზოგიც, უბრალოდ, ბედნიერია... როცა გიყვარს, უფერულ ცხოვრებას ფერი ედება, შავ-თეთრი ფერადით იცვლება. როცა გიყვარს, გონებაზე გული იწყებს ბატონობას. წრფელ სიყვარულს დუმილით და ცეცხლის ალით ანთებული თვალებით შეიცნობ... ვარსკვალვებს ეთამაშები, როცა გიყვარს... როცა გიყვარს
9. 9. როცა ბავშვობა მთავრდება ბავშვობა თბილ, მზიან ამინდში სწორ გზაზე სიარულს ჰგავს. როცა მთავრდება ბავშვობა, მიადგები დიდ აღმართს ანუ იწყება ნამდვილი ადამიანური ცხოვრება. ნათელი ფერები მუქდება. ოცნებებით შექმნილი მომავალი შორიდან ხელს გიქნევს. საბედისწერო გზაჯვარედინზე დგები და რეალურ ცხოვრებას თვალებში უყურებ. აღმოაჩენ, რომ სიცოცხლე ადვილი არ არის. ზრდასთან ერთად ხომ არ უხეშდება ადამიანის გული? მიწაზე ეშვები, ადამიანო!.. და მაინც რა ბედნიერება იქნება აღმართის წელგამართული ავლა!
10. 10. ჩვენ, ვაჟა და “ბევრი სიმართლე”

არ არსებობს ადამიანი, ბუმბერაზმა ვაჟამ რომ არ შეძრას და კაცობრიობის რომელიმე დიდ პრობლემაზე არ დააფიქროს.

ორი სიმართლის, ძველისა და ახლის დაპირისპირებას ეწირებიან ვაჟას “კაი ყმები”.

ახალ სიმართლეს მართავს მამხილებელი გონება, მას ახასიათებს განახლებული სინდისი, მებრძოლი სული.

რაც უფრო ვითარდება ადამიანი, რაც უფრო თანამედროვე ხდება თაობა, მათ სხვა წარმოდგენა უჩნდება სამყაროზე.

ძველ თაობას რადიკალურად განსხვავებული სიმართლე აქვს, ვიდრე ახალს. და ეს ხდება საზოგადოებისა და პიროვნების დაპირისპირების მიზეზი.

ორ სიმართლეს შორის მოქცეული ადამიანი ყოველთვის იჭყლიტება.

ადამიანი კონფლიქტში აღმოჩნდება ბედისწერასთან, საზოგადოებრივი ცხოვრების მკაცრ კანონზომიერებებთან, გაბოროტებულ “ძველებთან”.

და ადმიანი იჩაგრება. ის ერთია და მის გარშემო უამრავი ხალხი და აზრია.

უმრავლესობა უმცირესობას ყოველთვის ჯაბნის.

უმრავლესობა ემსახურება “ძველ სიმართლეს”, რომელიც იცავს საუკუნეებში

ჩამოყალიბებულ ზნე-ჩვეულებებს, ახალი კი განვითარებას უწყობს ხელს.

“ ძველში” ცხოვრება ძნელია.

თურმე საზოგადოებას შესძლებია გაწიროს ისეთი ადამიანი, რომელიც თავის სიმართლეს იცავს.

როგორ ვიპოვო გამოსავალი მარტომ, მე ხომ იმ საზოგადოებამ გამწირა, რომელსაც ვეკუთვნი, რომლისთვისაც სიცოცხლეს არ დავიშურებ!

სიმართლის გარეშე ვერც ქვეყანა აშენდება და ვერც საზოგადოება იარსებებს.

11. 11.

ძნელია იპოვო ერთი და სწორი სიმართლე.

საზოგადოებაში არსებობს უამრავი აზრი, მაგრამ არ არსებობს უამრავი სიმართლე.

საზოგადოებას არ აქვს უფლება, უგულებელყოს ადამიანის აზრი.

ადამიანი საზოგადოებაზე ადრე ხვდება, მტერთან მეგობრობაც რომ შეიძლება.

მტერიც ადამიანია, რომელიც შეიძლება იყოს კეთილი, პატიოსანი, ჭეშმარიტი რაინდი.

“ ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი”...

რა სჯობს ვიყო საზოგადოების წევრი და მასთან ერთად დავაშავო თუ ვიყო მასთან დაპირისპირებული პიროვნება და მასთან ბრძოლას შევეწირო?

საზოგადოების გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს, საზოგადოებაც ხომ ადამიანებია? რომელმა დათმოს?

ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმართლე. ე.ი. არსებობს ბევრი სიმართლე? ბევრი სიმართლის მსახურება ტრადიციების, რელიგიის, წეს-ჩვეულებების მსხვრევას, ქაოსს გამოიწვევს საზოგადოებაში.

საზოგადოებაზე ამაღლებულ პიროვნებას, “ახალს” თავდაპირველად ანათემას გადასცემენ, მაგრამ ბოლოს თემი მაინც ახლის სიმართლის გზას მიჰყვება.

პიროვნების “აღმოჩენილი სიმართლე” წესად და კანონად იქცევა. ეს ხდება საზოგადოების წინსვლის საფუძველი.

და მაინც, რამდენი “წყევლა-კრულვიანი საკითხავი” გაქვს, წუთისოფელო!...

12. 12. ქართველი ოდითგანვე მებრძოლი, მებრძოლი წართმეული მარჩენალი მიწის დასაბრუნებლად. ბრძოლისას ამჟღავნებდა სიმტკიცეს, ერთობას, ვაჟკაცობას. თავგანწირვის ფასად ინარჩუნებდა მამულს. ქართველი . . . მოღალატეც, მხდალიც, მხოლოდ პირადზე მეოცნებეც... ქართველი . . . ღვთისგან ბოძებული მიწის მეპატრონე. შეჭიდებული მთასთან, ჭაობთან, ზღვასთან, უდაბნოსთან, მწვერვალთან... ქართველი . . . აკადემიების შემქმნელი, მსოფლიო ცივილიზაციაში წილნაყარი. ქართველი _ ეკლესია-ტაძართა მაშენებელი, დიდი ხელოვანი. ქართველი _ რამდენჯერ სირცხვილნაჭამი ისტორიის წინაშე. ქართველი _ უბადლო მასპინძელი. ქართველი _ ამაყიც და თავმდაბალიც, ძლიერიც და სუსტიც, მეოცნებეც და მიწიერიც, გამყიდველიც და უღალატოც, დაცემულიც და ამაღლებულიც... ქართველი _ ქრისტესთვის ჯვარცმული და მაინც სისხლიან ისტორიას გადარჩენილი, 21-ე საუკუნემდე მოსული რწმენის, ენის, მიწის დიდი ერთგულებით. ქართველი საქართველოს პატრონი. საქართველო _ ჯვარი, ვაზი, ქართული ანბანი. . . E
13. 13. ალბათ, უპირველესად, განსაცდელის ჟამს დავსვამთ ამ კითხვას. ასე იყო ადრე, ასეა დღესაც. გულისოდენა მამული...…“მამებთან” ერთად “ შვილებმაც” შემოგვინახეს. _არ დაანებო! _გვეძახდა წინაპარი. არ ვანებებდით! მერე რუსეთის კალთაში თავჩარგულ საქართველოს ტკბილად ეძინა. ღმერთმა ილია მოგვივლინა. _შევძლებ კი? _ ფიქრობდა შვილი, ერის მომავალი მოძღვარი. შეუძლებელი შეძლო. _ სადა ხართ დღეს, შვილებო? კომპიუტერთან სხედხართ?! ტელევიზორს ვერ შორდებით?! წიგნი გვერდზე გადაგიდვიათ?! ჭეშმარიტს ვერ ასხვავებთ არაჭეშმარიტისაგან?! სადა ხართ, შვილებო?! იცნობთ ტატოს, “მერანის” ავტორს? კითხულობთ დიდი შოთას სიბრძნეს? _ “რამ შემქმნა ადამიანად” _ გესმით ამ სიტყვების მთქმელი კაცისა? _ ხომ არ მინავლულა ქართული სული, ქართული შემართება? შვილები . . . ახალი თაობა! შვილები _ ძალა შვილები _ რწმენა შვილები _ ცაში ფრენა შვილები _ ფესვების იმედი შვილები _ განთიადი შვილები . . . ახალი აზრი გამოდით! . . მაუარეთ საქართველოს! ხვალ ჩვენი ჯერია! სად არიან შვილები?
14. 14. ლიტერატურა ცხოვრების ნაწილია. წრფელი მეგობარია, მრჩეველი, ცხოვრების ავ-კარგის მაჩვენებელია. როცა არ კითხულობ, სული ცარიელი გაქვს. ასე გვგონია, სახეზე ეტყობა ადამიანს, რომელსაც ლიტერატურა უყვარს ან არ უყვარს. როდესაც ვკითხულობთ, ვცხოვრობთ ამ პერსონაჟების ცხოვრებით, გვიხარია მათი სიხარული, გვადარდებს მათი წუხილი. ჩვენ თქვენ გიცნობთ, ვიზიარებთ თქვენს სიხარულს და მწუხარებას... დღეს თბილისში თოვს. ფიფქები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მალე მოხვდება დედამიწაზე. ეშვებიან თეთრი უსასრულობიდან ქვევით, მიწისაკენ. სიხარულით ედებიან არემარეს. იციან, დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერიათ, მაგრამ ყოველ მათგანს ფიფქად ყოფნა უნდა. დღეს მათი ზეიმია. ჩვენ კი მხატვრულ ლიტერატურაზე ვფიქრობთ... როცა მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ
15. 15. XX საუკუნე ახალი საუკუნე... მებრძოლი საზოგადოება და გონებადახშული ადამიანებიც... სისხლი, ცრემლი, სიკვდილი... იმედების დამსხვრევა, ზოგისთვის _ გამართლება. ასპარესზეა პოეტების მეფე. მქუხარე ოვაციები. მხურვალე აპლოდისმენტები, მაგრამ ის მაინც მარტოა. ცხოვრებისაგან დაჩაგრული, გულაცრუებული, ხელჩაქნეული, ფიქრობს... სევდით, მაგრამ მაინც ოცნებითაა შეპყრობილი, გარიყული. აირია რეალობა და ოცნება. ცრემლიანი სიყვარული... თბილისის ქუჩებს ახსოვთ: ღამენათევი, ნამთვრალევი და მაინც მეოცნებე. გალაკტიონი ანუ სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში... კაცი, რომელსაც ხვალინდელი დღის იმედი არა აქვს. გალაკტიონი _დაჭრილი გედი. ღვთისმშობლის ხატის წინ დგას შურისძიებით სავსე, ცრემლიანი თვალებით, რწმენადაკარგული. გალაკტიონი
16. 16. ის ჯოჯოხეთით არის დაფარული. წავიდა დრო, როდესაც გალაკტიონის თვალებში იები ყვაოდა. დღეს იგი ბედდაწყევლილია. გადაკარგულა სამუდამო მხარეში, სადაც მხოლოდ სიმწუხარეა, იქ სულს არ უხარია, ჩონჩხიანი სახეები, უსულდგმულო დღეები... მას ენანება სიცოცხლისთვის დაკარგული დრო. აქ არც ლამაზი ყვავილებია, აქ ვერ ნახავ შვების მომტან სიზმარსაც კი. აქ ვერავინ გცნობს, ვერავინ განუგეშებს. აქ არ არსებობს ცრემლი და არც სიცოცხლეა... მაგრამ იმედი მაინც ბჟუტავს მის გულში. იგი ლურჯა ცხენების მხედარია. ცხენები გრგვინავენ, ქრიან... იქნებ გაარღვიონ ჯოჯოხეთის ბჭე დ მათმა პატრონმა სინათლისკენ გაიკვლიოს გზა... გალაკტიონი _ “მთაწმინდის მთვარე” გალაკტიონი _ “ლურჯა ცხენები” გალაკტიონი _ “უსიყვარულოდ” გალაკტიონი _ “სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში” გალაკტიონი... ქვეყნად ერთია გალაკტიონი!
17. 17. მარტო დარჩენილი თავის ფიქრებთან ნოდარ აბულაძე, ჩანახატები
18. 18. ფული დილით ჩემმა მაღვიძარამ რატომღაც არ დარეკა და როდესაც გამეღვიძა, სახლში არავინ დამხვდა. არ გამაღვიძეს... ავდექი, პირი დავიბანე, ჩავიცვი და სკოლაში წასასვლელად გავემზადე(მართალია უკვე საკმაოდ გვიანი იყო, მაგრამ მაინც) უკვე სახლიდან გასასვლელად მზად ვარ, _ გავიფიქრე და მაგიდისკენ წავედი, სადაც, ჩვეულებრივ მამა მიტოვებს ხოლმე ფულს, მაგრამ სულ ტყუილად, არც ხურდა, არც ქარალდის ფული იქ არ დამხვდა. მწარედ გამეცინა და დავიწყე ფიქრი, თუ როგორ წავსულიყავი სკოლაში. წერეთელზე ვცხოვრობ და სკოლა ცოტა მოშორებით არის. გადავწყვიტე, ფეხით გავდგომოდი გზას. ნახევარ საათში იქ ვიქნები, სახლში ჯდომას ჰაერზე სიარული სჯობს, თან დღეს რაღაც კარგი ამინდია... კარები ჩავკეტე და ინსტიქტურად ლიფტის ღილაკს მივაჭირე ხელი. სულ დამავიწყდა, რომ ლიფტი ფასიანია. აქაც მარცხი განვიცადე და უკვე მეორედ გამეცინა მწარედ... გავხედე კიბეებს... უღალატო მეგობრებს. ჩქარი ნაბიჯით წავედი მათკენ, ძალაუნებურად დავიწყე ფიქრი ფულზე,. უფულოდ ვერ დანაყრდები, ვერ იმგზავრებ, ვერც კოკა-კოლას დალევ, რომელიც ახლა ძალიან მინდა... ერთი სიტყვით, ვერ იარსებებ. ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ ფული ხელის ჭუჭყიაო და იმასაც ამბობენ, ფული ადამიანს აფუჭებსო. ხოდა რამდენი ხანია ველოდები, მაინტერესებს, მე თუ გამაფუჭებს.... უკვე დიდუბის ხიდზე გადავედი და მასივში ვარ. ალბათ ოცი წუთია, რაც მოვდივარ, უცებ ვიღაც მოხუცი ქალი მაჩერებს და ხურდა ფულს მთხოვს, თან სახეს მარიდებს. ჯიბეები ინსტიქტურად მოვიქექე _ მაპატიეთ ქალბატონო, არ მაქვს, _ ვუთხარი და ახლა უკვე მე ავარიდე თვალი. იმედია, ბოლო გაკვეთილს მაინც მივუსწრებ და მასწავლებელი ალბათ მაპატიებს ჩემს დღევანდელ დაგვიანებას. ყველაფერი ხომ ფულის და ჩემი მაღვიძარას ბრალია.
19. 19. 93_ე კორპუსის ჩაბნელებულ სადარბაზოს მივუახლოვდი და ხუთთეთრიანი მოვამზადე ლიფტში ჩასაგდებად, მაგრამ სულ ტყუილად, სიურპრიზს ვერ ავცდი.. ლიფტი გაჭედილი დამხვდა. დაღლილმა ძლივს მოვაბრუნე თავი მარცხნივ და ჰოი საოცრებავ, კიბეები მიღიმოდნენ. ვიფიქრე, ალბათ, იმდენად გადავიღლე, რომ მეჩვენება _მეთქი, მაგრამ არა, მართლაც სასიამოვნოდ იღიმებოდა ჩემი კორპუსის რვა კბილი. რვა საფეხური ჰქონდათ ჩემთვის გადმოლაგებული, თითქოსდა მეუბნებოდნენ: არ გრცხვენია, უკვე ერთი თვეა, აქ ცხოვრობ და დღეს პირველად შემამჩნიე, არ მოგწყინდა ყოველდღე, დღეში რამდენიმეჯერ ლიფტით სეირნობა? მოდი და ერთხელ მაინც შეეხე ჩემს საფეხურებს, გინდ სირბილით, გინდ ნელი სვლით... გამეღიმა ამ ყველაფერზე და ნელი, ზანტი ნაბიჯებით წავედი წინ, თან გამახსენდა დღევანდელი ქართულის გაკვეთილი და მასწავლებელი, რომელმაც მორიგი თემა მომცა დასაწერი, რომელიც რატომღაც კიბეზე იყო და აი, ამისთვის უკვე პირველი აბზაციც მზად მაქვს, _ გავიფიქრე და განვაგრძე კიბეზე ასვლა... უკვე მე_4 სართულზე ვარ... დროა მეორე აბზაცზეც ვიფიქრო. უცებ, რატომ, არ ვიცი, მაგრამ კიბე ჩვენს ცხოვრებას შევადარე. ეს წუთისოფელიც ხომ ასე არის მოწყობილი, რომ ხან სულ ზემოთ ადიხარ, ხან კიდევ ქვემოთ ეშვები. მაქვს მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად საფეხურების ავლა არის აუცილებელი, ერთი, ორი, სამი და ბევრი, ძალიან ბევრი... მაგრამ ყველაზე მეტი საფეხურის გავლა სასუფეველში მოსახვედრად არის საჭირო, ძალიან ფრთხილად უნდა იარო, თორემ ჩვეულებრივი კიბისგან განსხვავებით, იქ თუ ფეხი დაგიცდა, მეორედ შანსი ნაკლებად გეძლევა. უკვე მე_7 სართულს მივადექი და ქვემოთ ჩავიხედე, კიბეები მდუმარედ იღიმებოდნენ და ჩემთვის გავიფიქრე: ალბათ მორიგი მგზავრი მოადგა პირველ საფეხურს _ მეთქი. მე_8 სართული. კიბეებს მადლობა გადავუხადე, რომ უსასყიდლოდ ამომიყვანეს, ჩვენი ლიფტისგან განსხვავებით, რომელიც 5 თეთრი ღირს და არც თხოვნით, არც მუქარით უფასოდ არც ჩაგიყვანს და არც ამოგიყვანს. საფეხურებმა გამიღიმეს და, პირიქით, აქეთ გადამიხადეს მადლობა გამოყენებისთვის. კიბე
20. 20. ნოემბრის ქარი შვიდი საათია. ჩემი გარეთ გამოსვლის დრო დადგა. ძალ_ღონეს ვიკრებ და. . . ჯერ ძალიან ფრთხილად, მერე სუსტად, მერე ძლიერად, მერე კიდევ უფრო სწრაფად ჩავუქროლებ თბილისის ქუჩებს. აბა, ხალხო, ფანჯრები, კარებები ჩარაზეთ, თორემ... აი, ერთი ფანჯრის მინა უკვე ჩავლეწე. მე გაგაფრთხილეთ და... არაუშავს, შეძლებული ოჯახია და დღესვე გამოცვლიან. გვერდით სახლის ფანჯრები სულ ჩემი ჩამტვრეულია, მარამ დღემდე არ გამოუცვლიათ . . . ეხ . . . შემოდგომა განსაკუთრებით მიყვარს. დავერევი ხოლმე გამხამარ ფოთლებს, რომლებიც ხეზე სულ ციცქნა სიცოცხლის ძაფით არიან მიმაგრებული და ერთიანად დავუშვებ ხოლმე ძირს. მერე რა ლამაზი სანახავია წითელ_ყვითელ_ყავისფერი ფოთლები, ვეფერები კიდეც მათ. ახლა ნოემბერია. ფოთლები ჯერ კიდევ შერჩენია ხეებს. _ნეტა რა უბანში ვარ? _ეს რამდენი ახალგაზრდა, მოხუცი, ქალი, კაცი შეკრებილა! _ა, გამახსენდა, უეჭველია, რუსთაველზე ვარ, პარლამენტის შენობის წინ. _მოიცა , ნაცნობი სიტყვები მესმის: _ გადადექი! _ წადი! ცოტა ხანს აქ უნდა გავჩერდე, რაღაც საინტერესო ხდება, თუმცა აქ არავის ვეხატები გულზე. ამ კაცს თავზე სასაცილოდ ახურავს ქუდი, თან მე მაკრიტიკებს. . . ნახე ახლა რას ვუზამ. . . ჰოდა, სდიე ახლა შენს ქუდს! . . არადა, რას ვერჩოდი? _ ნეტა ეს ქარი მაინც ჩადგეს, _ ინატრა ვიღაცამ. _ თან რა ცივად უბერავს. . . _ შეგაწუხე, ბატონო? კიდევ კარგი წვიმა რომ არ არის, თორემ მერე გენახა წვიმიან და ქარიან დღეებში გატარებული საათები რუსთაველზე. საქმე, საქმე, კიდევ საქმე. . . უნდა დავტოვო აქაურობა. დიღმის მასივს უნდა ჩავუქროლო და 147_ე სკოლას შევუარო. იქ ძველი მეგობარი, ბებერი ხე მელოდება, რომელიც XI2 კლასის ფანჯარაში იჭყიტება უკვე თერთმეტი წელია და მიყვება ამ ბავშვებზე, ჭკვიანები არიან, სულ რაღაცაზე საუბრობენ და კამათობენო. კარგია თქვენთან, მე თქვენ ყველანი მიყვარხართ, თქვენგან განსხვავებით, მაგრამ არაუშვას, ცალმხრივ სიყვარულს დიდი ხანია მივეჩვიე. რა გინდათ, ცაზე ღრუბლები გაგიფანტეთ, მზე ისევ ანათებს. მზე მომერია . . . მე დავბრუნდები სულ მალე ფოთლების შრიალით.
21. 21. _ბატონო აკაკი რა შემთხვევაში წერს მწერალი ბუნდოვნად? _გაუგებრად, ბუნდოვნად მხოლოდ ორ შემთხვევაში წერენ. ერთხელ, როცა ის ცუდად იციან, რაზეც წერენ. მეორედ, როცა დემაგოგიური მიზნით წერენ და სიტყვების კორიანტელით მკითხველს თვალში ნაცარს აყრიან. _დამისახელეთ ის სამი წიგნი, რომელიც მიგაჩნიათ ქართული კულტურის საფუძვლად? _”ბიბლია,” “ქართლის ცხოვრება” და “ვეფხისტყაოსანი.” _რას იტყვით იუმორის, სიცილის როლზე ქართულ მწერლობაში? სიცილის რა სახეობებს გამოყოფდით? _პირველი ილია _ ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის, მეორე _ დავით კლდიაშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის, მესამე _ ნოდარ დუმბაძის. როცა ილია და მიხეილ ჯავახიშვილი ხარხარებენ, გაწნული სილის ტკაცუნი ისმის, მამხილებელი ძალა სირცხვილით გვწვავს და გვდაღავს. როცა დ. კლდიაშვილი და ნ. ლორთქიფანიძე იღიმებიან, სევდა გეუფლებათ და ადამიანის მიმართ თანადგომის სურვილი გიჩნდებათ. როცა ნ. დუმბაძე იცინის, მხიარულების ძალით ივსებით. სიცილი გაჭირვების დამრთგუნველი იარაღია. _როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ მან პირნათლად შეასრულოს მიწიერი მოვალეობა? _ადამიანის მიწიერი ცხოვრება ნაწილია ადამიანის მარადიული სიცოცხლის. ამიტომ ადამიანმა მიწიერი მოვალეობა რომ პირნათლად და სრულად მოიხადოს, იგი უნდა იყოს ზნეობრივი და თავისუფალი (პიროვნულადაც და ეროვნულადაც). _როგორია თქვენი დამოკიდებულება ფულისადმი? აკაკი ბაქრაძე
22. 22. _მე ფულის დიდი პატივისმცემელი ვარ. ვინც ფულს ებრძვის , ის ან უსაშველოდ ბრიყვია, ან გაიძვერა თვალთმაქცი. უფულოდ ნიჭიერება ვერაფერს შეცვლის, არც სიქსტეს კაპელა იქნებოდა უფულოდ და არც მილანის დუომო. არავინ უწყის, კაცობრიობას ბედნიერება ფულმა უფრო მოუტანა, თუ ნიჭიერებამ, ამიტომ ფულზე ათვალწუნებით ლაპარაკი თავის გაბრიყვებაა და მეტი არაფერი. მართალია, ფულმა ბევრი უბედურებაც მოიტანა, მაგრამ ნიჭიერებას არ მოუტანია უბედურება? კაცის მოსაკვლელი ყველა იარაღი, მათ შორის ატომური და წყალბადის ბომბიც ნიჭიერების შექმნილია. უნიჭობას მისი გაკეთება არ შეუძლია, უნიჭობას მარტო ჭამა-სმა შეუძლია. ფულს უბედურება იმიტომ მოაქვს, რომ მისდამი დამოკიდებულება არ ვიცით. სიხარბე, ანგარება გვძლევს და ეს არის უბედურების საფუძველი და არა ფული. _რა დამოკიდებულება არსებობს, თქვენი აზრით, შრომას, სიყვარულსა და ლოცვას შორის? _შრომა და სიყვარული საძირკველია, რასაც ადამიანის მიწიერი არსებობა ეყრდნობა. ლოცვა კი ის მწვერვალია, რომლის საშუალებითაც ადამიანს უზენაესთან მიახლოება სურს. შრომით, სიყვარულით, ლოცვით იბადება სიხარული, რაც უმსუბუქებს ადამიანს ამქვეყნიური ცხოვრების მძიმე ტვირთს. _რა მიგაჩნიათ ერის რაობის უპირველეს გამოხატულებად? _ერის უპირველესი შემაკავშირებელი დუღაბი იყო, არის და იქნება ენა. მისი ხელყოფა დაუშვებელია, მით უმეტეს, მაშინ, როცა ერი დატყვევებულია და ენაც განიცდის მეორე დიდი კულტურული ენის მძლავრ ზეგავლენას. _რომელი ნაწარმოები მიგაჩნიათ XII საუკუნეში სასულიერო და საერო მწერლობის შემაერთებელ ხიდად? _ამ ორი სახის მწერლობის გარდამავალ ხიდად მიმაჩნია დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი.” ეს ჰიმნი საძირკველს უყრის ქართულ ჰუმანიზმს. “გალობანი სინანულისანიში” ადამიანი გარკვეული იდეის გამომხატველი სქემა არ არის. იგი სისხლით A და ხორცით სავეს არსებაა. არც ცოდვაა მისთვის უცხო და არც _ მადლი. ჰიმნში ადამიანის არსებობას წარმართავს მიწიერი ტკივილი და ზეციური ლტოლვა.
23. 23. ყველა ხედავს, რომ დღეს საქართველო გოლგოთის გზით მიდის და მძიმე ჯვარი მიაქვს. აღმართავს ამ ჯვარს საქართველო თავისუფლებისა და გამარჯვების ზეიმის ნიშნად თუ თავად მას გააკრავენ ზედ, როგორც ტარიგს, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ჭკუით მოიქცევა ყოველი ჩვენგანი. უპირველესი თვისება, რაც ყველა სპეციალობის ადამიანს უნდა ჰქონდეს, არის ნიჭი, მაგრამ ეს ნიჭი უნდა იყოს პატიოსანი. რაც კაცობრიობას უბედურება მოსვლია, ეს ყველაფერი უპატიოსნო ნიჭის ბრალია. პიროვნება, რომელიც აზროვნებს, შეუძლებელია იყოს მონა. სიმართლეს ნუ ეძებ იქ, სადაც ყვირიან! ისტორიის განაჩენი გარდაუვალია. საქართველოს პატრონი ქართველი ხალხია. ჩვენ ყველანი ჩვენს ქვეყანას ვეკუთვნით. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს ზღუდავს, ესაა მისი სინდისი. რას შეახსენებდით თანამედროვეობას?
24. 24. ისტორიამ განმეორება იცის. ენა სულის ნაწილია, თუ სული ირღვევა, ირყვნება ენაც და, პირიქით, თუ ირყვნება ენა, ირღვევა სულიც. დამოუკიდებლობა არ ნიშნავს რუსული წარწერების ინგლისურით შეცვლას. გამარჯვებას გისურვებთ ქართული ენის დაცვის მძიმე საქმეში. თუ მოთმინება გვეყოფა, სიძულვილი ამოინთხევა, ადამიანთა გულები გათავისუფლდება, გაიწმინდება და ყველაფერი მოწესრიგდება. ისევ დადგება სიყვარულისა და მეგობრობის ჟამი! მწერლობის ხარისხი ჯილდოებით არ გაზომილა. გაკეთებული საქმე თავისთავად ჩანს და სრულიად არ სჭირდება ბუკი და ნაღარა.
25. 25.

კომპიუტერული უზრუნველყოფა: გიორგი ჭაავა

ჩანახატების ავტორია 147-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატო შარაშიძე XI 2 კლასის მოსწავლეთა ჯგუფი: თამთა კანთელაძე რუსუდან ქუმსიაშვილი თიკო გაბელაია მარი სხირტლაძე ნათია მახარაძე მხატვარი გოჩა ხოჯელანი კონსულტანტი შალვა ხუჭუა (ინფორმაციული მენეჯერი)
26. 26. მომავალ შეხვედრამდე