Eqvtime Takaishvili

470 views
309 views

Published on

It`s created for contest „What do we know about Ekvtime Takaishvili„

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
470
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0
Actions
Shares
0
Downloads
4
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Eqvtime Takaishvili

  1. 1. ეს ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა. იგი დაიბადა გურიის, მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთისმაზრის სოფ. ლიხაურში. 1863 წლის 5 ივნისს, ხოლო ექვთიმე თაყაიშვილის შენიშვნით ”შესაძლოა ამაზე ერთი წლით ადრე”.ბავშვის დაბადება თოფის გასროლით არ უზეიმიათ, რადგან ექვთიმეს ავადმყოფი მამა-აზნაურ სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილისულს ღაფავდა და მალევე გარდაიცვალა დედა – თავად გიტული ნაკაშიძის ასული-ნინო. ექვთიმე აღნიშნავდა: ”ხუთი წლისა ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი, უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველება ობლებსო!...”
  2. 2. ყმაწვილ ექვთიმეს ბევრიმზრუნველი ჰყავდა, მიუხედავადასეთ მზრუნველი გარემოცვისა,მაინც გამოუსწორებელი მარცხიიწვნია ექვთიმემ - ”ბავშვობაში მეცელქი ვყოფილვარ. სამი წლის ხეზეგავსულვარ,გადმოვვარდნილვარ დაფეხი მომიტეხია... ერთ ღამესამომვარდა მოტეხილი წვივის ძვალიდა შემდეგ როცა ბავშვებსგავაჯავრებდი ”კოჭლაბუხას”მეძახდნენ.” ყმაწვილი ექვთიმეოზურგეთის სასწავლებელშიშეუყვანიათ, სახელმძღვანელოებიცკი არ ჰქონია ექვთიმეს, ზეპირადიხსომებდა მასწავლებლისმონათხრობს.
  3. 3. 1869წელის 7-8 წლის ე. თაყაიშვილი შეიყვანესოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელკლასში.ყველაზე მეტედ მას მასწავლებელი იოსებთაყაიშვილი ჰყვარებია,როდესაც იოსები გარდაიცვალა,ექვთიმე თბილისიდან ლიხაურში ჩასულა დაგამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოუთქვამს”მიცვალებულზე სიტყვის თქმა ჯერ კიდევ არ იყოგურიაში მიღებული და მისმა სიტყვამ დიდიშთაბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე”. 1874 წელს მე-3 კლასში გადადიოდა. კვლავ ოთხი წელი რომ არ დასჭირვებოდა სიძემ ფოთის სამაზრო სასწავლებელში ჩაარიცხვინა. ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელკლასებში ორი წელი დაჰყვეს ნ. მარმა და ექვთიმეთაყაიშვილმა. ექვთიმეს სიძემ და ბიძას სურდათ ევთიმესლიხაურში ემუშავა მწერლად რაზეც მან უარი განაცხადა.
  4. 4. პრინციპულობა და სწავლისადმი დაუოკებელი გრძნობაექვთიმეს ვერ შეუცვალა სოფლის კანცელარიის მოხელისშემოსავლიანი საქმის შეთავსებამ და ვერც უსახსრობამ. ფოთში მიღებული ცოდნა არ კმაროდა გიმნაზიაში შესასვლელად. საჭირო იყო ლათინურში მომზადება,მაგრამ რეპეტიტორი ექვთიმემ ვერ იშოვა. 1875–76წწ იგი ლიხაურშია. ექვთიმე უფრო ახლოს ეცნობა სოფელსა და მის ყოფას. მოხუცებულობაში იგი წერდა: ,,მე დავიბადე სოფელ ლეხაურში რომელიც საუკეთესოდ ითვლება გურიაში– ჰავით,მდებარეობით,ძველი კარგად დაცული ციხით,ეკლესიებითა და მათში შემონახული სიძველით”.
  5. 5. თაყაიშვილების ოჯახებში პატრიოტი ადამიანები იკრიბებოდნენ. ცნობისმოყვარე მოსწავლე ყველგან ისმენდა საინტერესო საუბრებს პატრიოტიზმზე, ისტორიასა და ლიტერატურაზე.ექვთიმე ახლოს იცნობდა აგრეთვე გურულების, ქუთაისელიწერეთლების, ლორთქიფანიძეების, წულუკიზეების დაპეტერბურგელი მოწინავე ქართველების ოჯახებს . 1876 წელსექვთიმეს ძმამ ნიკომ შვებულება აიღო და ლიხაურში ჩავიდა.იგი უთაისში,სამხედრო სასწავლო რაზმში მსახურობდა...ექვთიმე ატეხილა – ,,ქუთაისში წამიყვანე,ლათინურშიწავიმეცადინებ და გიმნაზიაში მოვეწყობიო..”ნიკომ ძმა წაიყვანა 1876 წლის ძლიერ ცივ ზამთრის დღეს;არავის გახსენებია მისთვის საზამთრო ტანისამოსისდამზადება...
  6. 6. იოსებ და კოწია თაყაიშვილებისდახმარებით ექვთიმე ერთ–ერთოჯახს აუყვანია რეპეტიტორად.ექვთიმე მოსე კალანდრიშვილთანუნდა მომზადებულიყო, მაგრამგარკვეული მიზეზების გამო მან ესვერ შეძლო. ექვთიმემ გამოცდების წინა დღეებში წაიმეცადინალათინურში. ლათინურის გამო ექვთიმე მიიღესპროგიმნაზიის II და არა III კლასში და ისევ წინააღმდეგობა –სწავლის ნახევარი წლის, 6 მანეთი შეიქმნა გადასახდელი.ექვთიმე ატირებული მისულა სახლში, დიასახლისსშეცოდებია ის, ამის გამო სწავლის გადასახადი ნაგროვებიფულით გადაუხდა.ამის შემდეგ ექვთიმე ინსპექტორსშეცოდებია, სიღარიბისა და ობლობის ცნობა მიუტანინებია დაამრიგად გაუთავისუფლებია სწავლის გადასახადიდან.1879 წელს ე.თაყაიშვილი V კლასში ჩაირიცხა.
  7. 7. ქ უთაისში ექვთიმე მოხვდა ოზურგეთელ თანაკლასელ ნიკო მართან. ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი თანამოაზრენი იყვნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ,პეტერბურგსი ისეთი ფაკულტეტი შეერჩიათ,რომელიც ,,უფრო იყო საჭირო საქართველოსთვის”... ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს ქუთაისის გიმნაზია ვერცხლის მედალზე დაამთავრა.წარჩინებული დიპლომის მფლობელს ეკუთვნოდა კავკასიისსასწავლო ოლქის სტიპენდია და მოსკოვის უნივერსიტეტშიაგზავნიდნენ... მაგრამ ექვთიმეს სწავლის გაგრძელებაპეტერბურგში სურდა ,რადგან ისტორიას იქ უკეთასწავლიდნენ.1883წ. სექტემბერში ექვთიმე ჩაირიცხა პეტერბურგისისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1884 წ. ნიკომარიც მოეწყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ისინიერთად აღამებდნენ ბიბლიოთეკაში.
  8. 8. პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივშიდაცულია სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილის პირადი საქმე,რომელშიც დევს განცხადებები პეტერბურგში ცხოვრებისნებართვისა და საზაფხულო არდადეგებზეპავლოვსკში,ერთხელ თბილისში და ერთხელაცსხვაგან საზაფხულო არდადეგების დროს გასვლის შესახებ. 1887 წ–ს ექვთიმე თაყაიშვილმა წარმატებით ჩააბარასახელმწიფო გამოცდები, იმავე წელს,ზაფხულშიკანდიდატის ხარისხი დაიმსახურა. ნ. მარი პეტერბურგში დარჩა. მან ერთი წლის შემდეგდაასრულა სწავლა, თბილისში გადმოსვლას რომ აპირებდა,თაყაიშვილმა მისწერა: ”ფეხი არ მოიცვალო პეტერბურგიდან, შენი ადგილი მინდაა, აქ მე დამიპირეს გაფუჭება, და შენ სიფიცხეს უფრო არ აიტანო!..”
  9. 9. “ 16 თებერვალი 1900წელი (თბილისი) ძმაო ნიკო! შენი წერილის პასუხი დაგიგვიანე ჩემ ცოლს ბიძამოუკვდა,რომელიც მთელს სახლობას ინახავდა და თვითონცოლიც ავათ მყავდა,ეხლა მოიკეთა.შატბერდის კრებულისგამოგზავნა გადავაწყვეტიე საზოგადოებას,მაგრამ მემოუცლელობით,ვერ გავათავე ჯერ სამი ხრონიკის რუსულიგამოცემა და ვეცდები გავათავო აპრილამდის და როგორცგავათავებ მაშინვე გამოგიგზავნი.ნუ დამემდურები,რომდაგიგვიანე ეს შრომა ცოტა გადადევი.რაც შეეხება ამირან-დარეჯანიანს,მე ყველა ხელნაწერები აღწერილი მაქვსკატალოგს რომ ვადგენდი მაშინდელი ეხლაც გავსინჯე.ნომერი 1623 ერთი ხელით არის თავიდან ბოლომდისგადაწერილი,მაგრამ სრულებით არსაიდან ჩანს ,რომ ძველიდედნიდან იყოს გადაწერილი...“
  10. 10. თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთომეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში.უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრებასაქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის. 1889 წელსდააარსა “საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი”, სადაც თავსუყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა დასხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიისისტორიის შედგენაზე. თავად ექვთიმე წერს :„საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. “
  11. 11. 1890 წელს ექვთიმემ გამოაქვეყნა “სამი ისტორიული ქრონიკა”,სადაც წარმოდგენილია -”მოქცევაი ქართლისაი”, “სუმბატისქრონიკა” და “მესხური მატიანე”. ამ გამოცემამ იგი ერთბაშადმაშინდელ დიდ სამამულო მოღვაწეთა გვერდით დააყენა.1902წელს, ხუროთმოძღვარ სიმონ კლდიაშვილისა და ფოტოგრაფალექსანდრე მამუჩაიშვილის თანხლებით, იმოგზაურა დააღწერა ახალციხე-ახალქალაქისა და არტაან-ოლთისის ძეგლები.მეორე ექსპედიცია ექვთიმემ მოაწყო 1907 წელს, ინჟინერანატოლი კალგინის, ფრანგი მასწავლებლისა და მოხალისეფოტოგრაფის, ედუარდ ლიოზენის თანხლებით. მოიარეს კოლა,ოლთისი, ჩანგლი. მაშინ აღწერა ექვთიმემ ბანას დიდებულიტაძარი, ტაოსკარი, დადაშენი, ტახტორკანი, ჯიჯორი,ქუმურლუხი, კალმახი, ვაჩეძორი და მრავალი სხვა ძეგლი,ნაძეგლარი, ნანგრევი და ნამუსრევი.ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთ-ერთი აქტიური მებრძოლისაქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, მანასევე უდიდესი როლი ითამაშა 1918 წელს თბილისისუნივერსიტეტის დაარსებაში.
  12. 12. ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა, და ქალიშვილი. ეს ოჯახი ყველაზე შეძლებული და, ამავე დროს, ყველაზე ღარიბი იყო.მას დაწყევლილი ყავდა ყველა ქართველი, რომელიც სამშობლოსისტორიულ ნივთს დაუკარგავდა, გამოცხადებული ჰქონდა, რომასეთი ნივთი ჯერ მასთან უნდა მიეტანათ და თუ იგივერ შეძლებდა მის ყიდვას, მხოლოდ მერე შეეძლო მისი გაყიდვა. 1921 წლის 25 თებერვალი; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ გაიტანა საბანკო ვალუტა, ჩვენი ისტორიისა და კულტურის საზეიმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ე.თაყაიშვილი მეუღლითურთ. 11 მარტს ბათუმიდან დატვირთული კრეისერ ,,ერნესტ რენანით”გაემგზავრნენ კონსტანტინოპოლამდე.ვიდრე ხმელთაშუა ზღვას გალევდნენდა საფრანგეთის ნაპირს მიუახლოვდებოდნენ, კაპიტანმადეპეშა გაგზავნა და მთავრობისგანმარსელის ნავსადგურში ბადრაგისდახვედრა მოითხოვა.
  13. 13. გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმებ ის ძვირფასეულობა: ოქრო- ვერცხლის ხატები და თვალ- მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეულისასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტროქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლისქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძისმესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობაითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი,სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული. განძისცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვამუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა.
  14. 14. ,,პარიზის სააზიო საზოგადოების”წევრი იყო ექვთიმე თაყაიშვილიც. მანდაწერა და საბჭოს სხდომაზე სხვანამუშევრებთან ერთად წარადგინა,,ქართული ენის მნიშვნელობამსოფლიო ლიტერატურაში და მისიკილოკავები”.დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. უნიჭოგენერლებისა და გამყიდველიმთავრობის მიერ გაცემულისაფრანგეთი ჰიტლერული გერმანიისსალდათური ჩექმის ქვეშ მოექცა.დარეკა პარიზის ბანკის სეიფებშიჩაკეტილი საქართველოს სამუზეუმოქონების ყოფნა–არყოფნის ჟამმა. იწყებამისი სულიერი წამება! რა ქნას, რა გზასდაადგეს?! ,,ეს რა რისხვა დამატყდა”.
  15. 15. მან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკისქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანისასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელსპრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე.ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტადუარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობისმდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა „ქართული ოფისი“.რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოსემიგრირებული მთავრობა ითვლებოდა, ამიერიდან განძისაფრანგეთმა დაისაკუთრა. აქედან მოყოლებული თაყაიშვილისაფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერები.საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდაშესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილიშეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნოგანძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაცგადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმაგანკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე,რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.
  16. 16. კონსტანტინე გამსახურდია წერდა”სამმა დიდმა მამულიშვილმა კიდევერთხელ დაამშვენა ჩვენისაქართველოო. ილია ჭავჭავაძემ,ექვთიმე თაყაიშვილმა და ივანეჯავახიშვილმა. მათ ძველ ეპოქაში რომეცხოვრათ, მათ უეჭველად წმინდანადშერაცხავდა ჩვენი ხალხიდა ჩვენი ტაძრების ძვირფას ფრესკებსმიემატებოდა სამი სათაყვანებელიხატება”. დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო. 1985 წელს რეზო თაბუკაშვილმა ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ფილმი გადაიღო.
  17. 17. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმია განთავსებული მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას,თბილისში, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში და აგრეთვემისი მუზეუმია აშენებული თაყაიშვილის მშობლიურსოფელში, ლიხაურში, სადაც ყოველი წლის 16 იანვარს„ექვთიმეობას“ აღნიშნავენ. ექვთიმე თაყაიშვილისსახელს ატარებს გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი გურიაში. 2013 წელი იუნესკოს ეგიდითექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა.
  18. 18. 2012 წელს დაბა კიკეთში სრულიადსაქართველოს კათოლიკოს–პატრირქმამცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმადა ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისმიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტერესმაილია მეორემ დაბა კიკეთში ტაძრი აკურთხა.კათოლიკოს–პატრიარქმა მის მაშენებლებს თავიდანვეკურთხევა მისცათ იგი ექვთიმე ღვთისკაცისსახელზე აგებულიყო.მას შემდეგ რაც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი წმინდანადშეირაცხა დაიწერა მისი სახელობის ხატები და შეიქმნატროპარი, საქართველოში წმინდანის სახელზე ნაკურთხი უკვეორი ტაძარია, იმ სახლში კი სადაც წმინდა ექვთიმეთაყაიშვილმა თავის ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარამუზეუმია გასნილი, ქართული საგანძურის დამცველისა დაშემნახავის ხსოვნას ახალ მომავალი თაობები იცავენ დაუფრთხილდებიან.

×