Your SlideShare is downloading. ×
ბუნება შეფ
ბუნება შეფ
ბუნება შეფ
ბუნება შეფ
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Thanks for flagging this SlideShare!

Oops! An error has occurred.

×
Saving this for later? Get the SlideShare app to save on your phone or tablet. Read anywhere, anytime – even offline.
Text the download link to your phone
Standard text messaging rates apply

ბუნება შეფ

145

Published on

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total Views
145
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2
Actions
Shares
0
Downloads
1
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

Report content
Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
No notes for slide

Transcript

  • 1. ბუნება მე-4 კლასი სახელი, გვარი_________ სტანდარტით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები 0 1 2 1 2 3 4 მიმართულება ცოცხალი სამყარო .მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა. აკვირდება ორგანიზმებს სასიცოცხლო ციკლს სხვადასხვა სტადიაზე, შედეგებს წარმოადგენს ნახატების ან ჩანაწერების სახით. სვამს კითხვებს (მაგ., როგორ იცვლება თესლიდან აღმოცენებული მცენარე, როგორ იცვლება თავკომბალა?) და პოულობს პასუხებს; პოულობს მსგავსება-განსხვავებას სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის სტადიებს შორის; საუბრობს სასიცოცხლო ციკლის შეგუებით მნიშვნელობაზე; აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც სხვადასხვა მცენარე განიცდის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (მაგ., თესლი-ნაყოფი-თესლი). .მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის ნიშან-თვისებების ადაპტაციური მნიშვნელობა. აკვირდება და აღწერს მცენარეებისა და ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., ეკლები, შეფერილობა, თესლის გავრცელების სამარჯვები, ცხიმის მარაგი, საფარველი), რომლებიც ეხმარება მათ გარემოსთან შეგუებაში; აღწერს ცხოველთა ქცევას (მაგ., მიგრაცია, ჯოგებად გაერთიანება, შთამომავლობაზე ზრუნვა) და განმარტავს მის მნიშვნელობას გარემოსთან შეგუებაში; იყენებს მოდელებს მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობის ეფექტიანობის სადემონსტრაციოდ. მიმართულება სხეულები და მოვლენები .მოსწავლ .მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს სითბოს გამტარები და არაგამტარები. იცავს უსაფრთხოების წესებს და ატარებს მარტივ ცდებს სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სხეულების თბოგამტარობაზე დასაკვირვებლად, წარმოადგენს შედეგებს და გამოიტანს დასკვნას; ჩამოთვლის სითბოს შენარჩუნების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან (მაგ., ბინის თბოიზოლაცია, ბეწვის ტანსაცმელი, თერმოსი); ამოიცნობს საყოფაცხოვრებო ნივთებიდან თბოგამტარებს და თბოიზოლატორებს; გადაჭრის სითბოს შენარჩუნებასთან დაკავშირებულ მარტივ პრობლემას; აღწერს ბუნებრივი თბოიზოლატორების (მაგ., ბეწვი, ბუმბული, ცხიმი) მნიშვნელობას ორგანიზმებისთვის. .მოსწავლეს შეუძლია მაგნიტის მოქმედების აღწერა. ატარებს ცდებს მაგნიტის საშუალებით, სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ სხეულებს აჯგუფებს მაგნიტთან ურთიერთქმედების მიხედვით; აკვირდება ორი მაგნიტის პოლუსების ურთიერთქმედებას. განასხვავებს
  • 2. 5 6 7 8 9 10 მაგნიტის მიერ სხეულების მიზიდვას პოლუსებთან და მის სხვა ნაწილებთან; ჩამოთვლის მაგნიტის გამოყენების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. .მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ბგერის წარმოქმნა და მისი წყაროები. ატარებს მარტივ ცდებს, აკვირდება მერხევ სხეულს და აღწერს ბგერის წარმოქმნას; აკვირდება სხვადასხვა ობიექტის მიერ გამოცემულ ბგერებს, განასხვავებს მათ (ხმამაღალი, ხმადაბალი) და ამოიცნობს ბგერის წყაროს; ატარებს მარტივ ცდებს და მსჯელობს ბგერის მილევაზე წყაროდან დაშორების მიხედვით. მიმართულება დედამიწა და გარესამყარო .მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა. ფერის მიხედვით ასხვავებს წყალსა და ხმელეთს გლობუსსა და რუკაზე; აღწერს გეოგრაფიულ ობიექტებს, მათ შემადგენელ ნაწილებსა (მაგ., მდინარის სათავე, შესართავი, კალაპოტი, მთის მწვერვალი, კალთა, ძირი) და მახასიათებლებს (მაგ., ჩქარი - მდორე, ციცაბო - დამრეცი); აკვირდება და აღწერს გეოგრაფიული ობიექტების თვალსაჩინო ცვლილებებს სეზონების მიხედვით, მონაცემებს წარმოადგენს კოლაჟების ან ჩანაწერების ან ფოტოების სახით. .მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა. იყენებს დედამიწის სხვადასხვა გამოსახულებას, კოსმოსიდან გადაღებულ სურათებს და საუბრობს დედამიწის ფორმაზე; ადარებს სხვადასხვა ხალხის ადრინდელ წარმოდგენებს დედამიწის ფორმის შესახებ; აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მოგზაურებზე, მსჯელობს ამ მოგზაურების წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში; დაიტანს კონტურულ რუკაზე გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტებს. .მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა. იყენებს ილუსტრაციებს და ახასიათებს მზის სისტემას (მაგ., პლანეტების სიდიდე, დაშორება მზიდან); ხატავს პლანეტებს და თანმიმდევრულად განალაგებს მზიდან დაშორების მიხედვით; აღწერს აღჭურვილობასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ კოსმონავტები. მიმართულება ადამიანი და გარემო .მოსწავლეს შეუძლია პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა. საუბრობს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შენახვის წესებზე და ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე; ზრუნავს საკლასო ოთახის და საცხოვრებელი ადგილის სისუფთავეზე (მაგ., განიავება); აფასებს საზოგადოებრივი კვების და სავაჭრო ობიექტის (მაგ., სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტები) შესაბამისობას ჰიგიენურ ნორმებთან და ამის საფუძველზე აკეთებს არჩევანს თუ სად შეიძლება შეიძინოს საკვები. .მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
  • 3. 11 ცნობს გრაფიკულ პირობით ნიშნებს (პიქტოგრამებს), რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის სწორ და უსაფრთხო ორიენტირებას საზოგადოებრივ ადგილებში; ასახელებს ხანძრის გამომწვევ ძირითად მიზეზებს და მისი თავიდან აცილების გზებს; წარმოადგენს ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ქცევისა და პირველადი დახმარების წესებს სიმულაციური თამაშით; მსჯელობს ჭექა-ქუხილის დროს ქცევის წესებზე (თავის შეფარება, ელექტრო ხელსაწყოების და მობილურის მოხმარება); მსჯელობს მზის დაკვრის, სხეულის გადახურების ან გადაციების თავიდან აცილების გზებზე. .მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა. აგროვებს მონაცემებს განსხვავებული წყაროებიდან (მაგ., ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება), იკვლევს წარსულსა და აწმყოში ადამიანთა საქმიანობის გავლენას ბუნებრივ გარემოზე. შედეგებს წარმოადგენს; იცავს ბუნებაში ცეცხლის მოხმარების წესებს (მაგ., კოცონისათვის ადგილის სწორად შერჩევა და ჩაქრობა); იცავს ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესს. 2 ქულა _შეუძლია და ახერხებს სხვისი დახმარების გარეშე 1 ქულა_ცდილობს და ახერხებს სხვისი დახმარებით 0 ქულა_ არ შეუძლია და ვერ ახერხებს სხვისი დახმარებით

×