gender and e-government

1,248 views

Published on

საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღნილი სამეცნიერო კონფერენცია „გენდერი და თანამედროვე საზოგადოება“. თბილისი. 2012 წელი 2 მაისი .

Published in: Spiritual, Technology
0 Comments
2 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
1,248
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
5
Actions
Shares
0
Downloads
5
Comments
0
Likes
2
Embeds 0
No embeds

No notes for slide

gender and e-government

  1. 1. გენდერი და ე-მთავრობა PhD. რატი აბულაძე სახელმწიფო სექტორში საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისგამოყენებით პოლიტიკური ცვლილების მომავალი კარგი საზოგადოებრივი მომსახურებისშექმნა და ციფრული გენდერული მთავრობის ფორმირებაა, რომლის პოლიტიკურიმიზანია რაციონალიზაცია, ეფექტურობა, მოდერნიზაცია და გენდერულადთანაბარუფლებიანი მოქალაქეების მოთხოვნილების შესაბამისი ხარისხიანი მომსახურებისწარდგენა. ე-მთავრობის პოლიტიკის მიდგომის ტრაექტორია მოიცავს გავლენასდემოკრატიზაციის პროცესებზე, პროცესების პროექტირებაზე, ე-კომერციაზე, სამუშაოპირობებზე, გენდერულ ასპექტებზე და ე-განათლებაზე, მისი კონცეფცია წარმოადგენსმდიდარ ინფორმაციულ, მომსახურების, ორგანიზაციულ, ტექნოლოგიურ ფონდს. ე-მთავრობა ახალი პარადიგმაა, რომელიც წარმოადგენს ტექნიკურ, ეკონომიკურ,სოციალურ და გენდერულ გამოწვევას, რომლის პოტენციალშია მსოფლიო ქვეყნებისისტორიის კურსის ცვლილება. ე-მთავრობის მნიშვნელოვან გამოწვევას მოქალაქეების საჭიროებებთან დამომსახურებასთან ინტეგრირება და გენდერული უთანასწორობა წარმოადგენს, რომლისუზრუნველყოფისათვის აუცილებელია გენდერული ანალიზი, რომ თავიდან იქნესაცილებული ქალთა მარგინალიზაცია, რადგან ქალების უმრავლესობას არ აქვსინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა - უნარ-ჩვევების, ინტერესების, ფულისა დასოციალური ცხოვრების გამო. ე-მთავრობა, როგორც გენდერული უთანასწორობის შემცირების პრობლემისგადამჭრელი საშუალება წარმოდგენილია ონლაინ ინფორმაციის წარდგენით, ონლაინსწავლებით და შესაბამისი ინფორმაციული მომსახურებით,1 დასაქმებითა დამომსახურების წარდგენით. სახელმწიფო სექტორში საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოლიტიკა,დასაქმების ბაზარზე მომსახურების განვითარებით ცვლის გენდერის ბენეფიციართაშრომის პირობებსა და პრაქტიკას. გენდერის ბენეფიციართა შრომის ბაზარზე 1
  2. 2. დომინირებადია სახელმწიფო სექტორი, სადაც სახელმწიფოს სექტორისმოსამსახურეებისათვის საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ზრდაცვლის შრომისა და გამოყენების პირობებს. გენდერულად ორიენტირებული ე-მთავრობაში ინტერნეტისა და საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების მოხმარების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენსგანათლების დონე, რომლის მნიშვნელობა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულადვარირებს. მთავრობის მიერ საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებასაუკეთესო ინსტრუმენტია ციფრული ეკონომიკის პირობებში გადარჩენისათვის. მისინიციატივები ზეგავლენას ახდენს სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ სფეროებზე,ქმნის გენდერულ კომპეტენციებს, სარგებელი მოაქვს გენდერი ბენეფიციართასეგმენტისათვის, ზრდის მათ უფლებებს, ცოდნასა და ინფორმირებას, ავსებსინფორმაციულ რღვევას. ქვეყანაში ე-მთავრობის მზადყოფნა და პოპულარობა ხელს უწყობს ზრდის კერძო დასამოქალაქო საზოგადოების უზრუნველყოფას ხარისხიანი სახელმწიფო მომსახურებით,ამცირებს კომუნიკაციურ და ინფორმაციულ დანახარჯებს, აღადგენს ციფრულ გენდერულუთანასწორობას და წარმოადგენს გენდერული ბალანსის მიღწევის მნიშვნელოვანადმინისტრაციულ და ტექნოლოგიურ ინსტრუმენტს. ბევრ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში ქალები ინტერნეტს იყენებენმამაკაცების მსგავსად, თუმცა ქალები მას იყენებენ ძირითადად პრაქტიკულიმიზნებისათვის (ინფორმაციის ძიება, შოპინგი და სხვა). განვითარებად ქვეყნებში დასოფლებში ქალები აწყდებიან ე-მთავრობის მომსახურებასა და ინფორმაციასთან წვდომისშეზღუდვას ან არ აქვთ წვდომა, უნარები, ფულადი რესურსები. ციფრული გენდერულიუთანასწორობის მიზეზებიდან აღსანიშნავია საინფორმაციო საკომუნიკაციოტექნოლოგიებთან მისაწვდომობა და ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა განათლება,ტრადიციები, კულტურული რწმენა და გამოცდილება, ეკონომიკური უთანასწორობა. 2 სულ უფრო მეტი ქალი იყენებს ახალ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ინტერნეტსთავის სამუშაოსთვის, თუმცა მსოფლიო ქალებისათვის კვლავ კრიტიკული რჩება ისეთისაკითხები, როგორიცაა : წვდომა და ნოუ-ჰაუ; განათლება, მომზადება და კვალიფიკაცია; 2
  3. 3. დასაქმება; კონტენტი და ენები; კონფიდენციალობა და უსაფრთხოება; ძალაუფლება დაგადაწყვეტილების მიღება. 3 ასევე მნიშვნელოვანია გენდერული განსხვავებები რეგიონალურ, ქვეყნისა დაადგილობრივ დონეზე, სადაც კულტურული განსხვავებები მუდმივად ფორმირდებაონლაინ და კონტენტის მოხმარებით. ციფრული სოციალურ-კულტურული კონტექსტისნაწილია ციფრული გენდერი, ინტერნეტის სოციალური ატრიბუტები და ინტერნეტ-ურთიერთქმედება. 4 გენდერისათვის დამახასიათებელი შედეგები აქვს ფინანსურ და ეკონომიკურკრიზისს, როგორიცაა ძლიერი გენდერული პრობლემატიკა და ნეგატიური ზეგავლენაბენეფიციარებზე. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო მკვეთრადგაზრდილი უმუშევრობის დონე ქალთა სეგმენტზე უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებისსეგმენტზე. ქალები როგორც წესი განიცდიან სოციალური ხარჯების სიმცირეს (მსოფლიოშიღარიბების 70% ქალია), რაც როგორც წესი დისპროპორციულად ახდენს გავლენასკომპიუტერისა და ინტერნეტის, განათლებისა და სამედიცინო მომსახურებისმისაწვდომობაზე. კომპიუტერისა და ინტერნეტის მომხმარებელთა საინფორმაციო საკომუნიკაციოტექნოლოგიების მოხმარების გენდერული სტატისტიკა მსოფლიოს ეკონომიკური დასოციალური აქტივობის აუცილებელი მახასიათებელია. ინტერნეტის მომხარებელთარაოდენობამ დღეისათვის შეადგინა 2.267 მლნ, სადაც ლიდერობს ჩრდ. ამერიკაინტერნეტის 78.6% მოხმარებით, მეორე და მესამე ადგილებს ინაწილებს 5ავსტრალია/ოკეანის პირა რეგიონები და ევროპა (67.5% და 61.3%) (იხ. დიაგრამა 1). ე-მთავრობის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (მობილური კომუნიკაცია,სოციალური მედია, სოციალური ქსელი, პერსონალური კომპიუტერები, პლანშეტები)მოხმარებაში ლიდერობს ახალგაზრდა სეგმენტი. კერძოდ უმრავლეს ქვეყნებში 18-29 წლისახალგაზრდობა მეტად აქტიურია მობილური ტელეფონების მეშვეობით ინტერნეტ-წვდომით, ვიდრე 50 წელს გადაცილებული ასაკის. ეს განსაკუთრებით მაღალია იაპონიაში,სადაც ახალგაზრდების 78% რეგულარულად იყენებს ტელეფონს ინტერნეტ- 3
  4. 4. დიაგრამა 1 ინტერნეტ-მომხმარებელთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით (მლნ)წვდომისათვის. აშშ-ში მობილური ტელეფონებით ინტერნეტ-მომსახურებას 6რეგულარულად იღებს ახალგაზრდა სეგმენტის 73%. ტექნოლოგიების გამოყენების ღონისძიებებში ბევრ ქვეყანაშია გენდერულიგანსხვავება. მათგან შეიძლება აღნვიშნოთ ესპანეთი, სადაც მამაკაცების 29% (ქალების 13%-თან შედარებით) ინტერნეტ-დაშვებისათვის იყენებს მობილურ ტელეფონს. გერმანიაშიმამაკაცების 26% (ქალების 11%-თან მიმართებით) რეგულარულად იყენებს ინტერნეტ-წვდომისათვის მობილურ ტელეფონს. თურქეთში 16%-აინი უთანასწორობაა მამაკაცებსა(30%) და ქალებს (14%) შორის მობილური ტელეფონით ინტერნეტის აქტიური მოხმარებისკუთხით, ხოლო სოციალური ქსელების მოხმარების კუთხით Uთანასწორობა 17%-ს აღწევს 7(მამაკაცები 37%, ქალები 20%). 4
  5. 5. ინტერნეტ-გარემოში ფასეულს წარმოადგენს წებ-ის გამოყენებით ქალისა და მამაკაცისმონაწილეობისა და ე-მართვაში ჩართულობის გაგება. კვლევითი კომპანია ჩომშცორე-ისანგარიშით (2010 წ) სოციალური ქსელისადმი მისწრაფებითა და დაინტერესებით ქალთასეგმენტი უფრო აქტიურია, ვიდრე მამაკაცების. მსოფლიოში სოციალური ქსელებისაქტიური მომხმარებლებია ქალები, გლობალურ დონეზე ეს თანაფარდობა: 75.8% - 69.7%(ქალი და მამაკაცი). თუმცა როგორც უნიკალური ვიზიტორი, მამაკაცების 57% უფროაქტიურია ქალების 47.9 %-თან მიმართებით. ამასთან, ქალთა სეგმენტი ყოველთვიურადუფრო მეტ დროს 5.5 საათს ხარჯავს სოციალური ქსელების საიტებზე მამაკაცების 4 8საათთან მიმართებით (იხ. ცხრილი 1). ცხრილი 1 სოციალური ქსელების მოხმარება დემოგრაფიულ ჭრილში რეგიონები ქალი (%) კაცი (%) ჩრდილოეთ ამერიკა 91.0 87.5 ლათინური ამერიკა 94.1 91.9 ევროპა 85.6 80.6 აზია - წყნარი ოკეანე 54.9 50.7 მსოფლიო 75.8 69.7 უთანასწორობა, ახალგაზრდა და უფროს თაობას შორის ინტერნეტისა და სოციალურიქსელების მოხმარების მხრივ განსაკუთრებით მაღალია აშშ-ში, დასავლეთ და აღმოსავლეთევროპაში, აზიაში, ისრაელში, იაპონიაში. მცირე ნაპრალებია ასაკობრივ ჯგუფებს შორის 9პოლონეთში, რუსეთში, უკრაინაში, ინდოეთში და სხვა ბევრ ქვეყანაში (იხ. ცხრილი 2). ცხრილი 2 ასაკობრივი ნიშნის მიხედვით ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მოხმარება qveynebi 18-29 w 30-49 w 50+ w aSS 80% 62% 26% safrangeTi 77% 42% 12% espaneTi 81% 50% 19% 5
  6. 6. didi britaneTi 78% 57% 17% germania 73% 45% 13% 2 ცხრილის გაგრძელება litva 84% 43% 10% poloneTi 75% 54% 9% ruseTi 77% 52% 15% ukraina 62% 35% 8% TurqeTi 52% 25% 9% israeli 80% 63% 23% iaponia 58% 42% 6% CineTi 55% 30% 9% indoeTi 9% 4% 1% საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (International Telecommunication Union)ანგარიშით ინტერნეტ-წვდომისას მამაკაცების აქტივობით გამოირჩევა ევროპის ქვეყნები,ავსტრალია, აშშ-ი, თურქეთი, მექსიკა, კანადა და სხვა. დიაგრამა 2 ევროპის ქვეყნების ინტერნეტ-მომხმარებელთა გენდერული შეფასება 2008-2010წწ 6
  7. 7. ზოგადად გენდერის სრული სურათის ასახვა და მისი დეტალიზების მონაცემისმოპოვება რთულია, რადგან კვლევის ნებისმიერი მონაცემი (მათ შორის InternationalTelecommunication Union) ეყრდნობა ადმინისტრაციულ მონაცემებს, შედეგად შეუძლებელიაგენდერის დეტალიზება ისეთი საკითხებით, როგორიცაა: ფიქსირებული სატელეფონოკავშირი, მობილურის აბონენტები, ინტერნეტის/ფართოზოლოვანის კავშირი, 10ტრანსლაცია, ტრაფიკი და ტარიფი, შემოსავლები და ინვესტიციები. მსოფლიოში ე-მთავრობის ინიციატივების უმრავლესობა შემუშავებულიაკომპიუტერთან და ინტერნეტთან ქალისა და მამაკაცის ურთიერთქმედებისგანსხვავებული ფორმების აღიარების გარეშე. მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა (მათ შორის საქართველოს ე-მთავრობა)განვითარების ადრეულ სტადიაზეა, სადაც ინფრასტრუქტურის შემუშავება,ინსტრუმენტების, ტექნოლოგიების, დანართების, სერვისებისა და ქსელების განვითარებაარ წარმოადგენს პრიორიტეტულ პოლიტიკას. ასევე რეგიონებში მცირეაინფრატრუქტურის გაუმჯობესებისა და ინტერნეტ-წვდომის უზრუნველყოფისპროგრამები, რაც არც კორპორატიული სექტორის ხელშეწყობაში არ გამოიხატება. ე-მთავრობის პროგრამები არ არის ტრანსლირებული გენდერულ ასპექტებში. მაგალითადქალი-ინჟინრების ზრდის პოლიტიკა, პროგრამულ უზრუნველყოფის შემუშავებაშიქალების როლის ზრდა, სოფლის მაცხოვრებელი ქალების უზრუნველყოფა ინტერნეტ-მისაწვდომობით, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გაზრდა, ღირებულების შემცირებადა სხვა. საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ქალების უფლებებისადა შესაძლებლობების გაფართოების ნებისმიერი მიდგომა უნდა მხარს უჭერდეს ქალებსროგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, რომლისათვისაც აუცილებელია:ნაციონალური მთავრობის ვალდებულება ე-მთავრობის მომსახურების ხელმისაწვდომობაყველა მოქალაქისათვის; ნაციონალური სტრუქტურების მოვალეობას უნდაწარმოადგენდეს ქალების მოთხოვნების უზრუნველყოფა; მათი მომზადება საინფორმაციოდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში; ხელმისაწვდომი, უსაფრთხო დატერიტორიულად ხელსაყრელი ცენტრები, სადაც ქალები ისარგებლებენ კომპიუტერებით 7
  8. 8. (ტელეცენტრები, ინტერნეტ-კაფეები, საზოგადოებრივი ცენტრები); მკაფიოდგანსაზღვრული კონტენტი ადგილობრივ ენაზე; უკუკავშირის მექანიზმები, რათა ქალებმათავისი წვლილი შეიტანოს ე-მთავრობაში. გენდერულად ორიენტირებული ე-მთავრობის ფორმირებისას მხედველობაშიამისაღები დუბაის ე-მთავრობის სპეციფიკური web-საიტი e-women, რომლის ძირიათადისეგმენტი საქმიანი ქალებია. აგრეთვე საინტერესოა ისეთი გავრცელებული პროექტები,როგორიცაა ქალი-ფერმერები (Ghana), Schoolnet (აფრიკა) და სხვა, რაც წარმოადგენს იმისმაგალითს თუ როგორ შეუძლია ე-მთავრობას გააფართოოს ქალთა სეგმენტისშესაძლებლობები. 11 გენდერული გასხვავება და უთანასწორობა, მოქმედების პლატფორმა,იგნორირებულია ე-მთავრობის პოლიტიკასა და პროგრამებში, რომელიც ეხებასაინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოლიტიკის შემუშავებას, განვითარებასადა გავრცელებას. შედეგად ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში შეიძლება არათანაბარსიტუაციაში აღმოჩნდეს ქალთა სეგმენტი, რაც ნეგატიურ ურთიერთქმედებაში მოდის მათცხოვრებასთან. იზოლაციის თავიდან აცილებისათვის საჭიროა გენდერული ე-მთავრობისპოლიტიკის შემუშავება გენდერული ბალანსის დაცვით. 1 გენდერულად ორინეტირებული ე-მთავრობის ფორმირებისათვისგათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი საკითხები:  ე-მთავრობის სტრატეგიაში ასახული უნდა იყოს სამართლიანი და სოციალურად ორიენტირებული ინფორმაციული საზოგადოების პოლიტიკური და სამართლებრივი უფლებები, რომელიც მნიშვნელოვანია გენდერულად ორიენტირებული ე-მთავრობის შემდგომი განვითარებისათვის.  საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლში ერთმნიშვნელოვნად უნდა იქნეს ფორმულირებული გენდერი. განისაზღვროს მისი ადგილი და როლი ცვალებად საზოგადოებაში, გენდერული უთანასწორობის პრობლემების გადაჭრაში, სიღარიბის შემცირების ინიციატივებში;  ე-მთავრობის სტრატეგიული პოლიტიკით დაცული უნდა იყოს ინტელექტუალური შემოქმედება, საკუთრების უფლება, მდგრადი განვითარება და ადამიანის უფლებები, თითოეული ადამიანი ონლაინ სივრცეში დაცული უნდა იყოს 8
  9. 9. შევიწროებისაგან, სარგებლობდეს თავისუფალი სიტყვითა და კონფიდენციალური კავშირებით, დაცული უნდა იყოს ელექტრონული თვალთვალისა და მონიტორინგისაგან. არ უნდა ბატონობდეს გენდერული სტერეოტიპი; ე-მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებები უნდა მოიცავდეს ძლიერ გენდერულ ასპექტებს, გენდერულ და ტექნოლოგიურ პრობლემების პრევენციებს, რადგან მომხმარებელი უმწეოდ გრძნობს თავს ასეთი პრობლემების წინაშე; ციფრულ ტექნოლოგიებში გენდერული უთანასწორობის შემცირების მიზნით, ე- მთავრობის პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს გენდერული მონაწილეობის ბალანსირება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მართვის სფეროს ნაციონალური პოლიტიკის შემუშავებაში; ე-მთავრობის დანართებმა, სერვისებმა და ქსელებმა ინიციატივებით, პროექტებით და ინფორმაციული მექანიზმებით უნდა უზრუნველყოს გენდერის ბენეფიციარების წვდომა მონაცემთა ბაზებთან, მათი ინტერესის სფეროს ონლაინ ვაჭრობის სივრცესთან, ჯამრთელობისა და რეპროდუქციული პრობლემების გადაჭრის საინფორმაციო საიტებთან და მათი მოთხოვნილების შესაბამის მიმართულებებთან; ქვეყანაში ციფრული გენდერული ბალანსის დაცვისათვის აუცილებელია: გენდერულად ორიენტირებული პოლიტიკის სტაბილურობა და გეგმა- თანამონაწილეობის მიდგომა, კერძო სექტორის მონაწილეობის გაფართოების ადამიანური და ინსტიტუციონალური განმტკიცება; განათლება და ინფორმირება; მონაცემთა ბაზის შექმნა; სპეციალური ტექნიკური და საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის შექმნა; კონსულტანტების ქსელის შექმნა. ციფრული გენდერული უთანასწორობა ფორმულირებული უნდა იყოს ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზით, რომელიც უნდა მოიცავდეს არადისკრიმინაციულობას, გენდერულ უთანასწორობას, ბენეფიციარების უფლებებს, მათ ჩართვასა და თანაბარ მონაწილეობას ე-მართვაში, ინტერნეტ- წვდომისა და მოხმარების ხელშეწყობას; ე-მთავრობის პოლიტიკა უნდა მოიცავდეს გენდერულ გარემოს, სადაც ასახული უნდა იყოს გენდერული საჭიროებები. 9
  10. 10. გამოყენებული ლიტერატურა 10
  11. 11. 1 Department of Economic and Social Affairs, United Nations E-Government Survey 2010, Leveraging e-government at a time of financial and economic crisis. United Nations , New York, 2010.2 Boran A. AL-Rababah, Emad A. Abu-Shanab.E-GOVERNMENT AND GENDER DIGITAL DIVIDE:THE CASE OF JORDAN. International Journal of Electronic Business Management, Vol. 8, No. 1. 2010.3 Gender Evaluation Methodology, Association for Progressive Communications Women’s Networking Support Programme, http://apc women.org/gem4 http://www.undpegov.org/sites/undpegov.org/files/GenderGovPr_e-governance_4.pdf5 http://www.internetworldstats.com/stats.htm6 http://www.pewglobal.org/2011/12/20/global-digital-communication-texting-social-networking-popular-worldwide/7 http://www.pewglobal.org/2011/12/20/global-digital-communication-texting-social-networking-popular-worldwide/8 http://www.comscore.com/Press_Events/Press_Releases/2010/7/Social_Networking_Sites_Reach_a_Higher_ Percentage_of_Women_than_Men_Worldwide9 http://www.pewglobal.org/2011/12/20/global-digital-communication-texting-social-networking-popular-worldwide/10 http://www.itu.int/ITU-D/ict/papers/2009/Information%20Session%20on%20Gender%20Issues_STAT.pdf11 The World Bank, 2006, “Engendering information & communication technologies challenges & opportunities for gender-equitable development. ,” http://web.worldbank.org

×