წყალში ხსნადი ვიტამინები
Upcoming SlideShare
Loading in...5
×
 

წყალში ხსნადი ვიტამინები

on

  • 429 views

წყალში ხსნადი ვიტამინები

წყალში ხსნადი ვიტამინები

Statistics

Views

Total Views
429
Views on SlideShare
429
Embed Views
0

Actions

Likes
0
Downloads
7
Comments
0

0 Embeds 0

No embeds

Accessibility

Upload Details

Uploaded via as Microsoft PowerPoint

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment

    წყალში ხსნადი ვიტამინები წყალში ხსნადი ვიტამინები Presentation Transcript

    • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა ავტორი:ქეთევან ლაიბურიშვილი
    • ვიტამინები ეს არის ორგანული ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ბიოლოგიური ფუნქციის უზრუნველსაყოფად. ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია მათი დამოუკიდებლად გამომუშავება და ვიტამინების ძირითად ნაწილს საკვების საშუალებით ვღებულობთ, ხოლო მათი ნაწილი ჩვენს ორგანიზმში სინთეზირდება
    • ვიტამინები არ წარმოადგენენ ენერგიის წყაროს, თუმცა ისინი აუცილებელია სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესის ნორმალური მიმდინარეობისათვის: სისხლის და ძვლოვანი უჯრედების წარმოქნისათვის, კბილებისა და კანისთვის, ნერვული იმპულსების გადაცემისათვის, იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის, ვიტამინები ასევე აქტიურად მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში.
    • ვიტამინები იყოფა ორ ჯგუფად: წყალში და ცხიმში ხსნად ვიტამინებად.
    • წყალში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნებიან B ჯგუფის ყველა ვიტამინი და ვიტამინი C, ასევე ფოლიუმის მჟავა, ნიაცინი (РР), ბიოტინი (Н). ხოლო ცხიმში ხსნად ვიტამინებს - რეტინოლი (A), კალციფეროლი (D), E და K ვიტამინები.
    • განვიხილოთ წყალში ხსნადი ზოგიერთი ვიტამინი  ვიტამინი B1 (ტიამინი)  ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)  ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)  B9 (ფოლიუმის მჟავა)  ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)  ვიტამინი C
    • B1 ვიტამინი ნახშირწყლების ცვლის პროცესზე ახდენს გავლენას.იგი აუცილებელია იმ ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირებისათვის,სადააც უფრო ინტენსიურია ნახშირწყლების ცვლა,ესენია ნერვული სისტემა,გული,კუნთები..
    • როცა საკვებში B1 ვიტამინი არ არის,ვითრდება მძიმე დაავადება ბერი-ბერი.. ასეთი დაავადების დროს ნერვული სისტემის მოქმედება აღინიშნება ,იწყება კრუნჩხვები და ვითარდება დამბლა..ადამიანებს დღე-ღამეში 2-3 მგ B1 ვიტამინი ესაჭიროებათ..მას შეიცავს გაუსუფთვებელი მარცვლოვანები,კვერცხის გული,კომბოსტო,სტაფილო,ვაშლი და სხვა..
    • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – გავლენას ახდენს უჯრედების ზრდასა და აღდგენაზე, შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქსოვილებში მიმდინარე დაჟანგვის რეაქციებში და ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლის რეგულაციაში. უკმარისობა ვლინდება მადის დაქვეითებაში, წონის კლებით, სისუსტით, თავის ტკივილით, მხედველობის პრობლემით, ტუჩის კუთხეში ნაპრალების გაჩენით და დერმატიტით.
    • B2-ს შეიცავს:რძე, ღვიძლი, თირკმელები, საფუარი, მწვანე ფურცლიანი ბოსტნეული, პომიდორი, ასკილი, კომბოსტო, კვერცხი.
    • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირებს არტერიულ წნევას. მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების და ცხიმების ცვლაში, სისხლის წარმოქმნის პროცესში, ამაღლებს ტვინის მუშაობის ეფექტურობას. B6-ის დეფიციტი ვლინდება დერმატიტით, მეხსიერების და ყურადღების გაუარესებით, თავის ტკივილით, ანემიის განვითარებით, მადის დაკარგვით, ნერვული სისტემის დარღვევით.
    • B6-ის წყაროა: გაღვივებული მარცვლეული, თხილი, ისპანახი, კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ლობიო, მარწყვი, ლიმონი, ფორთოხალი, ღვიძლი, კვერცხი, თევზი.
    • B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) -უჯრედის დაყოფის ხელშემწყობი კოფერმენტია. გვხვდება ღვიძლში, მწვანე ბოსტნეულში, მარცვლეულში. ნაკლებობა იწვევს ანემიას.
    • B9-ის წყაროა: კომბოსტო, ისპანახი, პარკოსნები, სალათი, მწვანე მუხუდო, ლობიო, მწვანე ხახვი, ჭარხალი, სტაფილო, პომიდორი, უხეშად დაქუცმაცებული ფქვილი, ღვიძლი, თირკმელები, ყველი, ხიზილალა, ხაჭო, საფუარი.
    • ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) - მთავარ როლს თამაშობს ნერვების მიელინის გარსის ჩამოყალიბებაში და იცავს მათ დაშლისაგან. B12 მნიშვნელოვანია მჟავების - გენეტიკური მასალის წარმოებისათვის. B12-ის დეფიციტის სიმპტომებია: თავბრუსხვევა, დაღლილობა, დეპრესია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევა, ანემია. B12-ის ხანგრძლივი უკმარისობა იწვევს ზურგის ტვინის და ნერვული სისტემის მოშლას.
    • B12-ის წყაროა: გული, თირკმელები, ღვიძლი, ხამანწკები, ზღვის პროდუქტები, თევზი, ყველი, კვერცხის გული.
    • ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - უზრუნველყოფს რკინის და კალცის ათვისებას, ის ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ანტიოქსიდანტად ითვლება. ზრდის იმუნიტეტს, ეხმარება ორგანიზმს დაავადებების და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.გარდა ამისა, ვიტამინი C საჭიროა კოლაგენის სინთეზისთვის, რომელიც მონაწილეობს ქსოვილების ფორმირებაში. ნაკლებობა იწვევს სურავანდს (კაპილარების კედლების სკდომა), იმუნიტეტის დაქვეითებას.
    • ვიტამინი C-ს შეიცავს ციტრუსები, ნესვი, ბრიუსელის და ყვავილოვანი კომბოსტო, შვი მოცხარი, ბულგარული წიწაკა, მარწყვი, პომიდორი, ვაშლი, გარგარი, ატამი, ასკილი, ღვიძლი და თირკმელები.
    • საინტერესოა,რომ ვიტამინი A და D ორგანიზმს არ მიეწოდებიან დამოუკიდებელი სახით, ისინი შემდგომ სინთეზირდებიან..აგრეთვე B ვიტამინები - მაღალ ტემპერატურაზე იშლებიან და მათ ცხოველური წარმოშობის საკვები შეიცავს. C ვიტამინი - ჟანგბადთან შეხებისას იშლება.
    • დასკვნა! ადამიანის კვება მრავალფეროვანი უნდა იყოს, რომ საკმარისი რაოდენობის ვიტამინების მიწოდება მოხდეს ორგანიზმისათვის. ერთი ან მეტი ვიტამინის დეფიციტს შეუძლია იმ ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევა, რომელზეც ის არის პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ორგანიზმში ვიტამინების ქრონიკულ უკმარისობას ზოგიერთი დაავადებების გამწვავება შეუძლია. მიიღეთ ვიტამინები და გაიხანგრძლივეთ ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა!
    • მადლობა ყურადღებისათვის!