Your SlideShare is downloading. ×

2 Ict გამოყენების ფორმები

2,206

Published on

Published in: Business, Technology
0 Comments
2 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total Views
2,206
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2
Actions
Shares
0
Downloads
4
Comments
0
Likes
2
Embeds 0
No embeds

Report content
Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
No notes for slide

Transcript

  • 1. სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
    მაია ჯოხაძე
    12.09.2009 წ.
  • 2.
  • 3. სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები და ისტ-ის გამოყენება
    კომპიუტერიზაცია და ინტერნეტ-სივრცეში ჩართვა დიდ დახმარებას უწევს სკოლას ძირითადი საგანმანათლებლო ამოცანების რეალიზების გზაზე. ისტ-ის გამოყენება ეფექტურად არის შესაძლებელი ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა:
  • 4. გაკვეთილებისა და თემატური ერთეულების წარმართვა (ისტ-ის გამოყენება დაგეგმვის, მომზადების, ჩატარებისა და შეფასების ფაზებზე);
    ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაოების წარმართვა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამების გამოყენებით;
    თანამშრომლობითი სასწავლო პროექტების წარმართვა (კვლევის ფაზაზე სხვადასხვა წყაროების, მათ შორის ელექტრონული რესურსების მოძიება, გაანალიზება, შექმნა და წარდგენა კლასის, სკოლის ან გლობალური საზოგადოების წინაშე; დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების გამოქვეყნება ელექტრონული ფორმატით);
    საქმიანობის დინამიკისა და მიღწევების შეფასება/თვითშეფასება როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების მიერ (რუბრიკების შედგენა-შევსება, ელექტრონული პორტფოლიოების წარმოება, დიაგრამების აგება და სხვ.).
  • 5. მთავარია, რომ გლობალური ქსელი საშუალებას იძლევა პედაგოგისა და მოსწავლეთა მუშაობის პროცესი თუ შედეგები გაზიარებულ იქნას - დამყარდეს კავშირები და მიღებულ იქნას უკუკავშირი კოლეგებისა და ექსპერტებისგან, სხვა დაინტერესებული პირებისგან.
  • 6. ამრიგად, საინფორმაციო ტექნოლოგიები არა მხოლოდ შესწავლის საგანია, არამედ გამოყენებულია, როგორც ინსტრუმენტი პედაგოგიური ამოცანების შესასრულებლად. თუმცა, თვით ამ ინსტრუმენტის შესწავლასაც გარკვეული ძალისხმევა, დრო და პრაქტიკა სჭირდება.
  • 7. რა არის სწავლა-სავლების პროცესი და რა ძირითადი ერთეულებისაგან შედგება იგი?
    თანამედროვე შეხედულებით სწავლა-სწავლება (ანუ სასწავლო პროცესი) (ა) ცოდნის გაფართოვება-გაღრმავების, (ბ) უნარ-ჩვევების დაუფლებისა და (გ) ღირებულებითი მიმართებების ჩამოყალიბების უწყვეტი, კომპლექსური პროცესია. ეს სამი კომპონენტი, როგორც წესი, ამა თუ იმ ამოსავალი საკითხის/თემის/იდეის/პრობლემის თანმიმდევრული დამუშავებით ხორციელდება. სასწავლო პროცესი შემდეგ ერთეულებად შეიძლება წარმოვადგინოთ:
  • 8.
  • 9. გაკვეთილი
    სწავლა-სწავლებისათვის განკუთვნილი დროის სტრუქტურირებული პერიოდია. არსებობს გაკვეთილის სხვადასხვა ფორმატი. კერძოდ:
    (1) ერთი მასწავლებელი და ბევრი მოსწავლე;
    (2) კერძო მეცადინეობა: ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლე;
    (3) მეცადინეობა მასწავლებლის გარეშე სახელმძღვანელოებისა და მულტიმედიის გამოყენებით;
    (4) ვიდეოკონფერენცია, რომელიც საშუალებას აძლევს სხვადასხვა სივრცეში (ოთახში) განთავსებულ მოსწავლეებსა და მასწავლებელს, ერთობლივად წარმართონ სასწავლო პროცესი.
  • 10. შევჩერდეთ (1) ფორმატზე, რაც ტიპიურია ქართული სკოლისთვის. განვიხილოთ ისტ-ის გამოყენება:
    ა) კლასში, სადაც განთავსებულია ერთი კომპიუტერი;
    ბ) კლასში, სადაც რამდენიმე კომპიუტერია.
  • 11. გაკვეთილი შეიძლება დაიყოს ფაზებად და აქტივობებად. მომდევნო ტრენინგზე განვიხილავთ გაკვეთილის სამფაზიან მოდელს
    მოლოდინების განსაზღვრა/გამოწვევა;
    ცოდნის კონსტრუირება/შინაარსის რეალიზება;
    გამთლიანება/რეფლექსია).
    თითოეული ფაზა შესაძლებელია მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე აქტივობას.
  • 12. აქტივობა
    არის მასწავლებლის მიერ დაგეგმილი და მოსწავლეების მიერ შესრულებული თანმიმდევრული ქმედებები, რომლებიც კონკრეტული სასწავლო მიზნის მიღწევას ემსახურება.
  • 13. მიზნიდან გამომდინარე, მასწავლებელმა შეიძლება დაგეგმოს ერთი ან რამდენიმე აქტივობა და, ასევე, მათი ჩატარების თანამიმდევრობა. აქტივობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შენარჩუნდეს მოსწავლეთა ინტერესები და მოტივაცია.
  • 14. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს:
    თუ კონკრეტულად რის გაკეთება მოეთხოვებათ მოსწავლეებს;
    რა როლი უნდა შეასრულოს თავად მასწავლებელმა ამ პროცესში;
    რა ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები და გამოცდილება გააჩნიათ მოსწავლეებს;
    როგორ იქნება გამოყენებული სასწავლო რესურსები, მათ შორის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
  • 15. საქართველოს სკოლების პედაგოგების მიერ გაკვეთილზე ისტ-ის გამოყენების მაგალითები განთავსებულია სერვერზე:
    http://ge.lemill.net
  • 16. თემატური ერთეული
    არის გაკვეთილების სერია, რომლის მიზანია ერთი საკითხის/თემის/პრობლემის სხვადასხვა კუთხით განხილვა და ამგვარად შესწავლა. თემატური ერთეული ორი სახისაა:
    1. საგნობრივი
    2. საგანთაშორისი
  • 17. ხშირად თემატური ერთეული ერთზე მეტი საგნის ინტეგრირებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში მასწავლებლები ერთად გეგმავენ და ატარებენ (ზოგჯერ ერთდროულად, ზოგჯერ კი - მიმდევრობით) საგანთაშორის თემატურ ერთეულს.
  • 18. საუკეთესო შემთხვევაში თემატური ერთეულის მსვლელობა გამდიდარებულია კვლევითი აქტივობებით, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით, ცოცხალი მსჯელობით, ნამუშევრების პრეზენტაციით და სხვ. როცა თემატური ერთეული ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული, იგი საგანმანათლებლო-კვლევით პროექტის სახეს იღებს. ჩვეულებრივ, თემატური ერთეული 1 კვირიდან 1 თვემდე გრძელდება (საათობრივი ბადის გათვალისწინებით).
  • 19. საქართველოში მოქმედი ახალი სასწავლო გეგმა გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს მასწავლებელს თემატიკისა და შესაბამისი შინაარსის შერჩევაში.
    სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, მასწავლებელი თემატური ერთეულის მნიშვნელობას უგულებელყოფს და თითო თემის/საკითხის დამუშავებას თითო გაკვეთილს უთმობს. საამისოდ მრავალი ობიექტური მიზეზი არსებობს: დისციპლინებს შორის იზოლირება, გადატვირთული სასწავლო გეგმა,სასწავლო სტრატეგიების მწირი არსენალი და სხვა.
  • 20. თუ მასწავლებელიბავშვებს ამზადებს ისეთი მოქალაქეობისთვის, რომელსაც საზოგადოებისათვის სარგებლობის მოტანა შეუძლია, თემატური ერთეულების გამოყენებაზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეს.
  • 21. თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი
    გარკვეული პრობლემის შესწავლასა და გადაჭრაზე ორიენტირებულ ქმედებათა ერთობლიობაა, რომელიც ხორციელდება მასწავლებლის ზედამხედველობით და მოსწავლეთა თანამშრომლობით. თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი ავითარებს არა მხოლოდ ცოდნის დონეს, არამედ უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებებს. გულისხმობს გუნდში ფუნქციებისა და რესურსების მართვას, გადაწყვეტილების მიღებისას კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება/გაძლიერებას.
  • 22. თანამშრომლობითი სასწავლო პროექტები შესაძლოა რამდენიმე კვირის ან მთელი თვის განმავლობაში გაგრძლედეს. ამ შემთხვევაში გაკვეთილის მსვლელობისას პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობას კლასი პერიოდულად, რამდენიმე წუთის განმავლობაში, განიხილავს. დანარჩენი დრო მიმდინარე გაკვეთილს ხმარდება.
  • 23. თანამშრომლობითი სასწავლო პროექტები შესაძლოა პედაგოგმა მთელი კლასისთვის დაგეგმოს. მიზნის მისაღწევად პედაგოგი მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა პროექტებს, რომლებსაც მცირე ჯგუფები განახორციელებენ. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, აირჩიონ მათთვის სასურველი პროექტი. პროექტის შერჩევის დროს მინიჭებული თავისუფლება კონკრეტულ თემაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოსწავლეები უფრო მოტივირებულად და შემოქმედებითად ერთვებიან სამუშაო პროცესში.
  • 24. საქართველოს სკოლების მასწავლებლების მიერ შემუშავებული სასწავლო პროექტები შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე.
    www.gearnbeta.blogspot.com
  • 25. გმადლობთ ყურადღებისათვის

×