• Share
  • Email
  • Embed
  • Like
  • Save
  • Private Content
საქართველოს ოკუპაცია
 

საქართველოს ოკუპაცია

on

  • 2,572 views

საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტი, 2012 წლის 25 თებერვალი, საქართველოს ...

საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტი, 2012 წლის 25 თებერვალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

Statistics

Views

Total Views
2,572
Views on SlideShare
2,570
Embed Views
2

Actions

Likes
3
Downloads
22
Comments
1

2 Embeds 2

http://m.facebook.com 1
http://www.facebook.com 1

Accessibility

Categories

Upload Details

Uploaded via as Microsoft PowerPoint

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel

11 of 1 previous next

  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
  • ოსურ–სომხურ–დამპალქართული ანექსია. ძირს, ოკუპანტი რუსები! ძირს, ოკუპანტი ხელისუფლება! სიკვდილი, ჯალათებს!...
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment

    საქართველოს ოკუპაცია საქართველოს ოკუპაცია Presentation Transcript

    •  
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • სერგეი კიროვი და სერგო ორჯონიკიძე აზერბაიჯანის ოკუპაციის დღეებში ბაქოში, 1920 წლის 28 აპრილი ოკუპანტები ბაქოში: საქართველოს ოკუპაციის გენერალური რეპეტიცია
    • ოკუპირებული საქართველოს პირველი დროშა, 1921 წელი
    • 1921 წლის 25 თებერვალი. საქართველოს ოკუპაციის რუკა
    • პირველი საბჭოთა ქართული ორდენი, რომლითაც დაჯილდოვდნენ ოკუპაციის მონაწილეები
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • "კავკასიური სამეული": მიქოიანი, სტალინი და ორჯონიკიძე , აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს ოკუპაციის სულისჩამდგმელნი
    • 1921 წლის 25 თებერვალი, თბილისი
    • 1921 წლის 25 თებერვალი, თბილისი
    • თბილისი, 1921 წელი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • საქართველოს ოკუპაციის გეგმის სულსჩამდგმელნი: რუსეთის ელჩი საქართველოში სერგეი კიროვი და სერგო ორჯონიკიძე
    • საქართველოს ოკუპაციის სიმბოლო, ღორეშაში აზნაურის ოჯახში დაბადებული, სტალინთან დაახლოებული პირი, სიცოცხლე დაასრულა თვიმკვლელობით კრემლში სერგო ორჯონიკიძე ( 1886 – 1937)
    • კავკასიის არმიის შტაბი. მარცხნიდან მეორე და მესამე - სერგო ორჯონიკიძე და მიხეილ ტუხაჩევსკ ი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • საქართველოს ოკუპაციის ერთ–ერთი მონაწილე. 1921 წლის მარტიდან საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო 1922 წლიდან საქართველოს საგეგმო კომიტეტის (გოსპლანი) ხელმძღვანელი. ბუდუ მდივანთან ერთად რევკომის წევრებიდან პირველმა გაილაშქრა საქართველოს ამიერკავკასიის ფედერაციაში წინააღმდეგ, რომლების ნაციონალ–უკლონისტებად მონათლეს. ქართველ ბოლშევიკებში სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით ფილიპე მახარაძე ( 1868 – 1 941 )
    • ოკუპანტები თბილისში . 1921 წლის თებერვალი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • მამია ორახელაშვილი (1881–1937) ქართველი ბოლშევიკი, 1903 წლიდან კომუნისტური პარტიის წევრი, საქართველოს გასაბჭოების ერთ-ერთი მონაწილე , 1921 წლის თებერვლიდან საქართველოს რევკომ ი ს რწმუნებული
    • აბელ ენუქიძე (1876–1937) აზერბაიჯანის და საქართველოს ოკუპაციის მონაწილე
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • კამო სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი ( 1882 – 1922 ) ექსპროპრიატორი, მკვლელი, ტერორისტი, 1920 წლის იანვარში თბილისში დააპატიმრეს და ქალაქიდან გაასახლეს , 1920 წლის აპრილში მონაწილეობდა ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. 1920 წლის მაისიდან სწავლობდა მოსკოვის სამხედრო აკადემიაში , 1921 წელს მუშობდა საგარეო ვაჭრობის სისტემაში , 1922 წელს თბილისში დაიღუპა - ველოსიპედით მიმავალი ავტომობილს შეეჯახა
    • მიხა ცხაკაია (1865–1950) 1918 წლიდან ხელმძღვანელობს კავკასიის ბოლშევიკთა სამხარეო კომიტეტის თბილისის ბიუროს, 1919 წელს დააპატიმრეს და ქუთაისის საგუბერნიო ციხეში ჩასვეს, 1920 წელს რუსეთ–საქართველოს შორის ხელშეკრულების ძალით განთავისუფლებულ იქნა, ოკუპაციის ერთ–ერთი მთავარი მონაწილე, რომლის შემდეგ რუსეთში გადაიყვანეს ე.წ. საქართველოს სსრ სრულუფლებიან წარმომადგენლად რსფსრ–ში
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ანასტას მიქოიანი ( 1895–1978 ) დაბადებული ბორჩალოს მაზრაში, იატაკქვეშეთში ბოლშევიკური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი თბილისში, ბაქოში, დაღესტანში, აზერბაიჯანის ოკუპაციის მონაწილე
    • შალვა–ელიავა ( 1885–1937 ) საქართველოს ოკუპაციის ერთ–ერთი წევრი, 1920 წლიდან რუსეთის XI არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ნარიმან ნარიმანოვი (1871–1925)
      • აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, გენუის კონფერენციის მონაწილე რუსეთის მხრიდან
    • ვასილ აბაშიძე (1890–1921)
      • 1919 წელს ოკუპაციის მცდელობის მონაწილე, ოზურგეთის რევკომის წევრი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • დავით აბაევი (1877–?)
      • 1919 წლის საქართველოს ოკუპაციის მცდელობის მონაწილე, გაიქცა ოსეთში, ცხინვალის ოკუპაციის მონაწილე, როქის რაიონის რევკომის წევრი
    • ვლადიმერ აბაევი (1886 –?)
      • 1920 წელს ცხინვალის ამბოხების მონაწილე, ცხინვალის ოკუპაციის მონაწილე
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ზაქარია აბრამიშვილი 1889–?
      • დუშეთის ამბოხების მონაწილე, 1921 წლის ოკუპაციის მონაწილე
    • ეკატერინე შირიაევა (1883–1951)
      • დაბადებული ქუთაისის მაზრაში, რსდმპ–ს წევრი 1903 წლიდან, 1918–1920 წლებში ბანდიტურ ფორმირებათა მფარველი, 1920 წლიდან გაძევებულ იქნა საქართველოდან
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • გიორგი ათარბეგოვი (1891–1925)
      • 1917 წლის მარტში ბათუმში ორახელაშვილთან, ეშბასთან და ლაკობასთან ერთად აფხაზეთის ამბოხების გეგმის შემმუშავებელი, 1918 წლის 26 მარტს სოხუმის ოკუპაციის მონაწილე, გაიქცა საქართველოდან და იყო ვლადიკავკაზში საგანგებო კომისიის და ტრიბუნალის თავმჯდომარე, სომხეთის რევკომის თავმჯდომარე, ამიერკავკასიის ფოსტა–ტელეგრაფის სახალხო კომისარი, დაიღუპა 1925 წელს ავიაკატასროფაში, დაკრძალეს რუსთაველის პროსპექტზე
    • ზნაურ აიდაროვი (1889–1919)
      • 1919 წლის ცხინვალის ოკუპაციის მცდელობის მონაწილე, სოფელ ხცისში ჩამოაყალიბა რევკომი, დემოკრატიული რესპუბლიკის გვარდიამ ოკუპაციის მცდელობა აღკვეთა და იგი სიკვდილით დასაჯეს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ოქონის რაიონს ზნაურის რაიონი ეწოდა, აღიარეს სამხრეთ ოსეთის სახალხო გმირად
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ნიკოლოზ აივაზოვი (1889–1938)
      • დაიბადა სიღნაღში, იყო XI საოკუპაციო არმიის განსაკუთრებული განყოფილების რწმუნებული
    • სერგო აივაზოვი (1891–1926)
      • დაიბადა სიღნაღში, 1919 წელს სიღნაღის საოკუპაციო ამბოხების მცდელობისთვის დააპატიმრეს, იყო სიღნაღის სამაზრო კომიტეტის სააგიტაციო განყოფილების ხელმძღვანელი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • აკოფ აკოფიანი (1866–1937)
      • 1919 წელს საქართველოში ჩამოსვლისას დააპატიმრეს, შემდეგ გააძევეს, 1921 წელს ოკუპაციის შემდეგ დაინიშნა თბილისის ბანკების კომისრად, 1923 წელს მიენიჭა საქართველოს და სომხეთის სახალხო პოეტის წოდება
    • ნინო ალაჯალოვა (1881–?)
      • ამზადებდა ყუმბარებს, 1919 წელს დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, შემდგომში საქართველოდან გაასახლეს, 1937–1940 წლებში იყო საქართველოს რემედასის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, ოკუპაციის 50 წლისთავთან დაკავშირებით დააჯილდოვეს ლენინის ორდენით
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • არტემ ალვაროვი (1888–?)
      • დაიბადა ახალციხეში, ახალციხის რევკომის წევრი
    • ვასილ არეშიძე (1888–1937)
      • იღებდა მონაწილეობას საქართველოს ოკუპაციაში, 1937 წელს დახვრიტეს
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • იოსებ არუთინოვი (1881–?)
      • დაიბადა დუშეთში, დუშეთის ამბოხების მონაწილე, ოკუპაციის შემდეგ იყო სოფელ მჭადიჯვრის სათემო აღმასკომის თავმჯდომარე
    • ისაკ არუთინოვი (1888–?)
      • დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის გამო სომხეთში გაასახლეს, 1920 წელს დაბრუნდა თბილისში და იგი ხელმეორედ ბაქოში გაასახლეს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში, დაუნიშნეს პერსონალური პენსია
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • შერმადინ ასკურავა (1897–1919)
      • 1918 წლის თებერვალში რსდმპ კავკასიის სამხარეო კომიტეტის დავალებით ს.გეგეჭკორთან ერთად სამეგრელოს ამბოხების სულისჩამდგმელი, ბანძაში და ნოქალაქევში საბჭოთა ხელისუფლების გამომცხადებელი, აფხაზეთის ამბოხების მონაწილე, XI წითელი არმიის პოლიტიკური კომისარი, 1919 წელს ოკუპაციის მცდელობის წარუმატებლობისას დაიღუპა
    • თედორე აფანასიევი (1868–1920)
      • დაიბადა მანგლისში, დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გაასახლა ბაქოში
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • პეტრე აღნიაშვილი (1896–1937)
      • ბათუმის და აფხაზეთის ანტისახელმწიფოებრივი ამბოხების მეთაური, ჩრდილოკავკასიაში გარბის და ინიშნება თერგის საგანგებო კომისრის მოადგილედ, კავკასიის სამხარეო ოკუპანტური კომიტეტის მოთხოვნით ბრუნდება თბილისში, სადაც აპატიმრებენ, ოკუპაციის შემდეგ საქართველოს საზღვაო და სამხედრო კომისრის მოადგილე, 1935–36 წლებში ამიერკავკასიის სახკომსაბჭის თავმჯდომარის მოადგილე, დახვრიტეს 1937 წელს
    • ვალერიან (ვალია) ბახტაძე (1896–1930)
      • სამეგრელოს და აფხაზეთის ანტისახელმწიფოებრივი ამბოხების ხელმძღვანელი 1918 წელს, 1919 წლის თებერვალში დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაპატიმრებულ იქნა 1920 წლის მაისამდე, მიდის ბაქოში და ინიშნება XI არმიის ცხენოსანი დივიზიის სამხედრო კომისრად, ოკუპაციის შემდეგ გაზეთ “კომუნისტის” რედაქტორი, ჟურნალ “მნათობის” რედაქტორი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • იპოლიტე ბახტაძე (1893–1938)
      • ლეჩხუმის მაზრაში ანტისახელმწიფოებრივი ამბოხების ხელმძღვანელი 1918 წელს, 1919 წელს სამეგრელოში ამბოხების მომწყობი, რის გამოც დააპატიმრეს და 1920 წელს რუსეთ–საქართველოს ხელშეკრულების საფუძველზე გაათავისუფლეს, გაზეთ “კომუნისტის” რედაქციის წევრი, ოკუპაციის შემდეგ ბათუმის რევკომის წევრი, საქართველოს სსრ წითელგვარდიელთა და წითელპარტიზანელთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე
    • პოლიკარპე ბახტაძე (1889–1942)
      • 1917 წელს ხონში დააარსა ბოლშევიკური ორგანიზაცია, 1918 წლის სექტემბრიდან ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს, ოკუპაციის შემდეგ ხონის რევკომის თავმჯდომარე, თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ბარონ ბიბინეიშვილი (1883–1938)
      • 1918 წელს ჩადის მოსკოვში, ლენინისა და სტალინისაგან იღებს დირექტივებს, 1918 წლის აპრილში ჩამოდის ქუთაისში, ოკუპაციის ერთ–ერთი მონაწილე, თბილისის ქალაქის რევკომის თავმჯდომარის მოადგილე, შემდგომში რევკომის საქმეთა მმართველი, საქართველოს მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, კამოს მეგობარი, ასრულებდა განსაკუთრებულ დავალებებს, დახვრიტეს 1938 წელს
    • ივანე ბოლქვაძე (1879–1938)
      • არალეგალური ანტისახელმწიფოებრივი პროკლამაციების ავტორი და გამომცემელი 1918–21 წლებში
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • დავით ბრაგვაძე (1897–?)
      • თიანეთის მაზრის ბოლშევიკური ბიუროს თავმჯდომარე 1920 წელს, ოკუპაციის შემდეგ თიანეთის მაზრის რევკომის თავმჯდომარის მოადგილე, საგანგებო კომისიის წევრი. 1922–23 წლებში განსაკუთრებული ნაწილის (ჩონის) უფროსი, საქართველოს სსრ შინსახკომის ჯარების სამხედრო ტრიბუნალის წევრი
    • თედორე (სოსო) ბუაჩიძე (1900–1937 )
      • მოღალატეობრივ საქმიანობაში ჩააბა ბიძამ სამუელ (ნოე) ბუაჩიძემ, შორაპნის და გორის მაზრებში ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის ორგანიზატორი, 1920 წელს გაასახლეს ბაქოში, ოკუპაციის შემდეგ თელავის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, სამხედრო კომისარი ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, ბაქოში
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ალექსანდრე (ტოტო) გაგლოევი (1885–1953)
      • ცხინვალის და ჯავის ამბოხების ხელმძღვანელი, 1919 წლის დეკემბერში გარბის ვლადიკავკაზში, ცხინვალის ოკუპაციის მონაწილე, სამხრეთ ოსეთის რევკომის წევრი
    • დავით გაგლოევი (1861–1935)
      • ავრცელებდა პროკლამაციებს გორის მაზრაში, ცხინვალის ანტისახელმწიფოებრივი ამბოხების იდეოლოგი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ნიკოლოზ გაგლოევი (1900–?)
      • დაიბადა გორის მაზრის სოფელ პრიტში, ჯავის რაიონის ამბოხების წევრი, ცხინვალის ოკუპაციის მონაწილე
    • სერგო გაგლოევი (1896–1938)
      • დაიბადა გორის მაზრის სოფელ კუსჯითაში, დუშეთის მაზრის ამბოხების ხელმძღვანელი, ხელმძღვანელობდა ტერორისტულ ოპერაციებს ფასანაურის ხეობებში, სამხრეთ ოსეთის პირველი რევკომის წევრი, ოკუპაციის შემდეგ სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის წევრი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • კლიმენტი გვალია (1895–?)
      • 1918 წლის დუშეთის ამბოხების წევრი, 1920 წელს საქართველოდან გაასახლეს, წავიდა ვლადიკავკაზში და დაინიშნა XI არმიის პოლიტმუშაკად, ოკუპაციის მონაწილე
    • არჩილ გიორგაძე (1896–?)
      • 1919 წელს დააპატიმრეს ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობისათვის, ოკუპაციის მონაწილე, 1921 წლის მაისში დაინიშნა წითელი არმიის ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსად
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ბესარიონ გოგია (1891–1938)
      • სოხუმის ანტისახელმწიფოებრივი ამბოხების მონაწილე, სოხუმის რევკომის წევრი 1918 წელს, ოკუპაციის მონაწილე, XI არმიის რწმუნებული, რევკომის თავმჯდომარე ფოთში
    • აკაკი დალაქიშვილი (1887–1921)
      • ლეჩხუმის მაზრის ამბოხების მონაწილე, საქართველოს ოკუპაციის დროს იმყოფებოდა ბათუმის საკატორღო ციხეში, შემდგომში დანიშნეს ქუთაისის საგუბერნიო რევკომის თავმჯდომარედ და ქუთაისის გუბერნიის საგანგებო კომისიის კოლეგიის წევრად, მოკლულ იქნა ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • სტეფანე დანდუროვი (1865–1928)
      • 1920 წელს მენშევიკებმა დააპატიმრეს და რუსეთის მოთხოვნით გაასახლეს ქალაქ ბაქოში, შემოუძღვა ოკუპანტებს, დანიშნეს თბილისის რევკომის წევრად
    • ივანე დოვლათბეგოვი (1885–?)
      • დუშეთის მაზრის ამბოხების წევრი, ს.ორჯონიკიძისა და ფ.მახარაძის დავალებით ამარაგებდა თბილისის იატაკქვეშეთის წევრებს იარაღით, მუშაობდა დემოკრატიული რესპუბლიკის არსენალში ტყვიის დამამზადებელ საამქროში, ოკუპაციის შემდეგ მუშაობდა საქართველოს სსრ უშიშროების ორგანოებში
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ლევან დოკაძე (1884–?)
      • აქტიურად მუშაობდა ოსების ამბოხებაში, ოკუპაციის შემდეგ დაინიშნა სამხრეთ ოსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ
    • ანდრო დოლიძე (1878–1938)
      • 1918 წელს იყო გაგრის სამხედრო საველე ტრიბუნალის თავმჯდომარის მოადგილე, დააპატიმრეს აფხაზეთის ამბოხებაში მონაწილეობისათვის, ოკუპაციის შემდეგ დაინიშნა ოზურგეთის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარედ, საქართველოს მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისრად
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ალექსი (საშა) გეგეჭკორი (1887–1928)
      • 1918 წლის გაზაფხულზე სამეგრელოში ანტისახელმწიფოებრივი გადატრიალების მცდელობისთვის დააპატიმრეს, განთავისუფლების შემდეგ იმალებოდა სამეგრელოს მთიან რაიონებში, თავს დაესხა სალხინოს ქართულ მილიციას, 1918 წლის აპრილში სამეგრელოს ამბოხების მონაწილე, დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის წინააღმდეგობის შემდეგ კავკაზში ჩადის და შემდგომში იღებს მონაწილეობას დუშეთის მაზრის ამბოხებაში, 1919–20 წლებში თბილისში იყო საპატიმრებული, ოკუპაციის შემდეგ 1922–24 წლებში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე
    • გიორგი ელისაბედაშვილი (1881–1955)
      • აქტიურად იბრძოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის გამოც ორჯერ დააპატიმრეს და 1920 წლის სექტემბერში გაასახლეს აზერბაიჯანში, ოკუპაციამდე მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ შრომის სახალხო კომისრად. ოკუპაციის შემდეგ იყო საქართველოს სსრ რევკომის წევრი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ბარნაბ ეძგვერაძე (1884–?)
      • 1918–19120 წლებში იბრძოდა დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რისთვისაც ორჯერ დააპატიმრეს, ოკუპაციის შემდეგ დანიშნეს სოფ. გუბის და შემდგომ სოფ. სვირის რევკომის თავმჯდომარედ
    • დავით ვაშაკიძე (1883–1954)
      • 1919 წლის ამბოხების მონაწილე, 1920 წელს დააპატიმრეს, 1921 წლის თებერვალში ციხიდან გაიქცა, 1921 წლიდან დანიშნეს სოფ. ბაღდათის რევკომის თავმჯდომარედ
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • იაკობ ვარძიელი (1891–1938)
      • 1920 წლიდან რუსეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ საქართველოში გამოაგზავნა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ კურიერად, ოკუპაციის შემდეგ დანიშნეს საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისრად
    • ნოე ზამბახიძე (1895–?)
      • 1918 წელს იღებდა მონაწილეობას დუშეთის ანტისახელმწიფოებრივ ამბოხებაში, 1919 წლიდან ხელმძღვანელობს გურიაში ამბოხებას, 19120 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა, 1920 წლის მაისში რუსეთ–საქართველოს ხელშეკრულების საფუძველზე გაანთავისუფლეს, ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს დანიშნეს ჩოხატაურის რაიკომის მდივნად
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ლუკიანე თაბუკაშვილი (1890–1921)
      • აქტიურ მონაწილეობას იღებდა ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებში, 1919 წელს დაინიშნა XII არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს რწმუნებულად, 1921 წლის 21 თებერვალს მენშევიკურმა მთავრობამ დააპატიმრა და მოღალატეობრივი საქმიანობისთვის დახვრეტილ იქნა
    • სერგო თავდიშვილი (1887–1951)
      • 1918 წელს იღებდა მონაწილეობას დუშეთის მაზრის ამბოხებაში, ოკუპაციის შემდეგ დანიშნეს სიღნაღის რევკომის წევრად
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • სანდრო ეული (ქურიძე) ( 1890–1965)
      • 1920 წელს მუშაობდა არალეგალურ გაზეთ “კომუნისტში”, შემდეგ იყო მისი რედაქტორი, 1920 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა, მონაწილეობდა საქართველოს ოკუპაციაში, 1931 წელს დანიშნეს საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად, რომელიც ამავე წლის 25 თებერვალს საზეიმოდ გახსნა, მისი ხელმძღვანელობით ფონდებიდან ამოღებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრების ამსახველი გამოცემები, იყო პროლეტარული მწერალობის ერთ–ერთი მეთაური
    • სიმონ (კიზო) თედეევი (1876–?)
      • დაიბადა გორის მაზრის სოფელ კორსევში, 1919 წელს როგორც ერთ–ერთი სამხედრო ხელმძღვანელი მოქმედებდა არსენ ლომიძის პარტიზანულ რაზმში, მონაწილეობას იღებდა ცხინვალის 1920 წლის ამბოხებაში, ოკუპაციის შემდეგ იყო ჯავის რაიკომის მდივანი, რაიმილიციის უფროსი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • სილიბისტრო თოდრია (1880–1936)
      • 1919 წელს არალეგალურად ჩამოდის საქართველოში და აწყობს არალეგალურ სტამბას, 1919 წელს დააპატიმრეს, ხოლო 1920 წლის რუსეთ–საქართველოს ხელშეკრულების საფუძველზე გაათავისუფლეს, ოკუპაციის შემდეგ დანიშნეს თბილისის რევკომის თავმჯდომარედ
    • არტემ კაკაბაძე (1900–?)
      • საქართველოს ოკუპაციის დროს ხელმძღვანელობდა სოფ. კუხში დემოკრატიული რესპუბლიკის მომხრეთა განადგურებას, იყო კუხის რევკომის წევრი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • კაპიტონ კალანდაძე (1888–1938)
      • 1918–1920 წლებში არაერთხელ დააპატიმრეს ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობისათვის, გაათავისუფლეს 1920 წლის მაისში რუსეთ–საქართველოს ხელშეკრულების საფუძველზე, ოკუპაციის შემდეგ იყო ქუთაისის მილიციის უფროსი
    • ალექსანდრე კალაძე (1882–1952)
      • 1921 წელს მუშაობდა XI წითელ არმიაში, ოკუპაციის მონაწილე
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ივანე კარაპეტოვი (1883–1943)
      • დაიბადა ახალციხეში, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიის ნაწილებთან ერთად შემოვიდა თბილისში, დანიშნეს საქართველოს საგანგებო კომისიის ოპერატიული ნაწილის უფროსად, მონაწილეობას იღებდა ქართველთა რეპრესირებაში
    • ეპიფანე კვანტალიანი (1889–1938)
      • აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ დაინიშნა განჯის გუბერნიის საგანგებო კომისრად, შემდგომ აზერბაიჯანის საზღვაო კომისრად, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დანიშნეს საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ, რომლის ხელმძღვანელობით მრავალი ქართველი დახვრეტილ იქნა
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • მიხეილ კვაჭაძე (1886–1947)
      • გურიაში ანტიეროვნული გამოსვლების ორგანიზატორი, ოკუპაციის შემდეგ დაინიშნა ბახვის თემის რევკომის თავმჯდომარედ
    • ბესარიონ კვირკველია (1885–1937)
      • იყო XI არმიის პოლიტგანყოფილების უფროსი და რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრი, საქართველოს ოკუპაციის მონაწილე, შემდგომ დანიშნეს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • რაზდენ კოზაევი (1873–1938)
      • დაიბადა გორის მაზრის სოფელ მაჩხარაში, 1920 წლის აპრილში დაინიშნა ჩრდილო–კავკასიაში ჩამოყალიბებული ე.წ. “სამხრეთ ოსეთის ბრიგადის” პოლიტიკურ კომისრად, ოკუპაციის შემდეგ იყო სამხრეთ ოსეთის რევკომის წევრი
    • იაკობ კოჩეტკოვი (1877–1928)
      • დაიბადა თბილისში, აზერბაიჯანის და საქართველოს ოკუპაციის მონაწილე, ოკუპანტებს შემოუძღვა თბილისში, შემდგომ დაინიშნა ამიერკავკასიის ცაკის მიწის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ, 1928 წელს დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ოკუპანტის სახელს ატარებდა ერთ–ერთი ქუჩა თბილისში
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • დავით ნასარიძე (1883–1938)
      • თბილისის რევკომის პრეზიდიუმის წევრი 1921 წელს, საქართველოს რევოლუციური ტრიბუნალის კოლეგიის წევრი
    • არონ პლიევი (1890–1938)
      • დაიბადა გორის მაზრის სოფ. ძომაგში, 1921 წლის 25 თებერვალს ოკუპანტებს შემოუძღვა თბილისში
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ისაკ ჟვანია (1891–1946)
      • 1918 წლის აპრილ–მაისში სოხუმში საბჭოთა რევკომის წევრი, 1918–1920 წლებში ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობისთვის არაერთხელ დაპატიმრებული, 1921 წლის დასაწყისში სოხუმის რევკომის ერთ–ერთი შემქმნელი და რევკომის თავმჯდომარე აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების წინ, სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის მდივანი
    • ალექსანდრე ფრუიძე (1892–?)
      • 1921 წელს XI არმიის ნაწილებთან ერთად მონაწილეობდა ფოთის გასაბჭოებაში, 1921–22 წლებში იყო განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილების (ჩონის) უფროსი
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ლევან ღოღობერიძე (1896–1937)
      • ბაქოს ოკუპაციის მონაწილე, საქართველოს ოკუპაციის შემდგომ დანიშნეს თბილისის საქალაქო რევკომის თავმჯდომარედ, მონაწილეობას იღებდა რეპრესიებში, საქართველოში ოკუპანტთა დამკვიდრებისთვის ერთ–ერთი აქტიური მებრძოლი
    • ნიკოლოზ ჩოჩიევი (1891–?)
      • 1919–20 წლებში იბრძოდა დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, მამასთან ერთად. მამის დაღუპვის შემდეგ გაიქცა ჩრდილოკავკასიაში, ოკუპანტებს შემოუძღვა თბილისში
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • შალვა ცაგარეიშვილი (1901–?)
      • თბილისის ტრამვაის პარკის ზეინკალი, მონაწილეობდა თბილისის ოკუპაციაში, ოკუპანტებს შემოუძღვა თბილისში
    • პავლე ძიგუა (1885–1918)
      • სამურზაყანოს ტერიტორიაზე ეწეოდა ანტისახელმწიფოებრივ ბანდიტურ მოღვაწეობას, სურდა გაქცეულიყო რუსეთში, მაგრამ მოკლულ იქნა, ოკუპაციის შემდეგ მისი სახელი ეწოდა გალის რაიონის ერთ–ერთ კოლმეურნეობას
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ვარლამ ძნელაძე (1885–?)
      • 1920 წლის თებერვალში გაასახლეს საქართველოდან, ბაქოში დაინიშნა XI არმიის რწმუნებულად, ოკუპანტებს შემოუძღვა თბილისში
    • არსენ ძუდცოვი (1888–1938)
      • დაიბადა სოფელ ყორნისში, 1920 წელს ცხინვალის ოკუპაციის მცდელობის წარუმატებლობის შემდეგ გაიქცა ჩრდილოეთ კავკასიაში, ოკუპანტებს შემოუძღვა საქართველოში
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ვიქტორ ჭუმბურიძე (1885–1957)
      • ქუთაისში ეწეოდა პროკლამაციებისა და იარაღის გავრცელებას, ოკუპაციის შემდეგ მუშაობდა ქუთაისის საგუბერნიო კომისიაში
    • სარქის ხანოიანი (1877–1937)
      • დაიბადა ქალაქ თბილისში, დუშეთის ამბოხების მონაწილე 1918 წელს, გასახლებულ იქნა ჩრდილოეთ კავკასიაში, ოკუპაციის შემდეგ დანიშნეს სომხეთის სსრ წარმომადგენლად საქართველოში, სომხეთის ოკუპაციის მონაწილე
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • ალექსანდრე ჯატიევი (1891–1943)
      • ჩრდილო–ოსეთიდან 1920 წელს შემოსული ოკუპანტების წინამძღოლი, ცხინვალის წარუმატებელი ოპერაციის დასრულების შემდეგ გაიქცა ვლადიკავკაზში, 1921 წლის თებერვალს ოკუპანტებთან ერთად შემოვიდა მამისონის უღელტეხილით საქართველოში, ოკუპაციის შემდეგ სახრეთ ოსეთის რევკომის წევრი
    • ანდრო ჯიოევი (1894–1920)
      • 1920 წლის 20 ივნისს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული საქმიანობისათვის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ტერორისტებს: ა.ჯიოევს, დ.ვალიევს, ნ.ვალიევს, კ.ცხოვრებოვს, ნ.კოტოლოვს, პ.ხოდოვს, ს.გობოზოვს, ი.თედეევს, ბ.ჯერანოვს, ს.გიგოლაევს, გ.კუმარიტოვს დახვრეტა მიუსაჯა
      • ისინი ამაყობდნენ საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობით
    • არქიპო ჯიოევი (1896–1937)
      • დაიბადა გორის მაზრის სოფ. წონაში, ცხინვალის და ჯავის რაიონში ოკუპანტთა განსაკუთრებული დავალებების შემსრულებელი, შემდგომ მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში
    • ოკუპაციის აღლუმი თბილისში . 1921 წლის თებერვალი