• Share
  • Email
  • Embed
  • Like
  • Save
  • Private Content
გიორგი კორნაპელი
 

გიორგი კორნაპელი

on

  • 506 views

prezentacia moamzades zestafonis #7 sajaro skolis moswavleebma, pedagog gocha gorgodzis xelmZRvanelobiT.

prezentacia moamzades zestafonis #7 sajaro skolis moswavleebma, pedagog gocha gorgodzis xelmZRvanelobiT.

Statistics

Views

Total Views
506
Views on SlideShare
506
Embed Views
0

Actions

Likes
0
Downloads
0
Comments
0

0 Embeds 0

No embeds

Accessibility

Categories

Upload Details

Uploaded via as Microsoft PowerPoint

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment

    გიორგი კორნაპელი გიორგი კორნაპელი Presentation Transcript

    • თემა: გიორგი კაპანაძე-კორნაპელი მიზანი: გიორგი კორნაპელის შემოქმედების პოპულარიზაცია თემის ავტორი: ნინო კალატოზი ხელმძღვანლი: გოჩა გორგოძე თემა განხილულია ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სხდომაზე და მიეცა დადებითი შეფასება.
    • ძველი მითების გავხდი მებაღე /გიორგი კორნაპელი/ “იყვნენ “ცისფერყანწელები” და იყო გალაკტიონი, არიან სამოციანელები და არის გიორგი კორნაპელი” /გ.ბენიძე/
    • “გაქვთ სურვილი კიდევ ერთ დიად შემოქმედებას ეზიაროთ ქართულ პოეზიაში? თუ გაქვთ, იგი თქვენს თვალწინაა, მენდეთ და ეცადეთ, რწმენით მიხვიდეთ მასთან...” /გ. ბენიძე/ “ერთსა და იმავე დროს რთულიც რომ არის და მარტივიც, მაგრამ თვალ-ყურს თუ შეაგუებთ, შესაძლოა რთული გამარტივდეს და მარტივი - გართულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოეტის სამყაროში შეაღწიეთ... ჭეშმარიტი სიამოვნება ამის მერე გელოდებათ, რომელსაც დაფარვა არ უხერხდება - პირიქით, გამოდგებით და სხვათა გასაგონადაც იყვირებთ!” /ზ.ებანოიძე/
    • • ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში არის გონიოსავით მოხრილი სერი, რომელსაც კორნაპის სერს ეძახიან. მის ფერდობზე ერთი უბრალო ძველი სახლია, ხის თვითნაკეთი ჯვრებით შემკული, ამ სახლში ცხოვრობდა პოეტი გიორგი კორნაპელი. • დაიბადა • საშუალო სკოლა თავის სოფელში დაამთავრა და სწავლა გააგრძელა ქუთაისის სასოფლოსამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც 1958 წელს დაასრულა. • 70-იან წლებში სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. • მამა - სპირიდონ კაპანაძე - უბრალო სვირელი გლეხი კაცი. • დედა - ეკატერინე ბერაძე - ოჯახის დიასახლისი, უაღრესად სათნო და გასაოცარი ადამიანური თვისებებით შემკული ქალი. 1931 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას.
    • • 1966 წელს პირველი პოეტური წიგნის გამოცემისთანავე გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. • “ლურჯი სათიბი” – 1966 წელი, “გაზაფხულის ზარები” – 1970 წელი, “ზღვის ტაძარი” – 1974 წელი, “ჟამი სინათლისა” – 1976 წელი, “ “მარადიული პაემანი” – 1979 წელი, “თოვლი - ჩემი ორეული” – 1985 წელი, “სხვა არაფერი სინათლის გარდა” – 1987 წელი, “ნარცისი” – 1989 წელი, “ფენიქსი” – 1995 წელს.
    • თურმე ბავშვობიდანვე ესიზმრებოდა სერზე აღმართული ჯვარი. 1990 წლის 1 ოქტომბერს თანასოფლელებთან ერთად კორნაპის სერზე რკინის ჯვარი აღმართა. როგორც კი სამუშაო დაასრულეს, დასავლეთით, საღამოს ბინდმორეულ ცაზე მათ თვალწინ გამოისახა უზარმაზარი ოქროსფერი ჯვარი. “მარტო რომ ვყოფილიყავი, ვიფიქრებდი მეჩვენებოდაო “ - ჰყვებოდა გიორგი, მაგრამ მის გვერდით მყოფებიც ხედავდნენ ამ ჯვარს. რაკი კორნაპის სერზე ჯვრის აღმართვისათვის ციდან იდუმალი დასტური მიიღო, გიორგი კაპანაძე გიორგი კორნაპელი გახდა.
    • • გარდაიცვალა 1997 წლის 7აპრილს, ხარება დღეს. • დაკრძალულია სვირში, კორნაპის სერზე. • გარდაცვალებულის მეგობრების, ამირან ბიძინას ძე დეკანოიძის და თემურ მიხელის ძე კაპანაძის ქველმოქმედებით გამოიცა პოეტის ბოლო წიგნი “ფენიქსი”. • მისი შემოქმედება დღესაც ბოლომდე შესწავლილი არ არის.
    • ხალხური სიტყვიერება, ლეგენდები და მითები მსოფლიო ხელოვნების საფუძველი და მასაზრდოებელი წყაროა. ლიტერატურულ შედევრებში ხშირად ვხვდებით ამ თემებს. როცა გიორგი კორნაპელის შემოქმედებას ვეცნობოდით აღმოჩნდა, რომ მის პოეზიაში ამოუწურავი მასალაა. ჩვენი თემის მიზანია წარმოგიდგინოთ პოეტის შემოქმედების ის ნაწილი, რომელშიც უხვადაა გამოყენებული არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო მითოსიც. ამ მხრივ, ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ გიორგი კორნაპელის ლექსებზე: “კოლხეთში”, “კოლხეთის ქნარი”, “პონტო”, “ის ოქროს ვერძი”, “აქ ჩემი სული დააქვთ ამ ტყეებს”, “ფენიქს გავფრინდეთ”, “ამორძალები”, “ორფეოს” და პოემა “მედეა”, თუმცა ვთვლით, რომ ეს პოემა ცალკე მიმოხილვის თემაა და ამჯერად აქ არ ვისაუბრებთ.
    • ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შესაძლებლობა ეხილა მდინარე ყვირილას ხეობა, კოლხეთის დაბლობი ზღვისპირეთამდე, მისთვის ადვილი ჩასაწვდომია, რა შეიძლება განეცადა პოეტს. ამიტომაცაა, რომ მის შემოქმედებაში კოლხეთის თემა მითოსურ ხილვებში აღიქმება: აქ ჩემი სული დააქვთ ამ ტყეეებს და ორფეოსის ქნარს დაეძებენ, აქ ჩემი სული დააქვთ ამ ტყეებს და ოცნებობენ ოქროს ვერძებზე. აქ ლეგენდები დაფესვიანდა, აქ ხეებს თითქოს მადლი ჩამოსდის... /კოლხეთში/
    • ცა ალურჯებდა ფშანების ძირებს, ვიღაცა სწუხდა დაკარგულ ქნარზე, მხოლოდ თხმელების გაფრენა ქარში ამსუბუქებდა კოლხეთის სულს წყალში წასილულს. აშფოთდნენ ისევ დაკარგული გაზაფხულები ამორძალივით ამ ვნებიან და ძველ მიწაზე, ახლა კოლხეთი მზეს შეეხო ნაპოვნი ქნარით, ამოიმღერა დაფარული დიდი სიმწვანე. მე იმ გარდასულ დროებში მაშინ ვიგრძენი, რატომ აჟღერებდა მზეს ორფეოსი. ამ ყრუ ჭაობებს ვერ იტანდა ნათელი ბავშვი და შეეფარა სამოთხის ფრთებს მწვანით შემოსილს. და შრიალებენ ასაფრენად აწვდილი ფრთები, სდუმს ეს ფაზისი, გაფანტული მყუდრო ფშანებად, წამოფრინდება პონტო, როგორც ლურჯი ფრინველი და კოლხეთის სულს სამუდამოდ ის ეზმანება. /კოლხეთის ქნარი/ მერე რამდენი გაზაფხული მოკვდა უმზეოდ, ანდა რამდენი ფრთა გადაჰყვა ქარებს. კოლხეთი როგორ ეძახოდა დაღუპულ აფრებს, დაღუპულ აფრებს, პონტოს ნათელს, დამარხულ ქნარებს. და მე ვისმენდი ამორძალთა ფარების ჟრიალს, კოლხეთის ღამე რომ ანათებდა გრძნეულ მთვარეთი. ამ ყრუ ველებში ჩემი სული არ დაილია, მას მუდამ ზრდიდა პონტოს ზვირთი და სიზმარეთი. და მე მაჩვენა აქ ფაზისმა ლომის თათებით იმ სასახლეთა დაფარული უცხო ნახატი თლილი სვეტებით, მზის თაღებით და გუმბათებით და მასზე ზღვები მოფრენილი ცისფერ ფარფატით.
    • ევქსინის პონტო რომაელთა აფრებს წამოშლის, აინთო რომი მითრიდატეს ჩამქრალ ნათელზე, დაფრინავს ყანჩა ჭაობების ყრუ მიდამოში, დაფრინავს ყანჩა, სადაც შენი ძვლები დათესეს. ო, ახლობელო,ისევ ისე შენ ჩემში ცოცხლობ. აქ, კოლხიდაში, ჩაქრა შენი სისხლის ჩქერალი. შენ, მწვანე ბორცვო, თეთრ ნისლებში მყვინთაო ბორცვო, რას დარდობს დაფნა მარადიულ ცის მაცქერალი? /პონტო/
    • ის ოქროს ვერძი ღმერთებისთვის არ შეუწირავთ, ის ოქროს ვერძი ბერძნებს როდი გაუტაცნიათ. ის ათასწლობით აქ, რიონში, მწარედ ბღაოდა, და დავიხსენით ის ტალღების სასაფლაოდან, გენიის მადლით დღეს რიონი გახდა ფეხმძიმე და ეს სინათლეც დაიბადა ოქროს ვერძივით. ვინღა იტირებს რიონის ფშანთან. გაღიმებიათ ბაგრატის ფრესკებს, ვინღა შეაქებს წყნარ სუროს კალთას, როცა სინათლე ჩაატანს ქვესკნელს. ძველი მითების გავხდით მებაღე, სახლები ნათელ მკერდს იღეღავენ და ქუთაისში ლეგენდების შუქი დაცვივდა. /ის ოქროს ვერძი/
    • ყვითელი ალი აბიბინდა დამჭკნარ ჩალებზე, ბატების გუნდნი სამხრეთისკენ მიყაყანებენ, შემოდგომაზე ფიქრობს კოლხიდა. ოქროს საწმისი კვლავ იშლება გაშლილ მუხებზე, შემოდგომაზე ფიქრობს კოლხიდა. ჩემს გულზე ცვივა ეს ფოთლები, გამჭკნარი ჩალა, მოქანცული ცა იმზირება ქედების მხრიდან ჩემს გულზე ცვივა, ეს ფოთლები, გამჭკნარი ჩალა, შემოდგომაზე ფიქრობს კოლხიდა. /ოქროს საწმისი/
    • ზღვების ნათელში მელანდებიან, თითქოს ვისმენ მათ ისართა ზრიალს. ანდა გუთნებთან ჩანან დახრილნი და ომზე ფიქრობს მათი მახვილიც. მათი ფარების მესმის ჟღარუნი, იქ, თავს იყრიან გვირილებივით, მამაკაცებზე რომ ოცნებობენ და ოცნებებში ვარსკვლავივით იძირებიან. ლომის კუდივით დაგრეხილ მთებთან ფარს იფარებენ, როგორც ენძელებს, კოლხეთის მდორე ღამეში რას დაეძებენ? რაზე წუხს მათი დამწვარი ძუძუ? ან ვინ იხილა მათი ომები, განცვიფრებული მთების წინარე, გააფთრებული ტურფა ლომები და მათ თვალთაგან ცა მომდიმარე.. შეპყრობილ ვაჟებს რომ ახრჩობენ ქართულ ალერსით, სარეცლების ქვეშ ხმლებს მალავენ სისხლით გალესილს, ჩამოშლილი თმა ლაქაშივით ეხება ღამეს. /ამორძალები/
    • ჩემი სულიდან ამოქროლდნენ ეს მთები, რამინ, დამუნჯებული ეს კლდეები ვის უსმენს, რამინ? ვის ესმის, რამინ, პრომეთეს მკერდის სისხლიანი განთიადები? დამძიმებული ძერის ქარდებით? და თუ ტიტანის სისხლის ღვარი არ გაშრა, რამინ კლდეზე კი არა, მიჯაჭვული იყო იმედზე. იყო ლოდინი, გაზაფხულის მსუბუქი ჟამის, ჩემი სულიდან ამოქროლდნენ ეს მთები, რამინ! /იყო ლოდინი/
    • ორფეოს ,გესმის ეს გაზაფხული, ჩემი ტკივილი გესმის, ორფეოს? ვაკხებმა მოგკლეს, ჰადესის მძლევი? ცერბერი მიყეფს, ჟამთა დენა რომ შეაყენე. გეფარფატება ის მიჯნური მიმქრალი მთვარით, და ვარსკვლავები დაჰხვევიან ობოლ კითარას... მარადისობა ვინ გვანიშნა ვარსკვლავებიდან? ორფეოს, გესმის ჩემი ტკივილი, ეს გაზაფხული გესმის, ორფეოს? ორფეოს, იყო ნუთუ წარსული? /ორფეოს/
    • ფენიქს, გავფრინდეთ, სად ციმციმებს ის წმინდა ცეცხლი? დამძიმდა ეს გზა, თითქო სადმე მკვდარს მივათრევდე ფენიქს, გავფრინდეთ სად ციმციმებს ის წმინდა ცეცხლი? ჩემი ფერფლიდან რომ კვლავ გავთენდე და უსასრულო ხეტებაში გავყვე მზის ქროლვას. ისევ მივფრინავ შენი ფერფლიდან და უზრუნველად უჭვრეტ შენ, ფენიქს, ღრუბელთა დენას დაუსრულებელს და ვარსკვლავების მტრედისფერ სევდას. ჩვენი წარსულის წყვდიადში ჰყვავი განთიადივით მუდამ ლურჯ-მწვანე. სისხლით გათხვრილი დაგდევდა ყვავი და მაინც ლურჯი ფრთებით დაფარე. მე, ფენიქს, ისევ კლდეებს ვეყრდნობი, რადგან სისხლი მდის კვლავ წინაპართა, ახლა ვიღვიძებ ბრძოლისთვის, ფენიქს, უდაბნოების მძვინვარე ქართან. /ფენიქს/
    • მარადიულ ცას სინანული არ ეკარება, აყვავდა მუხა, ხევში ღელე ჩამოქვითინდა, მომელანდება დინოზავრები, მომელანდება მილიარდი წლების იქიდან. ქრება ლოდებზე დინოზავრთა ნატერფალები, მარადიულ ცას სინანული არ ეკარება: დაღუპულ ზღვებზე, დამპალ ხეზე, ჩამქრალ თვალებზე. შეხე, იები დამიწებულ წიფლის სხეულზე ამოსულან და აყვავებულ ცას იფარებენ და გაზაფხული დაყიალობს მწვანე თვალებით. /მარადიულ ცას/
    • გამოყენებული ლიტერატურა 1. ზ.ებანოიძე - წინასიტყვა - გ. კორნაპელი “ფენიქსი” გამომცემლობა “მოწამეთა” -1995 წ. 2. გ.ბენიძე - “ჟამიერების მძლეველი” 3. გიორგი იონთა იბერიონი - “სიკვდილის მისტერიები” – 1993წ. 4. გ.ნებიერიძე - პირადი ჩანაწერები და მოგონებები 5. გიორგი კორნაპელი- “ფენიქსი” - გამომცემლობა “მოწამეთა” – 1995წ.